Jump to content
Planeta.Ge

არჩევნები, ოღონდ არა ყველასათვის


Recommended Posts

კაროჩე იდეა მაქვს, რახან არჩევნებით ქვეყნის ბედი წყდება, ბრბომ მასში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს.

მხოლოდ პიროვნებებმა უნდა აირჩიონ, მათ ვინც იციან, ვისაც გონება უჭრით.

 

უნდა ჩააბარონ მკაცრი IQ ტესტი, ვინც გადალახას ისინი აირჩევენ პრეზიდენტსა თუ მერს.

 

ხალხი ბრბოა, აზრზე არ არიან, ბრმები და ბნელები არიან, არ იციან.....

ღუპავენ ქვეყანას.

 

მხოლოდ მცოდნე ხალხმა უნდა აირჩიოს ქვეყნის პრეზიდენტი..

 

 

:(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგი იდეაა, უკეთესი იქნება თუ საჯარო სამსახურის მოხელეები აირცევენ მხოლოდ.

 

 

 

:drug:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Private Nodari

:sicili:

მოდი ცნობების გაცემა შენ დაგეკისროს - შენ ხარ ბრბო, შენ არ ხარ ( IQ -ც შენვე ჩაიბარე, ოკ?)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო

მოკლედ პრობლემის მოგვარებას ბოლოდან იქწევბთ :(

 

როგორც ერთი რაღაციდან სალამური არ გამოვა, ისვე ვერაფერს უშველის ნორმაული პრეზიდენტი გაუნათლებელ და აგრესიულ ნაციას

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

მე არ ვარ ჩახედული პირი პოლიტიკაში, არ ვიცი ვინ ვინ არის.

ამიტომ არ მექნება პრეტენზია არჩვენებში მონაწილეობის მიღებაში..

ამით არც საფრთხეს შევუქმნი ქვეყანას..

 

მაგრამ ბევრი ბნელი ქართველი ამას ვერ ხვდება და ღუპავს ერს.

 

არიან ადამიანები ვიცნ ერკვევიან, ვინც იციან, ხოდა მათ უნდა აირჩიონ.

როდის იყო ბრბო სწორი ყოფილიყოს.

პიროვნებათა გადასაწყვეტი უდნა იყოს..

 

ეს ჩემი აზრია..

 

დიადი აზრი :(:D

 

 

 

როგორც ერთი რაღაციდან სალამური არ გამოვა

ყველაფრისგან კი არ უნდა გამოითალოს მერე სალამური? :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პოლიბიუსი _ დემოკრატიის დროს, ბრბო თანდათან ეჩვევა სხვის ხარჯზე მათხოვრული ლუკმის მიღებას და უბადრუკ ცხოვრებას, ენდობა ყველას, ვინც ოდესმე რაიმეს მიუგდებს. ამით სარგებლობს ნებისმიერი თავხედი, დემაგოგი, აფერისტი, ხოლო თვით ბრბოს, აღარ აინტერესებს სახელმწიფო საქმეები, პოლიტიკა. შესაბამისად, დემოკრატიაში ისეთი რამ დევს, რაც მის თვითგადაგვარებას უწყობს ხელს. ამ შემთხვევაში, “სახელმწიფოს სახალხო მმართველის უკეთილშობილესი სახელი ენიჭება, რეალურად კი, ის ხდება ყველაზე ცუდი, როგორიც შეიძლება იყოს საერთოდ სახელმწიფო”.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Private Nodari

მხოლოდ მცოდნე ხალხმა უნდა აირჩიოს ქვეყნის პრეზიდენტი..

და არ გაგიტყდება შენ რომ ვერ მოხვდე სიაშI?

 

ეს კასტურობა რა უბედურებაა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კენეტ ჯოზეფ ეროუ (Kენნეტჰ ჟოსეპჰ Aრროწ ლაბ. 1921წ. ნიუ-იორკი) ამერიკელი ეკონომისტი, 1972 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში (წონასწორობისა და კეთილდღეობის საერთო თეორია), კოლუმბიის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი, მუშაობდა ჩიკაგოს, სტენფორდის და ჰარვარდის უნივერსიტეტებში. საერთაშორისო ეკონომიკური ასოციაციის პრეზიდენტი (1983-86), ამერიკის ეკონომიკური ასოციაციის პრეზიდენტი 1973წ., დაჯილდოვებულია ჯონ ბეიტს კლარკის მედლით 1957წ., ჯონ კომონსის პრემიის ლაურეატი 1973წ.

