ბადრი_წიქორაძე Posted March 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 27, 2010 მიტინგებით ამათი წასვლა რომ გამოირიცხა მგონი ვთანხმდებით. ვთანხმდებით, მაგრამ რატომ ფიქრობთ, რომ არჩევნებით წავლიან? პოლიტიკოსმა პასუხი უნდა აგოს თავის გადადგმულ ნაბიჯზე. მიტინგებით რომ ვერ გავუშვით ეს ხალხის კი არა ოპოების ლიდერების ბრალია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Pioneer Posted March 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 27, 2010 ბადრი_წიქორაძე თუ ამ არჩევნებზე დამარცხდა, მაშინ მისი ადგილი ძიძიგურის, დავითაშვილის და სხვათა გვერდით იქნება. არ შეიძლება პოლიტიკოსმა თავისი პირველივე არჩევნები წააგოს, მით უმეტეს, რომ მას ამ შემთხვევაში მიეკერება ხელისუფლების დემოკრატიული იმიჯის გამყარებლის სახელი.რატომ ვითომაო? ჩემს თვალში არ მიეკერება.. ახალბედა და პერსპექტიული პოლიტიკოსი მის პირველ არჩევნებში თუ დამარცხდა, დაჟე ნორმალურია.. მაგრამ თუ პერმანენტულად დამარცხების რეჟიმში იქნება მაშინ ქე ჩადგება მაგათ რიგში.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted March 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 27, 2010 (edited) ვააა, თუკი ბევრნი წავალთ და ჩვენს ახლობლებსაც წავიყვანთ რეიზე წავაგებთ, რამდენი ამორჩეველი ჰყავს ნაცმოს ბოლო ბოლო რომ ვერ დავძლიოთ Edited March 27, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted March 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 27, 2010 Pioneer ვაააააააააააახ!პიოოოოო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted March 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 27, 2010 მაგრამ თუ პერმანენტულად დამარცხების რეჟიმში იქნება მაშინ ქე ჩადგება მაგათ რიგში..ნწუ-თუ გაისვრება მაშინ ჩადგება-ჯერჯერობიტ უმწკვილო რეპუტაცია აქვს-მითუმეტეს ფონია მმმმმმმმ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted March 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 27, 2010 (edited) ვითომ?ეს არჩევნები მნიშვნელოვანი ტესტია. თუ მოხდება სიების სწორი მონიტორინგი და განსაკუთრებით სახიფათო უბნებზე წარიმართება ამ მხრივ სერიოზული პრევენციული მოქმედებანი ,არის შანსები. სუფთად გიგი მომგები არაა ...ოდნავი აქტიურობის პირობებში,მაგრამ ეს იდიოტები ყველაფერს აკეთებენ ირაკლი ცაძირონ.შანსი არაა ეს არ მოხდება(სრული სახით) ,მაგრამ ტისკი ყველა მხრიდან სერიოზულია. ერთადერთი მგონი ზურაბიშვილი მოიქცა როგორც რეალურად პოლიტიკოსს ეკადრება. Edited March 27, 2010 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted March 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 27, 2010 Pioneer ამ არჩევნებზე ნაცები იგებენ, ცხადია თითქმის..ეს სწორედ ისაა, რისი მიღწევაც უნდათ ნაცებს, რომ ჩვენ არჩევნებამდე დავიჯეროთ მათი გამარჯვება.იმ საინფორმაციო გარემოში როგორიც ჩვენთანაა, ძნელია გაერკვე რეალურ სიტუაციაში, მაგრამ ერთი რამ ჩემთვის ცხადია - ნაცები არიან ტუპიკში და მოვლენების ძალიან სწრაფ განვითარებას უნდა ველოდეთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Pioneer Posted March 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 27, 2010 kisa კისულია, დარაგაია, პრივეტ.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ბადრი_წიქორაძე Posted March 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 27, 2010 ახალბედა და პერსპექტიული პოლიტიკოსი მის პირველ არჩევნებში თუ დამარცხდა, დაჟე ნორმალურია.. პატივცემულო! პირველივე ბრძოლაში დამარცხება ნებისმიერ სფეროში, მაჩვენებელია იმისა, რომ ამ ადამიანს გამარჯვებისათვის საჭირო გათვლის უნარი არა აქვს და ამის შემდეგ, ის მარტო საქართველოში შეიძლება ჩაითვალოს პერსპექტიულად (როგორც ვუყურებ) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ბადრი_წიქორაძე Posted March 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 27, 2010 ოდნავი აქტიურობის პირობებში 80-85% ოდნავი კი არა, ფანტასტიკურად მაღალი აქტიურობაა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted March 27, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 27, 2010 ბადრი_წიქორაძე ასეთი აქტიურობა ადგილობრივ არჩევნებზე, მგონი მსოფლიოს ისტორიაში არ ყოფილა არც ერთ ქვეყანაში.