Jump to content
Planeta.Ge

განახლებულმა ეროვნულმა მოძრაობამ რუსეთის დროშა დაწვა


Recommended Posts

დღეს რუსთაველზე, პარლამენტის წინ საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ანექსიასიის 89 წლისთავთან დაკავშირებით პარლამენტის წინ შეკრებილ საპროტესტო აქციაზე განახლებულმა ირაკლი წერეთლის, გურამ გოგბაიძის, დათო ტურაშვილის, იასონ ფავლენიშვილის და სხვა ლიდერთა თაოსნობით ეროვნულ განმანთავისუფლებელმა მოძრაობამ რუსეთის ფედერაციის დროშა დაწვა. აქციის ორგანიზატორთა განმარტებით ეს იყო საპროტესტო ჟესტი რუსეთის იმპერიის მიმართ , რადგანაც 1921 წლიდან 89 წლის შემდეგ რუსეთის იმპერიას კვლავც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი .

აქციის ორგანიზატორთა თქმით ანტისაოკუპაციო , ანტირუსული აქციები გაგრძელდება საქართველოს სრულ, უპირობო დეოკუპაციამდე და ეს აქციები სულ უფრო და უფრო მასიურ და სტიქიურ სახეს მიიღებს. მომავალში დაგეგმილია საპროტესტო აქციების ჩატარება სამაჩაბლოს და აფხაზეთის მისადგომებთან

აქციის მონაწილეებმა მიმართეს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირსა და ყველა ცივილიზებულსა და დემოკრატიულ სახელმწიფოს გააძლიერონ ზეწოლა რუსეთის იმპერიაზე საქართველოს უპირობო დეოკუპაციის კუთხით.

აქციის მონაწილეებმა ასევე მოითხოვეს ლუსტრაციის კანონის მიღების დაჩქარება და საქართველოში ამერიკის და ნატოს სამხედრო კონტიგენტის განთავსება

Edited by shamili
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 36
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

განახლებულმა ეროვნულმა მოძრაობამ რუსეთის დროშა დაწვა

 

 

ხამასს დავემსგავსებით მალე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
ქციის ორგანიზატორთა განმარტებით ეს იყო საპროტესტო ჟესტი რუსეთის იმპერიის მიმართ

დროსის დაწვას რადიკალ ბრბოს არ პატიობენ ხოლმე :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აქციის მონაწილეებმა მიმართეს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირსა და ყველა ცივილიზებულსა და დემოკრატიულ სახელმწიფოს გააძლიერონ ზეწოლა რუსეთის იმპერიაზე საქართველოს უპირობო დეოკუპაციის კუთხით.

კერქით რა :nekro:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პუტინის ცეცხლ წაკიდებული ფიტულისთვის,რომელსცა ჯოხებს ურტყამენ, არ მოგიკრავთ თვალი?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

განახლებულმა ეროვნულმა მოძრაობამ რუსეთის დროშა დაწვა

 

ილფსა და პეტროვს 'ოქროს ვერძში' ასეთი ფრაზა უწერიათ: Судьба играет человеком, а человек играет на трубе.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ანექსიასიის 89 წლისთავთან დაკავშირებით
http://planeta.ge/index.php?showtopic=16719
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ანტისაოკუპაციო მოძრაობა პარლამენტს განცხადებით მიმართავს

 

საქართველოს ანტისაოკუპაციო ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა პარლამენტს ორი კანონის მიღების განცხადებით მიმართვას.

 

ამის შესახებ პარლამენტთან დღეს 1921 წლის ოკუპაციასთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე საქართველოს ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა განაცხადეს.

 

როგორც მოძრაობის ერთ-ერთნა წევრმა ირაკლი წერეთელმა განაცხადა, საქართველოს პარლამენტს მიმართავენ მოთხოვნით, რომ მიიღონ საქართველოს ანტისაოკუპაციო ეროვნულ-განმანთავსიუფლებელი მოძრაობის მიერ ინიცირებული ორგანული კანონი, 1921 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული შეირაღებული აგრესიისა და საქართველოს ტერიტორიების შესახებ და ასევე კანონი ლუსტრაციის შესახებ.

