Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

newstudio

ან შეთანხმდებიან საერთო კანდიდატზე...ან ნაცების თამაშ ითამაშეენ რესპები და ახლები

არ ვიცი.. არ ვიცი..

საერთო კანდიდატზე შეთანხმებულები არ იყვნენ უკვე?.

ალასანიას, ახლებს და რესპებს ვგულისხმობ..

პირადად მე, მიუხედავად ალასანიასადმი ყველაზე დიდი სიმპატიისა, იმაში, რომ ნაცების თამაშს არ ითამაშებენ, ყველაზე მეტად ახლებს ვენდობი.. შემდეგ სუბარს.. შემდეგ რესპებს.. შემდეგ ალასანიას.. ძალიან მცირე "სხვაობებით".. თუმცა, ჩამოთვლილთაგან არამგონია ვინმე მიშას მიეყიდოს..

 

სუბარი ძალიან პასიურია.. ასე ვთქვათ "დაიკარგა".. შეიძლება ამიტომაც რაღაცას "ჩალიჩობს" ალასანია.. თუმცა არ ვიცი ჯერ.. ფიქრია საჭირო აქ და დრო კიდევ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 805
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

სუბარი ძალიან პასიურია.. ასე ვთქვათ "დაიკარგა".. შეიძლება ამიტომაც რაღაცას "ჩალიჩობს" ალასანია.. თუმცა არ ვიცი ჯერ.. ფიქრია საჭირო აქ და დრო კიდევ..

 

 

ეგრეც უნდა ყოფილიყო,რადგან ლიდერი ალასანია იყო.რავი შეიძლება ვსცდებოდე,მაგრამ სუბარის ნაირი კაცი საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში არ მეგულება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი აზრით ოფიციალურად შეუერთდა რუსეთის კამანდას....

 

არც არასდროს არ მქონდა მისი იმედი და ეხლა მითიმუმეტეს..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მგონი ჯერ არ არსებობს საკმარისი ინფო ანალიზისათვის და დასკვნის გამოსატანად თუ რა მოხდა და რატომ მოხდა

 

ასე რომ ნებისმიერი მიმართულებით შეფასებები ნაადრევი მგონია

 

ვნახოთ, გამოჩნდება უახლოეს დღეებში

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

choxa

SHARI

რა მიშისტებივით ლაპარაკობთ? :beee:

 

"დააცადე მიშას, მალე გააერთიანებს საქართველოს"

 

"დააცადე ირაკლის, მალე გააბრწყინებს საქართველოს"

:beee:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგრამ სუბარის ნაირი კაცი საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში არ მეგულება.

ამისი რა მოგახსენო, მაგრამ კარგი ტანდემი კი ნამდვილად იყო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

ამისი რა მოგახსენო, მაგრამ კარგი ტანდემი კი ნამდვილად იყო

სოზარი მართლაც კარგი კაცია. თანაც არაამბიციური. კაცმა თქვა თუ საქმეს ჭირდება საკრებულოს თავჯდომარეობის კანდიდატობაზე უარს ვიტყვიო. მეტი რა უნდათ დანარჩენ ოპოებს ვერ ვხვდები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სოზარ სუბარს ერთიანი კანდიდატის შერჩევის მისაღებ მოდელად საზოგადოებრივი აზრის კვლევა ესახება

 

 

 

სოზარ სუბარს თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის შერჩევის მისაღებ მოდელად საზოგადოებრივი აზრის კვლევა ესახება. ამის შესახებ აღნიშნულია სუბარის ჟენევიდან გამოგზავნილ წერილში, რომელიც ჟურნალისტებს “რესპუბლიკელების” წარმომადგენლემა, სოფო ხორგუანმა დღეს გააცნო.

ამასთან, ხორგუანმა აღნიშნა, რომ “ალიანსი საქართველოსთვის” თანათავმჯდომარე სოზარ სუბარი იზიარებს “ახალი მემარჯვენეების” და “რესპუბლიკელების” პოზიციას თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის შესარჩევად პრაიმერის დაუშვებლობის თაობაზე.

