Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

Guest ჭანო
ლაზერი შეგიძლიათ განმარტოთ ადამიანურ ენაზე რა პონტია?

Light Amplification by Stimulated Emission of Radiation

 

ხოლო გლეხურად (შუქის)სხივების მიმართული კონა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Light Amplification by Stimulated Emission of Radiation

 

ხოლო გლეხურად (შუქის)სხივების მიმართული კონა

 

ეგ ვიცი, ცოტა უფრო კონკრეტლად :D

ანუ როგორ მიიღება, როგორ გამოიყენება...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...
Guest ჭანო
ეგ ვიცი, ცოტა უფრო კონკრეტლად 001.gif

ანუ როგორ მიიღება, როგორ გამოიყენება...

http://www.uni-bonn.de/iap/P2K/lasers/

აქ შეგიზლია სხვადასხვა სახის სიმულაციები ნახო, მატ სორის ლაზერის

 

http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/cc/Laserschema.svg/500px-Laserschema.svg.png

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეეე... რაის ენდშიპგელი და პუმპლეშტუნგი :D

ქართულად არაფერია?

 

ერთი ვიცი რომ შპიგელი სარკეს ნიშნავს :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
ერთი ვიცი რომ შპიგელი სარკეს ნიშნავს

:maladec:

მარცხნივ არის ისეთი სარკე რომელიც 100% ირეკლავს სხივებს, მარჯვნი კიდევ 100% საკმაოდ ნაკლები, ანუ ნაწილს უშვებს, ამ მეთოდით ხდება სხივები "სიქრონიზაცია" ერთი მიმართულებით

 

ქართულად არაფერია?

ქართულად გმარავლების ტაბულის შოვნაც კი რთულია :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:maladec:

მარცხნივ არის ისეთი სარკე რომელიც 100% ირეკლავს სხივებს, მარჯვნი კიდევ 100% საკმაოდ ნაკლები, ანუ ნაწილს უშვებს, ამ მეთოდით ხდება სხივები "სიქრონიზაცია" ერთი მიმართულებით

ქართულად გმარავლების ტაბულის შოვნაც კი რთულია :(

ანუ ლაზერი მხოლოდ და მხოლოდ ოპტიკური მოვლენაა და ელექტროობასთან არავითარი კავშირი არა აქვს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
ანუ ლაზერი მხოლოდ და მხოლოდ ოპტიკური მოვლენაა

ჩვეულებრივი სხივებია, მაგრამ ერთი მიმართულებით და გარკვეული სიხშირის.

http://www.uni-bonn.de/iap/P2K/lasers/

აქ შედი და მანდ არის შუაწელში ჯავა-პროგრამა და იქ ნახავ თუ რა განსხვავება სვადასხვა სინათლეების წყაროებს შორის და მათ შორის ლაზერისას.

 

 

ეხლახან წავილიკითხე (მოგვიანებით ბმულსაც დავდებ) კოღოების(და ასევე სხვა მწერების) საწინააღმდეგოდ გამოიყენება ლაზერი, რომელიც დაპროგრამება შეიძლება და მხოლოდ ერთი სახეობის მწერს ანადგურებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
ლაზერ-ი [ინგლ. lazer (შემოკლ.) < light amplification by stimulated emission of radiation სინათლის გაძლიერება ინდუცირებული გამოსხივების საშუალებით] - ხელსაწყო მონოქრომატული სინათლის არაჩვეულებრივად ინტენსიური და ვიწრო კონის მისაღებად; გამოიგონეს 1960 წ.; დიდი გამოყენება აქვს ტექნიკაში, მედიცინაში, სამეცნიერო გამოკვლევებში და სხვ. (შდრ. მაზერი)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო

ლაზერი ისტორიულ დეტალებს ინახავს

 

ედინბურგი. მომავალ აპრილს გლაზგოს ხელოვნების სკოლისა და მემკვიდრეობის დაცვის სამთავრობო ორგანოს "ისტორიული შოტლანდიის" ექსპერტთა მცირე ჯგუფი ორგანიზაცია CyArk-ისა და შეერთებული შტატების ეროვნული პარკის სამსახურის თხოვნით სამხრეთ დაკოტას შტატში გაემგზავრება. ჯგუფი რაშმორის მთის ლაზერულ სკანირებას ჩაატარებს და მის კომპიუტერულ მოდელს შექმნის.

 

დინბურგი. მომავალ აპრილს გლაზგოს ხელოვნების სკოლისა და მემკვიდრეობის დაცვის სამთავრობო ორგანოს "ისტორიული შოტლანდიის" ექსპერტთა მცირე ჯგუფი ორგანიზაცია CyArk-ისა და შეერთებული შტატების ეროვნული პარკის სამსახურის თხოვნით სამხრეთ დაკოტას შტატში გაემგზავრება. ჯგუფი რაშმორის მთის ლაზერულ სკანირებას ჩაატარებს და მის კომპიუტერულ მოდელს შექმნის.

