Jump to content
Planeta.Ge

წახვალთ თუ არა პრაიმერზე?!


Recommended Posts

DATA TUTASXIA

ვინ მიიღებს პრაიმერში მონაწილეობას? ამომრჩევლებზე მაქვს საუბარი.

მაგაშია მთელი პრობლემა დათა ბატონო. ამერიკაში სადაც ტარდება პრაიმერები ყველაფერი ტარდება ერთი პარტიის შიგნით და უმრავლეს შტატებში მონაწილეობას იღებს იმ პარტიის დარეგისტრირებული ამომრჩეველი.

ჩვენთან კი ვერავითარ შეზღუდვას ვერ დავუწესებთ, რადგან არავითარი კრიტერიუმი მათი გარჩევისა არ არსებობს. შესაბამისად ვერავინ ვერ დაუშლის ხელისუფლების მომხრეებს მიიღონ მონაწილეობა და იმ კანდიდატს მისცენ ხმა ვისაც ხელისუფლება ჩათვლის საჭიროდ. ალბათ ყველაზე სუსტს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 74
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

DATA TUTASXIA

ციტატა(MACI @ 23rd February 2010 - 10:05 AM) *

ვინ მიიღებს პრაიმერში მონაწილეობას? ამომრჩევლებზე მაქვს საუბარი.

“პრაიმერთან დაკავშირებით გვაქვს ის მოდელი, რომელიც დაცული იქნება გარე ჩარევებისგან... თუ ჩვენ პრაიმერზე შევთანხმდით, აქამდე არსებული მოდელი შეიცვლება. საზოგადოების გარდა, ამ საქმეში ჩართული არავინ იქნება. ეს იქნება, დაახლოებით, ერთიანი კანდიდატის გამოკვეთის კომისია, რომელშიც მხოლოდ საზოგადოების წევრები შევლენ”,-აღნიშნა ალასანიამ

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

“პრაიმერთან დაკავშირებით გვაქვს ის მოდელი, რომელიც დაცული იქნება გარე ჩარევებისგან... თუ ჩვენ პრაიმერზე შევთანხმდით, აქამდე არსებული მოდელი შეიცვლება. საზოგადოების გარდა, ამ საქმეში ჩართული არავინ იქნება. ეს იქნება, დაახლოებით, ერთიანი კანდიდატის გამოკვეთის კომისია, რომელშიც მხოლოდ საზოგადოების წევრები შევლენ”,-აღნიშნა ალასანიამ

 

აგაშინა ღმერთმა.

 

მაგრამ მგონია ეს აურზაური პრაიმერის გამო ხელისუფლებას უფრო აწყობს.

 

ძუკუ

 

მაგაშია მთელი პრობლემა დათა ბატონო. ამერიკაში სადაც ტარდება პრაიმერები ყველაფერი ტარდება ერთი პარტიის შიგნით და უმრავლეს შტატებში მონაწილეობას იღებს იმ პარტიის დარეგისტრირებული ამომრჩეველი.

ჩვენთან კი ვერავითარ შეზღუდვას ვერ დავუწესებთ, რადგან არავითარი კრიტერიუმი მათი გარჩევისა არ არსებობს. შესაბამისად ვერავინ ვერ დაუშლის ხელისუფლების მომხრეებს მიიღონ მონაწილეობა და იმ კანდიდატს მისცენ ხმა ვისაც ხელისუფლება ჩათვლის საჭიროდ. ალბათ ყველაზე სუსტს.

 

ეგ მეც ვიცი. მაგრამ ხომ არსებობს ყველა პარტიაში პარტიული სიები? ჰოდა ამ პარტიული სიებით იხელმძღვანელონ. ნუ ხელისუფლების ჩარევა იქნება აუცილებლად, მაგრამ არა იმ დოზით რომ გადამწყვეტი იყოს. თანაც თუ ოპოზიციის ლიდერს ვირჩევთ მაშინ +-5-10% არაფერს ნიშნავს. თუ ლიდერობაზე გაქვს პრეტენზია მაშინ +-5- 10%-ი ფორა უნდა მისცე კონკურენტს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

 

წავალ

 

არსად და არასოდეს დამიმალავს, რომ რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერი ვარ. ყველაზე ძალიან მათში ყოველთვის ის მომწონდა, რომ ბელადი არ ჰყავთ და თვითონ შიგნითაც კი არცერთ საკითხზე არა აქვთ მხოლოდ ისეთი აზრი, რაც პარტიის ხელმძღვანელს, მაგრამ დრომ გვიჩვენა, რომ ნიუსტუდიოს თქმისა არ იყოს, მაგარი ტორმუზები არიან და სწორედ ეს, გადაწყვეტილების მიმღები ადამიანის ანუ გამოკვეთილი ლიდერის არყოლა ძალიან არაეფექტურს ხდის მათ მოქმედებას. ჯერ კიდევ უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებში დაუშვეს დიდი შეცდომა, როდესაც პირველები გამოეყვნენ ერთობას და დასაბამი დაუდეს ერთიანობის რღვევას. იგივეს აკეთებენ ეხლაც.

