Jump to content
Planeta.Ge

წახვალთ თუ არა პრაიმერზე?!


Recommended Posts

  • Replies 74
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

newstudio

რატომ?

აი მიტომ:

ალიანსი საქართველოსთვის” პრაიმერში მონაწილეობას არ მიიღებს. ეს არის ალიანსის საერთო გადაწყვეტილება, რომელიც 2009 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა. ყველა სხვა დანარჩენი ფორმა ერთიანობის მისაღწევად და ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად ჩვენთვის მისაღებია”, - განაცხადა უსუფაშვილმა.

მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ალიანსის მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციურ პარტიებს სუფთა ფურცლიდან მოლაპარაკებებს სთავაზობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ალიანსი მიდის მოლაპარაკებაზე თავიანთი კანდიდატებით და ელოდება არგუმენტებს იმის შესახებ, რით სჯობს მათ სხვა კანდიდატები. “ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ გამოვრიცხავთ სახელისუფლებო ხაფანგში – პრაიმერში მონაწილეობას. სხვა ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნება ქართველი ხალხის სასიკეთოდ

 

აბსოლუტურად ვეთანხმები დათოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

და არ ენდობი თბილისელებს...

მე არ ვენდობი მიშას, უფრო სწორედ კარგად ვიცი რასაც გააკეთებს.

იქნებ ვინმემ მითხრათ როგორ აიცილებთ თავიდან პრაიმერში ხელისუფლების მოსალოდნელ ჩარევას. კონკრეტულად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

დავწერე სხვაგან..აჰა გავხსენი კარტები..უფრო სწორედ გავთვალე: :D

 

ფაქტია რომ ალიანსის ჩამოყალიბებას ბევრი, მათ შორის ე.წ. "ხელისუფლების მხარდამჭერები" დადებითად შეხვდნენ. მათი ხმები იქნება სწორედ გადამწყვეტი და ალიანსი როგორც საკრებულოს პრედენტედნტი ამ ხმებს არ დაკარგავს მაგრამ ალასანია როგორც მერის კანდიდატი ამ ხმებს ვერ მიიღებს პრაიმერში ეს ხალხი უბრალოდ არ მივა პრაიმერზე..ეშინია და იმიტომ. და თუ ალასანია წააგებს, რაც არაა გამორიცხული თუ ვანომ კარგად იმუშავა, მას ხელფეხი ექნება შეკრული დააყენოს კანდიდატურა არჩევნებზე...

 

ეს ვინმემ აუხსენიტ ამ კაცს(ალასანიას)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იქნებ ვინმემ მითხრათ როგორ აიცილებთ თავიდან პრაიმერში ხელისუფლების მოსალოდნელ ჩარევას. კონკრეტულად.

თუ ხელისუფლება "იქ" ვერ დაამარცხე, მაშინ მერიის არჩევნებზე საუბარი ზედმეტი ხდება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

ხელისფლებაზე არაა მხოლოდ საუბარი.

 

პარიამერში ა რმოვა ის ხალხი დიდი ნაწილი ვინც მხარს უჭერს ალასანიას და ალიანსს.

 

არ გახსოვს ფორუმელებტან შეხვედრაზე რა ტხოვნა იყო? ჩვენი ფოტოები არ დადოთო..ეშინიათ და იმიტომ. იხ ჩემი პოსტი ზემოთ

 

ფაქტია რომ ალიანსის ჩამოყალიბებას ბევრი, მათ შორის ე.წ. "ხელისუფლების მხარდამჭერები" დადებითად შეხვდნენ. მათი ხმები იქნება სწორედ გადამწყვეტი და ალიანსი როგორც საკრებულოს პრედენტედნტი ამ ხმებს არ დაკარგავს მაგრამ ალასანია როგორც მერის კანდიდატი ამ ხმებს ვერ მიიღებს პრაიმერში ეს ხალხი უბრალოდ არ მივა პრაიმერზე..ეშინია და იმიტომ. და თუ ალასანია წააგებს, რაც არაა გამორიცხული თუ ვანომ კარგად იმუშავა, მას ხელფეხი ექნება შეკრული დააყენოს კანდიდატურა არჩევნებზე...