 

ოთხი ან ხუთი შოტლანდიელისგან შემდგარი ჯგუფი რაშმორის მთასთან რამდენიმე დღეს გაატარებს და მის ყოველ კუთხე-კუნჭულსა და ნაპრალს სხვადასხვა ტიპის სკანერებით ყოველი მხრიდან შეისწავლის, მილიარდობით ბიტის ციფრულ ინფორმაციას შეაგროვებს და კომპიუტერზე დაამუშავებს.

 

შედეგად მიიღება ამ ადგილის ყველა დროის ყველაზე უფრო სრული და ზუსტი სამგანზომილებიანი მოდელები, რომლებიც თვით საუკეთესო ფოტოსურათებსა თუ ფილმებზე მილიონჯერ უფრო დეტალური და ზუსტი იქნება.

 

შოტლანდიელების ჯგუფმა ასეთი მოდელების შექმნაში სიზუსტის არნახულ დონეს მიაღწია. სკანირების მეშვეობით სპეციალისტებს შეუძლიათ დაადგინონ, როგორი იყო ესა თუ ის ნაგებობა საუკუნეების წინ, რაც ფაქტობრივად, საათის ისრის უძველეს ხანაში გადაწევის ტოლფასია. მათ იმავე ნაგებობებზე კლიმატური ცვლილებების, ქალაქების ზრდისა და ადამიანის მიერ გამოწვეული ან ბუნებრივი კატაკლიზმების ზემოქმედების გათვალისწინებით მომავალში ჩახედვაც შეუძლიათ.

 

მათ ასევე შეუძლიათ შეისწავლონ ასაშენებელი ნაგებობა, ვთქვათ, ედინბურგში და შექმნან თითქმის მიკროსკოპული სიზუსტის ვირტუალური რეალობა, რომელშიც შესაძლებელი იქნება ნაგებობის ასაშენებელი ადგილის ყოველი კუთხიდან დანახვა და იმის განსაზღვრაც კი, თუ სად დაეცემა შენობის ჩრდილი დღის სხვადასხვა დროს.

 

ხელოვნების სკოლის ციფრული დიზაინის სახელოსნოს კანადაში დაბადებული განათლებით არქიტექტორი დაგლას პრიჩარდი ხელმძღვანელობს. მასთან ერთად შოტლანდიის ლაზერულ ექსპედიციაში "ისტორიული შოტლანდიის" ტექნიკური კონსერვაციის ჯგუფის დირექტორი დევიდ მიჩელიც მუშაობს.

 

ლაზერიან ყუთს შტატივზე ამაგრებენ. ის ღერძის ირგვლივ ნელა ტრიალებს, ლაზერი კი ამ დროს ზემოთ-ქვემოთ მოძრაობს და მის წინ არსებული მყარი სხეულებისკენ სხივებს აგზავნის. ლაზერი წამში 50 ათას წერტილს აფიქსირებს. ტრადიციული მეთოდით მოქმედი გეოდეზისტები დღეში სულ რაღაც 200 აზომვას თუ ატარებენ, ლაზერებს კი საათში მილიონობით აზომვის ჩატარება შეუძლიათ. სკანერს ზოგიერთი მასალის დადგენაც შეუძლია, ანუ იმის განსაზღვრა, რაიმე საგანი მინისგან არის გაკეთებული თუ ქვისგან.

 

საჰაერო და პორტატული ლაზერები ერთი პრინციპით მუშაობს, მათი ერთობლივი გამოყენებით კი, ქალაქებისა და მთების, მაგალითად, რაშმორის, სამგანზომილებიანი სურათების გადაღება შეიძლება.

 

გასულ გაზაფხულს გლაზგოში ჩატარებულ ციფრული დოკუმენტაციის კონფერენციაზე ქვეყნის კულტურის მინისტრი მაიკლ რასელი შეხვდა ამერიკელ ინჟინერსა და სკანერის გამომგონებელს ბენ კასირას, რომელმაც არამომგებიანი ორგანიზაცია CyArk-ი ჩამოაყალიბა, რათა იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი 500 ძეგლის სკანირება ჩაეტარებინა.

 

შოტლანდიური ჯგუფის მიზანია CyArk-ისთვის ათი ასეთი ძეგლის სკანირება, მათ შორის, ხუთის - შოტლანდიაში.

