Jump to content
Planeta.Ge

მიშა-საქართველოს არ აქვს კრემლში ურთიერთობა ისეთ ადამიანებთან, ვინც ლონდონში ხალხს წამლავს


Recommended Posts

მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს არ აქვს კრემლში ურთიერთობა ისეთ ადამიანებთან, ვინც ლონდონში ხალხს წამლავს

 

 

საქართველოს არ აქვს კრემლში ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, ვინც ლონდონში ხალხს წამლავს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "ალ ჯაზირას" ეთერში განაცხადა.

"ვლადიმერ პუტინმა ისიც თქვა, რომ ჩემი სხეულის კონკრეტული ნაწილებით დამკიდებს, გამფატრავს. ეს მან ბევრჯერ გამიმეორა. იგივე მსოფლიო ლიდერებსაც უთხრა, მაგალითად - ნიკოლა სარკოზის. როდესაც სარკოზიმ მკითხა, რას ვუპასუხებდი ამაზე, გამეცინა და ვთქვი - პუტინს ამისთვის დიდი დრო დასჭირდება", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისი თქმით, როგორც ჩანს, საქმე გვაქვს კრემლში ქირურგებთან, საქართველო საოპერაციო მაგიდაზე წევს და ეს მტკივნეულია.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

ლიცემერი: მოკლედ, მიშაზეა ნათქვამი: "მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენ და გამიშვით თხა გარბისო". :eshmak:

 

 

+ მიშა პარლამენტს ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების პარლამენტებისადმი რუსეთის გვერდის ავლით თანამშრომლობის შესახებ მიმართვას ამზადებინებს, რაც, ჩემი აზრით, აშკარა პროვოკაციის მატარებელია და შეიძლება რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიის საბაბი გახდეს. მოკლედ, აშკარაა რომ მიშა ხელოვნურად ძაბავს სიტუაციას.

უზერებო, რატომ?

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 47
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Popular Days

Top Posters In This Topic

ლ ი ც ი

 

+ მიშა პარლამენტს ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების პარლამენტებისადმი რუსეთის გვერდის ავლით თანამშრომლობის შესახებ მიმართვას ამზადებინებს, რაც, ჩემი აზრით, აშკარა პროვოკაციის მატარებელია და შეიძლება რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიის საბაბი გახდეს. მოკლედ, აშკარაა რომ მიშა ხელოვნურად ძაბავს სიტუაციას.

უზერებო, რატომ?

 

ხანდახან როგორ არ მინდა ხოლმე დავიჯერო რომ რაც პრეზიდენტი გახდა მას მერე მხოლოდ რუსეთის ინტერესებს ატარებს შეგნებულად...მე ხელოვნურს არ დავარქმევდი მაგას. სპეციალურად აკეთებს ყველაფერს რომ აგრესიის მიზეზი მისცეს და ეს ბრმა მიმდევრები ხმას კი არ ამოიღებენ?! "პოლიქრონიონ-პოლიქრონიონს" უბღავიან!

 

მორალზე და ა.შ. არ დავიწყებ ლაპარაკს და სრული სამართლებრივი უფლება ექნება რუსეთს მერე თავდასხმის. აბა, ეგრე სადაა??? ეგ ხო აშკარად სხვა სახელმწიფოს დასაშლელად მიმართული, ღია, აგრესიული და დესტრუქციული ნაბიჯია?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

 

ხანდახან როგორ არ მინდა ხოლმე დავიჯერო რომ რაც პრეზიდენტი გახდა მას მერე მხოლოდ რუსეთის ინტერესებს ატარებს შეგნებულად...მე ხელოვნურს არ დავარქმევდი მაგას.

 

დარწმუნებული ვარ თამაშს თამაშობს (ან ათამაშებენ), რომელიც შეიძლება მაინც და მაინც პუტინის ხელით არაა დაწერილი, მაგრამ თამაშს საქართველოსთვის თეორიულადაც რომ არაფერი კარგი მოაქვს ეგ ფაქტია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პატარკაციშვილზეა ლაპარაკი თუ ლიტვინენკოზე?
ლიტვინენკოზე
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოკლედ მიშამ გადაწყვიტა ვა -ბანკზე წავიდეს,

 

ქვეყანას ერხევა, თორემ მაგას თავში ქვა უხლია...