 

ფაქტია რომ ხელისუფლების ატასობით მხარდამჭერი მზადაა ცვლილებებისთვის და არცევნებში მზადაა ხმა მისცეს ალასანიას და ალიანსს,განსხვავებიტ სხვა პარტიებისგან და კანდიდატებისგან .

 

პრაიმერის შემთხვევაში ეს ხალხი არ მიიღებს მონაწილეობას პრაიმერში.

ეშინიათ და იმიტომ..იყო ფორუმელების შეხვედრა ალასანიასთან და მონაწილეებმა გადაწყვიტეს არ გაშუქებულიყო არც შინაარსი არც მათი პირადი ინფორმაცია ინტერნეტ ფორუმზე. ეს ხალხი პრაიმერზე უბრალოდ არ მივა..მაგრამ შეიძება მივიდეს ზონდერ ბრიგადები და ხმა მისცენ კობა დავიტაშვილს---ესაა პრობლემა რასაც ვერ ავიცილებთ პრაიმერში.სხვა ყველაფერი აცილებადია, "ნოღაიდელის გვერდში დგომის" ჩათვლით (თიტქოს ამ ხელისუფლების გვერდში კი არა თავში არ მჯდარიყოს ეს 10 წელი)

 

აქედან გამომდინარე პრაიმერში მონაწილეობას არ მიიღებს ალიანსის და ალასანიას მხარდამჭერთა დიდი მასა.

 

სწორედ ამის გამო არის პრაიმერი საფრთხის შემცველი. ეს ალასანიას პარტიამ ნათლად უნდა დაინახოს.

Edited by შაქროII
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ალასანიას პარტიის საიტიდან უკვე მივწერე ეს არგუმენტი მაილფორმით..ცხადია შაქროს სახელით :( ...

იმედია წაშლამდე ვინმე არამარტო წაიკითხავს არამედ ვისაც საჭიროა იმასაც გააცნობს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ჩემ აზრზე ვრჩები , თან მტკიცედ.

შიში ვერ იხსნის სიკვდილსა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

ლაშა არცევნებზე რომ მივა 100 000 ალასანაის მხარდამჭერი პრაიმერზე მივა 40-60 000 გაიხსენე როგორ ტქვეს უარი ფოტოების და ინფოს დადებაზე შეხვედრაზე მოსულმა ფორუმელებმა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

თუ ხელისუფლება "იქ" ვერ დაამარცხე, მაშინ მერიის არჩევნებზე საუბარი ზედმეტი ხდება.

 

 

სად იქ ლაშა?

 

 

აი კაცი მოვიდა პრაიმერზე და როგორ უნდა გაარკვიო რა მიზნით არის მოსული?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

იქნებ ვინმემ მითხრათ როგორ აიცილებთ თავიდან პრაიმერში ხელისუფლების მოსალოდნელ ჩარევას. კონკრეტულად.

 

თუ ხელისუფლება "იქ" ვერ დაამარცხე, მაშინ მერიის არჩევნებზე საუბარი ზედმეტი ხდება.

არ ვარგა ეს არგუმენტი ლაშა. მარტივი მიზეზის გამო. არჩევნებზე უმთავრესად ხელისუფლებას იმაზე უნდა ეომო რომ კანონი არ დაარღვიოს და არ გააყალბოს. აქ კი სავსებით კანონიერად მოვა ხელისუფლების მხარდამჭერი პრაიმერზე და ვისაც დაავალებენ იმას მისცემს ხმას.ვერავითარ გაყალბებას ამას ვერ დაარქმევ.წერტილი.

გარდა ამისა იქნებ ვინმემ დამისახელოს ვის და ვის შორის აპირებენ პრაიმერის ჩატარებას?

ვინ აპირებს საერთოდ არჩევნებში მონაწილეობას?

მე ვიცი ვინ არ აპირებს. გავლენიანი პარტიებიდან ფორუმი და ლეიბები. ნაკლებად გავლენიანიდან ბურჯანაძე, ბესელია.სამკაციან და საპარლამენტო პარტიებს არ ვთვლი. ვინ რჩება?