 

ამ მიდგომას დიდი მნიშვნელობა აქვს კულტურისთვის. ბ-ნი პრიჩარდი "ახალ შესაძლებლობებზე" ლაპარაკობს და ამ შემთხვევაში გულისხმობს ვირტუალური მოდელების გამოყენებას იმისთვის, რომ საზოგადოებას სხვადასხვა სახის ქალაქგეგმარებითი პროექტების განხილვის საშუალება მიეცეს. ნახაზები და კომპიუტერული მოდელები, რომლებსაც ინჟინრები და არქიტექტორები დიდი ხანია ქმნიან, უფრო დეტალური, ადვილად გასაგები და ობიექტური ხედვით შეიცვლება, რაც, თავისი არსით, ცოდნის დემოკრატიზაციასაც შეუწყობს ხელს.

 

ბ-ნმა პრიჩარდმა თავის პორტატულ კომპიუტერზე დედოფალ ვიქტორიას დროინდელი დანგრეული ძეგლი, პრეისლის შადრევანი გვიჩვენა. ვირტუალურ გარემოში მას თავდაპირველი სახე აქვს დაბრუნებული და უწინდებურად მწვანე და კრიალაა. შადრევნის თავდაპირველი სახე ლაზერული სკანირებისა და ზედაპირის შესწავლის მეშვეობით დადგინდა. ვერავინ წარმოიდგენდა, თუ ის ასეთი ბრჭყვიალა იყო.

 

"მაგრამ, - ამბობს ბ-ნი პრიჩარდი, - ტექნოლოგიები არ ტყუის".

 

შემდეგ მან მაორის ტომის კანოეს ვირტუალურ მოდელზე დააწკაპუნა. არც ისე დიდი ხნის წინ ნაწილებად დაშლილი ეს კანოე შოტლანდიის ეროვნულმა მუზეუმმა შეისყიდა, თუმცა მისი ხელახლა აწყობა ვერ მოხერხდა. ლაზერული სკანირებით დადგინდა, რომ კანოეს აწყობა ვერც მოხერხდებოდა, რადგან ნაწილები სხვადასხვა კანოესი იყო.

 

ჩვენებაზე მთელ მსოფლიოში კულტურული ინფორმაციის გაცვლისა და პროგრესისთვის დამაიმედებელი და ბრწყინვალე შესაძლებლობა წარმოგვიდგა. საინტერესოა, რომ ეს ტექნოლოგიები უფრო წარსულისკენაა მიმართული. ლონდონში იმავდროულად ტარდება გერმანიაში დაბადებული ბრიტანელი მხატვრის, ფრანკ აუერბახის 50-იან და 60-იან წლებში შექმნილი ნახატების გამოფენა. ეს ნახატები აღწერს, როგორ ხდებოდა ომის შემდეგ ნანგრევებიდან ქალაქის აღდგენა.

 

უკვე მაშინ სიკვდილი და ნგრევა XX საუკუნის შუა წლების მოდერნისტებისათვის ახალი ურბანული განვითარების შესაძლებლობებს აჩენდა. ეს იყო ახალი ეპოქის დასაწყისი, რომელიც დანაკარგებიდან და ინდუსტრიული პროგრესიდან იღებდა სათავეს. ასე იყო ნახევარი საუკუნის წინ.

 

ახლა კი უახლესი ლაზერული ტექნოლოგიები მთელი ქალაქების იმ სახით შენარჩუნებისა და აღდგენის საშუალებას იძლევა, როგორიც ისინი ოდესღაც იყო. მისი მეშვეობით მსოფლიო შეიძლება ისე შეინახო, როგორც ამბრში.

 

მაიკლ კიმელმანი

 

ესსე

 

სტატიის მისამართი: http://24saati.ge/index.php/category/cultu...11-17/1430.html

 

http://24saati.ge/uploads/articles/2009/11/1430_4b02a6e0cc74a.jpg

ლაზერული სკანირებით შესაძლებელია ნაგებობების წარმოდგენა საუკუნეების წინ არსებული სახით. როს

 

http://24saati.ge/uploads/articles/2009/11/1430_4b02a77c8397b.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...

ჭანო

სულ მაინტერესებდა აი რა: ინგლისურად იწერება ასე-Light amplification by stimulated emission of radiation ან შემოკლებით-LASER. საიდან მოვიდა ქართულში ლაერი? ინგლისურში არის s და ქართულშიც ასე არ უნდა იყოს და "ლასერ"-ს არ უნდა ვამბობდეთ?

Edited by arcivi9
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
საიდან მოვიდა ქართულში ლაზერი? ინგლისურში არის s და ქართულშიც ასე არ უნდა იყოს და "ლასერ"-ს არ უნდა ვამბობდეთ?

ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ინგლისურად(ჟღერადობა) ლეიზერ არის და ალბათ მაქედან

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...