lasha_alo Posted February 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 19, 2010 ვის დარჩება იმედის გასარები?ჯოზეფ გეისგან ნაბოძები საჩუქარი კბილებს აშკარად უჭრის ხელისუფლებას და კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ტახიროვიჩის საგუბერნატორო სკამი. მაგრამ ვიცნობთ რა სააკაშვილის ხროვის ერთ უცნაურობას, არ მგონია მარტივად დათმონ უმნიშვნელოვანესი ფორპოსტი.რა ბედი ელის ან რას მოიქმედებენ "განავარდებულები?! http://www.ambebi.ge/masmedia/16899-ra-bed...va-qimedsq.htmlტელეკომპანია "იმედის" სკანდალური ეპოპეა 2007 წლის 7 ნოემბრის საღამოს დაიწყო და დღემდე გრძელდება. 2008 წლის 13 თებერვალს ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ "იმედის" გარშემო ვითარება კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა. პატარკაციშვილის ქონების მიტაცების პროცესი კი მაროდიორობას დაემსგავსა. ბიზნესმენმა და პატარკაციშვილის ოჯახთან დაახლოებულმა პირმა ჯოზეფ ქეიმ თავი პატარკაციშვილის ე.წ. ანდერძის ერთადერთ აღმსრულებლად და ლამის მთელი მისი ქონების ბატონ-პატრონად გამოაცხადა, რაც ქართულმა სასამართლომაც დაადასტურა. შესაბამისად, ქეის ხელში აღმოჩნდა ტელეკომპანია "იმედიც". სწორედ ჯოზეფ ქეის დამსახურებაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა და მოიპოვა ზეგავლენა ამ არხზე. ოფიციალური ინფორმაციით, სწორედ ჯოზეფ ქეისგან იყიდა ტელეკომპანია "იმედის" აქტივები "რაკ ჯორჯია ჰოლდინგმა", რომელიც საზოგადოებას წარუდგინეს, როგორც ცნობილი არაბული კომპანია "რაკიინი", ამ კომპანიამაც არაერთი ინვესტიცია განახორციელა საქართველოში. მასვე უკავშირდება ფოთის თავისუფალი ეკონომიკური ზონის პროექტიც. თუმცა გაჩნდა ეჭვი, რომ ამ კომპანიის უკან ხელისუფლების ინტერესები იდგა, ხოლო მას შემდეგ, რაც ტელერადიოკომპანია "იმედის" გენერალურ დირექტორად ეკონომიკური განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი არველაძე დაინიშნა, ყველაფერი ნათელი გახდა. ეს ეჭვები კი საბოლოოდ დაადასტურა არაბული კომპანია "რაკიინის" აღმასრულებელი დირექტორის ჰატერ მესედის ინგლისურენოვანი არაბული გამოცემის "ნეიშენელისთვის" მიცემულმა ინტერვიუმ, სადაც მან სიტყვასიტყვით განაცხადა: "რატომ ვიყიდდი ტელევიზიას საქართველოში, ეს პატარა ქვეყანაა? მაინც რისთვის უნდა დამჭირდეს იქ სატელევიზიო სადგური." ამავე გამოცემის მტკიცებით, ტელეკომპანია "იმედის" მფლობელი არაბული კომპანია "რაკიინი" არ არის. სტატიაში ლაპარაკია იმაზეც, რომ ტელეკომპანია "იმედის" გაყიდვის ფაქტი სერიოზულ შესწავლას მოითხოვს. "საქართველოში არის ვიღაც, ვინც შექმნა საკუთარი კომპანია სახელწოდებით - "რაკ ჯორჯია ჰოლდინგი," რომელსაც ჩვენთან საერთო არაფერი აქვს. პრობლემა ის არის, რომ მე სახელწოდება "რაკ", როგორც ბრენდი, არ დამირეგისტრირებია," - განაცხადა მესედიმ. იგივე გაიმეორა 11 თებერვალს "შერატონ მეტეხი პალასში" გამართულ ფოთის თავისუფალი ეკონომიკური ზონის პროექტის პრეზენტაციაზე "რაკიინ ჯორჯია თავისუფალი ეკონომიკური ზონის" გენერალურმა დირექტორმა სათია კუმარ ჩათერჯიმ, რომელსაც