კონსერვები, კობა და რაც მთავარია გრეჩიხა თავის ნეტართან ერთად.მაგარი არჩევანია.

 

 

 

აგერ უსუფას მიერ დეკემბერში დაწერილი სტატია პრაიმერზე.

ინტერპარტიული პრაიმერის ზოგიერთი პრობლემა

დავით უსუფაშვილი

24 დეკემბერი, 2009

ქვემოთ განხილული საკითხებიდან და მოყვანილი არგუმენტებიდან,

ვფიქრობთ, აშკარაა, რომ თბილისის მერის მომავალ არჩევნებში

გასამარჯვებლად ოპოზიციამ რაც შეიძლება მალე უნდა დააღწიოს თავი

ინტერპარტიული პრაიმერის თაობაზე დისკუსიებს და მოძებნოს ძალების

გაერთიანების სხვა უფრო ქმედითი მოდელი.

1. ხელისუფლება - ოპოზიციური პრაიმერის ძირითადი მოთამაშე

ოპოზიციური ინტერპარტიული პრაიმერის დროს ხელისუფლებას აქვს ინტერესი, მის

კონკურენტად გამოვლინდეს ის ოპოზიციური კანდიდატი, რომელსაც ძირითად

არჩევნებზე ყველაზე ადვილად გაუმკლავდება. წარმოუდგენელია, რომ ხელისუფლებამ

ხელიდან გაუშვას არჩევნებამდე არჩევნების მოგების ეს ხონჩით მირთმეული შანსი.

თან საამისოდ მას დიდი ძალისხმევაც არ სჭირდება. პოლიტიკური გულუბრყვილობაა

იმაზე საუბარი, რომ ეს იქნება `ოპოზიციური პრაიმერი~, რომელშიც ხელისუფლება

ვერ მიიღებს მონაწილეობას. მიიღებს და თანაც როგორ – მთელი სიმძლავრით

ამუშავდება სახელისუფლებო პროპაგანდისტული მანქანა სასურველი სუსტი

კანდიდატის `გასაპიარებლად~ და არასასურველი ძლიერი კანდიდატის `ჩასაძირად~.

ამავე მიზნით იმუშავებენ პრაიმერში `შეგზავნილი~ კანდიდატები. და თუ მაინც

საჭირო გახდა, ხელისუფლება გამოიყენებს ბოლო იარაღს – სასურველი სუსტი

კანდიდატის მხარდასაჭერად პრაიმერის საარჩევნო ყუთებისკენ დარაზმავს საჭირო

რაოდენობის მის მიერ კონტროლირებად ამომრჩეველს. ამ პრობლემას ვერანაირად ვერ

გაუმკლავდება ამომრჩეველთა წინასწარი რეგისტრაციის მექანიზმი თუნდაც იმიტომ,

რომ საჭირო რაოდენობის სახელისუფლებო დესანტის წინასწარ რეგისტრაციას

უზრუნველყოფენ `შეგზავნილი~ სუბიექტები.

2. ძლიერების დასუსტება, სუსტების გაძლიერება

ის, რაც ინტერპარტიული პრაიმერის მთავარ ღირსებადაა წარმოჩენილი (ყველა

მონაწილე შემდგომ ერთიანი საარჩევნო ბლოკით აგრძელებს ბრძოლას ანუ

`დამარცხებულსაც შეხვდება რაღაც~) სინამდვილეში მისი ყველაზე დიდი დეფექტია.

კლასიკურ, შიდა პარტიულ პრაიმერში დამარცხებულებს არაფერი არ ხვდებათ, ანუ

ისინი უპირობოდ (ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, უანგაროდაც კი) რჩებიან იმ მყარ

