Jump to content
Planeta.Ge

ედუარდ ჯაბაევიჩი,ედუარდ შევარდნაძე,ედუარდ ბალტინი ...


Recommended Posts

ედუარდ ჯაბაევიჩ კოკოითი,ედუარდ შევარდნაძე,ედუარდ ბალტინი,ჯაბა იოსელიანი ერთი პერიოდის რუსეთის "მოღვაწეები" არიან და მათ საქართველოსთან მიმართებაში ერთნაირი დამოკიდებულება გამოხატეს ....ამდენი ჯაბა და ამდენი ედუარდი რაიმე სიმბოლოს ხომ არ ნიშნავს?!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shavlego91

"მოღვაწეები" არიან და მათ საქართველოსთან მიმართებაში ერთნაირი დამოკიდებულება გამოხატეს ....ამდენი ჯაბა და ამდენი ედუარდი რაიმე სიმბოლოს ხომ არ ნიშნავს?!

წარმოდგენა არ ამაქვს!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 10 months later...

საქართველოს ექს–პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ მიუსამძიმრა ადმირალ ედუარდ ბალტინის ოჯახს, რომელიც 72 წლის ასაკში სამშაბათს მოსკოვში გარდაიცვალა, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“.

 

„მე ღრმად ვწუხვარ ასეთი ადამიანის გარდაცვალების გამო. სამწუხაროდ, მე არ გამაჩნია მოსკოვში გამგზავრების შესაძლებლობა და მინდა აქედან მივუსამძიმრო ადმირალის ოჯახს“, – განაცხადა შევარდნაძემ „რია ნოვოსტისთან“ სატელეფონო საუბარში.

 

მან დადებითად შეაფასა გარდაცვლილი ადმირალის როლი საქართველოსთვის კრიტიკულ სიტუაციაში, 1993 წელს.

 

„ბალტინს დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს წინაშე. 1993 წლის ოქტომბრის ბოლოს საქართველოს გადარჩენის ერთ–ერთი ფაქტორი ადმირალი ბალტინი იყო“, – განაცხადა შევარდნაძემ.

 

„მაშინ მე დახმარებისთვის მივმართე უკრაინის მაშინდელ პრეზიდენტს ლეონიდ კრავჩუკს და მას ფოთში რუსეთისა და უკრაინის ერთიანი ფლოტის გამოგზავნა ვთხოვე, რომელსაც ბალტინი მეთაურობდა“, – განაცხადა შევარდნაძემ.

 

საქართველოს ექს–პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თავის „მემუარებში“ დეტალურად აღწერს ბალტინის როლს საქართველოში 1993 წელს განვითარებულ მოვლენებში. წიგნის რუსული ვერსია რუსეთში 2008 წლის ნოემბერში გამოვა.

 

1991-92 წწ. მოვლენები სამოქალაქო ომად მონათლა რუსეთმა და შევარდნაძე,სიგუა,კიტოვანი,იოსელიანის ბანდამ ...ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის მოვალეობის შემსრულებელი სუფიან ბეპაევი წერს:"1991წ.24და28დეკემბერს,როცა შეიარაღებულუ ოპოზიცია კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდა,სამხედრო ოლქი ცოცხალი ძალითა და ტექნიკით დაეხმარა სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორებს"(:მოსკოვსკიე ნოვოსტი",15.12.1992)1993წ. ოქტომბერში დასავლეთ საქართველოში შავი ზღვის სამხედრო ფლოტის თითქმის სრული შემადგენლობა ადმირალ ედუარდ ბალტინის მეთაურობით შემოდის -მასში შედის 10კრეისერი, საჰაერო სადესანტო პოლკი(ედუარდ ბალტინის ტანკში ყდომის შესახებ ტრაბახობდა ა.მარგიანი...), ძერჟინსკის დივიზია(1989წ. 9აპრილს მიტინის დამბრევი,აფხაზეთის ოკუპაციაში მთავარი ძალები), რუსეთის მთავრობის ვიცე-პრმიერმა გენადი ბურბულისმა განაცხადა ,რომ საქართველოში სამხედრო გადატრიალების კოორდინატორი თვითონ იყო?! ასე ,რომ საქართველოში განხორციელდა უცხო ქვეყნის-რუსეთის მიერ სამხედრო გადატრიალება ,ადგილობრივი კრიმინალების დახმარებით! ბევრი ადამიანი ახლაც "მოხიბლულია" 1991-92 წლების კრემლის პროპაგანდით ,მისი ლექსიკონით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ედუარდ შევარდნაძე,ედუარდ ბალტინი,ჯაბა იოსელიანი,ედუარდ ჯაბაევიჩ კოკოითი....სულ ედუარდები და ჯაბები,...სულ ვირთხები და ვირთხები...რა ამბავია?!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ედუარდიზმი=ორჯონიკიძეობას=20 ათასი კვ.კმ ტერიტორიების გასხვისებას=ღალატს=ყორღანაშვილობას=შადიმანობას=ფარსადანობას...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...