ლ ი ც ი Posted March 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 2, 2010 ამ დასკვნებს რის საფუძველზე აკეთებ ხოლმე?Saturn ირაკლი ალასანიასთან შეხვედრის სურვილს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები გამოთქვამენ02 / 03, 2010 15:14 “ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერ ირაკლი ალასანიასთან შეხვედრის სურვილს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც გამოთქვამენ.როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, უერთდებიან “ქართული აკადემიის” მიერ გუშინ გამოთქმულ აზრს, რომ მოცემულ სიტუაციაში ირაკლი ალასანიასთან საზოგადოების შეხვედრა აუცილებლობას წარმოადგენს, რადგან მის გარშემ ბევრი კითხვა დაგროვდა. არასამთავრობო ორგანიზაციები ეთანხმებიან მოსაზრებას იმის შესახებაც, რომ ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის რანგში ირაკლი ალასანიას ალტერნატივა არ მოეძებნება.დღევანდელ პრესკონფერენციაში მონაწილეობდნენ შემდეგ არასამთვრობო ორგანიზაცები - “ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის”, არასამთავრობოთა კოალიცია “ჩვენი უფლებებისთვის”, “ტექნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრი”, “სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვის ცენტრი”, “გადაარჩინე ქონება და გადაარჩინე სიცოცხლე”.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted March 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 2, 2010 (edited) ამ ურჯული რესპების მოსვლას ისევ უგულავა ჯობია იყოს :puke:ეს ალასანია კიდე 2 წლის ბავშვივითაა, მაგის ლიდერობა არ გაიშვა რა უძღები შვილი :lol:მიშა მაგარია, გაუმარჯოს ნაცმოძრაობას, რუსი ღორები-ღრუტ ღრუტ, პატრიოტთა ბანაკი,ვანო ხერხემალი ასევე კვლევები ადასტურებს რომ უგულავას სერიოზული მხარდაჭერა აქვს ერთ ქართველზე რამდენი ბო.. და პე.. მოდის? ამ ფორუმზე პოსტავენ უგულავას მხარდამჭერებიც. შენ შეურაცხყოფას აყენებ ამ ფორუმელებს. შეურაცხყოფა კი დასჯადია ფორუმის წესებით. ორსაათიანი გამაფრთხილებელი ბანი გედება ამ ჯერზე. გამეორების შემთხვევაში ბანი გაცილებით უფრო ხანგრძლივი იქნება. Edited March 2, 2010 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted March 2, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 2, 2010 Saturn ამ დასკვნებს რის საფუძველზე აკეთებ ხოლმე?არასამთავრობო ორგანიზაციები ეთანხმებიან მოსაზრებას იმის შესახებაც, რომ ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის რანგში ირაკლი ალასანიას ალტერნატივა არ მოეძებნება.ა პასუხი... ზოგჯერ მგონია სატურნ რომ თბილისში არ ცხოვრობ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted March 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 2, 2010 ზოგჯერ მგონია სატურნ რომ თბილისში არ ცხოვრობ!