Jump to content
Planeta.Ge

აფხაზეთი სამუდამოდ დაიკარგა?


Recommended Posts

ნუ ეგ უკვე საკითხია...

 

პრაგმატულში რას გულისხმობ?

აგვისტოს მოვლენების შემდეგ აფხაზეთის დაბრუნების შანსები შემცირდა,

 

რეალურად ქართულ საზოგადოებას არც არაფერი გაუკეთებია დასაბრუნებლად,

ეხლა კი აფხაზების და რუსების ინტერესების გათვალისწინების გარეშე არც არაფერი გამოგვივა,

ეს უნდა გავითვალისწინოთ,

 

რა გზა იქნება უფრო ეფექტური, კონფრონტაციული თუ მეგობრული ეს უნდა განვსაზღვროთ,

თუკი რუსეთს საქართველოდან საფრთხე არ დაემუქრება, ხოლო აფხაზებს ექნებათ ეკონომიკური ინტერესები

და თუკი ქართული და აფხაზური პოლიტ ელიტა საერთო ინტერესებს გამოძებნიან,

ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი,

 

პირველ რიგში მაინც რუსეთთან ურთირთობა უნდა დარეგულირდეს რომ ჩვენ შეგვეძლოს ეკონომიკური და სოციალური აქტივობების განხორცეილება აფხაზეთის ტერიტორიაზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 51
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

ჩემის აზრით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, იმისთვის, რომ გალის რაიონში დარჩენილ ქართველობას ჰქონდეს მაქსიმალური და ყოველმხრივი მხარდაჭერა აქედან, რომ იქ ქართული ცნობიერება და მოსახლეობაც საბოლოოდ არ გაქრეს. გალზე, თუნდაც ძალზედ ბუტაფორიული კონტროლიც კი ძალიან ბევრი რამის საშუალებას მოგვცემს მომავალში. ეგ ტერიტორიალურად და ეკონომიკურად ყველაზე მნიშვნელოვანი რაიონია მთელს აფხაზეთში. ღიად, ფარულად, ფინანსურად, მორალურად... ყველანაირად უნდა ვეცადოთ იქაურების დახმარებას. სახელმწიფო უნდა ეცადოს, ჩვენ რა შეგვიძლია..

 

და არგუმენტად მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის უფლებები, ეთნიკური დევნა-შევიწოება, ათასგვარი კონვენციები უნდა გვქონდეს აფარებული ხელებზე, ვინმემ რაიმე რომ არ იფიქროს. რათქმაუნდა ყოველგვარი პარტიზანობისა და შეირაღების გარეშე (ამ ეტაპზე მაინც).

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემის აზრით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, იმისთვის, რომ გალის რაიონში დარჩენილ ქართველობას ჰქონდეს მაქსიმალური და ყოველმხრივი მხარდაჭერა აქედან, რომ იქ ქართული ცნობიერება და მოსახლეობაც საბოლოოდ არ გაქრეს. გალზე, თუნდაც ძალზედ ბუტაფორიული კონტროლიც კი ძალიან ბევრი რამის საშუალებას მოგვცემს მომავალში. ეგ ტერიტორიალურად და ეკონომიკურად ყველაზე მნიშვნელოვანი რაიონია მთელს აფხაზეთში. ღიად, ფარულად, ფინანსურად, მორალურად... ყველანაირად უნდა ვეცადოთ იქაურების დახმარებას. სახელმწიფო უნდა ეცადოს, ჩვენ რა შეგვიძლია..

 

და არგუმენტად მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის უფლებები, ეთნიკური დევნა-შევიწოება, ათასგვარი კონვენციები უნდა გვქონდეს აფარებული ხელებზე, ვინმემ რაიმე რომ არ იფიქროს. რათქმაუნდა ყოველგვარი პარტიზანობისა და შეირაღების გარეშე (ამ ეტაპზე მაინც).

