შაქროII Posted February 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2010 რამდენჯერმე იყო მედიაში და ფორუმზეც ხელისუფლების "ახალი", "გენიალური" ინიციატივა ჩრ. კავკასიის რესპუბლიკებთან ურთიერთობის და "საერთო კავკასიური" სახლის შესახებ. და ეს ყველაფერი აგვისტოს ომის შემდეგ. ნაცვლად იმისა რომ 2003 წლიდან დაწყებულიყო ამ იდეაზე მუშაობა და პირველი უნდა ყოფილიყო აფხაზებთან დიალოგი, ცხინვალის ოსებთან ერგენეთის ბაზრობის მოშლა კი არა კიდევ 2 ერგნეთის ბაზრობის მსგავსის გახსნა. ნაცვლად იმისა რომ დაწყებულიყო "სნგ"-დან გამოსვლის პროცედურა და რუს საოკუპაციო ჯარისთვის სამშვიდობო სტატუსის მოხსნა. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის რომ არ აეცილებინა თავიდან ის რაც მოხდა და ეს დიდ გამარჯვებად გაგვისაღა. აგვისტოს ომის შემდეგ ხელისუფლება კვლავ განაგრძობს უპრინციპო და არათანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმას. რაც გამოიხატება შემდეგში: უწოდებს რა (და სამართლიანადაც) რუსის ჯარს აფხაზეთში და ცხინვალში ოკუპანტებს, მან დადო საიდუმლოდ ხელშეკრულება რუსეთთან ენგურჰესის გადაცემის შესახებ. ეძებს რა მოღალატეებს და რუსეთის აგენტებს ოპოზიციაში (და ამ "გამოვლენილი აგენტების" აბსოლიტური უმრავლესობა ისევ ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები: მინისტრები, პრემიერმისნისტრი, პარლამნეტის თავჯდომარე არიან), მზადაა რუსეთთან დათმობებზე და ლარსის სასაზღვრო პუნქტის გახსნაზე. ცნობიალია რა რუსეთის ინტერესები პანკისის, თრუსოს, ჯეჯორას ხეობებში (მამისონის უღელტეხილი) ამ ფონზე ე.წ. "ჩრდილოკავკასიის რესპუბლიკებთან პირდაპირი ურთიერთობა" ესაა რუსეთისვის ხელის გახსნა რომ მან საქართველო დაადანაშაულოს ჩრ. კავკასიელ ტეორირსტებთან კავშირში და დაიკავოს არა მარტო ზემოაღნიშნული ხეობები არამედ კავკასიის მთების სამხრეთ კალთები საზღვრის მთელ პერიმეტრზე--საზღვრის კონტროლის და საქართველოდან ტერორისტული საფრთხის აღკვეთის საბაბით. საქართველოს სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ხელისუფლების მიერ დეკლარირებული ეს "ურთიერთობების პოლიტიკა" არის ბლეფი და უნაყოფობისთვის განწირული. უფრო მეტიც რუსეთის შესაძლო აგრესიის პირობებში ანტიტერორისტული ღონისძიებების საბაბით საქ. ხელისფლება უძლურია წინ აღუდგეს ამ ქმედებებს (მით უმეტეს, რომ ის უძლურია დღეს რომ აკონტროლოს საზღვრები). არ იქნება დასავლეთის მხარდაჭერაც (თუ არ ჩავთვლით მორიგ შეშფოთებას), მით უმეტეს თუ რუსეთს საქ. ხელისუფლება აძლევს საბაბს ანტიტერორისტული კამპანიის სახელით დაიკავოს საქ. ტერიტორიები. ამრიგად 90იან წლებში გაცხადებული იდეა ერთიანი კავკასიური სახლის შესახებ გამეორებულია სულ სხვა პოლიტიკურ ვითარებაში და არის არა მარტო საფრხის შეცველი არამედ რუსეთის პირდაპირი გამოწვევა/მოპატიჟება კიდევ ერთხელ, დამატებით დაიკავოს საქ. ტერიტორიები და არის სამშობლოს ღალატის ტოლფასი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2010 შაქროII ამრიგად 90იან წლებში გაცხადებული იდეა ერთიანი კავკასიური სახლის შესახებ გამეორებულია სულ სხვა პოლიტიკურ ვითარებაში და არის არა მარტო საფრხის შეცველი არამედ რუსეთის პირდაპირი გამოწვევა/მოპატიჟება კიდევ ერთხელ, დამატებით დაიკავოს საქ. ტერიტორიები და არის სამშობლოს ღალატის ტოლფასი.+1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