გუნდში, რომელშიც მათ უკვე ჰქონდათ დამკვიდრებული საკუთარი ადგილი და

როლი. შემოთავაზებული ვერსია საპირისპირო შინაარსისაა – პრაიმერი თან საერთო

კანდიდატის გამოვლენის პროცესია, თან ახალი გუნდის შექმნისა და თანაც ამ

გუნდში პოლიტიკური სუბიექტების წილის განსაზღვრისა. მონაწილე სუბიექტების

აბსოლუტური უმრავლესობა იბრძვის არა მართლა პირველობისთვის, არამედ

იმისთვის, რომ ის `რაღაც~, რაც ყველა დამარცხებულს უნდა შეხვდეს, რაც შეიძლება

მეტი მიიღოს. ამ ვითარებაში სრულიად არკონკურენტუნარიან ლიდერებსაც კი

უჩნდებათ მოტივაცია ცალკე სუბიექტად მიიღონ პრაიმერში მონაწილეობა და `რაღაც~

მაინც მიიღონ. მაშასადამე, ინტერპარტიული პრაიმერი ხელოვნურად უწყობს ხელს

2

დეზინტეგრაციულ პროცესებს საწყის ეტაპზე იმისათვის, რომ ბოლო ეტაპზე შეიქმნას

გრანდ-კოალიცია, რომელშიც უმრავლესობა გარანტირებული ექნებათ `რაღაცის~ სუსტ

მაძიებლებს. თუ გავითვალისწინებთ ცალკე განხილული `ფარული კოალიციების~

ფაქტორსაც, ცხადი ხდება, რომ სუპერ-ჯანსაღად მონათლული პროცესი (`ხალხმა

გადაწყვიტოს, ვის რა ეკუთვნის~) სინამდვილეში სუპერ-არაჯანსაღ ვითარებას ქმნის

პოლიტიკურ წრეებში.

3. კონკურენტებს შორის ფარული დაჯგუფებები

გარდაუვალია პრაიმერში ჩართულ ძალებს შორის ფარული თუ ნახევრად ფარული

დაჯგუფებების გაჩენა. თავად პროცესის ლოგიკა უბიძგებს ყველა მონაწილეს

კონკურენტების რანჟირებას ყველაზე უფრო სასურველიდან ყველაზე უფრო

მიუღებლამდე. ვინაიდან ყველა მონაწილე ერთ საარჩევნო ბლოკში უნდა გაერთიანდეს

მიღებული შედეგების პროპორციული წილებით, თვითეული მონაწილისთვის

მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საკუთარი შედეგი, არამედ სხვების შედეგებიც.

მაგალითად, ვიღაცა შეიძლება იგებს პრაიმერს, მაგრამ მას მეორე-მესამე ადგილებზე

ურჩევია ის დღევანდელი კონკურენტები, ვისთანაც ხვალ უფრო კომფორტულად

იპარტნიორებდა. ასევე, ვიღაცა შეიძლება ხედავს, რომ თავად აგებს, მაგრამ

ფავორიტთაგან ურჩევია რომელიმეს გამარჯვება, რადგან მისი ლიდერობის

შემთხვევაში უფრო ხედავს თავის პერსპექტივებს. შესაბამისად, პრაიმერის პროცესში

ფარული კონკურენცია და გარიგებები გადაფარავს ღია კონკურენციას და

გამჭვირვალობას მთელი თავისი შედეგებით.

4. პრაიმერული კონკურენციის მოსალოდნელი სტილი და ფორმები

პრაიმერის ჩატარება-არ ჩატარების თემაზე დისკუსიებშივე გამოჩნდა თუ რა სტილის

კონკურენციას უნდა ველოდოთ მონწილეთა შორის თავად პრაიმერზე. ახლა ხელს

ყველა ერთმანეთისკენ იშვერს ვინ პირველმა დაარტყა და ვინ უპასუხა, მაგრამ ფაქტი

სახეზეა – პაექრობა უკვე მიმდინარეობს კარგად ცნობილ ქართულ ტრადიციულ

სტილში! ეს კი ხელისუფლების მედია-მიხმარების გარეშეც უკვე იწვევს ოპოზიციური

ამომრჩევლის დაპირისპირებულ ჯგუფებად დაქსაქსვას და საერთო იმედგაცრუებას.

