Jump to content
Planeta.Ge

მოკლეს თუ არა ზვიადი?


Recommended Posts

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

1993 წლის ბოლოს სოფელ მუჟავაში ვინმე ბეჟან წურწუმიას ოჯახში საიდუმლო სერობა გაიმართა. შეკრების მიზეზი და მთავარი კითხვა იყო, ვინ ემხრობოდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ლიკვიდაციას. შეკრების მონაწილეთა უმეტესობამ თანხმობის ნიშნად ხელი ასწია. იმ დღეს საქართველოს პრეზიდენტს განაჩენი გამოუტანეს. სამეგრელოს ტყეებში ზვიად გამსახურდიასა და მისი მომხრეების დევნის ფინალი ხიბულაში გავარდნილი ტყვია (უფრო ზუსტად, ტყვიები) იყო. დღემდე დაუდგენელია, რა გარემოებებში გარდაიცვალა საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია.

 

რამდენიმე დღის წინ მოსკოვიდან საქართველოს პარლამენტის იმ კომისიის წევრები დაბრუნდნენ, რომელიც ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებებს იკვლევს. კომისიის წევრმა ბეჟან ხურციძემ თენგიზ კიტოვანისა და იგორ გიორგაძის საუბრების ჩანაწერები ჩამოიტანა.

 

- იყვნენ სკეპტიკოსები, რომლებიც მოსკოვში გამგზავრებამდე გვეუბნებოდნენ, შევარდნაძის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები თქვენთან საუბარს არ ინდომებენო, მაგრამ პირიქით მოხდა - მოსკოვში ჩასვლისთანავე დაგვირეკეს კიტოვანმა და გიორგაძემ.

 

პირველად კიტოვანი შეგვხვდა სასტუმრო "კარლსონში". შეხვედრა გადაღებული და ჩაწერილია, ასევე გადავიღეთ რამდენიმე დღის შემდეგ იგორ გიორგაძესთან შეხვედრაც. კიტოვანისა და გიორგაძის ნაამბობი ერთმანეთს დაემთხვა. მათ დაგვისახელეს იმ პირთა გვარები, ვინც ზვიად გამსახურდიას დევნიდნენ. სამეგრელოში ჩამოსვლის შემდეგ შოთა კვირაიას, გია გულუასა და ავთო იოსელიანის ჯგუფები მისდევდნენ ფეხდაფეხ პრეზიდენტს. კონსტანტინე გამსახურდიას ფილმში არის ინტერვიუ ავთო იოსელიანთან, სადაც ის ადასტურებს, რომ მისი ჯგუფი კვალდაკვალ მისდევდა ზვიადს და მის გარემოცვაშიც ჰყავდა თავისი ხალხი.

 

- იოსელიანი პრეზიდენტის დაცვის წევრებსაც გულისხმობდა?

- გვარების დასახელებას მოერიდნენ კიტოვანი და გიორგაძეც. გვითხრეს, ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ წარიმართება თქვენი საგამოძიებო ჯგუფის მუშაობაო. კიტოვანმა დაგვისახელა თანხა, რომელიც პრეზიდენტის მკვლელობაში გადაიხადეს.

 

- რა ოდენობის თანხაა და ვინ გადაიხადა?

- 50 ათასი დოლარი გადაიხადეს. კიტოვანმა დაგვისახელა გადამხდელის გვარიც, მაგრამ ჯერჯერობით მის ვინაობას ვერ გავამხელ.

 

- ამბობენ, რომ გამსახურდიას მკვლელობაში რუსები მონაწილეობდნენ.

- გადამხდელი ქართული მხარე იყო. კიტოვანმაც და გიორგაძემაც გვითხრეს, შევარდნაძეს თავისი ლეგიტიმაციისათვის არ სურდა, ზვიადი ცოცხალი ყოფილიყოო. შევარდნაძეს ცოცხალი ზვიადი არ სჭირდებოდა. გიორგაძისა და კიტოვანისგან ბევრი რამ გავიგეთ. მოსკოვში რამდენიმე დღით იმის გამო შევყოვნდი, რომ ჩანაწერები ჩამომეტანა.