ჰკითხეს, თუ ჰქონდა მის კომპანიას ფინანსური ინტერესები "იმედში" და მთაწმინდის პარკში. მან კატეგორიულად უარყო ტელეკომპანიასთან რაიმე კავშირი, თუმცა განაცხადა, რომ პარკთან, შესაძლოა, არსებობდეს ინტერესი, თუმცა დასძინა, რომ ის ამ საკითხში კომპეტენტური არ არის და მეტს ვერაფერს იტყოდა. ჩათერჯიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მის კომპანიას სახელწოდება "რაკ" არ დაურეგისტრირებია, ხოლო საქართველოში ვიღაცამ ამ ბრენდის ქვეშ შექმნა გაურკვეველი წარმომავლობის კომპანია, რომელიც ამჟამად "იმედს" ფლობს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ პრეზენტაციას "რაკიინ ჯორჯია თავისუფალი ეკონომიკური ზონის" გენერალური დირექტორის მოადგილის სტატუსით ესწრებოდა პრეზიდენტის ძმა გიორგი სააკაშვილი. რატომ გადაწყვიტა "რაკიინმა" "იმედის" თაობაზე განცხადების გაკეთება სწორედ ახლა? არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამის მიზეზი გახდა ა.წ. 1 თებერვალს გიბრალტარის სასამართლოს მიერ გამოტანილი დასკვნა, რომლის მიხედვითაც პატარკაციშვილის ოჯახსა და ჯოზეფ ქეის შორის არსებული დავა ოჯახის სასარგებლოდ გადაწყდა. მეტიც, ყველა აქტივი, რომელზეც ამ დავის ფარგლებში ჯოზეფ ქეის ჰქონდა პრეტენზია, 100%-ით ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის საკუთრებად გამოცხადდა. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით, სამომავლოდ ჯოზეფ ქეის აღნიშნულ აქტივებზე აეკრძალა რაიმე სახის იურიდიული მოქმედება და დაეკისრა პატარკაციშვილის ოჯახის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების სრული მოცულობით ანაზღაურება. გარდა ამისა, ვერდიქტის მიხედვით, ძალაში დარჩა 2009 წლის 17 დეკემბრის სასამართლო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ჯოზეფ ქეის მსოფლიოს მასშტაბით დაუყადაღეს აქტივები, რაც ნიშნავს, რომ მას ეკრძალება ნებისმიერი აქტივის, მათ შორის ქონების, ბიზნესწილების, საბანკო გადარიცხვების პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით - ნომინალური მფლობელების ან პარტნიორების მეშვეობით გაყიდვა, გასხვისება ან რაიმე სხვა ოპერაციის განხორციელება, რაც გათვალისწინებულია აქტივების დაყადაღების პირობებით. ნებისმიერი პირი, რომელიც ჯოზეფ ქეის ხელს შეუწყობს ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილების დარღვევაში, შესაძლოა, დაჯარიმდეს ან მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით, ჯოზეფ ქეის ეკრძალება ახალი სასამართლო პროცესის წამოწყება გიბრალტარის სასამართლოებში. გამოტანილი ვერდიქტი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება... ამის თაობაზე "ყველა სიახლე" უკვე წერდა. სავარაუდოდ, ამ გადაწყვეტილების შემდეგ მოინდომა "რაკიინმა" საბოლოოდ გამიჯვნოდა იმ პროცესებს, რომელიც მის საერთაშორისო რეპუტაციასა და იმიჯს შელახავდა. სწორედ ამას ემსახურებოდა ხმამაღალი განცხადება, რომ მათ არაფერი აკავშირებთ საქართველოში მოღვაწე კომპანია "რაკ ჯორჯია ჰოლდინგთან". პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტელერადიოკომპანია "იმედს" სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს. შესაძლოა, ამის შედეგად რამდენიმე გადაცემა დაიხუროს. ლაპარაკობენ იმასაც, რომ არსებობს ტელევიზიის გასართობ არხად გადაკეთების იდეაც, რის შედეგადაც საინფორმაციო სამსახური შეიძლება გაუქმდეს. თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან სახელისუფლებო ინტერესებს საინფორმაციო გადაცემა "ქრონიკა" შესაშური ერთგულებით იცავს. სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით, ფინანსური პრობლემები ბოლო დროს თანამშრომელთა სახელფასო უზრუნველყოფაზე აისახა. როგორც ერთ-ერთმა თანამშრომელმა გვითხრა, ბოლო ხანს თითქმის ორი თვით იგვიანებს ხელფასები. ამის პარალელურად ქართული სინამდვილისთვის ასტრონომიულად დიდია ზოგიერთი ხელმძღვანელისა თუ რიგითი თანამშრომლის ხელფასის ოდენობა. 2 მილიონზე მეტი დაჯდა სერიალ "კლინიკის" სერიები. თუმცა სერიალის გადაღება სწორედ სახსრების არქონის მოტივით შეწყდა. ამის პარალელურად პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ პატარკაციშვილის ოჯახი "იმედის" დაბრუნებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს ხელისუფლებასთან. ამ საკითხის გასარკვევად დავუკავშირდით ბადრი პატარკაციშვილის მეუღლის, ინა გუდავაძის პრესსპიკერს, ქალბატონ ნონა ყანდიაშვილს: - სიმართლეს არ შეესაბამება ის ამბავი, რომ "იმედის" დაბრუნებაზე პატარკაციშვილის ოჯახი საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას აწარმოებს. არ ვიცი, რა წყაროზე დაყრდნობით გავრცელდა ეს ინფორმაცია მასმედიაში. თანაც ლაპარაკია, რომ თითქოს ოჯახი გარკვეული ბიზნესაქტივების სანაცვლოდ დაიბრუნებს ტელეკომპანიას, რაც ტყუილია. ოჯახი კვლავაც განაგრძობს ბრძოლას საკუთარი ინტერესების დასაცავად კანონიერი გზებით და გარიგებას არავისთან აპირებს. იცით, ალბათ, რომ ოჯახმა შეიტანა სარჩელი ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში. უკვე შერჩეულია არბიტრებიც და პროცესი მალე დაიწყება. ოჯახი ნელ-ნელა, მაგრამ თანამიმდევრულად შეძლებს სამართლიანობის მიღწევას. - როგორ ფიქრობთ, შეიძლება გამართლდეს ხმები, რომ ხელისუფლება აპირებს "ტელეკომპანიის" ოჯახისთვის დაბრუნებას, ოღონდ მანამდე, შესაძლოა, კომპანია მიზანმიმართულად გააკოტრონ...- რა გითხრათ, ტელეკომპანიაში არსებული ფინანსური პრობლემების თაობაზე ჩვენც მოგვდის ხმები, მაგრამ რეალურად რა ხდება, რთული სათქმელია. მიმაჩნია, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 19, 2010 თუ საერთაშორისო ზეწულა იყო, დაუბრუნდება ბადრის ოჯახს ისე გამორიცხულია! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted February 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 19, 2010 ვისი იქნება იმედი და რა ბედი ელის?!lasha_alo, ბოდიშს გიხდი ამას ვპოსტავ თემის წაუკითხავად, მაგრამ ისე დაზაფრული ვარ ნამდვილად ვერ წავიკითხავ, იმედი კი არა ქვეყანას რა ბედი ეწევა ის არ ვიცით და იმედს ###### პატრონი. არა მგონია მაგ ტელეკომპანიის რეაბილიტაცია მოხდეს პატრონზე დაბრუნების შემთხვევაშიც. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.