მე რომ იგივე მგონია შენზე? :bushti: და შენს ანგარიშებს თუ გავიხსენებთ, ჩემი ეჭვი უფრო დასაბუთებულია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted March 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 9, 2010 "მე ორი პოლიტიკური ბანაკის შეკავშირებისთვის გადავდგი ეს ნაბიჯი" მედიასაშუალებებს თუ დავუჯერებთ, ზურაბ ნოღაიდელისა და ნინო ბურჯანაძის შემდეგ მოსკოვში ირაკლი ალასანიას ჩასვლას ელიან. კეთდება მინიშნებები კრემლის ფარულ ფავორიტზე, რომლის ვინაობის დროზე ადრე გამჟღავნებასაც მოსკოვი ერიდება. აპირებს თუ არა მოსკოვში ჩასვლას "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია და რით ხსნის საზოგადოების ერთი ნაწილისთვის დამაბნეველ და ზოგისთვისაც გაუგებარ ნაბიჯებს, ინტერვიუდან შეიტყობთ: - ვინც ტელევიზიაში ასეთ სიუჟეტებს გეგმავს, ალბათ უნდათ, საზოგადოებამ კრემლის ფავორიტად მე მომიაზროს. რუსეთის ხელისუფლებასთან საქართველოს ოპოზიციის წარმომადგენლების მოლაპარაკებები და შეთანხმებები ნაყოფს არ გამოიღებს. მიმაჩნია, რომ ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი საკუთარი სახლის დალაგებით - შიდაპოლიტიკური ვითარებითა და არჩევნებისათვის მზადებით უნდა დაკავდეს. - როგორც ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, ის "დიდ პოლიტიკას აკეთებს".- ორივე ქვეყნის ხელისუფლებაში ისეთი პირები არიან, რომლებიც კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას ვერ შეძლებენ. ამიტომაც ვერ დავეთანხმები მათ, ვინც დიდი პოლიტიკიდან დღეს დიდ შედეგს ელოდება. - მაშინ რა ამოძრავებს იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც მოსკოვში მაინც ჩადიან?- ამ კითხვას მრავალგვარი პასუხი შეიძლება გაეცეს. საუკეთესო ვარიანტში, იქ ჩასულ პოლიტიკოსებს სწამთ, რომ ამას საქართველოსათვის დადებითი შედეგი მოჰყვება. შესაძლოა, ასევე ხედავენ საკუთარი თავისა და პოლიტიკური ძალის აქტიურად წარმოჩენის შესაძლებლობას, რომ წარმოადგენენ ისეთ დაბალანსებულ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ლაპარაკი შეუძლია როგორც რუსეთთან, ასევე დასავლეთთან. შორს ვარ იმ აზრისაგან, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" და ხელისუფლება ამკვიდრებს მათ ხელთ არსებული მედიასაშუალებებით, რომ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც მოსკოვში ჩადიან, რაიმე დირექტივებს ან დაფინანსებას იღებენ რუსეთისაგან. - ხელისუფლება ამბობს, ხელისუფლებაში მოსვლის სანაცვლოდ ეს პოლიტიკოსები საკუთარ თავს სთავაზობენ რუსეთსო.- არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთის ფედერაციას თავისი ინტერესები აქვს საქართველოში. არც ერთმა პოლიტიკოსმა არ უნდა გამოაყენებინოს თავი რუსეთს და არც რომელიმე სახელმწიფოს, რომ მან მიზანს მიაღწიოს ჩვენს ქვეყანაში. - ანუ გადაჭრით აცხადებთ, სანამ ოპოზიციაში ხართ, რუსეთში არ ჩახვალთ.- ამაში აზრს ვერ ვხედავ. თუმც მზადა ვარ რუს ჟურნალისტებსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შესახვედრად. - ბრძანებთ, ქართველი პოლიტიკოსები მოსკოვიდან დირექტივებსა და დაფინანსებას არ იღებენო, მაშ რატომ გაემიჯნა "ალიანსი" ნოღაიდელს?- მე ახლა ქალბატონ ნინოზე ვლაპარაკობდი. ჩემთვის და ჩემი პოლიტიკური გუნდისთვის მიუღებელია შეთანხმებების გაფორმება რუსეთის მმართველ პარტიასთან. დღეს რა პარტნიორობაზე შეიძლება ლაპარაკი იმ ქვეყანასთან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 1/3 აქვს ოკუპირებული, ან რა ხელშეკრულებებზეა ლაპარაკი იმ პარტიასთან, რომელმაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა. რუსეთის მმართველ პარტიასთან რომელიმე საკითხზე შეთანხმება ჩემთვის დღეს სრულიად მიუღებელია, ეს არის ერთ-ერთი მთავარი მსოფლმხედველობრივი წყალგამყოფი ბატონ ზურაბ ნოღაიდელისგან. - საზოგადოებისათვის გაუგებარია თქვენი ბოლოდროინდელი აქტიურობა ოპოზიციის გასაერთიანებლად. რა მოხდა ოპოზიციურ ფლანგზე?