რა თქმა უნდა, აუცილებელია, ეს უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი მიმართულება+ეკონომიკური და სოციალური პროექტების განხორციელება აფხაზეთის ტერიტორიაზე,

თავისუფალი მიმოსვლა,

სოც. პროგრამები იმ აფხაზებისთვის ვინც საქ. მოისურვებს სწავლას ან მკურნალობას

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სერგეი ბაღაფში - საქართველოს ეკლესიასთან საერთო არაფერი გვექნება

სიახლე !!! ”ინტერპრესნიუსი” უკვე თქვენს მობილურში

18 / 02, 2010 15:29

Print

Font size: Decrease font Enlarge font

 

აფხაზეთს საქართველოს ეკლესიასთან საერთო არაფერი ექნება. ამის შესახებ სოხუმის რეჟიმის ლიდერმა, სერგეი ბაღაფშმა "იტარ-ტასის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბაღაფშის განცხადებით, უთანხმოებები, რომლებიც აფხაზეთისა და საქართველოს ეკლესიებს შორის დღეს არსებობს, დიდი ხნის წინ დაიწყო. მისივე თქმით, სოხუმი აპირებს, ეს პრობლემები ისე გადაჭრას, რომ არავინ დააზარალოს.

"ყოველთვის ვითვალისწინებთ, რა შეიძლება ჩვენს გადაწყვეტილებას მოჰყვეს არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ იმ სახელმწიფოებისთვისაც, რომლებმაც გვაღიარეს. ამის მიუხედავად, ამ პრობლემას მაინც გადავჭრით. თავად მე მშვიდად ვუდგებოდი ამ საკითხს, მაგრამ საქართველოს მღვდელმსახურების გამონათქვამების შემდეგ ამ ეკლესიასთან და ასეთ ადამიანებთან საერთო არაფერი გვექნება", - განაცხადა ბაღაფშმა.

მისივე მტკიცებით, თუ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში არ დაბრუნდება, ქართველი მღვდელმსახურები აფხაზეთს ომით ემუქრებიან.

"მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიაქთან კირილთან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. მასთან შეხვედრაზე ვგეგმავ მთავარი საკითხი განვიხილო, როგორ ვაქციოთ აფხაზეთის ტაძრები – ახალი ათონი, იოანე ოქროპირის ეკლესია და კამანი მართლმადიდებლების მოლოცვის ადგილებად. ვაკუუმის შექმნა არ შეიძლება. ხშირად ვკითხულობ, რომ აფხაზეთი მუსლიმური ქვეყანაა. მინდა, ყველა მოვიწვიო ჩვენთან, რათა თავად ნახონ, რომ ჩვენ მეოთხე, მეექვსე და მეთორმეტე საუკუნის ტაძრები გვაქვს", - განაცხადა სოხუმის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა. :ravic: :ravic: :ravic:

მისივე თქმით, მოსკოვის საპატრიაქრო აფხაზეთს ემარება ახალი ათონის კომპლექსის მოწესრიგებაში. ბაღაფშმა აღნიშნა, რომ სხვა სარწმუნოების წინააღმდეგი არ არის და აფხაზეთში ცხოვრობენ მუსლიმები, კათოლიკეები და იუდეველები. სოხუმის რეჟიმის ლიდერის მტკიცებით, მათ არანაირი პრობლემა არ ექმნებათ, რამდენადაც მათ უფლებებს "კონსტიტუცია" იცავს.:ravic: :D :ravic:

Edited by shavlego91
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

ყველაფერი სწორედ დაწერე-მტელი ჩემი "კლანი":D მანდაა ვიცი რაც ხდება მაგ სამინისტროებში და 2 სატაურივით -ტუ ავტონომიის მტელს სტრუქტურას-აპარატს ინარჩუნებ რა საჭიროა ლტოლვილთA სამინისტრო? იაკობაშვილსი კანტორა? ეს სამი ერტად , დაზიპული და მობილური უფორ საჭირო და ასატანი იქნებოდა-იმ შეხვედრებზეც ჟენევაში ვინც უფრო მეტ მარიფათს გამოიჩენს და იმ მომენტში "ცვეტშია" ის უწყება მიდის....დურდომია რა!