სრულიად წარმოუდგენელია მართლა კონკურენტული ინტერპარტიული პრაიმერის

პირობებში დებატების შემოფარგვლა თბილისის თუ ქვეყნის პრობლემებზე

განსხვავებული ხედვების ჩარჩოებით ანუ მომავლის გეგმებით. ეჭვს ხომ არ იწვევს ის

გარემოება, რომ ოპოზიციურ ბანაკში თუნდაც მოჩვენებითი სიამტკბილობა საერთო

მტრის (ხელისუფლების) გამოა და არა რამე სხვა მიზეზით? ისიც ხომ კარგად

გვახსოვს ეს `სიამტკბილობა~ არჩევნების მოახლოებისთანავე (ანუ როცა ამომრჩევლის

არჩევანზე იწყება ნადირობა) რაში გადაიზრდება ხოლმე? ამიტომ მოსალოდნელი

სწორედ ის არის, რომ ამომრჩევლის ხმებზე მონადირე სრულიად განსხვავებული

ხედვების, ღირებულებების და წარსულის მქონე გუშინდელი ოპოზიციონერი

პარტნიორები ხვალ „გუდას პირს მოხსნიან“ – გუშინ ვინ სად იდგა, ვინ რა თქვა, ვინ

უფრო შეურიგებელია, ვინ უფრო მართლმადიდებელია და ა. შ. ვინ გაიმარჯვებს ამ

პაექრობაში? – ცხადია ხელისუფლება (მგონი განხილვადაც კი არ ღირს ის, თუ რას

უნდა ველოდოთ ამ თვალსაზრისით სოფლად გამართულ „სახალხო კრებებზე“

საერთო კანდიდატის გამოვლენის პროცესში...).

3

5. მედიით ტირაჟირებული „ოპოზიციური კინკლაობა“

სახელისუფლებო ტელევიზიების ბოლო ორი თვის პოლიტიკა სრულიად ნათლად

აჩვენებს, რომ ხელისუფლების საარჩევნო სტრატეგიის ერთ-ერთი ქვაკუთხედია

ოპოზიციური განხეთქილებების ტირაჟირება. ამიტომ, რაც არ უნდა ცივილიზებულად

და კორექტულად წარიმართოს პაექრობა პრაიმერის კონკურენტებს შორის,

სახელისუფლებო მედია მოსახლეობას მაინც იმ შთაბეჭდილებას შეუქმნის, რომ

ოპოზიცია ერთმანეთსაა დარეული და მათგან არაფერი გამოვა. ამ საქმეში

არასახელისუფლებო მედიის პოტენციალი ისედაც ჭარბობს, მაგრამ მათ პოლიტიკას

(`ოპოზიციური კინკლაობა~) დამატებით ფონს შეუქმნის არასახელისუფლებო მედიით

გაშუქებული საპრაიმერო დებატები – ჯამში ტელემაყურებელი მხოლოდ იმას

დაინახავს, რომ ხელისუფლებასთან ბრძოლის ნაცვლად ოპოზიციის ლიდერები

გამუდმებით ერთმანეთში რაღაცაზე კამათობენ (`ერთმანეთს ეჯიბრებიან~

არასახელისუფლებო არხებზე და `ერთმანეთს ჭამენ~ სახელისუფლებო არხებზე...).

მგონი დასაბუთებას არ საჭიროებს ის ფაქტი, რომ ქვეყანაში არ არის ხელისუფლების

დაკვეთით მოთამაშე პოლიტიკური სუბიექტების ნაკლებობა. პრაიმერის პროცესში

შეგზავნილ ერთ მოთამაშესაც კი (სინამდვილეში მეტი იქნება!) სრულიად მარტივად

შეუძლია სახელისუფლებო მედიისთვის `პადაჩების~ (შეხლა-შემოხლა, გაყალბება ან

მისი იმიტაცია და ა. შ.) აწევა, რათა მოხდეს პროცესის დისკრედიტაცია.

6. ფულიანი მონაწილე

ხელისუფლებასთან საარჩევნო ბრძოლაში ერთ-ერთ დაუძლეველ პრობლემად რჩება

მხარეების ხელთ არსებული კატასტროფულად არათანასწორი ფინანსური რესურსი,

რაც საზოგადოების რეალურ განწყობებს დამახინჯებულად ასახავს საარჩევნო

შედეგებში – უამრავი ამომრჩეველი საბოლოო ჯამში ხმას ამა თუ იმ ფორმით ყიდის.