 

- გიორგაძე დაუბრკოლებლად შეგხვდათ, ის ხომ წითელი ცირკულარით იძებნება?

- მას საქართველო ეძებს წითელი ცირკულარით, რუსეთი კი არა. მანქანა გამოგვიგზავნა, ტყეში კი არ შევხვედრივართ, გიორგაძეს "რია ნოვოსტის" ოფისში შევხვდით. ჩვენს საუბარს ორი ვიდეოკამერა იღებდა. შევარდნაძის დროს ხუთმა მინისტრმა მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტმა გამსახურდიამ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. მაშინდელი უშიშროების მინისტრი გიორგაძე არ დაეთანხმა ამ ვერსიას და კატეგორიულად განაცხადა, ეს თვითმკვლელობა არ არის და ამ დოკუმენტზე ხელს არ მოვაწერო. ამის გამო გახდა მიუღებელი შევარდნაძისათვის, მერე კი - ძებნილიც.

 

ჩანაწერები საიმედოდ არის შენახული. თავის დროზე მას კომისიის სხდომაზეც აჩვენებენ და, ალბათ, ტელეეთერშიც გავა. კიტოვანსა და გიორგაძეს ეჭვიც არ ეპარებათ, რომ ზვიადი მოკლეს.

 

- ბესარიონ გუგუშვილი რატომ აცხადებს, პრეზიდენტმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლეო?

- უდანაშაულობის პრეზუმფციას ვერ დავარღვევ და მას მკვლელობის თანამონაწილეობას ვერ დავაბრალებ, მაგრამ ცხადია, რომ გუგუშვილი ყველაფერს არ ამბობს. ასევე მალავენ სიმართლეს პრეზიდენტის დაცვის წევრებიც. გუგუშვილი ზღაპრებს ჰყვება. რამ დააძინა ისე ღრმად, რომ ვერაფერი გაიგო? გარდა ამისა, იმ ოჯახში, სადაც ზვიად გამსახურდია დაიღუპა, მოხუცი ცოლ-ქმრის გარდა, მათი შვილიც იყო. ეს ახლახან გაირკვა.

 

- რომელმა ჯგუფმა იკისრა პრეზიდენტის ლიკვიდაცია?

- მდევართაგან ერთ-ერთმა. ფაქტია, კვირაიამ არ ისურვა ჩვენთან შეხვედრა. გვითხრეს, რომ არავის ხვდება და ბევრს სვამს. კიტოვანმაც და გიორგაძემაც მკვლელის ვინაობა იციან.

 

საზოგადოება მალე იხილავს ჩანაწერებს. ალბათ, ბესარიონ გუგუშვილსაც შევხვდებით.

 

ელცინი შევარდნაძეს საქართველოს შუაზე გაყოფას სთავაზობდა. დაუშვებდა შევარდნაძე, რომ დასავლეთ საქართველოში გამსახურდია ყოფილიყო პრეზიდენტად, თვითონ კი თბილისში მჯდარიყო? გამსახურდია უპრობლემოდ გადმოვიდოდა აღმოსავლეთ საქართველოში. ყველაზე მეტად შევარდნაძეს სჭირდებოდა გამსახურდიას მოცილება. ასე რომ, ბატონ ედუარდ შევარდნაძესთანაც გვექნება კითხვები.

სანამ 90ნი წლებს არ დაერქმევა თავისი სახელი დხა მათში მონაწილე პოლიტიკანებს გარკვეული პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ,თუნდაც მორალური , ეს აჩრდილი მუდმივად დამოკლეს ხმალივით იტრიალ;ებს ჩვენს თავზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კონსტანტინე გამსახურდიას ფილმში არის ინტერვიუ ავთო იოსელიანთან, სადაც ის ადასტურებს, რომ მისი ჯგუფი კვალდაკვალ მისდევდა ზვიადს და მის გარემოცვაშიც ჰყავდა თავისი ხალხი.

კოკოს კი არა, არამედ ნათია თოიძის ფილმია (კახა მიქაიას დაფინანსებით)+ მეც აქტიურად ვიყავი ამ ფილმის შექმნაში ჩართული

 

მოკლეს თუ არა ზვიადი?

თავი მოიკლა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თავი მოიკლა

რაც წავიკითხე ხურციძის ინტერვიუში არადამაჯერებელია. კიტოვანს ყოველთვის ახასიათებდა ფანტაზიები.

რაც შეეხება 90-ნ წლებს, ეს უფრო მწვავე თემაა , ვიდრე ზვიადის გარდაცვალება,რომელიც მხოლოდ ეპილოგია გარკვეული პროცესების.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სანამ 90ნი წლებს არ დაერქმევა თავისი სახელი დხა მათში მონაწილე პოლიტიკანებს გარკვეული პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ,თუნდაც მორალური , ეს აჩრდილი მუდმივად დამოკლეს ხმალივით იტრიალ;ებს ჩვენს თავზე.

 

 

გეთანხმებით სრულად!

 

თვითმკვლელობის არ მჯერა. თუნდაც იმიტომ, რომ ბატონი ზვიადი გარდაცვალების მომენტში ფსიქიურად შეურაცხადად არავის მიუჩნევია, მას კი ეკლესიამ წესი აუგო. ასეთი რამ 100%-იანი გარკვეულობის გარეშე არ ხდება. უბრალოდ, ალბათ დრო სჭირდება ყველაფრის სააშკარაოზე გამოტანას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კოკოს კი არა, არამედ ნათია თოიძის ფილმია (კახა მიქაიას დაფინანსებით)+ მეც აქტიურად ვიყავი ამ ფილმის შექმნაში ჩართული

თავი მოიკლა

ედუარდ შევარდნაძე: "ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაციის შესახებ ჩემთვის გვიან გახდა ცნობილი" ბეჭდვა ელფოსტა

19:34 - 31.01.2010

eduard_shevardnadze2341.jpgსაქართველოს ექს-პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაცია მას არავისთვის დაუვალებია. როგორც შევარდნაძე აცხადებს, ის იგორ გიორგაძეს არ ენდობა, თუმცა უშიშროების ყოფილი მინისტრის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ზვიად გამსახურდიასადმი დევნას გია გულუასა და ავთანდილ იოსელიანის მეთაურობით შსს-სა და უშიშროების ორი ჯგუფი ახორციელებდა, თავადაც ადასტურებს. "იგორ გიორგაძის არ მჯერა. მას არ ვენდობოდი მაშინაც, როდესაც უშიშროების მინისტრი იყო. რაც შეეხება იმას, რომ ზვიად გამსახურდიას ძებნა მიმდინარეობდა, ეს ყველასთვის ცნობილი იყო. მისი ლიკვიდაციის შესახებ კი ჩემთვის გვიან გახდა ცნობილი", - განაცხადა შევარდნაძემ. შეგახსენებთ, რომ უშიშროების ყოფილმა მინისტრმა იგორ გიორგაძემ საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების მიზეზების დამდგენი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარეს კონსტანტინე გამსახურდიას განუცხადა, რომ ზვიად გამსახურდიას თავი არ მოუკლავს და იგი მოკლეს. ამასთან, გიორგაძის ინფორმაციით, პირველი პრეზიდენტის ლიკვიდაციით ყველაზე მეტად ედუარდ შევარდნაძე იყო დაინტერესებული. პ.ს. თვით მკვლელობის შემკვეთი აღიარებს ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაციას. მალე მას სხვა რამის აღიარებაც მოუწევს თუ საზოგადოება ამის ღირსი იქნება...მანამდე თვითმკკვლელობას აღიარებდა.. ამ მკვლელობის შემომქმედი–ფილიფე შევარდნაძე აღიარებს ლიკვიდაცია–მკვლელობას და თქვენ რა სხვა აზრი ვინ გაგიჩინათ...?! :licemer:ასევე სვეტიცხოველში პანაშვიდები, წესისი აგება თვით პატრიარქმა და ეპისკოპოსებმა მრავალგზის გადაუხადეს! გროზნოში კი– ეპისკოპოსმა ამბროსიმ ქრისტიანულად დაკრძალა,რადგან იქ უკვე ცნობილი იყო ყველაფერი!

