Jump to content
Planeta.Ge

ბოლშევიზმი და მიშიზმი


Recommended Posts

კრიტიკოსთან პოლემიკის დროს იქ ეს პოსტი გამოვაცხე და მგონია საინტერესო თემას შევეხეთ.

ამიტომაც აქაც დავწერ და ვისაუბროთ თუ ისურვებთ, გავშალოთ პრობლემის არსი....

ბოლშევიზმი ერთგვაროვანი მოვლენა არ ყოფილა.მან განვლო

რამდენიმე სტადია

1)სისხლიანი აგრესიულობა;

 

2)ლენინიზმი ანუ მარქსის მისეული ინტერპრეტაციის რეალიზირება და წითელი იდეების დამკვიდრების ჟამი;

 

3)სტალინიზმი, როცა მოხდა წითელი იდეების შეჯერება ველიკორუსულ სულისკვეთებასთან და თან მოხერხდა "მცირე ერებისთვის" გარკვეული მეტი თავისუფლების "მიცემა" ვიდრე მათ ჰქონდათ. (ვიზეც ვერ მოხერხდა კი იცით მათი ბედი :friends:)

 

4) ჭეშმარიტი უძრაობის დრო -დოდო აბაშიძის პერსონის ზეობის ხანა სსრკში

და ნგრევა....

 

აი შემდეგ კი ბოლშევიზმის რეციდივები ჩვენ გონებაში დამკვიდრდა.

 

ის ფსიქოფენომად ტრანსფორმირდა....

 

მიშიზმი ამ გენეტიკის მატრებელია, ისე როგორც "ეროვნულ ძალებშიც" ზოგადად შორს არ იყო ეს ფაქტორი.

 

მიშიზმი ესაა

შევარდნაძიზმის ანუ ბოლშევიზმის ქართული ვარიაციის და ქართული ნარცისიზმის ერთობლივი პროდუქტი,თუმცა ეს არაა "ნეობოლშევიზმი" ეს შეიძლება გახდეს ტრამპლინი ასეთი ძალებისთვის,რადგანაც რეალტივისნაერი სახელმწიფო იდეოლოგია ზუსტად ერთი ნაბიჯია აქეთკენ.

ასეთ დროს მე მართლა გულწრფელად ვთვლი- ქვეყანას ესაჭიროება მდგრადი "ლევაკური" ძალა, ისე როგორც საპირწონედ ლიბერალური ტენდენციების გაძლიერება........და სხვა ძალებიც კიდევ თავიანთი სოციალური ბაზისით.....

 

პოლიტიკაში რამდენიმე პოლუსის არსებობა მოკლავს ბოლშევიზმს ჩვენ ჭკუაში.

 

ასე რომ კი ვიხუმრე "იქ" ,მაგრამ არც მთლად .....მიშიზმი ბოლშევიზმისგან მთლად შორს არაა, მის სისხლშია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიშიზმი ამ გენეტიკის მატრებელია, ისე როგორც "ეროვნულ ძალებშიც" ზოგადად შორს არ იყო ეს ფაქტორი.

სამწუხაროდ იუთუბიზე არაა ატვირთული ზვიადის პერიოდის ვიდეო მასალები,

ახალგაზრდებმა არ იციან რეალურად რა ხდებოდა მაშინ

ერთ ეპიზოდს გავიხსენებ,

დიდ დარბაზში გამოდის 9 წლის გოგონა და ამბობს ლექსს

საქართველოს მოღალატეს,

საქართველოს მოღალატეს,

საქართველოს მოღალატეს,

30 ტყვია

 

ამის შემდეგ დარბაზში ისმის მქუხარე აპლოდისმენტები,

ამის პარალელურად მახსენდება ვიშინსკის გამოსვლა

დავხვრიტოთ მოღალატეები როგროც ცოფიანი ძაღლები

ესეც მქუხარე აპლოდისტმენტების ქვეშ

და მიშას სიტყვები

 

ნულოვანი ტოლერანტობა-ყველანი ციხეში,

 

გარდა ამისა ტყუილზე აგებული პიარები

 

 

 

http://www.youtube.com/watch?v=gEX5_b-DZI4...feature=related

 

ნახეთ ეს კადრები, სტალინი არასდროს არ ყოფილა ბერლინში,

მაგრამ ფილმი ამახინჯებს რეალობას, ისევე როგორ ნაცმოს ტელევიზიები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ნახეთ ეს კადრები, სტალინი არასდროს არ ყოფილა ბერლინში,

მაგრამ ფილმი ამახინჯებს რეალობას, ისევე როგორ ნაცმოს ტელევიზიები

ერთი განსხვავებით, მიშა კარიკატურაა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

ლაშა, კლასიკური რუსული ბოლშევიზმისგან განსხვავდება ქართული ბოლშევიზმი?

 

 

 

ერთი განსხვავებით, მიშა კარიკატურაა!

უდავოდ

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთი განსხვავებით, მიშა კარიკატურაა!

newstudio, ჰეგელს უთქვამს - ისტორია მეორდება: თუ პირველად ეს არის ტრაგედია, მეორედ ის უკვე ფარსია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლაშა, კლასიკური რუსული ბოლშევიზმისგან განსხვავდება ქართული ბოლშევიზმი?

კი და ეს ძალიან საინტერესო თემაა. განვავრცობ თუ ვიქენი ხასიატზე. :friends:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩამოყალიბებული ნეობოლშევიზმია. განსაკუთრებული მსგავსება კერძო საკუთრების მიმართ

დამოკიდებულიბაა: "გრაბ ნაგრაბლინნოე".

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

ჩამოყალიბებული ნეობოლშევიზმია.

ნეოც არ არის, კარგად დავიწყებული ძველია, და რითი შეგვიძლია დავუპირისპირდეთ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ნეოც არ არის, კარგად დავიწყებული ძველია, და რითი შეგვიძლია დავუპირისპირდეთ?

რა თქმა უნდა ძველიდან ბევრი აქვთ აღებული. მაგალითად ამას წინათ ნოღაიდელის საწინააღმდეგო მორიგ სტუდენტურ აქციას რომ ვუყურებდი, სადაც მის სურათებს წვავდნენ და ფეხებით თელავდნენ, ეგრევე ხუნვეიბინები გამახსენდნენ. არ ვიცი ახალგაზრდები ამ მოვლენას რამდენად იცნობენ.

რა შეგვიძლია დავუპირისპიროთ და თუნდაც ის რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა მათ არ აყვეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...