 

 

პ.ს. მითუმეტეს ხოხმაა აფხაზეთის კონტროლის პალატა და საგადასახადო....ნუ მანდ რა ხდება და როგორ მთვარედან არცერტი არ ხართ ჩამოფრენილები და ხვდებით ალბათ:D

 

ბაღაფშმა აღნიშნა, რომ სხვა სარწმუნოების წინააღმდეგი არ არის და აფხაზეთში ცხოვრობენ მუსლიმები, კათოლიკეები და იუდეველები. სოხუმის რეჟიმის ლიდერის მტკიცებით, მათ არანაირი პრობლემა არ ექმნებათ, რამდენადაც მათ უფლებებს "კონსტიტუცია" იცავს.

უი და გრეგორიანელები ცავატანემ?:D

Edited by T_A_T
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ასე რომ არ იყოს პოლიციაში კი არ იმუშავებდა შენი პროფესიის ადამიანი,

არამედ ბანკში, უფრო მაღალ ანაზღაურებაზე,

ვაი რა არასწორი წარმოდგენა გაქვთ ბანკში მუშაობაზე? :D

 

ისე რომი დაეცა და რუსეთის იმპერიაც რომ დაეცეს არ შეიძლება?

ეგ გარდაუვალია

 

თუკი რუსეთს საქართველოდან საფრთხე არ დაემუქრება

რუსეთი ყოველთვის მოიფიქრებს თავისთვის ბუტაფორიულ საფრთხეს :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეროვნული უმცირესობები და დამოუკიდებლობის რეფერენდუმი

 

როგორც მოგეხსენებათ 1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი. მის მონაწილეთა 90,8 პროცენტმა დადებითად უპასუხა შეკითხვაზე: თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. საქართველოს რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან მიღებულია დასკვნა, რომელიც ავლენს განსაცვიფრებელ შედეგებს საქართველოში ჩატარებული რეფერენდუმისას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ზოგიერთი დეტალი, რომელიც დაკავშირებულია არაქართული მოსახლეობის მონაწილეობასთან რეფერენდუმში.

 

დემოგრაფიული მონაცემები აღებულია მოსახლეობის აღწერის 1989 წლის მონაცემების მიხედვით.

 

ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონები:

 

ახალქალაქის რაიონი - ქართველები 4,3%, სომეხი - 91,3%. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 90%. კითხვას უპასუხა დიახ 97,1%, ანუ ყველა ამომრჩევლის 87,31%.

 

ნინოწმინდის რაიონი, ყოფილი ბოგდანოვკის რაიონი: ქართველები 1,1%, სომხები 89,4%, რუსები 8,3%. კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა 88,5%, კითხვას უპასუხა - დიახ 91,58%, ანუ ყველა ამომრჩევლის 81,04%;

 

წალკის რაიონი: ქართველები 3,3% , ბერძნები 61%, სომხები 28,5%, აზერბაიჯნელები 5,1%. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 88,19%, კითხვას უპასუხა დიახ 96,56%, ანუ ყველა ამომრჩევლის 85,16%.

 

დმანისის რაიონი: ქართველები 28%, აზერბაიჯნელები 63,7%, ბერძნები 6,1%. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 93,19%. კითხვას უპასუხა დიახ 99,17%, ანუ ყველა ამომრჩევლის 92,42%.

 

ბოლნისის რაიონი: ქართველები 21%, აზერბაიჯნელები 65%, სომხები 6%. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 90,86%, კითხვას უპასუხა დიახ 99,54%, ანუ ყველა ამომრჩევლის 90,44%.

 

მარნეულის რაიონი: ქართველები 6,6%, აზერბაიჯნელები 80%, სომეხი 6,6%. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 97,7%. კითხვას უპასუხა დიახ 98,94%, ანუ ყველა ამომრჩევლის 96,74%.

 

 

სამაჩაბლო

 

ახალგორის რაიონი: ქართველები 53,8%, ოსები 44%, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 93,15%, კითხვას უპასუხა დიახ 99,44, ანუ ყველა ამომრჩევლის 92,63%.