ეს ფაქტორი გავლენას მოახდენს ინტერპარტიული პრაიმერის შედეგებზეც – სხვებზე

მნიშვნელოვნად მეტი ფინანსური რესურსის მქონე კანდიდატს პრაქტიკულად

გარანტირებული აქვს წარმატება. რომც მოხერხდეს (არ ვიცი როგორ და რა

საშუალებებით...) ამომრჩევლის პირდაპირი მოსყიდვის (`აიღე 20 ლარი და მომეცი

ხმა~) თავიდან აცილება, პრაქტიკულად ვერაფერს მოვუხერხებთ არაპირდაპირ

მოსყიდვას (`ავადმყოფს მკურნალობის ფული გადაუხადა~), რომ აღარაფერი ვთქვათ

ძვირადღირებულ ღია სარეკლამო კამპანიაზე. ფულიანი მონაწილის ფაქტორი კიდევ

უფრო მნიშვნელოვანი ხდება იმ ფონზე, როდესაც პრაიმერში გაცილებით ნაკლებ

ამომრჩეველს ველით, ვიდრე ძირითად არჩევნებზე – წარმატება მიიღწევა უფრო

იაფად და უფრო მცირე რაოდენობის მოსყიდული ამომრჩევლის მეშვეობით.

7. არჩევნებში და/ან პრაიმერში არ მონაწილე მნიშვნელოვანი სუბიექტები

ყველანაირი ანალიზი იმას გვიჩვენებს, რომ თბილისის მერის მომავალ არჩევნებზე

(რაც ამ არჩევნების მთავარი პოლიტიკური მოვლენაა) ხელისუფლების კანდიდატი

დამარცხდება, თუ მოხერხდა არასაპარლამენტო ოპოზიციის ამომრჩევლის უდიდესი

უმრავლესობის კონოსოლიდაცია. ამ მიზანს ვერ მივაღწევთ, თუ არასაპარლამენტო

ოპოზიციის ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ძალების ნაწილმა აქტიური ბოიკოტის გზა

აირჩია. ამ პრობლემას კი ვერ მოაგვარებს დანარჩენ ძალებს შორის ჩატარებული

ვერნაირი პრაიმერი, მითუმეტეს, თუ პრაიმერისტების ტაქტიკა არჩევნებში არმონაწილე

ძალებისთვის ცალკე ფრონტის ხაზის გახსნა იქნება. ხოლო თუ პრაიმერში

4

მონაწილეობას არ მიიღებს (ყველა განხილული არგუმენტის გამო) არჩევნებში

მონაწილე ფავორიტი სუბიექტი ან სუბიექტები, მაშინ გამოდის, რომ ოპოზიციური

პრაიმერის მონაწილეებს ეს თემა მხოლოდ საკუთარი `პიარისთვის~ სჭირდებათ და

არა ხელისუფლებასთან გენერალური ბრძოლის უკეთ მოსამზადებლად.

8. ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ლუსტრირება

ოპოზიციური პრაიმერი თავისი არსით არის ღია არჩევნები ოპოზიციურ-

სახელისუფლებო გაგებით. ვინაიდან დეკლარირებულად მასში მხოლოდ ოპოზიცია

მონაწილეობს, ყოველი მოქალაქე საარჩევნო ყუთთან მისვლის ფაქტით საჯაროდ

აცხადებს თავის უარყოფით დამოკიდებულებას ხელისუფლებისადმი. ეს გარემოება

ქმნის ორ მნიშვნელოვან პრობლემას პრაიმერისთვის და თავად არჩევნებისთვის. ერთი

მხრივ, თვითლუსტრირების თავიდან ასაცილებლად ამომრჩევლის სერიოზული

ნაწილი სახლში დარჩება, რაც დაამახინჯებს პრაიმერის შედეგებს. განსაკუთრებით

დაზარალდებიან ის ძალები, რომელთაც აქვთ ძირითად არჩევნებში ნაკლებად

რადიკალურად განწყობილი ან ყოფილი სახელისუფლებო ამომრჩევლების სეგმენტების

მიზიდვის პოტენციალი; მეორე მხრივ, ხელისუფლებას ეძლევა საშუალება

პრაიმერიდან ძირითად არჩევნებამდე დარჩენილ დროში ფოკუსირებულად იმუშაოს

თვითლუსტრირებული ამომრჩევლების დაშინება/მოსყიდვა/ნეიტრალიზებაზე.

