akkai Posted February 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 14, 2010 მათთვის, ვინც კარგად იცნობს პოლიტიკურ ცხოვრებას, ახალი და გასაკვირი არაფერია იმაში, თუ როგორ იყენებს ამა თუ იმ სახელგანთქმულ პროდუქტს თავისი პოპულარიზაციისთვის ესა თუ ის პოლიტიკური გუნდი. გამონაკლისნი ამ შემთხვევაში არც ცნობილი ქართული სერიალის “შუა ქალაქის” ბინადარნი აღმოჩნდნენ. თუ ადრე სერიალში აქა-იქ გაიელვებდა “კოკა-კოლას” მოკრძალებული წარწერა (დათოს ჩანთაზე), ლუდი “ნატახტარი” საყვარელი გმირების ხელში ან “TBC” ბანკის “შარფები” და სხვა, ქვეყანაში წინასაარჩევნო დუღილმა ტემპერატურა “შუა ქალაქშიც" აწია და წინასაარჩევნო მარათონში 5-ის ნიშნით ჩაება ირაკლი ჩხეიძის გუნდი. აქამდე სერიალი “შუა ქალაქში” იყო ის, რაც დღევანდელ ქალაქელს ასე ძლიერ ენატრება - ნაღდი, ჯანსაღი, გახსნილი ურთიერთობები. ჩხეიძეების ოჯახის კარიც კი, რომელიც არასოდესაა დაკეტილი, ამ ურთიერთობების სიმბოლოდ შეიძლება გამოდგეს. მეგობრებს, მეზობლებს, ნათესავებს შორის ასეთი სახის ურთიერთობების ყურება მეტად თბილ, მშობლიურ და ნოსტალგიურ მდგომარეობაშიც კი გაგდებს. ამას ხაზს უსვამს მსახიობების კარგად შერჩეული ადამიანური სახეები, რაც ზედმიწევნით შვენით სერიალის გმირებს. აღარ გიამბობთ თუ რა სიყვარულით სარგებლობენ ხალხში ამ სერიალის გმირები. მხოლოდ ერთ მაგალითს დავჯერდეთ: ინტერნეტ მომხმარებელთა შორის, რომლის რაოდენობა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების აკადემიის (USAID) და საგანმანათლებლო განვითარების აკადემიის (AED) კვლევის მიხედვით (2009 წლის ზაფხული), ინტერნეტს საქართველოში მოსახლეობის 8,9 პროცენტი იყენებს(1). 2009 წლის ათი თებერვლის მონაცემებით ყველასათვის ნაცნობ სოციალურ ქსელში Facebook-ზე “შუა ქალაქის” მოყვარულთა 8 გვერდია შექმნილი. ამ გვერდებზე ხალხის საერთო რაოდენობა სულ რაღაც 9875-ა და ასე ნაწილდება: I შუა ქალაქში - 3392;II შუა ქალაქში - 338;III შუა ქალაქში - 3353;IV შუა ქალაქში - 50;V შუა ქალაქში - 9;VI შუა ქალაქში - 227;VII ირაკლი ჩხეიძე - 2445;VIII დები ღლონტები - 61. ეს ყველაფერი იმისთვის, რომ გამცნოთ, რამდენად ღირს ამ სერიალში მოკრძალებული რეკლამის შეტანა და ამით მაყურებელზე ზემოქმედება. სუბიექტი, რომელსაც საზოგადოებრივი აზრის შესწავლის შემდეგ სურს თავისი პროდუქციის გაყიდვა, აკეთებს რეკლამას, იწყებს მის განთავსებას ყველაზე რეიტინგულ გადაცემაში და ცდილობს მიაღწიოს დასახულ მიზანს. მაგრამ “შუა ქალაქის” ძირითადმა მაყურებელმა არ იცის, რომ რეკლამას უყურებს. ასეთ რეკლამას, ბუნებრივია, გაცილებით დიდი შედეგი მოაქვს, რადგან იგი რეკლამად კი არა, მათი ცხოვრების შემადგენელ ნაწილად აღიქმება, თანაც იქიდან მიდის, საიდანაც არ ელის - თავისი საყვარელი სპექტაკლიდან. კამერა რომელსაც ჩხეიძეების დიდი ოჯახი ჩვენს ოჯახებში ყოველკვირეულად შემოჰყავს ამ შეგრძნებების, სენტიმენტალიზმისა და იუმორის გარდა კომერციულ პროდუქტსაც ყიდის. ახალი სეზონი, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ დაიწყო, ამის ნათელი დადასტურებაა. ვისი ინტერესი იყიდება დღეს “შუა ქალაქში”? ულუკმაპუროდ დარჩენილი ირაკლი ჩხეიძის ოჯახი, რომელიც უნიჭო მხატვრის დათოს ხარჯზე ცხოვრობს, მოულოდნელად სასიხარულო ამბავს იგებს - პროფესორი ი. ჩხეიძე სახელმწიფო სტრუქტურაში იწყებს მუშაობას. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ორი ტყუპი გოგონას მამას ცხოვრების მორევში დახრჩობას ჯანდაცვის მინისტრი სანდრო კვიტაშვილი გადაარჩენს. ამ ბედნიერი შემთხვევის შემდეგ ბედნიერმა მაყურებელმა ისიც იხილა, როგორ შემთხვევით შემოიარა სერიალის გმირებთან “ქორნერ ბარ”-ში თბილისის მერმა გიგი უგულავამ, რომელიც ამ ბოლო დროს დედაქალაქის მომეტებული აღმშენებლობით არის დაკავებული და როგორ უბრალოდ გაიზიარა დამდეგი ახალი წლის სუფრა ჩვეულებრივ თბილისელებთან, ვისაც თითქმის მთელი საქართველო იცნობს და უყვარს. მეხუთე სეზონის დამთავრებამ და ძველმა წელმა თამარისა და ვახოს დიდხანს ნანატრი შერიგების ამბავი გვამცნო. ახალი წელი ახალი სეზონისა და ქორწილის მოლოდინით დაიწყო. თუმცაღა დიდი ხნის ნანატრი ნიშნობა და შეუღლება მხოლოდ ფონი გამოდგა სახელმწიფო მოხელის ქონებრივი დეკლარაციის განცხადების ფორიაქის მიღმა. რაღა დაგიმალოთ და ისეთი შთაბაჭდილება დამრჩა, თითქოს ერთ-ერთ ქართულ საინფორმაციო გამოშვებას ვუყურებდი. ახალ სერიალში ყველა ნაჩვევი ისტორიისა და სიახლის წინ ვიხილეთ პატიოსანი, ხალხის წიაღიდან გამოსული სახელმწიფო მოხელე, რომელსაც უკვე ჩასაფრებია ბოროტი და სულელი ჟურნალისტი. ეს ჟურნალისტი დებს ბრალს ჩვენს ნაცნობ მოხელეს იმაში, რაშიც ის წყაროს წყალივით წმინდა და აუმღვრეველია. ამის მოწმედ მთელი საქართველოც კი გამოდგება. მაყურებელმა ხომ იცის, რომ ირაკლი ჩხეიძეს სახლში ნამდვილად “შალვოვნას” ნაჩუქარი მაცივარი უდგას და რომ კომპიუტერიც დათოსია. ხომ ყველა ჩვენი თვალით ვხედავთ, რომ რაც ირაკლი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეა “სახლს არაფერი ეტყობა” (დათოს რეპლიკა) და ეს ასეცაა. ანუ იმსხვრევა მითი ზედა ბიუროკრატიული რგოლის “ელიტარული კორუფციის” შესახებ. თანაც ამ ყველაფერს ისიც ერთვის, რომ მინისტრის მოადგილის ოთახში “მიშას” გადიდებული ფოტოსურათი სტალინის არაპირდაპირი, დახრილი მზერით აკონტროლებს ქვეშევრდომს და შესაძლო ცდუნების შემთხვევაში კორუფციაში მხილებით ემუქრება. მეექვსე სეზონში “შუა ქალაქში” ფოტოსურათით შემოდის “მიშა”. მიშასთან ერთად საარჩევნო მარათონის განუყრელი და ჩვეული წინასაარჩევნო რიტორიკა, რომელიც კამერის საშუალებით უწყინრად აღწევს საყვარელი გმირებიდან მაყურებელში და უსიტყვოდ გეუბნება: შემოხაზე N 5, რადგან მიშა მაგარია. http://azrebi.ge/index.php?m=734&newsid=83 თუ უყურებთ ამ სერიალს, ძალიან ძნელია რომ ამ სტატიას არ დაეთანხმო . Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2010 თუ უყურებთ ამ სერიალს, ძალიან ძნელია რომ ამ სტატიას არ დაეთანხმო .ძალიან კარგი სტატიაა akkai :maladec: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted February 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2010 akkai თუ უყურებთ ამ სერიალს, ძალიან ძნელია რომ ამ სტატიას არ დაეთანხმო .სრულად ვეთანხმები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted February 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2010 კი ეს მსახიობების სურვილია. ხელი არ ზშეუშალა იმედის რედაქციამ . ამ არხების ყურებას ალბათ ჯობია "სვარკის " გამოსხივება იქნეს გაშვებული შესაბამის სიხშირეებზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