ძირითადი ნამუშევრები: “საზოგადოებრივა არჩევანი და ინდივიდუალური უპირატესობანი”; “ნარკვევები წრფივ და არაწრფივ პროგრამირებაში”; “ეკონომიკის არსის შემეცნება პრაქტიკის მეშვეობით”.

ეროუს წონასწორობისა და კეთილდღეობის საერთო თეორია ჩვენ სამყაროში შევიდა, როგორც სენსაციური აღმოჩენა და წერტილი დაუსვა ოცნებებს იდეალური დემოკრატიის შესახებ. მას გამოყოფილი აქვს ხუთი მკაცრი აუცილებელი პირობა რაციონალური დემოკრატიული არჩევნებისათვის, როგორც ამომრჩეველთა ნების გამოვლენის მექანიზმი.

1. ყველა მოქალაქეს არ ანიჭება მოქალაქეობა;

2. ყველა მოქალაქეს არ აქვს უფლება მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება;

3. ყველა მოქალაქეს, რომელსაც აქვს ხმის მიცემის უფლება არ აქვს ულება იყაროს კენჭი;

4. ერთი და იგივე კრიტერიების მნიშვნელობა სხვადასხვა ადამიანებში ყოველთვის იქნება სხვადასხვა, ისევე როგორც გათვითცნობიერება ამ კრიტერიებისადმი კანდიდატების შევაბამისობის თაობაზე. აქედან გამომდინარეობს ამომრჩეველთა უთანასწორო კომპეტენტურობა მათი ხმათა “წონის” ტოლობის დროს;

5. დემოკრატიული პრინციპები უნდა გავრცელდეს საზოგადოებრივი ურთიერთობების მხოლოდ მცირე ნაწილზე და მხოლოდ გარკვეული დროით განსაკუთრებულ შემთხვევებში.. დანარჩენში უპირატესობა უნდა მიენიჭოს დიქტატურას, აშკარას ან ირიბს. რეალური დემოკრატია ითვალისწინებს არა მარტო თანაბარ უფლებებს, არამედ არათანაბარ საშუალებას საზოგადოებრივი ცხოვრების დიდ ნაწილში.

ყველაზე მართებულ საარჩევნო სისტემას ყველაზე დემოკრატიულ საზოგადოებაშიც ძალუძს მიიყვანოს მარტო იმ სიტუაციამდე, სადაც ამომრჩეველთა არჩევანი თანასწორად არის გადაწილებული, ასეთი მდგომარეობის შექმნა შეუძლებელია დემოკრატიული ხერხებით, ხოლო დიქტატორული საშუალებების გამოყენება დაუშვებელია. ანუ ეროუ მათემატიკურად ამტკიცებს, რომ რეალური დემოკრატია არ შეიძლება იყოს სრული.

შეუძლებელია ვიპოვოთ მეთოდი, რომელიც აკმაყოფილებს ეროუს ყველა აქსიომას და არ იყოს დიქტატორული.

კ. ეროუმ მათემატიკური მეთოდით დაადგინა რომ:

1. არჩევანი უნდა იქნეს განსაზღვრული იმავე სისტემაში, სადაც ის არის ფორმულირებული (ჰომოგენურობის აქსიომა), ანუ თუ ჩვენ ვირჩევთ პრეზიდენტს, უნდა ავირჩიოთ ის რომელიც ჩვენი აზრით უკეთ მართავს ქვეყანას და არა ის, რომელიც უკეთ გამოიყურება ან უფრო გონებამახვილია სხვაზე.

