Jump to content
Planeta.Ge

ვინ იქნება ალიანსის სიაში


Recommended Posts

როგორც ჩანს პოლიტიკური ფიგურები იქნებიან წარდგენილნი .

http://resonancedaily.com/index.php?id_rub...mp;id_artc=1068

გამყრელიძე, კაციტაძე და საგანელიძე, შესაძლოა, თბილისის საკრებულოს წევრები გახდნენ. ყოველ შემთხვევაში, უკვე არსებობს მოლოდინი, რომ ალასანიას გუნდი არჩევანს ლიდერებზე გააკეთებს. თუმცა, როგორც თავად აცხადებენ, ამაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია და არც იმის იმედს კარგავენ, რომ ოპოზიცია თბილისის საკრებულოში მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას კოორდინირებულად მოახერხებს.

კანდიდატების კოორდინირებულად წარდგენას დადებით მხარესთან ერთად უარყოფითი მომენტიც გააჩნია. თუკი დადებით მომენტად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ოპოზიცია ერთმანეთს ხმებს აღარ გაუყოფს და, შესაძლოა, ხელისუფლების კანდიდატს მოუგოს კიდეც, პარტიული თვალსაზრისით ნეგატიური შედეგის მომტანიც შეიძლება აღმოჩნდეს.

 

საქმე ის არის, რომ არჩევნებში, როგორც წესი, იმ პარტიას აძლევენ ხმას, რომელ მაჟორიტარსაც ირჩევენ. ეს კი იმ საშიშროებას ქმნის, რომ მაჟორიტარობის კანდიდატების კოორდინირებულად წარდგენისას ოპოზიციური ელექტორატის ხმა მხოლოდ იმ პარტიამ მიიღოს, ვისი კანდიდატიც იქნება დაყენებული.

"საარჩევნო კოდექსსა" და "თბილისის შესახებ" კანონში ცოტა ხნის წინ შეტანილი ცვლილებების თანახმად, თბილისის საკრებულო 50 წევრით განისაზღვრა. აქედან 25 იქნება პროპორციული სიით გასული და 25 - მაჟორიტარი. იმის გამო, რომ თბილისში არის 10 საარჩევნო ოლქი, ეს 25 მანდატი 10 ოლქზეა გადანაწილებული. სამი ოლქი - მთაწმინდა, კრწანისი და ჩუღურეთი იქნება თითომანდატიანი, ორი ოლქი - დიდუბე და ვაკე კი ორ-ორ მანდატიანი. სამმანდატიანიც ორი ოლქი იქნება - საბურთალო და ისანი, დანარჩენი სამი ოლქი - სამგორი, ნაძალადევი და გლდანი კი ოთხ-ოთხ მანდატიანი იქნება.

ცხადია, მათ იმის უფლებაც აქვთ, რომ კანდიდატურები ყველგან არ წარადგინონ. თუმცა, როგორც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი აცხადებს, "თუკი ოპოზიცია გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება, სასურველია, რომ კანდიდატები ყველგან ჰყავდეს".

თუმცა, მისი თქმით, არც ის არის გამორიცხული, რომ მაჟორიტარული კანდიდატების წარდგენისას ოპოზიციურ ძალებს შორის მოხდეს შეთანხმება, რათა ერთმანეთს ხმები არ წაართვან. მაგრამ, ცხადია, ამისთვის, მინიმუმ, ოპოზიციას შორის კონსულტაციების გამართვა და შეთანხმების მიღწევაა საჭირო. დღეს არსებული ვითარების მიხედვით კი ძალიან ძნელია იმის თქმა, რომ ოპოზიცია არათუ რაიმე საკითხზე მოლაპარაკებას, საერთოდ კონსულტაციების გამართვას შეძლებს.

ოპოზიცია აქცენტს ჯერ მხოლოდ მერობის კანდიდატებზე აკეთებს და, უნდა ითქვას, რომ ბევრ მათგანს საბოლოოდ ჩამოყალიბებული პოზიცია მერობის კანდიდატებთან დაკავშირებითაც კი არ გააჩნია.

რაც შეეხება თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებს, ყველა ოპოზიციურ ძალას, ვინც კი არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას, ერთნაირი პასუხი აქვს და აცხადებენ, რომ "ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს, კონკრეტული გადაწყვეტილებები მუშაობის დასრულების შემდეგ გახმაურდება და საზოგადოება თავის დროზე ყველაფერს გაიგებს".

"ცხადია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ერთ-ერთი სერიოზული მიმართულება არის თბილისში მაჟორიტარული ოლქების დაკომპლექტება ალიანსურ რეჟიმში. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ რაღაცნაირად გამოვათავისუფლოთ ცალკეული ოლქები ალიანსისგან. თუმცა, არც ის არის გამორიცხული, რომ მოხდეს გარკვეული კოორდინაცია ცალკეულ ოპოზიციურ ძალებთან. იმათთან, ვინც რეალურად ამინდს ქმნის ქართულ პოლიტიკურ რეალობაში. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ამოცანა არის ის, რომ დავფაროთ ყველა ოლქი ღირსეული კანდიდატებით, რომელთა ვინაობასაც თავის დროზე დავასახელებთ და ვფიქრობთ, რომ საზოგადოება საკმაოდ მოხიბლული დარჩება. ამის შემდგომ კი, სადაც ჩავთვლით საჭიროდ და სადაც პოლიტიკური თვალსაზრისით იქნება მიზანშეწონილი, ჩვენ შეიძლება გვქონდეს კოორდინირებული მოქმედება ცალკეულ ოპოზიციურ ძალებთან", - აცხადებს მამუკა კაციტაძე.