“ალიანსი საქართველოსთვის” ყოველთვის ესწრაფვოდა ერთობას. სწორედ ეს იყო ჩემთვის მიმზიდველი, როცა “ალიანსს” შევუერთდი. პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ჩემი ყველა ქმედება მიმართული იყო ერთიანობის მიღწევისკენ. ახლაც კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ მზადყოფნას ერთიანობისთვის. კატეგორიულად არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ თვითმმართველობის არჩევნებით ქვეყანაში არაფერი შეიცვლება საქართველოში. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გონივრული ნაბიჯების შემთხვევაში გამარჯვება სავსებით შესაძლებელია და ეს იქნება ქვეყანაში დემოკრატიის დამკვიდრების და სამართლიანობის აღდგენის დასაწყისი”, – ნათქვამია განცხადებაში.

სოზარ სუბარი აღნიშნავს, რომ ერთიანი კანდიდატის შერჩევის ყველასთვის მისაღებ ერთადერთ მოდელად საზოგადოებრივი აზრის კვლევა ესახება, რომელიც, ერთი მხრივ, გამოხატავს ხალხის განწყობას და მეორე მხრივ, ამ პროცესში ხელისუფლების შესაძლო ჩარევასაც გამორიცხავს.

“შერჩევის ამ ფორმას სხვა ბევრი უპირატესობაც აქვს. მოითხოვს გაცილებით ნაკლებ ფინანსურ რესურსს, ვიდრე პრაიმერი. ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით გარანტირებულია კონტროლის იმ მექანიზმების შექმნა, რაც უზრუნველყოფს მიუმხრობელი და ობიექტური გამოკითხვის ჩატარებას. არ იწვევს დაპირისპირებას კანდიდატებს შორის. ამიტომ დაბეჯითებით ვთხოვ ყველა იმ ოპოზიციურ პარტიას, რომელიც მოითხოვს გაერთიანებას, სამოქალაქო საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც გამოდის ოპოზიციური გაერთიანების მოწოდებით, არა მხოლოდ ვისაუბროთ გაერთიანებაზე, არამედ შევთანხმდეთ გაერთიანების რეალურ მექანიზმებზე”, – ნათქვამია სოზარ სუბარის განცხადებაში.

ამასთან, “ჩვენი საქართველო _ თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ “ალასანია-სუბარის ტანდემის” დაშლა არ გამორიცხა. ამის შესახებ განცხადება ირაკლი ალასანიამ რადიო “პალიტრის” ეთერში გუშინ გააკეთა.

ალასანიას თქმით, ერთიანი კანდიდატის შერჩევის პროცეში მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური გუნდით ჩართვის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მისი და სოზარ სუბარის პოზიციები არ ემთხვევა, თუმცა, როგორც “ჩვენი საქართველო _ თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა განმარტა, მათ ერთმანეთს პოლიტიკური თავისუფლება მისცეს.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამასთან, ხორგუანმა აღნიშნა, რომ “ალიანსი საქართველოსთვის” თანათავმჯდომარე სოზარ სუბარი იზიარებს “ახალი მემარჯვენეების” და “რესპუბლიკელების” პოზიციას თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის შესარჩევად პრაიმერის დაუშვებლობის თაობაზე.

 

 

მართალს ამბობს.ეს პრაიმერი არის ხელისუფლეის შემოგდებული უტკა და ვინც ამას აწვება ოპოზიციაში მათ თამაშს თამაშობს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჯერ ალიანსის შექმნა იყო შეცდომა,რომელიც დასტურდება ამ ალიანსის დაშლით.კი თქვეს,რომ არ იშლებაო,მაგრამ დაიშლება აუცილებლად.მეორეც.ყველაფერზე დაყოლა და საკუთარი პოზიციის ბოლომდე არ დაცვა,არა მგონია კარგი იყოს ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის.როცა წესების გარეშე გეთამაშებიან,შენც რაღაცა უნდა გააკეთო ამის საწინააღდეგოთ,თორემ ვერაფერს ვერ მიაღწევ.

