Jump to content
Planeta.Ge

მიშამ იანუკოვიჩს მიულოცა


Recommended Posts

მიხეილ სააკაშვილმა ვიქტორ იანუკოვიჩს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

სიახლე !!! ”ინტერპრესნიუსი” უკვე თქვენს მობილურში

11 / 02, 2010 20:45

Print

Font size:

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რამდენიმე საათის წინ, უკრაინის ახლად არჩეულ პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს ტელეფონით ესაუბრა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს საღამოს, ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მათ შორის თბილი და კეთილგანწყობილი საუბარი შედგა, საქართველოს პრეზიდენტმა ეკონომიკური წარმატებები უსურვა როგორც იანუკოვიჩს, ასევე უკრაინელ ხალხს.

‘’თავის მხრივ, ვიქტორ იანუკოვიჩმა საქართველოსთან სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა’’, - დასძინა პრესსპიკერმა.

მანჯგალაძის ცნობით, სატელეფონო საუბარი სააკაშვილის ინიციატივით შედგა. საქართველოს პრეზიდენტმა იანუკოვიჩს კიევში, კანადის ქალაქ ვანკოვერიდან დაურეკა, სადაც აჭარის მთავრობის მეთაურთან, ლევან ვარშალომიძესთან და კულტურის მინისტრ ნიკა რურუასთან ერთად იმყოფება.

როგორც პრესსპიკერმა განაცხადა, სააკაშვილი ვანკოვერში კიდევ ორ დღეს დარჩება და რამდენიმე სახელმწიფოს მეთაურთან ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს. ‘’ამასთან, პრეზიდენტი კანადაში სპორტულ ობიექტებს დაათვალიერებს. როგორც ვიცით, აჭარაში სპორტული კომპლექსების მშენებლობა იგეგმება’’, - დასძინა მანჯგალაძემ

 

მე რამდენადაც ვიცი იანუკოვიჩისთვის ჯერ პრეზიდენტობა არავის არ მიულოცია. მითუმეტეს ჯერ უკრაინის ცესკოს ოფიციალური შედეგები არ გამოუქვეყნებია. მოკლედ მიშა "მაგარია"

ჰო კიდევ ვანკუვერში რა ჯანდაბა უნდა?

Edited by ძუკუ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვანკუვერში ოლიმპიადა იხსნება! იქ უნდა იყოს აუცილებლად, პრეზიდენტია

 

თავის დროზე იანუკოვიჩს პუტინმაც მიულოცა, სანამ ოფიციალური მონაცემები გამოქვეყნდებოდა. ასე რომ არის რაღაც მსგავსება ამ ორ პოლიტიკოსს შორის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DMS

ვანკუვერში ოლიმპიადა იხსნება! იქ უნდა იყოს აუცილებლად, პრეზიდენტია

 

თავის დროზე იანუკოვიჩს პუტინმაც მიულოცა, სანამ ოფიციალური მონაცემები გამოქვეყნდებოდა. ასე რომ არის რაღაც მსგავსება ამ ორ პოლიტიკოსს შორის

ოლიმპიადა მე მგონი კვირას იხსნება.

მსგავსება ბევრ რამეშია. ოღონდ როგორც ერთმა ჭკვიანმა კაცმა კარგად აღნიშნა მიშა წარუმატებელი პუტინია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DMS

 

ოლიმპიადა მე მგონი კვირას იხსნება.

მსგავსება ბევრ რამეშია. ოღონდ როგორც ერთმა ჭკვიანმა კაცმა კარგად აღნიშნა მიშა წარუმატებელი პუტინია.

არა, შაბათ ღამეს და უმეტესობა ქვეყნის ლიდერები უკვე იქ არიან. მითუმეტეს ისეთი ქვეყნისა როგორიც საქართველოა, სადაც ზამთრის სპორტი ყველაზე პოპულარული და მასობრივია.

 

ერთი ფაქტია საინტერესო რომ მიშა ისე გაიპარა კანადაში, არცერტ მის არხს ამის შესახება არაფერი უთქვამს. ის კი არა და როცა მანჯგალაძე იმას ხსნიდა ტუ რა დაკავებულია მიშა და რის გამოც არ მიდის მიუნხენში, მისი კანადური ვოიაჟი არც მას უხსენებია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩვეულებრივი მოვლენაა მილოცვა

 

ანომალია ის იყო, რაც ამ მილოცვამდე ხდებოდა და ვგონებ ეს მილოცვა იმ ყველაფერს ვერ გადაფარავს :P

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩვეულებრივი მოვლენაა მილოცვა

 

ანომალია ის იყო, რაც ამ მილოცვამდე ხდებოდა და ვგონებ ეს მილოცვა იმ ყველაფერს ვერ გადაფარავს :P

 

ჩვეულებრივია, როდესაც შედეგები უკვე ოფიციალურია. ამას კი პადხალიმობა და მიქარულის უნიჭოდ გადაფარვის მცდელობა ჰქვია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე რამდენადაც ვიცი იანუკოვიჩისთვის ჯერ პრეზიდენტობა არავის არ მიულოცია. მითუმეტეს ჯერ უკრაინის ცესკოს ოფიციალური შედეგები არ გამოუქვეყნებია. მოკლედ მიშა "მაგარია"

ჰო კიდევ ვანკუვერში რა ჯანდაბა უნდა?

 

 

მედვედევმა მიულოცა მანამდე და ჩემის აზრით იმ „დამკვირვებლების“ გაგზავნაც იანუკოვიჩისთვის იყო.ანუ იულიას საქმის გასაფუჭებლად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

მედვედევმა მიულოცა მანამდე და ჩემის აზრით იმ „დამკვირვებლების“ გაგზავნაც იანუკოვიჩისთვის იყო.ანუ იულიას საქმის გასაფუჭებლად.

ერთი განსხვავებაა, მედვედევმა არჩევნებში წარმატება მიულოცა, მიშამ კი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება.DMS

მითუმეტეს ისეთი ქვეყნისა როგორიც საქართველოა, სადაც ზამთრის სპორტი ყველაზე პოპულარული და მასობრივია.

:eshmak: ამავე დროს ჩვენი გუნდი ვანკუვერში ყველაზე მრავალრიცხოვანი და გუნდური პირველი ადგილის სერიოზული პრეტედენტიაო. :D

 

Как пишет официальный сайт Януковича, с победой его также поздравили президент США Барак Обама, президент Франции Николя Саркози, президент ФРГ Хорст Келер, президент Польши Лех Качиньски, первый постоянный председатель Европейского Совета Херман ван Ромпей, а также президент Грузии Михаил Саакашвили и президент Латвии Валдис Затлерс.

არ ყოფილა ჩვენი მიშიკო მარტო.

Edited by ძუკუ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიხეილ სააკაშვილმა ვიქტორ იანუკოვიჩს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

რას იზავ, ჩემო მიშა, მიშას უზნეობას მრავალი მისამართი აქვს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...