lasha1997 Posted February 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2010 newstudio ხოდა ვისაც კიდია, მოსაშორებელია...გინდა პო გინდა ოპო მე ადრე ვთქვი,რომ ალასანიას ადგილზე სუბარს დავაყენებდი მეთი მერის კანდიდატად.ერთადერთი კაცია ვისაც პატივს ვცემ და ალასანიას ჯერ არაფერი არა აქვს გაკეთებული,რომ რამე შთაბეჭდილება მქონდეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted February 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2010 წინასაარჩევნო არჩევნები..უძლიერესი კანდიდატის გამოსავლენად, ამერიკაში ასე ავლენენ რესუბლიკელ და დემოკრატ კანდიდატებს...ისე სახალისო რაღაც კი იქნება თუ ჩატარდა, ერთმანეთს რომ დასცხებენ ოპო პარტიები, გააყალბესო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 22, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2010 Saturn ისე სახალისო რაღაც კი იქნება თუ ჩატარდა, ერთმანეთს რომ დასცხებენ ოპო პარტიები, გააყალბესოგაყალბება გამორიცხულია.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 22, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2010 “საზოგადოებრივი დარბაზი” ირაკლი ალასანიას ნაბიჯს, საერთო კანდიდატის გამოკვეთასთან დაკავშირებით, მიესალმება. როგორც “ინტერპრესნიუსს” “საზოგადოებრივი დარბაზის” ხელმძღვანელმა დავით მაღრაძემ პრესკონფერენციის დაწყებამდე განუცხადა, ის, რომ საერთო კანდიდატი უნდა დაუპირისპირდეს საქართველოში შექმნილ სიტუაციას, რეალური ალტერნატივაა და ეს მათ გამარჯვებამდე მიიყვანს. უფრო ვრცელ განცხადებას დავით მაღრაძე რამდენიმე წუთში პრესკონფერენციაზე გააკეთებს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ესეც პირველი კომენტარი! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DATA TUTASXIA Posted February 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2010 კარგი ნაბიჯია ირაკლის მხრიდან. ადრეც რამდენჯერმე ვთქვი და ეხლაც დადასტურდა-ალასანია ყოველთვის იყო პრაიმერის მომხრე. რესპები და ახლები კი სასტიკი წინააღმდეგი იყვნენ. სწორედ მათი მხრიდან ზეწოლის გამო თქვა ალასანიამ პრაიმერზე უარი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 22, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2010 დამოუკიდებელი დეპუტატის გიორგი ცაგარეიშვილის შეფასებით, ირაკლი ალასანიამ წარმატებისკენ გზა აირჩია. როგორც ცაგარეიშვილმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, მართალია არ აქვს მას დადასტურებული ინფორმაცია ალიანსის დაშლის შესახებ, თუმცა “ინტერპრესნიუსთან” ირაკლი ალასანიას მიერ გაკეთებული განმარტებებიდან მან ერთი დასკვნა გამოიტანა. კერძოდ, არიან პარტიები და ლიდერები, რომელთაც უნდათ ერთიანობა, რაც წარმატების ფორმულაა და არიან პარტიები და ლიდერები, რომელთაც არჩევნებში მხოლოდ მონაწილეობა სურთ, რაც წარუმატებლობის ფორმულაა. “აქედან ალასანიამ აირჩია ფორმულა, რომლის არსიც არის გამარჯვება და წარმატება, რაც ქვეყნისთვის მხოლოდ საკეთილდღეოა”, – განაცხადა ცაგარეიშვილმა. მისი თქმით, ქვეყანაში ადრე თუ გვიან დადგება დრო, როდესაც პარტიები იდეოლოგიურ საფუძვლებზე გაერთიანდებიან და მიზიდულობის ცენტრებს შექმნიან, მაგრამ დღეს საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას დღის წესრიგში და ამ დროს ხალხის დაკვეთა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტით ბრძოლაა. “დანარჩენი ყველანაირი ფორმულა არის თავისთავში ჩაკეტვა, მონუსხული წრის შექმნა და ხალხისგან გაუცხოება, რისი მიღწევაც ხელისუფლებას სურს”, – აცხადებს ცაგარეიშვილი და დასძენს, რომ ხელისუფლებისთვის მომაკვდინებელი დარტყმა, მხოლოდ ოპოზიციის სერიოზული გაერთიანება იქნება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