"მთელი კვირის" ინფორმაციით კი, ალასანიას გუნდი აქცენტს სწორედ ლიდერებზე გააკეთებს. სავარაუდოდ, ვაკეში მაჟორიტარობის ერთ-ერთი კანდიდატი დავით გამყრელიძე იქნება, დიდუბეში - დავით საგანელიძე, საბურთალოზე კი მამუკა კაციტაძე.

ასევე მოხდება რესპუბლიკელების ლიდერების და უშუალოდ ალასანიას პარტიის ლიდერების განაწილება. მათ შორის სოზარ სუბარის ჩათვლით.

თუმცა, ალიანსის წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე აცხადებს, რომ ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება არც ამ საკითხთან დაკავშირებით არ არის მიღებული.

"ეს არის ვიღაც-ვიღაცების ლოგიკური დასკვნები. როგორც ჩანს, ვარაუდობენ, რომ ვაკე მოიგო გამყრელიძემ და, ალბათ, კენჭს იყრის ვაკეშიო. დიდუბე მოიგო საგანელიძემ და, ალბათ, ისევ დიდუბეში დააყენებენო. მე ვცხოვრობ საბურთალოზე და ფიქრობენ, რომ მე საბურთალოზე ვიქნები წარდგენილი. ეს არის გარკვეულ ლოგიკაზე დამყარებული. მაგრამ ის, რომ ამ საკითხზე არსებობს გარკვეული გადაწყვეტილება მიღებული, სიმართლე არ არის და ვიმეორებ, ჯერჯერობით არანაირი გადაწყვეტილება არ გვაქვს მიღებული", - აცხადებს მამუკა კაციტაძე.

რაც შეეხება პრინციპს, რომ მაჟორიტარებად ლიდერები დაასახელონ, მამუკა კაციტაძე აცხადებს, რომ აქცენტი სწორედ იმაზე გაკეთდება, რომ მათ არჩევნებში საფუძვლიანი გამარჯვება მოიპოვონ.

"ეს ყველაფერი გადაწყვეტილი იქნება ერთიან ჭრილში. უბრალოდ, ამ თემაზე ერთი რამ არის საფიქრალი, ვინ როგორ გადანაწილდეს და უყურადღებოდ არ დაგვრჩეს არც თბილისი და არც რეგიონები. ის, რომ ბრძოლა მიღებული გვაქვს მაღალ დონეზე ადგილობრივ არჩევნებში, ეს არაერთხელ გვითქვამს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ბრძოლა საფუძვლიანად მოვიგოთ", - აცხადებს კაციტაძე.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ გვიანდება მათი მხრიდან გადაწყვეტილების მიღება და მოასწრებენ თუ არა სათანადო საარჩევნო კამპანიის ჩატარებას, კაციტაძე აცხადებს, რომ "ახლა არის თებერვლის შუა რიცხვები. არჩევნები უნდა გაიმართოს მაისის ბოლოს. მანამდე არის სრული სამთვენახევარი და სამთვენახევრით ადრე არანაირი არჩევნები არ დაწყებულა და ამიტომ არანაირად არ გვიანდება".

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo ამ ლოზუნგით გავლენ ხალხში?!....ხომ მოუთავეს რუსებმა ამათ დღენახევარში ომი? ერთი გადმოუფრინეს და ეგრევე მოუთავეს... @ მამუკა კაციტაძე ..!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

..ხომ მოუთავეს რუსებმა ამათ დღენახევარში ომი? ერთი გადმოუფრინეს და ეგრევე მოუთავეს... @ მამუკა კაციტაძე ..!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

სამწუხაროდ ,ძალიან სამწუხაროდ სიმართლეა.........მაგრმ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი -ეს საააკაშვილის დამარცხება არ ყოფილა და აუცილებელია მუშაობა ,რათა ომის შედეგების ნეირტრალიზირება მოხდეს.ამ საკიტხტან დაკავშირებით ქართულ საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ერთიანი მიდგომები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

მაგრმ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი -ეს საააკაშვილის დამარცხება არ ყოფილა

რას ქვია სააკაშვილის დამარცხება არ ყოფილა?

თუ იმას გულისხმობ, რომ მასთან ერთად ქვეყანაც დამარცხდა მაშინ ჰო, მაგრამ თუ დამარცხების პასუხისმგებლობის გადანაწუილებას გულისხმობ, ვერ დაგეთანხმები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ იმას გულისხმობ, რომ მასთან ერთად ქვეყანაც დამარცხდა მაშინ ჰო

ზუსტად ამას

თუ დამარცხების პასუხისმგებლობის გადანაწუილებას

პასუხისმგებლობა ენიჭება მხედარმთავარს , ასევე გამოძიების მიერ გასარკვევიას რას აკეთებდა იქ უგულავა და ზოგიერთი სხვა "გენერალი"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

პასუხისმგებლობა ენიჭება მხედარმთავარს , ასევე გამოძიების მიერ გასარკვევიას რას აკეთებდა იქ უგულავა და ზოგიერთი სხვა "გენერალი"

მოვა მაგის დროც.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...