 

ამასთან, წერეთელმა აღნიშნა, რომ ამ განცხადებით ასევევ აშშ-ს კონგრესს მიმართავენ, რათა აშშ-ს ხელისუფლების უმაღლესმა წარმომაგენლებითმა ორგანომ შესაბამისი საკანონმდბლო აქტი მიიღოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დათო ტურაშვილი

 

ეს სულ გამო####ვებულა... :):

 

ძალიან ახლობელია ჩემი. ვიცი რო პათოლოგიურად ეზიზღება რუსეთი, მარა ვის რას ანახებს ამითი, რას იმასხარავებს თავს მაგ ხალხის გვერდზე დგომით. ფუ, დებილი. დასაცინი გაიხადა თავი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველომ ოკუპაციის დღე მშვიდობიანი პროტესტით აღნიშნა

 

საქართველოს პარლამენტის წინ რუსეთის დროშა დაწვეს

25.02.2010

ავტორი ეკა ქევანიშვილი

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღე - 25 თებერვალი - საქართველოს დედაქალაქსა და რამდენიმე ქალაქში სხვადასხვაგვარი ღონისძიებებით აღინიშნა, თუმცა მთავარი გზავნილი, რომლითაც საქართველო 89 წლის წინანდელ, 1921 წლის 25 თებერვალს გამოეხმაურა, ყველა ამ ღონისძიებას საერთო ჰქონდა და ის მრავალწლიანი რუსული აგრესიის წინააღმდეგ იყო მიმართული.

 

საქართველოს პარლამენტის წინ რუსეთის დროშა დაწვეს, ოკუპაციის მუზეუმში საერთო სახელით - აგრესიის სიმბოლო - რუსეთ-საქართველოს ომის ამსახველი დოკუმენტური ფილმი უჩვენეს, ”ვერ წაშლი” - ერქვა თავისუფლების მოედანზე მოწყობილ ფოტოგამოფენას. სხვადასხვა წლებში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ამსახველი ფოტოგამოფენები მოეწყო მთელ თბილისში, მეტროსადგურებთან, 25 თებერვალი აღნიშნეს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მშვიდობიანი აქციები გაიმართა გორში, ბათუმში, ენგურის ხიდთან..

 

89 წლის წინანდელი ოკუპაციის მიმართ განწყობა ყველგან ერთნაირი იყო, თუმცა 2008 წლის აგვისტოს შემდეგ შესამჩნევად გამძაფრებული. ასეთია საქართველოს ოკუპაციის დღე ეროვნული მოძრაობის წევრის, მწერალ დათო ტურაშვილისთვისაც:

 

მწერალი დათო ტურაშვილი

”თითქოს ძალიან შორს იყო ეს დღე, 1921 წლის 25 თებერვალი, მაგრამ აგვისტოს ომის დროს ისე მოგვიახლოვდა ეს საფრთხე, დაგვბომბეს და მეტი რაღა უნდა ექნათ, და გამოჩნდა, რომ რუსული ოკუპაციის საფრთხე ისევ არსებობს საქართველოში.ხან ბოლშევიკური ჰქვია, ხან საბჭოთა, მაგრამ არ იცვლება და რუსები ერთი 500 წელი არც შეიცვლებიან. ძალიან მიყვარს რუსული ლიტერატურა, მაგრამ რა ვქნა, ამ სიყვარულის გამო სამშობლოს ხომ არ დავთმობ? მაგის გამო ვერ მოვითმენ ბომბებს, რომ კარგი ლიტერატურა აქვთ...”

 

პარლამენტის წინ მისულმა ძველი ეროვნული მოძრაობის წევრმა ირაკლი წერეთელმა თავის ძველ თანამებრძოლებთან ერთად ეს დღე რუსული დროშის დაწვით აღნიშნა:

”25 თებერვალი თავისუფლების დაკარგვის დღეა. ჩვენ კი ამ დღეს გვაზეიმებდნენ და გვასწავლიდნენ, რომ გასაბჭოების დღე იყო. სინამდვილეში კი ეს სამხედრო ოკუპაცია იყო.”

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...