maliari Posted February 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2010 newstudio ვერ ხერხდებოდა სხვა ოპოებთან საუბარი, იმიტომ რომ, იმას არ დაველაპარაკებით ამას არ დაველაპარაკებით...და ვისთან ღირს რო ლაპარაკი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 22, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2010 საზოგადოებრივი მოძრაობა “დაიცავი საქართველოს” ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის გამოვლენის პროცესში აქტიურად ჩაერთვება, - ამის შესახებ გაჩეჩილაძემ დღეს, მოძრაობის ოფისთან ჟურნალისტებს განუცხადა.მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით კონსულტაციები პოლიტიკურ პარტიებთან ხვალიდან დაიწყება და კონსულტაციის შედეგად გადაწყდება, ერთიანი კანდიდატი პრაიმერის გზით თუ სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად გამოვლინდება. “მიმაჩნია, რომ ბევრი კომპრომისი და ვაჟკაცობაა საჭირო, რათა თბილისში გამარჯვების მესამე ტალღა დაიწყოს”, – აღნიშნა ლევან გაჩეჩილაძემ.იგი მიესალმება ირაკლი ალასანიას ინიციატივას, თბილისის მერის არჩევნებში ერთიანი კანდიდატის გამოვლენის შესახებ და მიიჩნევს რომ ეს არის გამარჯვების ნაბიჯი. ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით, კონსულტაციების, მოლაპარაკებებისა და შეხვედრების კარი ყველა ოპოზიციური პარტიისთვის ღია იქნება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted February 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2010 newstudio ერთიანი კანდიდატი პრაიმერის გზით თუ სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად გამოვლინდებასოციოლოგიური გამოკითხვები თუ კი თეორიულად მისაღებია, უკაცრავად და რას ატრაკებენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted February 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2010 "ალიანსი საქართველოსთვის" დაიშალაფიფ.....ერტი რაც ამ ტემის კითხვისას ასო-ციაცია გამიჩნდა ისაა...საგზაო სამინისტროს შენობა რომაა...ეხლა სადაც ტარხნიშვილის ბაითია....ვისი-ვისაში რომ ერტქვა ხალხში..... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
შაქროII Posted February 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2010 newstudio ეხლა ტირიან, რატომ დაიშალაო , ძლივს პროდასავლური ძალა გვეღირსაოვამბობ ხელისფლების ძველი ილეთია მეტქი. ყველა არჩევნებზე ერტი და იგივე სცენარი:1. "გაემიჯნეთ" მოწოდება ერტიანობის შემთხვევაში და 2. "თქვენ დაიქსაქსეთ" და იმიტომ წააგეთ ცალცალკე ყოფნის შემთხვევაში არადა ოპოზიცია ორიუვე შემთხვევაშI იგებს არჩევნებს უბრალოდ სხვადასხვა მიზეზები აქვს ხელისუფლებას რომ დაფაროს გაყალბება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 22, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2010 შაქროII რადა ოპოზიცია ორიუვე შემთხვევაშI იგებს არჩევნებს უბრალოდ სხვადასხვა მიზეზები აქვს ხელისუფლებას რომ დაფაროს გაყალბება.აგაშენა ღმერთმა...მარა აი თუ გაყალბება მოხდა...ოოოო! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 22, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2010 შაქროII “ალიანსი საქართველოსთვის” ერთიანი რჩება, უთანხმოების საბაბი მხოლოდ პრაიმერში მონაწილეობაა, - ამის შესახებ “რესპუბლიკელმა” დავით უსუფაშვილმა დღეს საღამოს, “ახალი მემარჯვენეების” ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ალიანსი რჩება იმ პოზიციაზე, რომ თუ მოხერხდება უფრო ფართო ოპოზიციური ერთობის ჩამოყალიბება, ეს არის კარგი და ამ საკითხში ალიანსი ერთიანია, ისევე, როგორც ზურაბ ნოღაიდელთან მიმართებაში პოზიცია ყველა ლიდერს აქვს ერთიანი. “დღევანდელი მდგომარეობით გადაუწყვეტელია მხოლოდ და მხოლოდ პრაიმერის თემა. “ალიანსი საქართველოსთვის” პრაიმერში მონაწილეობას არ მიიღებს. ეს არის ალიანსის საერთო გადაწყვეტილება, რომელიც 2009 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა. ყველა სხვა დანარჩენი ფორმა ერთიანობის მისაღწევად და ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად ჩვენთვის მისაღებია”, - განაცხადა უსუფაშვილმა. მისივე თქმით, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ერთიან კანდიდატზე შეთანხმება შესაძლებელია, მათ შორის პრაიმერითაც. “ალასანიამ იცის, რომ ალიანსს პრაიმერში მონაწილეობა არ სურს. ალიანსი მზად არის ერთიანი კანდიდატის გამოვლენის სხვაგვარ გზას დაუჭიროს მხარი. რაც შეეხება განცხადებებს