- ჩვენ "ალიანსი" არ დაგვიშლია, მაგრამ განსხვავებული შეხედულება გვქონდა იმაზე, გაგვემართა თუ არა კოლეგებთან მოლაპარაკება პრაიმერსა და ერთიანი კანდიდატის გამოვლენის სხვა ფორმებზე. არ დამიმალავს, რომ ეს განსხვავება არსებობდა "ალიანსში", მაგრამ სარისკო ნაბიჯი მაინც გადავდგი და ჩემს პარტიულ ორგანიზაციასთან ერთად დავიწყე მოლაპარაკება ოპოზიციასთან. ამის შემდეგ ჩვენ უფრო კარგად გავეცანით ერთმანეთის პოზიციებს. ორ რამეზე ვერ შევთანხმდით: ჩვენთვის უპირველესად მიუღებელი იყო საერთო კანდიდატის გამოვლენის ვადა. აპრილის შუა რიცხვებამდე ამ პროცესის გადატანა ძალიან დაგვაგვიანებდა და დიდ დროს დაგვაკარგვინებდა; შეუთანხმებლობის მეორე მიზეზი კი გახლდათ ზურაბ ნოღაიდელის ჩართულობა საერთო კანდიდატის გამოვლენის პროცესში. ვინაიდან მას არ ჰყავდა მერობის კანდიდატი, მიგვაჩნდა, რომ ამ პროცესში მონაწილეობა არ უნდა მიეღო. - ნოღაიდელის ორგანიზაციულ ჩართულობაში მის ფინანსებს გულისხმობთ?- არა, უნდა შემდგარიყო სტრუქტურები, სადაც ნოღაიდელის პარტიაც იქნებოდა წარმოდგენილი. გარდა ამისა, ეს არ იქნებოდა იაფი ღონისძიება. ჩემს პოლიტიკურ ორგანიზაციას არა აქვს იმის ფუფუნება, რომ წინასწარ არჩევნებში ხარჯოს თანხები. ამ შეუთავსებლობის მიუხედავად, მაინც ვცადეთ პოზიციების დაახლოება, ორივე მხარემ კომპრომისული ნაბიჯებიც გადავდგით, მაგრამ საბოლოო შეთანხმებამდე მაინც ვერ მივედით. - ალიანსელები აცხადებდნენ, პრაიმერისტებთან ალასანიამ ისეთი რამ ნახა, რაც ძალიან არ მოეწონაო. იყო მინიშნება ლევან გაჩეჩილაძის "საძმოზეც".- ბოლო ათი დღის განმავლობაში ბევრ ჩემს პოლიტიკურ მეგობარს და კოლეგას შეფასებებისას სიტყვა გაექცა. ემოციურობა ქართველი საზოგადოების თვისებაა და ეს კარგად წარმოაჩენს, რამდენად გვაღელვებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. როგორც ერთიანმა ლიდერმა და საპრეზიდენტო კანდიდატმა, ლევან გაჩეჩილაძემ დიდი წვლილი შეიტანა ოპოზიციის ბრძოლაში. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ლევანთან მეგობრული, კარგი და სუფთა ურთიერთობა მქონდა. დარწმუნებული ვარ, თუ ის გადაწყვეტს პოლიტიკაში აქტიურად ჩაებას, მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურ წვლილს შეიტანს ოპოზიციურ ბრძოლაში. - თქვენ მხარი დაგიჭირათ საზოგადოების ერთმა ნაწილმა, რომელიც კალათბურთის სასახლეში შეიკრიბა, მაგრამ მანამდე საზოგადოება ჭადრაკის სასახლეში უკრავდა ტაშს ოპოზიციის ერთობას. ეს ფაქტი ხომ საზოგადოების გახლეჩასა და იმაზე მეტყველებს, რომ შესაძლოა არჩევნებზე რამდენიმე ოპოზიციური კანდიდატი ვიხილოთ, რაც ფაქტობრივად უგულავას გამარჯვებას ნიშნავს.- ეს ნიშნავს ოპოზიციური ხმების გაყოფას. ცდას არ დავაკლებ, რომ ოპოზიცია და საზოგადოება გაერთიანდნენ, მაგრამ რადგან დრო აღარ ითმენს, საერთო კანდიდატის გამოვლენა აღარ უნდა დაგვიანდეს. უნდა შევთანხმდეთ, რომ ამ ბრძოლაში ერთმანეთს ვუდგებით გვერდით და არა ვიღაც-ვიღაცებს. - თქვენ ოპოზიციასთან თანამშრომლობაზე ლაპარაკობთ, მაშინ, როდესაც კახა კუკავა თქვენზე ამბობს, ძნელია ენდო კაცს, რომელმაც ჩვენი კეთილგანწყობა ბოროტად გამოიყენაო. - შეთანხმებას რომ ვერ მივაღწიეთ, არ ნიშნავს, რომ ვიღაცამ ნდობა ბოროტად გამოიყენა. მე ვერ დავუშვებდი, რომ ახალი ერთობის ჩამოსაყალიბებლად უკვე არსებული ერთობა "ალიანსი საქართველოსათვის" დარღვეულიყო. მე ორი პოლიტიკური ბანაკის შეკავშირებისთვის გადავდგი ნაბიჯი, რადგან ეს ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა, ისევ "ალიანსში" გავაგრძელე საქმიანობა. - არის მოსაზრება, რომ თუკი სოციოლოგიურ გამოკითხვაში თქვენი კონკურენტი ლევან გაჩეჩილაძეც იქნებოდა, მას გამარჯვების მეტი შანსი ჰქონდა და ამიტომ თქვით გამოკითხვაზე უარი. - ჩემი და ლევანის ურთიერთობა პოლიტიკურ კონიუნქტურაზე მაღლა დგას. ასეთი რამ ჩვენ შორის არ მოხდებოდა. - იმას გულისხმობთ, რომ ლევან გაჩეჩილაძემ უპირობო მხარდაჭერა გამოგიცხადათ და გითხრათ, რომ თქვენს კონკურენტობას არ აპირებს?- ერთს გეტყვით: მე და ლევანს გულწრფელი ურთიერთობა გვაქვს. მისგან უპირობო მხარდაჭერა არ მიმიღია. არც პირად საუბარში უთქვამს, რომ საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებდა და მე დამიჭერდა მხარს. - ითქვა, ალასანია პრაიმერისტებთან დისტანცირებით გაერიდა იმ ჯგუფს, რომლებიც ჭექა-ქუხილის მოსაწყობად ემზადებიანო. - რევოლუცია ქუჩაში კი არა, ჩვენს შეგნებაში უნდა მოხდეს. უნდა გადავლახოთ ის სტერეოტიპი, რომ არჩევნებით არაფრის შეცვლა არ შეიძლება. როდესაც საკუთარ შესაძლებლობებს ვირწმუნებთ, სწორედ ეს იქნება რევოლუციური გარდატეხა. მოსახლეობა მაქსიმალურად უნდა მოვიდეს არჩევნებზე, რომ ოპოზიციურმა კანდიდატმა გაიმარჯვოს. თუ მოსახლეობა არ იაქტიურებს, გამარჯვების შანსი შემცირდება და გაყალბების ალბათობა გაიზრდება. ჭექა-ქუხილზე განცხადება პოლიტიკოსს არ გაუკეთებია და მასზე კომენტარი პოლიტიკოსმა არ უნდა გააკეთოს. - მაგრამ ლევან გაჩეჩილაძეც აცხადებს, თუ ხელისუფლება არჩევნებს გააყალბებს, მე და ქართველი ხალხი ამას არ მოვითმენთო.- გაყალბებულ შედეგებს არც ჩვენ მივიღებთ და ხმების დასაცავად რამდენიმე ინსტრუმენტს გამოვიყენებთ. ჩვენ უნდა გვქონდეს დოკუმენტაცია, სად და როგორ გაყალბდა არჩევნები. დოკუმენტაციას წარვუდგენთ აქაურ სასამართლოსაც და საერთაშორისო თანამეგობრობასაც, რომლის ჩართულობა ამ პროცესში დღეს სხვაგვარია. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, ამ არჩევნებს ვუყურებთ, როგორც საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის გადამწყვეტ ფაქტორს და ვითხოვთ, გამჭვირვალე და თავისუფალი იყოსო. ჩვენ არ შევურიგდებით არჩევნების გაყალბებას, ვიბრძოლებთ სასამართლოშიც, საპროტესტო აქციებსაც მოვაწყობთ და საზოგადოებასაც გამოვიყვანთ ქუჩაში. თუმცა ჩვენ ამ არჩევნებში გამარჯვებისთვის მივდივართ და არა პროტესტის საბაბის მოსაძებნად.http://www.ambebi.ge/politika/17584-qme-or...es-nabijiq.html Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted March 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 9, 2010 ლევან გაჩეჩილაძემე და ქართველი ხალხიმდააა. ამ ხალხს საშინელი განდიდების მანია აწუხებს. წარმომიდგენია ეს რომ ხელისუფლებაში იყოს, რა უბედურებებს დაატრიალებდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted March 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 9, 2010 Saturn მდააა. ამ ხალხს საშინელი განდიდების მანია აწუხებს. წარმომიდგენია ეს რომ ხელისუფლებაში იყოს, რა უბედურებებს დაატრიალებდა.ხო..მეც ეგრე მეგონა ზვიადის შემხედვარე..