Jump to content
Planeta.Ge

ედუარდ შევარდნაძე საქართველოს პრეზიდენტობის სამ კანდიდატს ასახელებს!


Recommended Posts

ფრიდონ თოდუა, ირაკლი მენაღარიშვილი, ვაჟა ლორთქიფანიძე - ედუარდ შევარდნაძე საქართველოს პრეზიდენტობის სამ კანდიდატს ასახელებს!

 

“სხვათა შორის, აქამდე თავს ვიკავებდი. მაგრამ ახლა მინდა, პირველად თქვენი გაზეთის მეშვეობით, ორ-სამ კაცს ვთხოვო, ჩაერთონ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში!” - აცხადებს ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გაზეთ “ასავალ-დასავალისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით პირველად “ასავალ-დასავალში” ედუარდ შევარდნაძე საქართველოს პრეზიდენტობის სამ კანდიდატს ასახელებს.

“პირველი, ეს არის ბატონი ფრიდონ თოდუა, რომელიც რუსეთის არისტოკრატიულ წრეებში ძალიან მიღებული ადამიანია. მას ძალიან დიდი საყრდენი, ძალიან დიდი ავტორიტეტი აქვს მოსკოვში. მიუწვდება ხმა რუსული არისტოკრატიის ნებისმიერ ფლანგზე და ამიტომ ვურჩევდი ბატონ ფრიდონს, ჩაერიოს ამ ურთიერთობის მოგვარებაში. გვერდა არ ავუვლიდი ირაკლი მენაღარიშვილს. ის ნებისმიერ თანამდებობაზე შეუცვლელი იქნებოდა. გაიხსენეთ, 9 აპრილს ირაკლი რომ არ ყოფილიყო, ასობით ადამიანი დაიღუპებოდა. გვერდი არ უნდა ავუაროთ ასევე ვაჟა ლორთქიფანიძეს. ვაჟა მოსკოვში სამი წლის განმავლობაში ელჩად მუშაობდა და სხვათა შორის, სამაგალითო ელჩი იყო. მოსკოვის ამბებში კარგად გარკვეულია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ედუარდ შევარდნაძე.

“ანუ მე ვასახელებ სამ პიროვნებას, ვისაც მოსკოვში ჩაესვლება და საქართველოშიც დიდი ავტორიტეტი აქვს. ესენი არიან: ფრიდონ თოდუა, ირაკლი მენაღარიშვილი და ვაჟა ლორთქიფანიძე”, - აცხადებს ედუარდ შევარდნაძე და შეკითხვას: - “ბატონო ედუარდ, ერთ-ერთი ინტერვიუში მითხარით, სამი პიროვნება ვიცი, ვინც საქართველოს ღირსეული პრეზიდენტი იქნება, მაგრამ მათ ვინაობას მხოლოდ მაშინ დავასახელებ, როცა ამის დრო დადგებაო. თუ თვლით, რომ ამის დრო უკვე მოვიდა? იმ სამ კანდიდატში ზემოთ დასახელებულ ადამიანებს ხომ არ გულისხმობდით?” - პასუხობს:

“კი. მათ ვგულისხმობდი. მაგრამ უპირატესობას ფრიდონს მივცემდი".

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/125416.html

 

 

ლიცემერი: უზერებო, სულ გამოსლევდა მოხუცი თუ...? რას იტყვით?

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

ლიცემერი: უზერებო, სულ გამოსლევდა მოხუცი თუ...? რას იტყვით?

ახალგაზრდა პრეზიდენტი გვყავს ასეთი და ედიკასი რა გიკვირს რამაზ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

ლიცემერი: უზერებო, სულ გამოსლევდა მოხუცი თუ...? რას იტყვით?

რატომ?

ისინი უფრო გამოქლიავებულები არიან ვინც მაგასთან დარბის და ჭკუებს ეკითხება - ეს ჩემი აზრია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლორთქიფანიძე იყო ზვიად გამსახურდიასთან ბრძოლის კომიტეტის-ჩეკას წევრი ჭანტურიასთან,იოსელიანთან, ყარყარაშვილ-ბათიაშვილ-მაღრაძე-ჟორჟოლიანთან ერთად,კვირაიას მიერ 6 ახალგაზრდის დახვრეტას ედიკასთან ერთად ესწრებოდა, მენაღარიშვილს დამთავრებული აქვს ვკშ-კომკავშირის უმაღლესი სკოლა,მან 9 აპრილს დამალა დაავადებულთა ნამდვილი რიცხვი მოსკოვის დავალებით,იყო ჰუმანიტარული დახმარების კომისის თავრე,რისგანაც აღმოაცჩენა სოკოებივით კიოსკები,ყველა დახმარება გაიყიდა... ორივე ედიკას ბანდიდანაა...მათაც ენატრებათ მამათი...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შევარდნაძე რო არ მოკალით და ანგრევინეთ ეს ქვეყანა, ჯერ მარტო ამიტომ ააააჰჰჰ......

და ხმა მაინც აღარ ამოაღებინოთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Private Nodari

შევარდნაძე რო არ მოკალით და ანგრევინეთ ეს ქვეყანა, ჯერ მარტო ამიტომ ააააჰჰჰ......

ვკალით და არ მოკვტა ! :D)

 

და ხმა მაინც აღარ ამოაღებინოთ

ეს ჟურნალისტებს ვუთხრათ - რას დაწანწალებენ ამ მძორთან?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვკალით და არ მოკვტა !

:D))

 

 

მალე მაინც მოკვტება მარა, მაინც ჩაიყოლა ეს ქვეყანა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისინი უფრო გამოქლიავებულები არიან ვინც მაგასთან დარბის და ჭკუებს ეკითხება
ეს ჩემი აზრია

kisa

საღი აზრია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1945 წლის არჩევნებში ბრიტანელმა ხალხმა უინსტონ ჩერჩილის პარტია არ აირჩია და გერმანიის კაპიტულაციაზე ხელი ლეიბორისტმა ეტლიმ მოაწერა, მაგრამ მსოფლიოში არავის ეპარება დღეს ეჭვი, რომ გერმანიის დამარცხების მთავარი შემოქმედი და ახალი ევროპის ფუძემდებელი სერ უინსტონ ჩერჩილია. :D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...