ალიანსის დაშლის თაობაზე, ეს არ არის პირველი და ისევე, როგორც სხვა შემთხვევებში, ეს იყო ჭორი და მოგონილი. დღევანდელი მდგომარეობითაც ეს ჭორია”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ალიანსის მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციურ პარტიებს სუფთა ფურცლიდან მოლაპარაკებებს სთავაზობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ალიანსი მიდის მოლაპარაკებაზე თავიანთი კანდიდატებით და ელოდება არგუმენტებს იმის შესახებ, რით სჯობს მათ სხვა კანდიდატები. “ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ გამოვრიცხავთ სახელისუფლებო ხაფანგში – პრაიმერში მონაწილეობას. სხვა ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნება ქართველი ხალხის სასიკეთოდ. ამას ცდილობენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ამას ვცდილობთ ჩვენც. რაც შეეხება ნოღაიდელს, ალიანსის ყველა თავმჯდომარეს აქვს იდენტური პოზიცია მასთან მიმართებაში”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted February 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2010 (edited) პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი პრაიმერში მონაწილეობის შესახებ ალასანიას გადაწყვეტილებას პოლიტიკური ხედვის ჩამოუყალიბებლობად აფასებს. მისი შეფასებით, ვითარებაში, როცა ქვეყნის პოლიტიკოსთა ნაწილისათვის პრაიმერი უზენაეს მიზნად იქცა, აღარ ისმის ხელისუფლების კრიტიკა, ხელისუფლების შეცვლის იდეა მეოერეხარისხოვან საკითხად გადაიქცა, ოპოზიციაში განვითარებული პროცესები ქართული პოლიტიკური სპექტრის არცთუ მაღალ პოლიტიკურ კულტურაზე მიანიშნებს. ცისკარიშვილის აზრით, ადამიანებს, რომლებსაც ერთმანეთთან მრავალწლიანი ერთობა და მეგობრობა აკავშირებთ, ურთიერთობების პრაიმერით გარკვევა არ უნდა სჭირდებოდეთ. მისივე განმარტებით, საპრაიმერო დავიდარაბა განელდებოდა, თუ ალასანიასა და გაჩეჩილაძის დაპირისპირების ნაცვლად მათი თანამშრომლობის ნიშნები გამოჩნდებოდა და `ალიანსი~ საზოგადოებას არჩევნებში არა ალასანია-სუბარის ტანდემს, არამედ, ალასანია-გაჩეჩილაძე-სუბარის ტრიოს შესთავაზებდა, რომლის დროსაც გაჩეჩილაძე ქალაქის მთავრობის პრემიერი გახდებოდა. პოლიტოლოგის აზრით, ასეთ შემთხვევაში, ამომრჩეველი ოპოზიციის ერთიანობასაც უფრო დაიჯერებდა და ამ ტრიოს მხარს მეტი პოლიტიკური სპექტრი დაუჭერდა. მისივე თქმით, ალასანიას მიერ გადადგმული ნაბიჯით შეიქმნა ვითარება, როცა ამომრჩეველიც დაიბნა და მთელი ოპოზიცია ხელისუფლების მიერ შემოგდებულ პრაიმერის იდეას წამოეგო. ირაკლი ალასანიამ დღეს განაცხადა, რომ თბილისის მერის არჩევნებისთვის ოპოზიციის საერთო კანდიდატზე შეთანხმების პროცესში „ალიანსი საქართველოსთვის“ გარეშე, თავის პოლიტიკურ პარტიასთან ერთად ჩაერთვება. მისი განმარტებით, საჭიროა, რაც შეიძლება სწრაფად გამოიძებნოს პოლიტიკური შეთანხმების სწორი ფორმა, რომელიც ოპოზიციის ერთ კანდიდატს გამოკვეთს. რაც შეეხება პრაიმერის ფორმას, ალასანიას ინფორმაციით, პარტიას აქვს პოლიტიკური შეთანხმების ვარიანტი. “პრაიმერთან დაკავშირებით გვაქვს ის მოდელი, რომელიც დაცული იქნება გარე ჩარევებისგან... თუ ჩვენ პრაიმერზე შევთანხმდით, აქამდე არსებული მოდელი შეიცვლება. საზოგადოების გარდა, ამ საქმეში ჩართული არავინ იქნება. ეს იქნება, დაახლოებით, ერთიანი კანდიდატის გამოკვეთის კომისია, რომელშიც მხოლოდ საზოგადოების წევრები შევლენ”,-აღნიშნა ალასანიამ. მოგვიანებით, საზოგადოებრივი მოძრაობა “დაიცავი საქართველოს” ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის გამოვლენის პროცესში ის აქტიურად ჩაერთვება. იგი მიესალმება ირაკლი ალასანიას ინიციატივას, თბილისის მერის არჩევნებში ერთიანი კანდიდატის გამოვლენის შესახებ ე.ი. რაა... ყველა ალთას არის და იმავდროულად ბალთას.... Edited February 22, 2010 by machkatela Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 22, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2010 machkatela სოსო ცისკარიშვილიეს ჩვენი ექსპერტები მაგარ შტერობებს რომ ლაპარაკობენ, არა უშავს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.