Edited by shavlego91
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სანამ 90ნი წლებს არ დაერქმევა თავისი სახელი დხა მათში მონაწილე პოლიტიკანებს გარკვეული პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ,თუნდაც მორალური , ეს აჩრდილი მუდმივად დამოკლეს ხმალივით იტრიალ;ებს ჩვენს თავზე.

 

 

+1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოკლეს თუ არა ზვიადი?

გამსახურდიას მხარდამჭერი არასდროს ვყოფილვარ და ამდენად ალბათ მიუკერძოებელი ვიქნები თუ ვიტყვი რომ გამსახურდია მოკლეს. მოკლეს ამერიკელებმა, რუსეთისა და შევარდნაძის გამოყენებით, რადგან ერთადერთი რაც გამსახურდიას პოლიტიკიდან როდისმე ღირებულად მიმაჩნდა რეალურად დამოუკიდებელი საქართველოსკენ სწრაფვა იყო და სწორედ ეს გახდა ამერიკისთვის პრინციპულად მიუღებელი გამსახურდიას პრეზიდენტობაში ...

 

როცა ვწერ ამერიკელებმა მოკლეს რუსეთისა და "შევარდნაძის საქართველოს" სპეც-სამსახურების გამოყენებით მეთქი ზუსტად ვიცი რასაც ვგულისხმობ .. იმ დროინდელი რუსეთი დამოუკიდებლად მოქმედებას ვერ გაბედავდა რომ თეთრი სახლისგან დაუკითხავად გაეწია შევარდნაძისთვის სამხედრო დახმარება და ვერც შევარდნაძე გაბედავდა ზვიადის ძებნაში სამეგრელოს აწიოკებას რომ არა თეთრი სახლის მხარდაჭერა ..

 

ეგეც არ იყოს და თბილისის ომი ამერიკელების გავლენისა და შტატიანი აგენტების ინსპირირებული გახლდათ და რუსეთიც მიერ მათი მხარდაჭერა და ის ფაქტი რომ კიტოვანი და თბილისისა და საქართველოს გამანადგურებელი სხვა მრავალი ბოზისგაზრდილი დღეს მოსკოვში იმალება ამას ადასტურებს. ადასრტურებს, რადგან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთი ვაშინგტონის დიქტატის ქვეშ იმყოფება და ამ დიქტატისგან თავის დაღწევის არაერთი მცდელობის მიუხედავად ანგლოსაქსების ისეთივე კოლონიაა როგორც საქართველო ... რუსეთი რეგიონში ვაშინგტონის ბინძურ საქმეებს აკეთებს ანუ ...

 

ის რომ ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანა თავისთავად დანაშაულია ხო ფაქტია მაგრამ რატომღაც ვფიქრობ რომ მოკლეს გამსახურდია, რადგან არა მგონია საკუთარი თავის მოკვლა გაებედეა ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გამსახურდიას მხარდამჭერი არასდროს ვყოფილვარ და ამდენად ალბათ მიუკერძოებელი ვიქნები თუ ვიტყვი რომ გამსახურდია მოკლეს. მოკლეს ამერიკელებმა, რუსეთისა და შევარდნაძის გამოყენებით, რადგან ერთადერთი რაც გამსახურდიას პოლიტიკიდან როდისმე ღირებულად მიმაჩნდა რეალურად დამოუკიდებელი საქართველოსკენ სწრაფვა იყო და სწორედ ეს გახდა ამერიკისთვის პრინციპულად მიუღებელი გამსახურდიას პრეზიდენტობაში ...