 

ერთი კითხვა, რატომ მიდის ასეთ უკიდურეს გამწვავებაზე მოცემულ სიტუაციაში?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სრული სამართლებრივი უფლება ექნება რუსეთს მერე თავდასხმის. აბა, ეგრე სადაა??? ეგ ხო აშკარად სხვა სახელმწიფოს დასაშლელად მიმართული, ღია, აგრესიული და დესტრუქციული ნაბიჯია?

analgin

ჰოდა დაგვერხევა "სკანცამი"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩრდილოკავკასიურმა პარლამენტებმა რომ მიწერონ იდი ნა კ... ????

 

ჯერ მაგ ჩემისას აფხაზებთან და ოსებთან დაემყარებინა კონტაქტი

და მერე ეჩალიჩა ჩრდ. კავკასიელებზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ჩრდილოკავკასიურმა პარლამენტებმა რომ მიწერონ იდი ნა კ... ????

მენდე რომ ასეც იქნება, მარტივი მიზეზის გამო...ამ პარლამენტებს მთლიანად აკონტროლებს კრემლი

 

ეს ინიციატივა იმდენად იდიოტურია, და იმდენად სცდება რეალობებს, რომ არა მგონია ვინმემ სერიოზულად მიიღოს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

 

ხო, მაგრამ ეს ოხერი ურემი რამდენჯერ უნდა გადაბრუნდეს, რო გზა დავინახოთ?... :TAT:

 

გვინდა, არ გვინდა, რით ვერ შევიგნეთ, ჩვენ ვერ დავშლით ამხელა რუსეთს, რომელსაც აგერ უკვე ასეული წელია ამხელა ამერიკა შლის, ტრილიონები დაახარჯა და ჯერ მხოლოდ შეასუსტა.

 

არც იმას გამოვრიცხავ სწორედ ამერიკისვე წაქეზებით ეს ყველაფერი ერთ-ერთი მორიგი უროსცემა იყოს რუსულ კედელზე რომ სულ მცირედით, მაგრამ მაინც მოაყანყალონ.

 

რით ვერ შევიგნეთ, ჩვენნაირი პატარა ქვეყანას გადარჩენა მხოლოდ მაშინ უწერია თუ ნებისმიერი საშუალებით ყველა მონსტრთან მშვიდობას შეინარჩუნებს, ამავდროულად კი აგურ-აგურ ააშენებს ეკონომიკას, სწავლა-განათლებას მიიღებს და დოვლათს შექმნის.

 

არააა!!!!! ბოღმა! ბოღმა ხო უნდა ამოვანთხიოთ, ოღონდ აივნიდან თავზე დავაფურთხოთ, უკნიდან პანღური ამოვკრათ, მანქანის კარები ამოვუკაწროთ ლურსმნით და მერე თუნდ გავიქცეთ და დავიმალოთ. ამ ჩვენს ფეხებს თუ ჩვენს გამო სხვას მოარტყამს ბრაზიანი ძია.

 

რა, ასე არ არის??? აბა, სხვა რა იყო აგვისტო?

 

მიდი, დაე მოკვდი რიგითო უბედურისძევ, გმირულად მოკვდი რიგითო უგზოშვილო, სამშობლოს სჭირდება ასე. ისევე როგორც სამშობლოს სჭირდება, რომ მე ამ დროს მერიოტის აპარტამენტებში ჭიქა ყავაზე მილიონების გარიგებას ვდებდე პირად საქმეებზე. შენ ჩემი ბოღმა ამოანთხიე და მოკვდი გმირად. მე მასაჟებს გავიკეთებ ბოზი ქალის ძუძუსთავებით და მერქვას საძულველი. ოღონდ ფული და სითბო არ დავკარგო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

არც იმას გამოვრიცხავ სწორედ ამერიკისვე წაქეზებით ეს ყველაფერი ერთ-ერთი მორიგი უროსცემა იყოს რუსულ კედელზე რომ სულ მცირედით, მაგრამ მაინც მოაყანყალონ.

არა მგონია, მე უფრო მIშას აგონია მგონია!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

გვინდა, არ გვინდა, რით ვერ შევიგნეთ, ჩვენ ვერ დავშლით ამხელა რუსეთს,

დაშლით ვერ დავშლით მაგრამ რუსების გინებით გულს მოვიოხებთ,

ნიღაბს ჩამოვგლეჯთ

და უზომო სიამოვნებას მიიღებს ზოგიერთი, როდესაც რუსების მიერ გადამწვარ

ქართულ სოფლებსა და ქალაქებს იხილავს ბიბისიზე,

რამხელა სიამაყეა როდესაც მთელი მსოფლიო უყურებს შენი სამშობლოს უბედურებას, როდესაც მსხვერპლი ხარ და მთელს მსოფლიოს ვალი აქვს შენი

