Jump to content
Planeta.Ge

რა დანაშაული მიუძღვის ამხანაგ სააკაშვილს ღმრთისა და ერის წინაშე?


Recommended Posts

Siknadmo

მამაკაცების უმრავლესობა რომ გამოკითხო,

ქურდების პალაჟენიის განადგურებას დიიიდი უმრავლესობა დადებითად

აღიქვამს,

 

ეს სულაც არააა კარგი,

გამოდის რომ წლების განმავლობაში ჩვენი საზოგადოება უბრალოდ

ჩაჯმული იყო და ქურდებს პატივს კი არ სცემდა არამედ იშინოდათ?

რა თქმა უნდა. ნაძირლების მიმართ პატივისცემის გრძნობა შეიძლება მხოლოდ მისივე მენტალიტეტის მქონეს ჰქონდეს. თუმცა ისეთი ხალხიც ბევრი იყო, ვინც არანაირ პატივს არ სცემდა არც გარეგნულად არც შინაგანად ამ ხალხს. გაგანია შევარდნაძის ეპოქაში, ქურდების ზეობის პერიოდში, ერთ ჩემს მეგობარს, მოკრივეს ჰქონდა პატარა ბიზნესი - სასურსათო მაღაზია. ერთხელ ამ მაღაზიაში იყო თვითონაც და დაინახა რომ ვიღაც ტიპი სიგარეტის კოლოფს იღებდა. უთხრა დადე უკანო. იმ ტიპმა კაჩაობა დაუწყო მომავალი ვარო, ქურდების პატარა ძმაო და ა.შ. ჩემმა მეგობარმა უთხრა ვინც არ უნდა იყო მაგ სიგარეტს ვერ წაიღებ საფასურის გადახდის გარეშეო. წავიდა ის ტიპი და კიდევ ორი მისნაირი მოიყვანა. მოკლედ შელაპარაკდნენ და შეაგინეს ამ ჩემს მეგობარს. თითო ჩამოურიგა სამივეს ისეთი, რომ წასაღები გახდნენ სამივე. მერე მართლა ვიღაც ქურდებთან იჩივლეს, არც შერცხვათ სამი კაცი გვცემა ერთმაო რომ ამბობდნენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 42
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

დაუწვეს მარაზია?

არა. ახლობელი ყავდა ჩემს მეგობარს ვიღაც პოლიტიკოსი და "შეარიგა". მაშინ პოლიტიკოსები და ქურდები ძალიან მეგობრობდნენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აეუჰ

Private Nodari

ფაქტის კონსტატირება მოვახდინე და შენ ამას გინდა "აეუჰ" დაუძახე და გინდა-"ბუხ". ისე კი უნდა გამეთვალა, რომ შენთვის ძნელად აღსათქმელი სიტყვების კომბინაცია იქნებოდა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქურდებზე მე ვერაფერს ვიტყვი.

ერთი უცნაურობა მჭირს, მაგ კატეგორიით არასოდეს დამიყვია არავიან.

ქურდებიც მყავს მეგობრები და პოლიციელებიც.

ამიტო რა ვიცი, აბა, რა გამოდის ეხლა მეშინოდა თუ მათნაირი ვიყავი? :malina: არც ერთი და არც მეორე.

როცა ბავშვობიდან მეგობრობთ, ზოგი ქურდი გახდება, ზოგი პოლიციელი, ზოგი პოლიტიკოსი, ზოგი სპორტსმენი, ზოგი ექიმი, ზოგი არქიტექტორი, ზოგი ბიზნესმენი და ზოგიც მუშა.

რა ვქნა ეხლა "ატაშოლი" დავადო ქურდებს და პოლიციელებს და მუშებთან და ექიმებთან ვიძმაკაცო? :D

არასწორი მიდგომაა. მე ჩემს მეგობრებს ქურდსაც და პოლიციელსაც თანაბრად ვცემ პატივს და არათუ პატივს ვცემ, არამედ მიყვარს კიდეც ისინი.

მაგრამ ნორმალური სახელმწიფო თუ გვინდა რა თქმა უნდა ქურდული და ყოველგვარი კრიმინალურ-მაფიოზური დაჯგუფებები უნდა აილაგმოს. ოღონდ ნორმალურ სახელმწიფოში პოლიციური სახელმწიფო არ იგულისხმება როგორც ზოგიერთს ესმის. ეს უარესია. უარესია იმიტომ, რომ შავ სამყაროში თავის გადარჩენის, სამართლის პოვნის შანსი მაინც გაქვს. აგერ სატურნმაც ხო მოიყვანა ამის ზუსტი მაგალითი, ვიღაცამ შეარიგა, დაალაგა სიტუაცია. პოლიციურ სახელმწიფოში კი სად უნდა წახვიდე, ვის უნდა მიმართო, როცა პოლიციაა სასამართლოც, პოლიტიკაც, ქურდიც და ტელევიზიაც?! ამას "ბეზპრედელი" ქვია იგივე ქურდულად :friends: სიმართლის პოვნის და გატანის შანსი - ზერო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაშინ პოლიტიკოსები და ქურდები ძალიან მეგობრობდნენ.

ქურდული კანონი კრძალავდა "ვლასტებთან" ურთერთობას..

თუმცა რა გასაკვირია, საქართველოში ისე ჭრეს და კერეს როგორც აწყობდათ.

სასახლეებს იშენებდნენ, არადა ეს მიუღებელი უნდა ყოფილიყო ნამდვილი ქურდისთვის.