9. ექნება გრანდ-საარჩევნო ბლოკს ამომრჩეველთა გრანდ-მხარდაჭერა?

ამერიკული შიდაპარტიული პრაიმერების დროსაც კი ჭირს დამარცხებული

კანდიდატის მხარდამჭერი ამომრჩევლის სრულად მობილიზება გამარჯვებულისთვის

მხარდასაჭერად ძირითად არჩევნებში (გავიხსენოთ ობამა-კლინტონის ბოლო

მაგალითი). ეს პრობლემა არ აღელვებთ პრაიმერში წინდაწინვე მხოლოდ `რაღაცის~

მისაღებად და არა გამარჯვებისთვის ჩაბმულ კანდიდატებს – ისინი თავის

ამომრჩეველს უპატაკებენ `ლოკომოტივზე ჩაბმა მოვახერხეთო~ და ამომრჩეველიც

ენთუზიაზმით დაუჭერს მხარს გრანდ-საარჩევნო ბლოკს ძირითად არჩევნებზე.

სრულიად სხვაგვარადაა ვითარება ფავორიტი სუბიექტებისა და მათი ამომრჩევლის

შემთხვევაში (განსაკუთრებით, პრაიმერის მთავარი მოთამაშის – ხელისუფლების –

მოსალოდნელი როლის გათვალისწინებით). მძაფრ კონკურენციაში (ხოლო თუ

კონკურენცია მძაფრი არ არის, პრაიმერი ოპოზიციის `პიარ-უბედურებად~ იქცევა)

მეორე-მესამე ადგილზე გასულმა ლიდერებმა რომც მოახერხონ ამბიცია-ემოციების

მოთოკვა, მათ უკიდურესად გაუჭირდებათ ბრძოლაში დამარცხებული მათი

მხარდამჭერების მობილიზება ძირითად არჩევნებზე გამარჯვებული ოპოზიციური

კანდიდატის მხარდასაჭერად. სხვა ყველაფერთან ერთად ამის მიღწევას ართულებს

ისიც, რომ, თბილისის მერობის საერთო კანდიდატის გამოვლენასთან ერთად

პრაიმერის გზით უნდა შეირჩეს ასობით სხვა საერთო კანდიდატი მთელი ქვეყნის

მასშტაბით სხვადასხვა საკრებულობეის არჩევნებში წარსადგენად. ერთობ საეჭვოა იმის

წარმოდგენა, რომ სხვადასხვა პარტიების დამარცხებული კანდიდატობის კანდიდატები

თავიანთი მხარდამჭერებით გამარჯვებულს ამოუდგებიან მხარში...

Edited by ძუკუ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამავე მიზნით იმუშავებენ პრაიმერში `შეგზავნილი~ კანდიდატები. და თუ მაინც

საჭირო გახდა, ხელისუფლება გამოიყენებს ბოლო იარაღს – სასურველი სუსტი

კანდიდატის მხარდასაჭერად პრაიმერის საარჩევნო ყუთებისკენ დარაზმავს საჭირო

რაოდენობის მის მიერ კონტროლირებად ამომრჩეველს. ამ პრობლემას ვერანაირად ვერ

გაუმკლავდება ამომრჩეველთა წინასწარი რეგისტრაციის მექანიზმი თუნდაც იმიტომ,

რომ საჭირო რაოდენობის სახელისუფლებო დესანტის წინასწარ რეგისტრაციას

უზრუნველყოფენ `შეგზავნილი~ სუბიექტები.

:beee:

ამას "ვმღერი" რამდენი ხანია

 

გამარჯობა მიშა

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

 

 

ვინ მიიღებს პრაიმერში მონაწილეობას? ამომრჩევლებზე მაქვს საუბარი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...