ვერა და ვერ ისწავლეს, რომ პოლიტიკაც, ცხოვრებაც და ურთიერთობის კულტურაც მხოლოდ მაშინ მიდის სწორი გზით და ეფექტურად, როცა უმცირესობაში დარჩენილი, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები ეგუებიან და მორჩილდებიან უმრავლესობის აზრს და არა პანიკებს და ისტერიას ტეხავენ!

ესე როგორ შეიძლება??? თუ ყველაფერს ისე გააკეთებთ როგორც მე მინდა მაშინ თქვენთან ვარ (უფრო სწორად, თქვენ ხართ ჩემთან) თუ არა და არაო. ეს იგივეა ოჯახმა გარკვეული რაოდენობის ფული რომ იშოვოს და ყველანი შეთანხმდნენ, მოდი, ამ ფულით ტელევიზორი და დივანი ვიყიდოთო და რძალი რომ გაიჭაჭოს, არა ბრილიანტის კოლიე მიყიდეთო და უარის შემთხვევაში სახლიდან წავიდეს.

სხვისი არ ვიცი და მე ზუსტად ასე აღვიქვამ ამას!

იმის მაგივრად დათანხმებულიყვნენ პრაიმერს და ამდენი ხანი მექანიზმების შემუშავებაზე ეზრუნათ, რომლითაც ჯერ ერთი ნაციონალების გაყალბებას აიცილებდნენ თავიდან და მეორეც საკუთარ წარმატებაზე იზრუნებდნენ, ადგნენ და ყველა სხვა ადამიანის მოსაზრებას "მიშას სცენარს" უწოდებენ. ბოდიში და ეს ზემოთ ნახსენები რძლის იაზვობას და წამოძახებებს მაგონებს.

 

ამიტომ მე წავალ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა გაგვიხურეთ საქმე,

ძლივს გამოჩნდა ნორმალური ძალა ალიანსის სახით და ეხლა რა ვქნათ ჩვენ,

თქვენმა მხარდამჭერებმა,

ალასანია იღებს მონაწილეობას, რესპებს და მემარჯვენეებს არ სურთ,

ორივეს თავისი არგუმენტები აქვს

და მე ეხლა რატომ ვიმტვრიო ტვინი, ჩემი საქმეები მაქვს და ათასი პრობლემა,

მაქვს ჩემი პოლიტ. სიმპატია,

 

ჩამოყალიბდით თქვენ მაინც ერთ პოზიციაზე და ტვინს ისედაც უამრავი პრობლემებით

გადატვირთულ ხალხს ნუ გვიჭამთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DATA TUTASXIA

მაგრამ ხომ არსებობს ყველა პარტიაში პარტიული სიები? ჰოდა ამ პარტიული სიებით იხელმძღვანელონ.

ვერ ვხვდები რა პარტიულ სიებზე საუბრობთ, მხარდამჭერებზე? ეგეთი სიები ფაქტიუირად არ არსებობს, თანაც გუშინ ჩემი მხარდამჭერი იყო, დღეს ვისია?

იმ ხალხს რა ვუყოთ ვინც არავის მხარდამჭერი არ არის ზოგადად, ანდა მიშისტებს რა პრინციპით ვუკრძალავთ მონაწილეობას?

ლ ი ც ი

“პრაიმერთან დაკავშირებით გვაქვს ის მოდელი, რომელიც დაცული იქნება გარე ჩარევებისგან... თუ ჩვენ პრაიმერზე შევთანხმდით, აქამდე არსებული მოდელი შეიცვლება. საზოგადოების გარდა, ამ საქმეში ჩართული არავინ იქნება. ეს იქნება, დაახლოებით, ერთიანი კანდიდატის გამოკვეთის კომისია, რომელშიც მხოლოდ საზოგადოების წევრები შევლენ”,-აღნიშნა ალასანიამ

საზოგადოების წევრები თუ შევლენ, მაშინ სავანელს და ბოჟაძეს რას უშვებიან თავიანთ ძიძიგურ, კობა ნოღაიდელთან ერთად, ამაზე გრეჩიხა არაფერს არ ამბობს. მოდით ჩამოყალიბდნენ და და მერე ისაუბრონ.