შაქროII Posted February 22, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2010 თემა ექსკლუზიურად პლანეტა ჯე და რეპაბლიქანს ჯი ფორუმებისთვის. ანცი ზომებების ბნელი გონება ფორმ ჯიზე ვერ გაიგებს ამ ტემას Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted February 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2010 შაქროII მიშა დაღუპავს ქვეყანას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
სანდროია Posted February 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 24, 2010 თემა ექსკლუზიურად პლანეტა ჯე და რეპაბლიქანს ჯი ფორუმებისთვის. ანცი ზომებების ბნელი გონება ფორმ ჯიზე ვერ გაიგებს ამ ტემასშაქროII http://forum.ge/?act=ST&f=29&t=34082561&st=0# Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
შაქროII Posted February 24, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 24, 2010 სანდროია მერე ვერ ხედავ მიშIსტები როგორ უფრთხიან მაგტემაში შესვლ;ას?თიტქოს არც დამიწერია დამილინკავს....ქვეყნაწინ მიდის მაგათი აზრით და .უხარიათ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 24, 2010 (edited) თემა ექსკლუზიურად პლანეტა ჯე და რეპაბლიქანს ჯი ფორუმებისთვის. ანცი ზომებების ბნელი გონება ფორმ ჯიზე ვერ გაიგებს ამ ტემას როგორ გყოფნის ნერვები რომ ზომბებს ეპაექრო მე მათ ან ვაგინებ ან დავცინი, გაააჩნია Edited February 24, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted February 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 24, 2010 მე კი ვარ ოპტიმისტი (აბა სხვა რა გზა მაქვს მცირეწლოვანი ბავშვების პატრონს) და რატომღაც მგონია, რომ ბოლო მომენტში სასწაულებრივად ყველაფერი მაინც კარგად დამთავრდება ჩვენი ქვეყნისათვის, მაგრამ ალბათ ძალიან დიდი მოთმინების ხარჯზე.ყველაზე მეტად მაშინებს გამწარებულმა ხალხმა მოთმინება არ დაკარგოს და პოლიტიკურ ავანტურისტებს არ მისცეს საბაბი მიმართონ ხელისუფლების ძალიამიერი შეცვლის გზას. კიდევ ერთ რევულუციას ქვეყანა უბრალოდ ვეღარ გაუძლებს. ხელისუფლებისადმი ისედაც ნიჰილისტურად განწყობილი ხალხი, რომელსაც სახელმწიფოებრივი აზროვნების კულტურა ჯერ არ გამომუშავებია, საერთოდ დაკარგავს დამოუკიდებელი სახელმწიფოს აშენების შესაძლებლობის რწმენას და საბოლოოდ დაკარგავს ერთიანობის განცდას. მე მაინც მგონის ასე არ მოხდება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 24, 2010 (edited) მე კი ვარ ოპტიმისტი (აბა სხვა რა გზა მაქვს მცირეწლოვანი ბავშვების პატრონს) და რატომღაც მგონია, რომ ბოლო მომენტში სასწაულებრივად ყველაფერი მაინც კარგად დამთავრდება ჩვენი ქვეყნისათვის, მაგრამ ალბათ ძალიან დიდი მოთმინების ხარჯზე.ბევრს აქვს ასეთი უნცაური და უსაფუძვლო ოპტიმიზმიეს იმიტომ რომ ქარტველებს მაინც რაღაც განსაკუთრებულად კარგები გვგონია ჩვენი თავი,დაჟე მეც ასე ვფიქრობ-იგივე მოტივით, ეს არ ინკურნება, ეს აღზრდის პონტია დაჟე მოათეისტო ტიპებსაც კი აქვთ იმედი რომ ღმერთი არ გაგვწირავს Edited February 24, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted February 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2010 შაქროII უკვე კაა ხანია ეჭვი კი არ მეპარება, არამედ დარწმუნეებლი ვარ, რომ რუსეთის თამაშს თამაშობენ... პ.ს დავბერდით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.