 

როცა ვწერ ამერიკელებმა მოკლეს რუსეთისა და "შევარდნაძის საქართველოს" სპეც-სამსახურების გამოყენებით მეთქი ზუსტად ვიცი რასაც ვგულისხმობ .. იმ დროინდელი რუსეთი დამოუკიდებლად მოქმედებას ვერ გაბედავდა რომ თეთრი სახლისგან დაუკითხავად გაეწია შევარდნაძისთვის სამხედრო დახმარება და ვერც შევარდნაძე გაბედავდა ზვიადის ძებნაში სამეგრელოს აწიოკებას რომ არა თეთრი სახლის მხარდაჭერა ..

 

ეგეც არ იყოს და თბილისის ომი ამერიკელების გავლენისა და შტატიანი აგენტების ინსპირირებული გახლდათ და რუსეთიც მიერ მათი მხარდაჭერა და ის ფაქტი რომ კიტოვანი და თბილისისა და საქართველოს გამანადგურებელი სხვა მრავალი ბოზისგაზრდილი დღეს მოსკოვში იმალება ამას ადასტურებს. ადასრტურებს, რადგან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთი ვაშინგტონის დიქტატის ქვეშ იმყოფება და ამ დიქტატისგან თავის დაღწევის არაერთი მცდელობის მიუხედავად ანგლოსაქსების ისეთივე კოლონიაა როგორც საქართველო ... რუსეთი რეგიონში ვაშინგტონის ბინძურ საქმეებს აკეთებს ანუ ...

 

ის რომ ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანა თავისთავად დანაშაულია ხო ფაქტია მაგრამ რატომღაც ვფიქრობ რომ მოკლეს გამსახურდია, რადგან არა მგონია საკუთარი თავის მოკვლა გაებედეა ..

რუსეთის კგბ-სთან 35 წლიანი ბრძოლას ნამდვილად გამბედაობა უნდოდა,როცა სიკვდილი ყველგან იყო ჩასაფრებული...გამსახურდია და 5 მეგობარი ერთად საუბრობდა...მეორე დღისთვის გამსახურდია კგბ-მ გალერეასთან ბაღში დაიბარა "სასაუბროდ".ბ-ნმა ზვიადმა ყველას დაურეკა,რომ იქ მოსულიყვნენ მხარდასაჭერად...მეორე დღეს ერთ-ერთი მივიდა მხოლოდ...როცა მივუახოვლდიო ზვიადს სამი გალსტუკიანი კგბ-ს ხალხი ეხვია გარს ბაღშიო.როცა გადმომხედა გაუხარდაო, ერთი მაინც აღმოჩნდაო ნამდვილი მეგობარიო(ეს ამოვიკითხეო მის თვალებშიო),მაგრამ ისე შემეშინდაო,რომ თითქოს არ ვიცნობდი ისე გავიარეო სწრაფად და როგორ აღვმოჩნდიო მშრალ ხიდთან არ მახსოვსო..იმ წუთიდან ვოცნებობდიო დღესვე მომკვდარიყოო ზვიადი..ასე შემზღდიდაო და ამიტომ მძულსო .ანუ სიძულვილი მის მიმართ იმაშია,რომ მასთან მიმარებაში საკუთარ არარაობას ხედავდნენ,ვინაიდან თითქმის ყველა" წარმატებული " ადამიანს მსგავსი განცდები ჰქონდათ რატომ? ეტყობა ცნებებს ურევთ ბატონებო ერთმანეთში... :D :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსეთის კგბ-სთან 35 წლიანი ბრძოლას ნამდვილად გამბედაობა უნდოდა,როცა სიკვდილი ყველგან იყო ჩასაფრებული...გამსახურდია და 5 მეგობარი ერთად საუბრობდა...მეორე დღისთვის გამსახურდია კგბ-მ გალერეასთან ბაღში დაიბარა "სასაუბროდ".ბ-ნმა ზვიადმა ყველას დაურეკა,რომ იქ მოსულიყვნენ მხარდასაჭერად...მეორე დღეს ერთ-ერთი მივიდა მხოლოდ...როცა მივუახოვლდიო ზვიადს სამი გალსტუკიანი კგბ-ს ხალხი ეხვია გარს ბაღშიო.