რომ დაგაპუროს და ჩაგიხუტოს :TAT:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რით ვერ შევიგნეთ, ჩვენნაირი პატარა ქვეყანას გადარჩენა მხოლოდ მაშინ უწერია თუ ნებისმიერი საშუალებით ყველა მონსტრთან მშვიდობას შეინარჩუნებს,

analgin

მაგარი დამთხვევაა, ჩემო ირაკლი. ამ წუთას ქალბატონ ანა კალანდაძის პროზაულ ჩანაწერებს ვკითხულობ , სადაც ასეთი რამ ამოვიკითხე: "იქნებ წინაპართა მოქნილი პოლიტიკაც გაგვეხსენებინა, რასაც ასე მოხერხებულად იყენებდნენ შეჭირვების ჟამს"

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არც იმას გამოვრიცხავ სწორედ ამერიკისვე წაქეზებით ეს ყველაფერი ერთ-ერთი მორიგი უროსცემა იყოს რუსულ კედელზე რომ სულ მცირედით, მაგრამ მაინც მოაყანყალონ.
არა მგონია, მე უფრო მIშას აგონია მგონია!
მასეა, მიშა რუსებმა გადააგდეს, დასავლეთმა კი არ მოინდომა მიხოს ჩასვრილზე პასუხისმგებლობის აღება და აგვისტოს ომის მერე თავისი დამოკიდებულება როგორ შეცვალა ყველა ვხედავთ.

რა ქნას ეხლა მიხომ, ვერ ეგუება ხელისუფლებიდან წასვლის პერსპექტივას, რომელიც სულ უფრო რეალური ხდება, ხოდა ღობე-ყორეს ედება და არ იცის როგორ დაიოკოს ბოღმა. დიდ უბედურებას შეიძლება შეყაროს ქვეყანა.

 

და უზომო სიამოვნებას მიიღებს ზოგიერთი, როდესაც რუსების მიერ გადამწვარ

ქართულ სოფლებსა და ქალაქებს იხილავს ბიბისიზე,

რამხელა სიამაყეა როდესაც მთელი მსოფლიო უყურებს შენი სამშობლოს უბედურებას, როდესაც მსხვერპლი ხარ და მთელს მსოფლიოს ვალი აქვს შენი

რომ დაგაპუროს და ჩაგიხუტოს

ამას მაზოხიზმი ქვია Siknadmo.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიხეილ სააკაშვილი - რუსეთი მთელ რეგიონს ბირთვული იარაღით ემუქრება

 

რუსეთი მთელ რეგიონს ბირთვული იარაღით ემუქრება, რისი გამოყენების უფლებასაც უკვე საკუთარი დოქტრინა აძლევს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "ალ ჯაზირას" ეთერში განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსულ ტელეარხებში ამბობენ, რომ ძლიერი საქართველო პატარა, სუსტ რუსეთს უტევს, რაც სასაცილო, თუმცა, ამავდროულად, საშიშიც არის.

“მათ მართლაც ჰყავთ დიდი ჯარი, თვითმფრინავები, ერთხელ უკვე დაგვბომბეს. რუსეთი ემუქრება მთელ რეგიონს ბირთვული იარაღით და მისი გამოყენების უფლებას უკვე საკუთარი დოქტრინა აძლევთ. ასე რომ, ჩვენ საქმე გვაქვს ვითარებასთან, რომელიც სულაც არ არის სასაცილო და საშიშია, თუ ხალხი არ გამოეხმაურება, თუ ადამიანები დასავლეთში, აშშ-ში და მთელი დარაჩენი საზოგადოება ხმას არ ამოიღებენ”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია გრძელდება, თუმცა კარგი ამბავია, რომ საქართველო ძალიან სწრაფად ვითარდება, გაცილებით სწარაფად, ვიდრე - რუსეთი ან რომელიმე ქვეყანა რეგიონში.

“საქართველოს ის ნაწილი, რომელსაც ახლა რუსები აკონტროლებენ, ანუ ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი, დასახლებული იყო იმ ადამიანებით, რომლებიც გამოექცნენ რუსულ ე.წ გამათავისუფლებელ ჯარებს”, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში დემოკრატიაა, შეიცვალა ადამიანების შეხედულებები და დამოკიდებულება საკითხებისადმი.

“ეს არის გზა ქვეყნის განვითარებისკენ; ეს არის სხვა ქვეყნის გავლენისგან თავის დაღწევის გზა. ისინი ვერ მოკლავენ ამ წარმატებულ მაგალითს”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა “ალ ჯაზირას” ეთერში.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...