 

ლ ი ც ი

კრიმინალთან ბრძოლა ტოტალიტარიზმია?

 

აეუჰ იმიტომ ვთქვი, რომ სხვა სიტყვები გეწერა და უფრო პათეტიკურიოთ ჩაანაცვლე

:friends:

მგზნებარე პოსტად აქციე :malina::D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

კრიმინალთან ბრძოლა ტოტალიტარიზმია?

Private Nodari

და მე სად ვთქვი, რომ კრიმინალთან ბრძოლა ტოტალიტარიზმია? ცოტა ყურადღებით წაიკითხე ხოლმე და მერე გამოთქვი პრეტენზიები

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შავ სამყაროში თავის გადარჩენის, სამართლის პოვნის შანსი მაინც გაქვს.

რანაირად აბა?

უსამართლობა უსამართლობაა, ორივე შემთხვევაში გენძრევა თუ არ ივაჟკაცე.

 

რა მნიშვნელობა აქვს კოცონზე ადუღებუ წყალში მოგხარშავენ თუ გაზზე ადუღებულში?

 

(როგორი შედარება მოვიყვანეე??? რულავს?)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

ნებისმიერი ტოტალიტარული სახელმწიფო პირველ რიგში კრიმინალურ სამყაროს უცხადებს სამკვდრო- სასიცოცხლო ომს

საქართველოს ხელისუფლებამ აშკარა და დაუფარავი ომი გამოუცხადა კრიმინალურ სამყაროს.

ე.ი ტოტალიტარული ქვეყანა ვართ?

ეგრე გამომდინარეობს შენი პოსტიდან..

 

თუ რამე ვერ გავიგე ამიხსენი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ რამე ვერ გავიგე ამიხსენი.

Private Nodari

მიწერია:- პირველ რიგში

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

 

საქართველოს ხელისუფლებამ აშკარა და დაუფარავი ომი გამოუცხადა კრიმინალურ სამყაროს.

ე.ი ტოტალიტარული ქვეყანა ვართ?

ეგრე გამომდინარეობს შენი პოსტიდან..

 

თუ რამე ვერ გავიგე ამიხსენი.

მუსოლინიმ სიცილიურ მაფიას დედა უტირა :friends:

არადა, სიცილიური მაფია ეს ქუთეისელი და ლოტკინელი ქურდები არ გეგონოს,

 

თანაც, ქურდული სამყარო უკვე მორყეული იყო და მის ამოღებას მხოლოდ და მხოლოდ ნება სჭირდებოდა,

 

მუსოლინის მიერ მაფიის მოსპობა და ის თუ როგორ ებრძვიან დღევანდელ, დემოკრატიულ იტალიაში მაფიას, სულ სხვა მეთოდები და მოტივებია გამოყენებული,

 

მუსოლინმა პირადი მოტივებით, საკუთარი კომპლექსებიდან გამომდინარე გადაწყვეტა სიცილიური მაფიის განადგურება,

ერთხელ ის პალერმოში ჩავიდა და იქ მაფიის ბოსმა კაბრიოლეტით გაატარა ქუჩაში,

როდესაც დუჩე შეშფოთდა, არავინ მესროლოსო,

მაფიის ბოსმა უთხრა-ნუ გეშინია დუჩე, ჩემს გვერდით საფრთხე არ გემუქრება,

 

ხოდააა, მაგარი განაწყენდა დუჩე+ :malina:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როდესაც დუჩე შეშფოთდა, არავინ მესროლოსო,

მაფიის ბოსმა უთხრა-ნუ გეშინია დუჩე, ჩემს გვერდით საფრთხე არ გემუქრება,

 

ხოდააა, მაგარი განაწყენდა დუჩე+

Siknadmo, კუშნერმაც მაგი უთხრა გორში მიხოს, მარა მიხომ მაინც არ დაუჯერა, გაბრაზებით კი მაინც გაბრაზდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგ ზრდილობის გულისთვის გითხარი...

Private Nodari

ზრდილობა კარგი რამეა :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სატურნის დუმილი ნიშანდობლივია, ლიცემერის - თანხმობის ნიშანი.

პრაივიტ ნოდარს კი ვეტყვი, რომ ბევრ რამეზე არასწორი წარმოდგენა აქვს.

 

:D

 

შენ რომ ეხლა ისეთი მაღაზია გქონდეს, როგორზეც სატურნი ლაპარაკობდა და სოდ-ის მაღალჩინოსანი მოვიდეს, ისე აგახევს ფულიან-შენობიანად თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებ, მერე კი სასამართლოში საერთოდ არ მიიიღებენ შენს სარჩელს, პოლიტიკოსი არც კი მიგიღებს მსგავს პრობლემაზე სასამართლოდ, ტელევიზია არ გაგიშუქებს, ქურდები არსად არარ არიან და დარჩები "ლიოხი", უწინ კი ან სასამართლოს მისცემდი ქრთამს, ან ვიღაც პოლიტიკოსი დაგკრიშავდა მცირე თანხის სანაცვლოდ ან ქურდი ან ტელევიზია აყვირდებოდა და საერთოდ უფულოდ დაიბრუნებდი ყველაფერს. განსხვავებას ხედავ?

და რა შუაშია აქ ვაჟკაცობა???

შენ ვაჟკაცობა ხელის გადაწევა და მუშტიკრივი გგგონია როგორც ჩანს, მარა...

ერთი 3-4 წელიწადში მიხვდები... დააკოპირე ეს პოსტი და მიხვდები, იმედია... :D

Edited by analgin
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...