ამაზე უარესად ხელისუფლება ვის უნდა აუვარდესთქო ტავში...ა ბატონო მიშა და მისის გუნდი:irusha:...ერტი წინსვლაა მურთAზ ზოდელავა ვთქვათ კაშარელის სუნად იფრქვევა გურამ პერტიაშვილისგან განსხვავებით... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted March 9, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 9, 2010 "ალიანსი საქართველოსთვის" შესაძლოა, კოკა გუნცაძეს დაატოვებინონ. როგორც "პირWელისთვის" ოპოზიციური კულუარებიდან გახდა ცნობილი, ალიანსის წევრი პარტიები, განსაკუთრებით "ახლები" გუნცაძის ჩამოშორებას იმ მიზეზით გეგმავენ, რომ ის ირაკლი ალასანიას "პრაიმერის" ჯგუფისკენ "გადაქაჩვას" ცდილობდა. http://pirweli.com.ge/index.php?option=com...59&Itemid=1 ერთის მხრივ ურეიტინგო რესპები და ახლები მეორეს მხრივ ასევე ურეიტინგო ნოღაიდელ კუკაკა დავითაშვილი და ვერ ხერხდება ამ ორი ძალის დაკავშირება... თუმცა პრაიმერისტებს გაჩეჩილაძის სახით კოზირი აქვთ.... პ.ს. პატარა კაცები.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted March 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 9, 2010 რა უნდა ქნას ალასანიამ? ჩემის აზრით ვერაფერს ვერ იზამს.სანამ ესენი კინკლაობენ,ნაცები საქმეს აკეთებენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted March 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 9, 2010 რა უნდა ქნას ალასანიამ?ა, ხრენ იეაგო ზნაეტ. :bushti: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted March 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 9, 2010 აუ გინებას დავიწყებ ეხლა :bushti: აე, აე გადადევით პარტიკულარიზმი ბლინ. არ შეჭამეს ტვინი...თან კოკა გუნცაძე ყოფილი მემარჯვენეა....მოკლედ რა.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Private Nodari Posted March 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 9, 2010 რა უნდა ქნას ალასანიამ?ტრაკზე იკბინოს! :bushti: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted March 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 9, 2010 lasha_alo ლაშა,ალასანაი არ არის კარგი პოლიტიკოსი ჯერ.ეგეთი რომ იყოს,სულ არავისთან არ დასჭირდებოდა ალიანსები.ეგ რომ ჩამოვიდა,მაშინ ვთქვი,რომ ცალკე პარტია უნდა შეექმნა და სულაც არ იყო აუცილებელი ვიღაცასთან „ეძმაკაცა“ არ არსებობს პოლიტიკაში ეგეთი პონტი.თუ ხარ მაგარი გაქაჩავ,თუ არა და ვერა. ალასანია ვერ გაქაჩავს,ჯერ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted March 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 9, 2010 რა უნდა ქნას ალასანიამ?მუშტი უნდა დააბრახუნოს ,თან მართლა.ესენი უჩალიჩებენ თუ მართლა იდიოტები არიან. რა დროს ასეთი სკანდალებია .######################################### Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted March 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 9, 2010 "ალიანსი საქართველოსთვის" შესაძლოა, კოკა გუნცაძეს დაატოვებინონ. როგორც "პირWელისთვის" ოპოზიციური კულუარებიდან გახდა ცნობილი, ალიანსის წევრი პარტიები, განსაკუთრებით "ახლები" გუნცაძის ჩამოშორებას იმ მიზეზით გეგმავენ, რომ ის ირაკლი ალასანიას "პრაიმერის" ჯგუფისკენ "გადაქაჩვას" ცდილობდა. ძალიან კარგს იზავენ. რიგითი მედროვეა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.