2. არჩევანი უნდა იყოს დამოკიდებული ამომრჩეველთა ინდივიდუალურ სურვილზე თუ ვის ანიჭებს უპირატესობას, გარდა ამისა უნდა იყოს უნივერსალური, ანუ გასცეს პასუხი საზოგადოების წევრების ნებისმიერი არჩევანის შემთხვევაში (უნივერსალურობის აქსიომა), ეს გულისხმობს, რომ თუ ამომრჩეველთა ნაწილის სიმპათიები იცვლება, საზოგადოებრივმა არჩევანმა უნდა გაითვალისწინოს ცვლილებები და გვეხმარება თავიდან ავიცილოთ ჩაკეტილი ციკლები.

3. თუ კენჭისყრის დროს ყველა მიეცა პეტრეს არჩეული უნდა იყოს პეტრე და არა პავლეს (ერთხმიანობის აქსიომა), რომელსაც ხმა არავინ მისცა.

და ბოლოს, არჩევანი არ უნდა იყოს დამოკიდებული იმ ალტერნატივებისაგან, რომლებიც არ მონაწილეობენ არჩევნებში, ანუ თუ ამომრჩევლებმა უნდა მიანიჭონ უპირატესობა არჩევნებში მონაწილე ალტერნატივებს და არა ზეწოლის ქვეშ (დამოუკიდებლობის აქსიომა), ეს გულისხმობს, რომ თუ საჭიროა გაკეთდეს არჩევანი პეტრესა და პავლეს შორის კენჭისყრაში მონაწილე ხელმძღვანელობს იმით თუ რომელ კანდიდატს ანიჭებს უპირატესობას და არა იმით, რომ ხმას მისცემდა ივანეს თუ ის იქნებოდა ერთერთი ალტერნატივა.

თუ გავერკვევით საფუძვლიანად, ეროუს აქსიომები თავისთავად არის დიქტატორული კენჭისყრის მეთოდები შეზღუდვები, როგორც კანდიდატთა რიცხოვნობაზე, ასევე მათი კვალიფიკაციაზე დიქტატორულია. დემოკრატიული პრინციპებით არჩეული პარლამენტი, სრულიად დიქტატორულად ამკვიდრებს კანონებს და არც ეკითხება ამომრჩევლების ნებას. თავის არსში ეს ნიშნავს, რომ აუცილებელია დემოკრატიის მცნების არსის გადახედვა.

ცნობილია, რომ მიზანშეწონილია სამუდამო მოსამართლეების ინსტიტუტეს არსებობა სრულიად დიქტატორული უფლებამოსილებით, იმ გააზრებით, რომ პოლიტიკურმა კონიუნქტურამ ვერ მოახდინოს გავლენა მათ პროფესიონალიზმზე. მაგრამ სხვა სახელმწიფო მოხელეებმა არ უნდა გამოავლინონ თავისი პროფესიონალიზმი დამოუკიდებლად?

ჩნდება შეკითხვა, სინამდვილეში არჩევითი დემოკრატია არის ხალხის ხელისუფლება? სავსებით ცხადია, რომ ხელისუფლება ეკუთვნის მას, ვისაც ეკუთვნის, ხოლო პირველობისათვის პრეტენდენტები კამათის დროს კი ხალხს იყენებენ როგორც ერთ-ერთს არგუმენტებიდან.

არ ჩავღრმავდეთ პოლიტიკაში, თუმცა თავისთავად საკითხი – სრული პოლიტიკაა. თუ განვიხილავთ ამ პრობლემის არსს, ვნახავთ, რომ სინამდვილეში ეროუს თეორემა არის “ბურედანის ვირი”ს (“ბურედანის ვირი” ფილოსოფიური პარადოქსი ცნობილია არისტოტელეს შრომებიდან, სადაც დასმულია საკითხი, თუ როგორ შესწევს უნარი ვირს, ორი ერთნაირი შეთავაზებული თივის ზვინისაგან გააკეთოს რაციონალური არჩევანი) გაფართოებული და გართულებული ვარიანტი, რომელსაც აბსტრაქტულ ფორმაში არ აქვს პასუხი და ისე არის ფორმულირებული, რომ არ ჰქონდეს პასუხი თუ A=B მაშინ B=A.