მთაწმინდელ ქურდთან უნდა ასულიყვნენ ხო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს კოკო, მანან, კიტოვანი და გიორგაძეს უნდა ურტყას კაცმა გაბერვამდე და თან ცემის დროს არ უნდა უთხრა რატომ სცემ.

"- იოსელიანი პრეზიდენტის დაცვის წევრებსაც გულისხმობდა?

- გვარების დასახელებას მოერიდნენ კიტოვანი და გიორგაძეც. გვითხრეს, ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ წარიმართება თქვენი საგამოძიებო ჯგუფის მუშაობაო. კიტოვანმა დაგვისახელა თანხა, რომელიც პრეზიდენტის მკვლელობაში გადაიხადეს."

 

"კოლმეურნეობის თავჯდომარე, გვარს არ დავასახელებ."

 

ბოლო-ბოლო ელოდებიან ბატონ ბესარიონ გუგუშვილის ამქვეყნიდან წასვლას. ისე ვერ გაუბედავენ დაბრალებას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თავი მოიკლა. დარწმუნებული ვარ.

მკვლელობის ერთი, ოდნავ დამაჯერებელი მტკიცებულებაც რომ ყოფილიყო, მისი გარდაცვალებიდან სულ მცირე ხანშივე გახდებოდა ცნობილი. გასაგებია, რომ ზვიადის მომხრეებს შევარდნაძის, კიტოვანის და სიგუას დასჯა, ჯაბა იოსელიანის ამოთხრა უნდათ და ამისთვის ყველა ღონეს იხმარებენ; მე წინააღმდეგი არ ვარ, განსაკუთრებით შევარდნაძის დასჯის, მაგრამ მათ დასასჯელად კიდევ მილიონი შიშველი მტკიცებულება არსებობს სხვა საქმეებში და იმას მიაწვნენ თუ სამაგიეროს გადახდა უნდათ.

თან, ზოგიერთს დღემდე აქვს ილუზია, რომ თუ ზვიადის მოკვლის ფაქტი დაამტკიცეს, მერე ვინმე ადგება და ისევ მათ დაუბრუნებს უკანონოდ წართმეულ კანონიერ ხელისუფლებას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გასაგებია, რომ ზვიადის მომხრეებს შევარდნაძის, კიტოვანის და სიგუას დასჯა, ჯაბა იოსელიანის ამოთხრა უნდათ და ამისთვის ყველა ღონეს იხმარებენ;

 

არასწორია.

"მომხრები" არა. მანანანს მდედრიონი, კოკო ოჯახის იძულებით და ნაცბანდას სურს ზვიადისტების გასვრა. დანარჩენი სხვა ნაღდათ არ გამიგია რომ ასე ფიქრობდეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კიდევ ერთხელ სათვალეებით წაიკიტXელთ... :D :D ედუარდ შევარდნაძე: "ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაციის შესახებ ჩემთვის გვიან გახდა ცნობილი" ბეჭდვა ელფოსტა