თუ ის დაგავიწყდათ ყველას როცა ყველა მინუს ერთი გამოცხადდა, ზურა აბაშიძემ როგორ უარყო ეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

 

ბატონო მიშა, მაგრამ ბოჟაძე სხვათაშორის რესპუბლიკურ პარტიაში იყო. თანაც თანამდებობაზე. :beee:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

ბატონო მიშა, მაგრამ ბოჟაძე სხვათაშორის რესპუბლიკურ პარტიაში იყო. თანაც თანამდებობაზე.

არ ყოფილა. აქტიურად ეტენებოდა დათოს, ბოლოს მიხვდა რომ არაფერი გამოვიდოდა და თავი დაგვანება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

 

არ ყოფილა. აქტიურად ეტენებოდა დათოს, ბოლოს მიხვდა რომ არაფერი გამოვიდოდა და თავი დაგვანება.

ვთქვათ მივიდნენ ნაცმოს აქტივისტები და ძიძიგური ან ვინმე მაგდაგვარი

შემოხაზეს,

მერე რა, რამდენი აქტივისტი ჰყავს ნაცმოს,

ისინი მოახერხებენ მხოლოდ აქტივისტების და არა მომხრეების მობილიზებას,

 

ჩვეულებრივი მიშისტები, ანუ ისეთEბი ვინც ხელფასს არ იღებენ რეჟიმისგან

ისინი არ მივლენ არჩევნებზე, ან თუკი მივლენ ისინი გრეჩიხას ნაღდად არ მისცემენ ხმას

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

ზაურ გურგენიძის თანაშემწე იყო. აბრაც ჰქონდა კარზე აკრული

ჯერ ზაურ გურგენიძე და მერე იმის თანაშემწეობა :beee:

 

Siknadmo

ვთქვათ მივიდნენ ნაცმოს აქტივისტები და ძიძიგური ან ვინმე მაგდაგვარი

შემოხაზეს,

მერე რა, რამდენი აქტივისტი ჰყავს ნაცმოს,

ისინი მოახერხებენ მხოლოდ აქტივისტების და არა მომხრეების მობილიზებას

 

 

მაარტო უკრაინაში 2000 კაცი გააგზავნეს და აქ რას იზამენ. მითუმეტეს აქტივობა პრაიმერზე ნამდვილად დაბალი იქნება.ან როგორ წარმოგიდგენიათ რამდენი საარჩევნო უბანი უნდა გაიხსნას, სად, რა ხელისუფლება გამოყოფს შენობებს და რა თანხები დასჭირდება ამას, რაც მთავარია ვისი, ნოღაიდელის.

Edited by ძუკუ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

სრულიად გეთანხმები.

ყველაზე მაქსიმუმი 5000 ადამიანის მობილიზება შეძლონ ნაციონალებმა. :beee:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

მაარტო უკრაინაში 2000 კაცი გააგზავნეს და აქ რას იზამენ. მითუმეტეს აქტივობა პრაიმერზე ნამდვილად დაბალი იქნება.ან როგორ წარმოგიდგენიათ რამდენი საარჩევნო უბანი უნდა გაიხსნას, სად, რა ხელისუფლება გამოყოფს შენობებს და რა თანხები დასჭირდება ამას, რაც მთავარია ვისი, ნოღაიდელის.

კარგი, 10 000 კაცი იყოს, ჰა, ჰა 20 000, რაც ყველაზე მთავარია გაყალბება ხომ არ მოხდება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პრაიმერთან დაკავშირებით გვაქვს ის მოდელი, რომელიც დაცული იქნება გარე ჩარევებისგან...

მერე სადა გვაქვსო, სად? :))

 

პრაიმერზე მიშას მხარდამჭერებს ხელ-ფეხი გახსნილი აქვთ; პრაიმერის დროს ხომ სულაც არაა სავალდებულო, ხმა მისცე გიგის(მიშას), ეს ხომ არაა ნამდვილი არჩევნები. ჰოდა გაიყვანენ ყველაზე სუსტ კანდიდატს და მერე სდიოს ალასანიამ "აეეე, მოვდივარ" ძახილით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...