 

ცხინვალის რაიონი: ქართველები 46%, ოსები 52,4%. რეფერენდუმი ჩატარდა 12-დან 7 საკრებულოს ტერიტორიაზე, საომარი მდგომარეობის გამო. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო რაიონის ამომრჩეველთა სრული რაოდენობის 64,55%... საკრებულოს ტერიტორიებზე, რომლებიც მთლიანად ოსებითაა დასახლებული, კენჭისყრა ჩატარდა რომის საბჭოთა მეურნეობის თანამშრომელთა საერთო კრების მიერ არჩეული კომისიის საკუთარი ინიციატივით. 612 ამომრჩევლიდან კითხვას უპასუხა დიახ 607 ამომრჩეველმა (წმინდად ოსური სოფელი).

 

რეფერენდუმი არ ჩატარებულა ქ. ცხინვალში, ჯავისა და ყორნისის რაიონში. ჯავის რაიონში 5,8% ქართველი ცხოვრობს, ყორნისისაში 35,4%. ჯავის რაიონის 474 ამომორჩეველმა, ამათგან 149 ოსმა ხმა მისცა საჩხერის რაიონის სოფელ პერევისაში და ყველამ დადებითად უპასუხა კითხვას.

 

 

აფხაზეთი

 

სოხუმი: ქართველები 41,8%, სომხები 10,3%, რუსები 21,1%, ბერძნები 6,3%, აფხაზები 12,6%. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 67,1%. კითხვას უპასუხა დიახ 96,1%, ანუ ყველა ამომრჩევლის 64,02%.

 

გაგრა: ქართველები 28%, სომხები 30,05%, რუსები 23,4%, აფხაზები 9,3%. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 52,1%. კითხვას უპასუხა დიახ 94,1%, ანუ ყველა ამომრჩევლის 48,98%.

 

გალის რაიონი: ქართველები 93%, რუსები 3%. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 97,67%. კითხვას უპასუხა დიახ 99,71%, ანუ ყველა ამომრჩევლის 97,39%.

 

გულრიფშის რაიონი: ქართველები 52,7%, სომხები 25,3%, რუსები 13,8%, აფხაზები 2,3%. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 85,35%, კითხვას უპასუხა დიახ 97,85%, ანუ ყველა ამომრჩევლის 83,52%.

 

ოჩამჩირის რაიონი: ქართველები 49,2%, სომხები 8,2%, რუსები 5,8%, აფხაზები 33,6%. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 54,76%, კითხვას უპასუხა დიახ 99,1%, ანუ ყველა ამომრჩევლის 54,27%.

 

სოხუმის რაიონი: ქართველები 44,2%, სომხები 29,4, რუსები 7,2%, ბერძნები 10,5%, აფხაზები 5%. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 69,83%, კითხვას უპასუხა დიახ 99,44%, ანუ ყველა ამომრჩევლის 60,61%.

 

გუდაუთის რაიონი: ქართველები 13%, სომხები 15,5%, რუსები 13,1%, აფხაზები 53,3%. რეფერენდუმი ჩატარდა მხოლოდ ერთ უბანში. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 8,13%, კითხვას უპასუხა დიახ 99,9%, ანუ ყველა ამომრჩევლის 8,12%.

 

ტყვარჩელი: ქართველები 23%, რუსები 24%, აფხაზები 42%. რეფერენდუმი არ ჩატარებულა. 7,84% ამომრჩეველმა ხმა მისცა ქ. ოჩამჩირეში. კითხვას უპასუხა დიახ 99,9%, ანუ ყველა ამომრჩევლის 7,83%.

 

მთლიანად აფხაზეთში 347 175 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 61,23%, კითხვას უპასუხა დიახ 97,73%, ანუ ყველა ამომრჩევლის 59,84%.