akkai Posted February 15, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2010 ამ არხების ყურებას ალბათ ჯობია "სვარკის " გამოსხივება იქნეს გაშვებული შესაბამის სიხშირეებზე.lasha_alo არხი შეილება არ მოგწონდეს, მაგრამ ამ სერიალს ყველაზე დიდი რეიტინგი აქვს საქართველოში, ერტადერთხელ ყურებადობით გრიგოლიამ გადაუსწრო,ოქრუაშვილი რომ ყავდა ეთერში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2010 (edited) დაუკვირდით ქართულ სერიალებს, ხალხი ძალიან კარგად ცხოვრობს, არანაირი მატერიალური პრობლემა ფუფუნება, რითი ცხოვრობდნენ დები ღლონტები ასეთი კარგი ბაითი რომ აქვთ,დებილ სანდროს მაყუთი არ აკლია,ახალ ბაითს ყიდულობს,რას საქმიანობს ვახო, რომელმაც ბინა იყიდა პრესტიჟულ უბანში,უყურებს საწყალი ქართველი ამ ფილმს და ფიქრობს, ირგვლივ ხახლი კარგადაა მე ვარ ასეტი უიღბლო და ხელმოცარული Edited February 15, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
UTUFURS Posted February 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2010 ძლიან მაგარი.... სერიალია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted February 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2010 ერტადერტი ქარტული ტელეპროდუქტი რასაც ვუყურებდი...იმდენად ზუსტად გადმოსცემს ეს სტატია ჩემს ატაშორს..ნათქვამიც მაქვს ერტი ამ შაბათ-კვირას კიდევ შევხედავ და მერე ტორენტიე ვჯდები კაპიტალნა-დეგენერატები ესენი! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted February 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2010 lasha_alo კი ეს მსახიობების სურვილია. ხელი არ ზშეუშალა იმედის რედაქციამ . არადა როგორ მევასებოდა ეს მართლაცდა შნირები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2010 T_A_T რტადერტი ქარტული ტელეპროდუქტი რასაც ვუყურებდი...ხო, მეც ძალიან გული დამწყდა...ეს სერიალი ღიად რომ ჩადგა ნაცების სამსახურში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SSDK Posted February 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2010 არ დაგწყვიტავთ გულს და გეტყვით, რომ საშინლად უხარისხო სიტკომია.. მედიდურად არ გამომივიდეს ნათქვამი, მაგრამ ვინც სიტკომებში ერკვევა დამეთანხმება, რომ საშინელი გაკეთებულია, საშინლად დიდი "პერეიგროვკა"/"ოვერფლეინგი", სცენარის 80% აგებულია არა კონკრეტულ კომედიური სიტუაციების შემუშავება-მოყვანაზე, არამედ "მანჭვა-გრეხვებზე" და მსახიობების "პერეიგროვკებზე".. მიუხედავად ამეებისა, იმედი მაქვს შემდეგი და შემდეგი პროდუქტები უკვე ხარისხიანი იქნება, რადგან არამგონია, ესე პირდაპირ მივიღოთ და დავაფასოთ იგივე "Friends"-ების ნაირი სიტკომები.. გასავლელია შუა ქალაქისნაირი დონის სიტკომებიც.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2010 მე ზოგჯერ ჩვენს ოფისსაც ვუყურებ და მაგარია, მანამდე კაბარესაც ვუყურებდი, შორენა, არ ვიცოდი ეგ თუ შორენა იყო, რია ვიცი, მომწონდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SHARI Posted February 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2010 მაგრად გატეხა შუა ქალაქის გაპოლიტიზირებამ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted February 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2010 მაგრად გატეხა შუა ქალაქის გაპოლიტიზირებამ რა სერიალია? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SSDK Posted February 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 19, 2010 lasha1997 რა სერიალია?FRIENDS - ების საშინლად უხარისხო კოპია.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.