19:34 - 31.01.2010

eduard_shevardnadze2341.jpgსაქართველოს ექს-პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაცია მას არავისთვის დაუვალებია. როგორც შევარდნაძე აცხადებს, ის იგორ გიორგაძეს არ ენდობა, თუმცა უშიშროების ყოფილი მინისტრის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ზვიად გამსახურდიასადმი დევნას გია გულუასა და ავთანდილ იოსელიანის მეთაურობით შსს-სა და უშიშროების ორი ჯგუფი ახორციელებდა, თავადაც ადასტურებს. "იგორ გიორგაძის არ მჯერა. მას არ ვენდობოდი მაშინაც, როდესაც უშიშროების მინისტრი იყო. რაც შეეხება იმას, რომ ზვიად გამსახურდიას ძებნა მიმდინარეობდა, ეს ყველასთვის ცნობილი იყო. მისი ლიკვიდაციის შესახებ კი ჩემთვის გვიან გახდა ცნობილი", - განაცხადა შევარდნაძემ. შეგახსენებთ, რომ უშიშროების ყოფილმა მინისტრმა იგორ გიორგაძემ საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების მიზეზების დამდგენი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარეს კონსტანტინე გამსახურდიას განუცხადა, რომ ზვიად გამსახურდიას თავი არ მოუკლავს და იგი მოკლეს. ამასთან, გიორგაძის ინფორმაციით, პირველი პრეზიდენტის ლიკვიდაციით ყველაზე მეტად ედუარდ შევარდნაძე იყო დაინტერესებული. პ.ს. თვით მკვლელობის შემკვეთი აღიარებს ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაციას. მალე მას სხვა რამის აღიარებაც მოუწევს თუ საზოგადოება ამის ღირსი იქნება...მანამდე თვითმკკვლელობას აღიარებდა.. ამ მკვლელობის შემომქმედი–ფილიფე შევარდნაძე აღიარებს ლიკვიდაცია–მკვლელობას და თქვენ რა სხვა აზრი ვინ გაგიჩინათ...?! :D ასევე სვეტიცხოველში პანაშვიდები, წესისი აგება თვით პატრიარქმა და ეპისკოპოსებმა მრავალგზის გადაუხადეს! გროზნოში კი– ეპისკოპოსმა ამბროსიმ ქრისტიანულად დაკრძალა,რადგან იქ უკვე ცნობილი იყო ყველაფერი!

Edited by shavlego91
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

ზუსტად მაგათ ვგულისხმობ ჩემო გიორგი. "ისტ"-ობის და "იზმ"-ობის სენით ეგენი არიან შეპყრობილები, თორე ნორმალური ადამიანი ფაქტების გარეშე "მოკლეს! მოკლეს!" კივილს არ დაიწყებდა.

იმას ვამბობ, რომ ის ადამიანები ვისაც მკვლელებად (დამკვეთებად) მიიჩნევენ, ისედაც დასასჯელები არიან და გაცილებით მძიმე დანაშაულები აწევთ კისერზე, ვიდრე ერთი მკვლელობა იქნებოდა.

მერე კიდევ, ლოთი ქობალია და მსგავსები სხვებს არ უნდა სდებდნენ მკვლელობაში ბრალს, ამაზრზენია.

შევარდნაძე გასაგებია. ცალკე თემაა და ბერიას შემდეგ მასზე დიდი დამნაშავე ქართველებს არ გვყოლია თუ მიშამ არ გადაუჯოკრა უკვე ან ცოტა ხანში, მაგრამ ლოთი ქობალია და კაკო ელიავა ჩემთვის არანაკლები დამნაშავეები არიან, ვიდრე კიტოვანი და ჯაბა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თავი მოიკლა. დარწმუნებული ვარ.

მკვლელობის ერთი, ოდნავ დამაჯერებელი მტკიცებულებაც რომ ყოფილიყო, მისი გარდაცვალებიდან სულ მცირე ხანშივე გახდებოდა ცნობილი. გასაგებია, რომ ზვიადის მომხრეებს შევარდნაძის, კიტოვანის და სიგუას დასჯა, ჯაბა იოსელიანის ამოთხრა უნდათ და ამისთვის ყველა ღონეს იხმარებენ; მე წინააღმდეგი არ ვარ, განსაკუთრებით შევარდნაძის დასჯის, მაგრამ მათ დასასჯელად კიდევ მილიონი შიშველი მტკიცებულება არსებობს სხვა საქმეებში და იმას მიაწვნენ თუ სამაგიეროს გადახდა უნდათ.

თან, ზოგიერთს დღემდე აქვს ილუზია, რომ თუ ზვიადის მოკვლის ფაქტი დაამტკიცეს, მერე ვინმე ადგება და ისევ მათ დაუბრუნებს უკანონოდ წართმეულ კანონიერ ხელისუფლებას.

+1

 

მაგრამ არა მგონია ვინმეს ხელისუფლების დაბრუნების ილუზია ქონდეს.

 

დასჯა კი ბატონო, დიდი სიამოვნებით ვნახავდი მაგ გარეწრებს გისოსებს მიღმა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...