რეალურად ეს საპრეზიდენტო არჩევნებიაბადრი_წიქორაძე სე ხომ გვაქვს შანსი და თუ არჩევნები არა, მაშინ სხვა რა გზით უნდა შეიცვალოს ხელისუფლებაო, რამაც არც თუ ძალიან დამაკმაყოფილა.თუ გაყალბდა არჩევნები...ლეგიტიმაცია მიეცემა ოპოზიციის და კერძოდ ალასანიას ნებისმიერ ქმედებას Pioneer ახალბედა და პერსპექტიული პოლიტიკოსი მის პირველ არჩევნებში თუ დამარცხდა, დაჟე ნორმალურია..გაიმარჯვებს, თუ მოსახლეობამ იაქტიურა..80% რამე სასწაული აქტივობა არაა, დაახლოებით იგივე აქტივობაა რაც საპრეზიდენტო არჩევნებზე იყო...ნუ ცსკო-მ სხვა შედეგები დადო..გასაგებია რატომაც Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Pioneer Posted March 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 27, 2010 lasha_alo ეს არჩევნები მნიშვნელოვანი ტესტია. თუ მოხდება სიების სწორი მონიტორინგი და განსაკუთრებით სახიფათო უბნებზე წარიმართება ამ მხრივ სერიოზული პრევენციული მოქმედებანი ,არის შანსები. სუფთად გიგი მომგები არაა ...ოდნავი აქტიურობის პირობებში,მაგრამ ეს იდიოტები ყველაფერს აკეთებენ ირაკლი ცაძირონ.ჩემი აზრით ორი მომენტია რაც იკაკოს გამერებას უშლის ხელს ამ არჩევნებზე (გაყალბებას თუ არ ჩავთვლით, რომელიც რაღაც ხარისხით აუცილებლად იქნება)1. იკაკო არ ევასება ოპო ელექტორატის ნაწილს.. აი იმათ, ვისაც გრეჩო მაგრა ევასებოდათ ან ეხლაც ევასებათ.. ასეთ ელექტორატს ესმის გრეჩიხას ჯიგრულ-ჰალალ-ტიფლისური რეჩი და მანერები და არ ესმით ალასანიას რაციონალიზმი და ენა.. ასევე მათი აზრით ალასანიას აკლია რადიკალობა, ხოლო რადიკალიზმის გარეშე მიშას მოშორებია ვერ წარმოუდგენიათ და ამაში პრინციპში მართლებიც არიან, თუმცა იმას ვერ ითვალისწინებენ რომ გრეჩიხას რადიკალიზმი ვოზდუხი იყო საბოლოო ჯამში.2. შარშანდელი ოპომარათონის სასტიკმა მარცხმა ნიჰილიზმი დანერგა საზოგადოებაში და იმედგაცრუება.. ეს ნიჰილიზმი და იმედგაცრუება პირდაპირ დაარტყაბს ელექტორატის აქტივობას.. ამდენად, ვაგლახ, ირაკლის შანსი არ აქვს.. თუ გრეჩიხა დაუდგება, მაშინ შეიძლება რამე გამოძრავდეს.. ბადრი_წიქორაძე პატივცემულო! პირველივე ბრძოლაში დამარცხება ნებისმიერ სფეროში, მაჩვენებელია იმისა, რომ ამ ადამიანს გამარჯვებისათვის საჭირო გათვლის უნარი არა აქვს და ამის შემდეგ, ის მარტო საქართველოში შეიძლება ჩაითვალოს პერსპექტიულად (როგორც ვუყურებ)ნუ, სხვების ფონზე ჯერჯერობით მარგალიტია.. თანაც გურჯებს ვინ მოგვცა გათვლის უნარის ნიჭი.. მაგდენი რომ შეგვძლებოდა ეხლა ცოტა უკეთ ვიქნებოდით.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ბადრი_წიქორაძე Posted March 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 27, 2010 ამდენად, ვაგლახ, ირაკლის შანსი არ აქვს.. თუ გრეჩიხა დაუდგება, მაშინ შეიძლება რამე გამოძრავდეს.. თუ მასე მოხდება ამოქმედდება პრინციპი: ხარი ხართან რომ დააბაო.. გრეჩიხების გვერდით მდგომი, ალასანია კი არა ქრისტე არ მინდა. (ღმერთო მაპატიე) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted March 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 27, 2010 (edited) ბადრი_წიქორაძე პირველივე ბრძოლაში დამარცხება ნებისმიერ სფეროში, მაჩვენებელია იმისა, რომ ამ ადამიანს გამარჯვებისათვის საჭირო გათვლის უნარი არა აქვსვერ დაგეთანხმებით - ძა;იან კატეგორიულია ეს განცხადება არჩევნებში, ახალგაზრდა პოლიტიკოსის წაგება არ არის პრობლემა, სხვაგანც ესე და საქართველოშიც.გარდა ამისა ნუ დაივიწყებთ ვის უწევს ოპონირებას და რა პირობებში. newstudio რეალურად ეს საპრეზიდენტო არჩევნებიაძალიან მინდა გაგაიმარჯვოს, იმისთვის რომ მქონდეს საშუალება დავაკვირდე - ღირს თუ არა შემდეგში მივცე ხმაPioneer გამიხარდა შენი მოსვლა Edited March 27, 2010 by kisa Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ბადრი_წიქორაძე Posted March 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 27, 2010 თანაც გურჯებს ვინ მოგვცა გათვლის უნარის ნიჭი.. მაგდენი რომ შეგვძლებოდა ეხლა ცოტა უკეთ ვიქნებოდით.. მაგ "გურჯების" გამო პოლიტფორუმზე მარტო კოტეს ხათრით შემოვდივარ და აქ გთხოვ ნუ იტყვი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.