ისტორიულად დედამიწის მოსახლეობის ხალხები, რომლებიც შორს იყვნენ მათემატიკის ნიუანსებიდან, მარტივად პოულობდნენ გამოსავალს ჩიხური მდგომარეობიდან, მოყავდათ დიქტატორები, რომლებიც თავისი ხელისუფლებით ასრულებდნენ ცხოვრების მოთხოვნებს. ჩნდება კითხვა, ვინ და როგორ მოვიყვანოთ დიქტატორი ხელისუფლებაში? გადაწყვეტილების მიღების სპეციალისტები (არსებობენ ასეთი სპეციალისტები) გვეძლევენ რეკომენდაციას – დიქტატორი უნდა იქნეს არჩეული დემოკრატიული მეთოდებით.

სინამდვილეში დიქტატურა თავისთავად არ არის არჩევანის პრობლემის გადაწყვეტა. პრობლემა არც კენჭისყრაშია, როგორც ასეთში, არამედ გარკვეულ კრიტერიებს დაქვემდებარებულ ალტერნატივებს შორის არჩევანშია.

 

დემოკრატიული არჩევნები შეიძლება ითქვას არის რომელიღაც პროექტის ხელმძღვანელის პოსტზე საუკეთესო კანდიდატის არჩევნები. ამავე დროს არსებობს ამ კანდიდატებს შორის სხვაობა ამ პროექტის ხელმძღვანელობის შესაძლებლობის თაობაზე. ჩნდება შეკითხვა, შეუძლიათ თუ არა, მათ ვინც ერკვევა საკითხში უარესად, აირჩიონ ის ვინც ერკვევა უკეთ? და თუ არ იციან საერთოდ რატომ არის საჭირო არჩევანი? თუ მოქალაქეები განსხვავდებიან ჭეშმარიტი კრიტერიუმების შეფასების უნარით, მაშინ უნდა განსხვავდებოდეს მათი ხმის წონაც. დემოკრატიულ ქვეყნებში მოქალაქეთა გარკვეული ნაწილისათვის არსებობს შეზღუდვები არჩევნებში მინაწილეობაზე. მაგალითად, ბავშვები: თურმე ისინი არ ყოფილან კომპეტენტურები დიდებთან შედარებით (ვითომ როგორ, დიდების ნაწილი უფრო კომპეტენტურია ბავშვებზე?). და ეს ზღვარი გაყვანილია სავსებით დიქტატორულად.

დღეისათვის მთავარი ხმების დათვლის სისწორეში არ მდგომარეობს. პოლიტიკაში, როგორც ბიზნესში ყველაფერს წყვეტს სამი ფაქტორი: ლიდერის ენერგია, იდეა და ორგანიზაცია.

არჩევნები – ესეც ბიზნესია, სადაც მყიდველის როლში გამოდიან ფინანსური ჯგუფები, რომლებსაც გააჩნიათ გარკვეული ინტერესები და მთავარი, ფული (რაც კარგია ფორდისათვის, ის კარგია ამერიკისათვის), გამყიდველის როლში გამოდიან პოლიტიკოსები თავიანთი ფირმებით (პოლიტიკური პარტიები). ისინი პასუხისმგებელნი არიან საქონლის დამზადებასა და მიწოდებისათვის – ელექტორატის მომზადება და მათი ხმებში გარდაქმნა, ხოლო ხმების დათვლის წესები – ის მხოლოდ გამჭვირვალობის წესებია და მეტი არაფელი.