 

 

მიუხედავად სიმპატიებისა ამ კაცის მიმათრ,მაინც ესე ვფიქრობ. :)

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://s005.radikal.ru/i211/1002/63/f3b577fa2c0f.jpg

"პრაიმერის ჯგუფი" ამომრჩეველს მერად - ლევან გაჩეჩილაძეს, პრეზიდენტად კი ირაკლი ალასანიას შესთავაზებს

23.02.2010

ე.წ. "პრაიმერის ჯგუფი" თბილისის მერობის ერთიან კანდიდატთან ერთად პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელებისთვის ემზადება. მერად – ლევან გაჩეჩილაძე, პრეზიდენტად კი - ირაკლი

 

ალასანია, - "პირWელის" ინფორმაციით, სწორედ ასეთი შეთავაზებით წარსდგება "პრაიმერის ჯგუფი" ამომრჩევლის წინაშე. არასაპარლამენტო ოპოზიციის ე.წ. "რადიკალთა" ფლანგის ასეთი სტრატეგიით გააქტიურების თაობაზე ჯერ მხოლოდ პოლიტიკურ კულუარებში საუბრობენ. "პირWელის" ინფორმაციით, პრაიმერის მთავარი ინიციატორები მისი ჩატარების იდეას ცალსახად არ უარყოფენ, თუმცა მას მერობის ერთიანი კანდიდატის სოციოლოგიური კვლევების საფუძველზე გამოვლენის იდეა ჩაანაცვლებს. ამასთან, სოციოლოგიური კვლევების საფუძველზე გამოცხადდება, რომ ყველაზე მაღალრეიტინგულ ირაკლი ალასანიას "დაიცავი საქართველოს" ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ გაუსწრო. "თავად ალასანიასთან მიმართებაში "პრაიმერის" გარშემო გაერთიანებული პოლიტიკური სუბიექტები ამომრჩევლის წინაშე გააჟღერებენ დაპირებას იმის თაობაზე, რომ მას მხარს საპრეზიდენტო არჩევნებში დაუჭერენ" - აცხადებს ინფორმირებული წყარო, რომლის თქმით, "მზადება რეალურად არა არჩევნების მოსაგებად, არამედ "გამარჯვების მესამე ტალღისთვის" მიმდინარეობს"

http://pirweli.com.ge/index.php?option=com...11&Itemid=1

 

ლიცემერი: "ცვეტში" ეს პონტია. მოკლედ, ჩემი აზრით, ფაიზაღი ინფორმაციაა. რას იტყვით?

 

 

+ ჩემთვის მისაღებია-თქვენთვის?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1. პრაიმერს ატარებს ის ვისაც სურს ცატარება----ალიანსის და ალასანაის გარეშე.

2. პრაიმერში გამარჯვებულსა და სხვა კანდიდატებს შორის ვისაც სურს ერტიანი კანდიდატის გამოკკვეთა ეს ხდება სოც. გამოკითხვის საშუალებით.

 

ამით ხდება რამდენიმე კურდღლის (მიშა არ მყავს ამ შემთხვევაში მხედველობაში) დაჭერა:

1. ალიანსი დისტანცირებულია ნოღაიდელ/პრაიმერთან

2. ტავიდანაა აცილებული ის საფრხე რომ ალიანსის მომხრეები არ მიიღებენ მონაწილეობას კანდიდატის შერჩევაში

3 . დიდი შანსია რომ პრაიმერზე ვინც გავა მას ადვილად მოუგოს ალასანიამ სოც. გამოკითხვაში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამასთან, სოციოლოგიური კვლევების საფუძველზე გამოცხადდება, რომ ყველაზე მაღალრეიტინგულ ირაკლი ალასანიას "დაიცავი საქართველოს" ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ გაუსწრო.

მიშისტები არ მევასება იმიტომ რომ ცრუპენტელები არიან (სხვა ბევრ ნაკლთან ერთად)

ეხლა ჩვენ დავიწყოთ სიცრუეთი ცრუებთან ბრძოლა?

არაა სწორი,

სიყალბეში არაკაცობაში ნაცმოძრაობას ვერ აჯობებ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

"პრაიმერის ჯგუფი" ამომრჩეველს მერად - ლევან გაჩეჩილაძეს, პრეზიდენტად კი ირაკლი ალასანიას შესთავაზებს

23.02.2010

 

 

ფაქტიურად ჩემთვისაც მისაღებია,მაგრამ სუბარი სჯობდა მერად და არა ლევანა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...