shamili Posted February 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2010 (edited) დღეს რუსთაველზე, პარლამენტის წინ საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ანექსიასიის 89 წლისთავთან დაკავშირებით პარლამენტის წინ შეკრებილ საპროტესტო აქციაზე განახლებულმა ირაკლი წერეთლის, გურამ გოგბაიძის, დათო ტურაშვილის, იასონ ფავლენიშვილის და სხვა ლიდერთა თაოსნობით ეროვნულ განმანთავისუფლებელმა მოძრაობამ რუსეთის ფედერაციის დროშა დაწვა. აქციის ორგანიზატორთა განმარტებით ეს იყო საპროტესტო ჟესტი რუსეთის იმპერიის მიმართ , რადგანაც 1921 წლიდან 89 წლის შემდეგ რუსეთის იმპერიას კვლავც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი .აქციის ორგანიზატორთა თქმით ანტისაოკუპაციო , ანტირუსული აქციები გაგრძელდება საქართველოს სრულ, უპირობო დეოკუპაციამდე და ეს აქციები სულ უფრო და უფრო მასიურ და სტიქიურ სახეს მიიღებს. მომავალში დაგეგმილია საპროტესტო აქციების ჩატარება სამაჩაბლოს და აფხაზეთის მისადგომებთანაქციის მონაწილეებმა მიმართეს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირსა და ყველა ცივილიზებულსა და დემოკრატიულ სახელმწიფოს გააძლიერონ ზეწოლა რუსეთის იმპერიაზე საქართველოს უპირობო დეოკუპაციის კუთხით.აქციის მონაწილეებმა ასევე მოითხოვეს ლუსტრაციის კანონის მიღების დაჩქარება და საქართველოში ამერიკის და ნატოს სამხედრო კონტიგენტის განთავსება Edited February 25, 2010 by shamili Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted February 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2010 ვინ დათო ტურაშვილი? ეუF წამიხდა კაცზე შთაბეჭდილება... ( Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted February 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2010 განახლებულმა ეროვნულმა მოძრაობამ რუსეთის დროშა დაწვა ხამასს დავემსგავსებით მალე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted February 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2010 ქციის ორგანიზატორთა განმარტებით ეს იყო საპროტესტო ჟესტი რუსეთის იმპერიის მიმართდროსის დაწვას რადიკალ ბრბოს არ პატიობენ ხოლმე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Blaugranator Posted February 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2010 აქციის მონაწილეებმა მიმართეს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირსა და ყველა ცივილიზებულსა და დემოკრატიულ სახელმწიფოს გააძლიერონ ზეწოლა რუსეთის იმპერიაზე საქართველოს უპირობო დეოკუპაციის კუთხით.კერქით რა :nekro: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
chegesto Posted February 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2010 :hamaki: :beach: :nekro: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted February 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2010 პუტინის ცეცხლ წაკიდებული ფიტულისთვის,რომელსცა ჯოხებს ურტყამენ, არ მოგიკრავთ თვალი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted February 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2010 განახლებულმა ეროვნულმა მოძრაობამ რუსეთის დროშა დაწვა ილფსა და პეტროვს 'ოქროს ვერძში' ასეთი ფრაზა უწერიათ: Судьба играет человеком, а человек играет на трубе. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
choxa Posted February 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2010 საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ანექსიასიის 89 წლისთავთან დაკავშირებით http://planeta.ge/index.php?showtopic=16719 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted February 25, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2010 ანტისაოკუპაციო მოძრაობა პარლამენტს განცხადებით მიმართავს საქართველოს ანტისაოკუპაციო ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა პარლამენტს ორი კანონის მიღების განცხადებით მიმართვას. ამის შესახებ პარლამენტთან დღეს 1921 წლის ოკუპაციასთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე საქართველოს ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა განაცხადეს. როგორც მოძრაობის ერთ-ერთნა წევრმა ირაკლი წერეთელმა განაცხადა, საქართველოს პარლამენტს მიმართავენ მოთხოვნით, რომ მიიღონ საქართველოს ანტისაოკუპაციო ეროვნულ-განმანთავსიუფლებელი მოძრაობის მიერ ინიცირებული ორგანული კანონი, 1921 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული შეირაღებული აგრესიისა და საქართველოს ტერიტორიების შესახებ და ასევე კანონი ლუსტრაციის შესახებ. ამასთან, წერეთელმა აღნიშნა, რომ ამ განცხადებით ასევევ აშშ-ს კონგრესს მიმართავენ, რათა აშშ-ს ხელისუფლების უმაღლესმა წარმომაგენლებითმა ორგანომ შესაბამისი საკანონმდბლო აქტი მიიღოს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted February 25, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2010 იხილეთ ეს ლინკები : http://momavlispartia.org/index.php?m=news...159&lang=ge http://itv.ge/?p=50319 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted February 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2010 დოვნანა, დოვნანა, დოვნანა, დოვნანა........................................ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted February 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2010 დათო ტურაშვილი ეს სულ გამო####ვებულა... : ძალიან ახლობელია ჩემი. ვიცი რო პათოლოგიურად ეზიზღება რუსეთი, მარა ვის რას ანახებს ამითი, რას იმასხარავებს თავს მაგ ხალხის გვერდზე დგომით. ფუ, დებილი. დასაცინი გაიხადა თავი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2010 მაგ ბიჭს ნერვები არ უვარგა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted February 25, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2010 საქართველომ ოკუპაციის დღე მშვიდობიანი პროტესტით აღნიშნა საქართველოს პარლამენტის წინ რუსეთის დროშა დაწვეს25.02.2010ავტორი ეკა ქევანიშვილირუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღე - 25 თებერვალი - საქართველოს დედაქალაქსა და რამდენიმე ქალაქში სხვადასხვაგვარი ღონისძიებებით აღინიშნა, თუმცა მთავარი გზავნილი, რომლითაც საქართველო 89 წლის წინანდელ, 1921 წლის 25 თებერვალს გამოეხმაურა, ყველა ამ ღონისძიებას საერთო ჰქონდა და ის მრავალწლიანი რუსული აგრესიის წინააღმდეგ იყო მიმართული. საქართველოს პარლამენტის წინ რუსეთის დროშა დაწვეს, ოკუპაციის მუზეუმში საერთო სახელით - აგრესიის სიმბოლო - რუსეთ-საქართველოს ომის ამსახველი დოკუმენტური ფილმი უჩვენეს, ”ვერ წაშლი” - ერქვა თავისუფლების მოედანზე მოწყობილ ფოტოგამოფენას. სხვადასხვა წლებში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ამსახველი ფოტოგამოფენები მოეწყო მთელ თბილისში, მეტროსადგურებთან, 25 თებერვალი აღნიშნეს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მშვიდობიანი აქციები გაიმართა გორში, ბათუმში, ენგურის ხიდთან.. 89 წლის წინანდელი ოკუპაციის მიმართ განწყობა ყველგან ერთნაირი იყო, თუმცა 2008 წლის აგვისტოს შემდეგ შესამჩნევად გამძაფრებული. ასეთია საქართველოს ოკუპაციის დღე ეროვნული მოძრაობის წევრის, მწერალ დათო ტურაშვილისთვისაც: მწერალი დათო ტურაშვილი”თითქოს ძალიან შორს იყო ეს დღე, 1921 წლის 25 თებერვალი, მაგრამ აგვისტოს ომის დროს ისე მოგვიახლოვდა ეს საფრთხე, დაგვბომბეს და მეტი რაღა უნდა ექნათ, და გამოჩნდა, რომ რუსული ოკუპაციის საფრთხე ისევ არსებობს საქართველოში.ხან ბოლშევიკური ჰქვია, ხან საბჭოთა, მაგრამ არ იცვლება და რუსები ერთი 500 წელი არც შეიცვლებიან. ძალიან მიყვარს რუსული ლიტერატურა, მაგრამ რა ვქნა, ამ სიყვარულის გამო სამშობლოს ხომ არ დავთმობ? მაგის გამო ვერ მოვითმენ ბომბებს, რომ კარგი ლიტერატურა აქვთ...” პარლამენტის წინ მისულმა ძველი ეროვნული მოძრაობის წევრმა ირაკლი წერეთელმა თავის ძველ თანამებრძოლებთან ერთად ეს დღე რუსული დროშის დაწვით აღნიშნა:”25 თებერვალი თავისუფლების დაკარგვის დღეა. ჩვენ კი ამ დღეს გვაზეიმებდნენ და გვასწავლიდნენ, რომ გასაბჭოების დღე იყო. სინამდვილეში კი ეს სამხედრო ოკუპაცია იყო.” Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.