აქედან გამომდინარეობს დემოკრატიის პრობლემები, ევროპელი სოციოლოგების უმრავლესობა განგაშით აღნიშნავს, რომ ყოველი ამომრჩეველი იძულებულია იფიქროს თავის თავზე და არა სხვანაირად. და თუ ყველა იფიქრებს თავის თავზე არაფრის აშენება ვერ მოხერხდება. როგორც აღნიშნა ერთმა ევროპელმა ჟურნალისტმა, ისინი არ იომებენ არც ევროპისათვის არც მშობლიური ჰოლანდიისათვის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძველ რომში მხოლოდ მოქალაქეებს ჰქონდათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება,

ჩვენთანაც ეგრეა მაგრამ ოფიციალურად მონები არ გვყვავს,

 

შუა საუკუნეებში, ევროპაში,

ეს უფლება ქონებრივ ცენზზე იყო დამოკიდებული,

ქალებს სოც. მდგომარეობის მიუხედავად არ ჰქონდათ ეს უფლება,

ამერიკაში შავკანიანებს და ინდიელებს,

 

მოკლედ მსოფლიო პრაქტიკაში ეს მიღებული პრაქტიკა იყო, სხვადასხვა კრიტერიუმებით განისაზღვრებოდა,

 

ოღონდ სოციალური და არა მენტალურ-მორალური კრიტერიუმით,

 

სხვადასხვა ვარიანტებიც იყო,

ვთქვათ ეგ. წოდებულ ჩერნს-ღატაკ მოსახლეობის 3 ხმა უდრიდა ვაჭრის ერთ ხმას,

4 ვაჭრის ხმა-ერთი არისოკრატის.

 

სასაცილო ისაა რომ ლენინის დროს გაუქმდა ყოველგვარი საარჩევნო დისკრიმინაცია :D

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

სასაცილო ისაა რომ ლენინის დროს გაუქმდა ყოველგვარი საარჩევნო დისკრიმინაცია
დისკრიმინაცია კი არ გაუქმდა, დისკრიმინაცია გახდა ტოტალური, ე.ი. ყველა გათანაბრდა უუფლებობაში და აქედან გამომდინარე ყველას ერთნაირი უფლება მიეცა. :D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

დისკრიმინაცია კი არ გაუქმდა, დისკრიმინაცია გახდა ტოტალური, ე.ი. ყველა გათანაბრდა უუფლებობაში და აქედან გამომდინარე ყველას ერთნაირი უფლება მიეცა. :ravic:

ყველას მიეცა არჩევნებში მონაწილეობის უფლება, მოიხსნა სოც. შეზღუდვები :givi:

მეფის რუსეთის დროს ქალებს არ ჰქონდათ არჩ. მონაწილეობის უფლება და რუსეთი გამონაკლისი არ იყო,

 

მეფის რუსეთის დროს საზოგადოება იყოფოდა ჩინებად,

 

პასპორტში უწერდნენ ადამიანს ვინ იყო, არისტოკრატი, მღვდელი, ვაჭარი, მუშა თუ გლეხი

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუძლია არაკომპეტენტურმა აირჩიოს კომპეტენტური?

(კ. ეროუმ ამ საკითხებზე მიიღო ნობელის პრემია. ყველა ხელისუფლება კი დაინტერესებულია ამ თეორიის დამალვით).

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasalexx

ისა და IQ - ს ტესტს ვინ შეადგენს?

სუბიექტის არსში გარკვევის მიზნით, უმნიშვნელოვანესია მისი გარემოსთან დამოკიდებულების განხილვა, რაც სუბიექტის ზნეობისა და ინტელექტის დონეს გამოააშკარავებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კაროჩე იდეა მაქვს, რახან არჩევნებით ქვეყნის ბედი წყდება, ბრბომ მასში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს.

მხოლოდ პიროვნებებმა უნდა აირჩიონ, მათ ვინც იციან, ვისაც გონება უჭრით.

 

უნდა ჩააბარონ მკაცრი IQ ტესტი, ვინც გადალახას ისინი აირჩევენ პრეზიდენტსა თუ მერს.

 

ხალხი ბრბოა, აზრზე არ არიან, ბრმები და ბნელები არიან, არ იციან.....

ღუპავენ ქვეყანას.

 

მხოლოდ მცოდნე ხალხმა უნდა აირჩიოს ქვეყნის პრეზიდენტი..

:givi:

არატრადიციული ორიენტაციის რელიგიაში, სექსში,არაქართული -პოლიტიკაში....მხოლოდ ამათ მივცეთ არჩევნებში მონაწილეობისა და დეპუტატობის უფლება... :ravic:

Edited by shavlego91
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...