დასკვნა: ამრიგად, ნათელია, რომ საქართველოს რესპუბლიკი მთელმა მოსახლეობამ, როგორც ქართველმა, ისე არაქართველმა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. ამ მონაცემებით ბათილდება აგრეთვე ყველა ის ინფორმაცია, რომელსაც საქართველოს არაკეთილმოსურნენი ავრცელებდნენ საქართველოში არაქართველი ეროვნული უმცირესობის ვითომდა ჩაგვრისა და დისკრიმინაციის, "მცირე იმპერიის" შესახებ.

 

დეკაბრისტ პესტელის(1825წ)კონსტიტუციით კავკასია უნდა დაეყოთ შფოთიანებად და უშფოთველ ერებად,შფოთიანებისგან ანუ ქართველებისგან ვაინახებისგან,ჩერქეზებისგან,ლეკებისგან..იბერიულ კავკასიური ერებისგან უნდა გაეწმინდათ კავკასია...ახლა რუსები წმენდნენ ქართველების შემდეგ აფხაზებისგან აფხაზეთს და იქ რუსებისა და სომხების გარდა არავის დატოვებენ!იგივეს აკეთებენ ცხინვალში და იქ რუსები ,ოსები დარჩებიან,ოღონდ ოსების სრული ასიმილაცი უახლოესი პერიოდის საქმეა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shavlego91

სერგეი ბაღაფში - საქართველოს ეკლესიასთან საერთო არაფერი გვექნება

 

 

აი რა რა და ეკლესიების ურთიერთობების საკითხი, მადლობა ღმერთ, ბაღაფშის დონეზე არ წყდება.

 

შეიძლება ძალიანაც უნდა, მაგრამ ეს გაცილებით რთულია, ძალიან გაცილებით, ვიდრე პუტინ-მედვედევის ცუდი სიზმრები აფხაზეთის აღიარებასთან დაკავშირებით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Achiko1972

ეკლესიების ურთიერთობების საკითხი, მადლობა ღმერთ, ბაღაფშის დონეზე არ წყდება

ეკლესიების ურთიერთობებზე არ უთქვამს. აფხაზეთს არც აქვს ცალკე ეკლესია. ხალხის ურთიერთობაზე თქვა ქართულ ეკლესიასთან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ეკლესიების ურთიერთობებზე არ უთქვამს. აფხაზეთს არც აქვს ცალკე ეკლესია. ხალხის ურთიერთობაზე თქვა ქართულ ეკლესიასთან.

 

მცდელობები აქვთ. წინამძღვარიც ყავთ ვიღაც, მგონი ბესარიონი ქვია, ამბობენ ქართველებს დიდად არ ყვარობსო (რბილად რომ ვთქვათ) მეგრული გვარი აქვს რაღაც.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხომ არ ჯობია მტელი რესურსები იმ ტერიტორიების განსავითარებლად მივმართოდ, რაც დაგვრჩა?

 

ჯობია.

 

მივხედოთ იმას რაც "დაგვრჩა" და დაელოდოთ ჩევს საათს.

 

ადრე თუ გვიან "ის საათი" მოვა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კონფედერაცია სამოქალაქო ომის დასრულებისა და ქვეყნის ტერიტორიალური მთლიანობის აღდგენის ვფიქრობ ყველაზე რეალური შესაძლებლობაა, მაგრამ არც აფხაზეთი, არც ოსეთი და არც დანარჩენი საქართველო კონფედერაციისთვის მზად არ არის ..

 

სამწუხაროდ ამ თემაზე არავინ ან თითქმის არავინ არ მუშაობს ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს ტელეარქივების მასალები(რუსთავი,1არხი..) გამოყენებულია სიცრუის გასავრცელებლად,კერძოდ სოხუმი სოჭის 1993 წლის 27 ივლისის ხელშეკრულებით (მას ხელი გოგუაძემ მოაწერა,ხოლო შარტავა ესწრებოდა ამ ხელმოწერას და მიესალმა მას_მყ ვიდეო -აფხაზების სიმხეცე..."შარტავა ამბობს:" ...მე დარწმუნებული ვარ იმაში რომ ქართველები და აფხაზები,აფხაზები და ქართველები იცხოვრებენ ერთად ..."ქართული მხარე მოსკოვი1992წ.3სექტ.1993წ.27ივლისის სოჭის გარიგებაში კი არ მოტყუვდა არამედ შევარდნაძის ბანდამ ცოცოხალი ძალის და ტექნიკის გამოყვანით დათმო ჯერ გაგრა და შემდეგ სოხუმი,აფხაზეთი!) მძიმე ტექნიკაისარტილერიის,ათასობით მეომარის გამოყვანით დატოვეს ადგილობრივების იმედზე,ლაგატკების ამარა...რუსულმა ფლოტმა ბალტინმა(რომელმაც შევარდნაძის დავალებიათ მოახდინა აფხაზეთისა და სამეგრელოს ოკუპაცია) ყარყარაშვილისა და დათუაშვილის ხელით გამოზიდა მძიმე საბრძოლო ტექნიკა...მსგავსი რამ მოეწერა მოსკოვში 1992 წლის 3 სექტემბერს და იქაც ასეთივე ღალატით ჩაბარდა გაგრის მხარე...მიკვირს ამ ხელმოწერაზე ასეთი პატრიოტი შარტავაც ესწრებოდა და ინტერვიუში მიესალმა კიდეც...გაგრის მაგალითი ხომ იცოდა?...ახლა ხელს ზვიად გამსახურდიასკენ იშვერენ,ცდილობენ სამოქალაქო ომად რუსულ გადატრიალების მონათვლა,ასევე შიდა დაპირისპირება დაასახელონ აფხაზეთის ტრაგედიის მიზეზად...ყველაფერი ეს კეთდება ფსბ-ს ,გრუ-ს სცენარით ანუ რუსეთს ააცილონ პასუხისმგებლობა , ამის ანალოგიურად მანამდე აფხაზეთის კონფლიქტში მტრის ხატად შევარდნაძე მამუკა არეშიძის და სხვათა მეშვეობით ჩეჩნებს ,ზვიადის მომხრეებს ხატავდა...5000 კაცით სოხუმის მისაშველებლად შემდეგ ყურაშვილი მიდის მაგრამ ცოცხალი ძალის და იარაღის მიწოდებით(შევარდნაძემ შეუშვა ტყვარჩელში ეს კოლონა,რომელსაც ს.კავსაძე ხელმძღვანელობდა) გაძლიერებული რუს-აფხაზების 300 კაციანი ჯგუფი აჩერებს მათ...ათასობით ქართველი მეომარი გამოიყვანა ედიკამ სოხუმიდან სოჭის ხელშეკრულებით ,არ დატოვა იქ ხალხი და ტელეფონით დადგმულ სცენარით ცდილობს გამსახურდიაზე გადაბრალებას..( იხ. რუსთავზე ჩაგელიშვილის და 1 არხიის ინსინუაციები) ზვიად გამსახურდიას ბრძანებით,ლაკიას მეთაურობით სცადეს სოხუმში შესვლა მაგრამ რუსებმა დაბომბეს და უკან დაიხიეს( რამდენიმე მებრძოლი დაიღუპა)...ზვიადის გვარდიის მოსალოდნელ განადგურების ედიკასეულ გეგმაზე შარტავამ აცნობა ზვიად გამსახურდიას...300 კაცით ყარყარაშვილმა გაათამაშა შესვლის უსაფრთხოების შესახებ,რითაც უნდოდათ ზვიად გამსახურდიას გვარდიის შეტყუება და განადგურება ედიკას,რუსებს...ისე მსგავსი სცენარით გილაევი შემოიტყუა ედიკამ, კახა თარგამაძემ, ავთო იოსელიანმა კოდორში და იქაც ვერ შეძლეს მისი განადგურება...ის მიხვდა და მცირე დანაკლისით დაიხია უკან... ასეთი ღალატის გზით მოსიარულე საქართველომ ტერიტორიების დაბრუნების მაგივრად კიდევ არ დაკარგოს ...ღმერთმა დაგვიფაროს !!!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...