Jump to content
Planeta.Ge

რა წაიკითხეთ ბოლოს?


Recommended Posts

  • 2 weeks later...
  • Replies 123
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ეხლა მეოთხე ნაწილი დამრჩა "იდიოტის"

ისე სანამ ამ წიგნს ავიღებდი "ეკატერიბნე ჭავჭავაძე"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტენესი უილიამსის "კატა თუნუქის გახურებულ სახურავზე..."

 

გენიალურია!.. ასეთი სიამოვნება პიესისგან დიდი ხანია არ მიმიღია...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

flash

 

მე ყველაზე ძალიან მაინც ეს მომეწონა... ))

 

ნუ "ტრამვაი რომელსაც სურვილი ჰქვიაც" გენიალურია... მართლა... მაგრამ "კატამ" ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა... ))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თამადამ თანამესუფრეებს სამშობლოს სადღეგრძელო შესთავაზა. კაკო ორჯონიკიძეს თვალები პროჟექტორებივით აენთო, წამოდგა, ღიპი მაგიდაზე შემოსდო, ჭიქა აიღო, იდაყვი განზე გაწია და მხრის სიმაღლეზე დაიჭირა, ნეკა თითი წესისამებრ გაფშიკა, მეორე თავისუფალი მუშტი მკერდზე დაიბრაგუნა და აღელვებულმა, ცრემლმორეული ხმით, ჯერ მარტო თავისი სახელით, მერე სუფრისა და ბოლოს მთელი ქართველი ხალხის სახელით ილაპარაკა იმის შესახებ, რომ ერი არის ხატი, რომლის წინაშე მუხლმოყრილი ლოცვა გვმართებს, რომ ერს ცრემლი უნდა შევუმშრალოთ და სხვა. როდესაც ფიცი დადო, თუკი ერის კეთილდღეობა მოითხოვს, ერთს არ შევყოყმანდები, თვალის დაუხამხამებლად გავწირავ თავსო, გედეონ რევიამ ჩანგალი ააჩხაკუნა და ამით გაკვირვებულმა კაკო ორჯონიკიძემ წამით რომ ლაპარაკი შეწყვიტა, უთხრა:

 

- კარგი და, ვთქვათ, არ დაგჯერდა თავგანწირვას და უფრო მძიმე მსხვერპლი მოგთხოვა. რას იზამ?

 

კაკო ორჯონიკიძე გვერდულად, გაკვირვებული ძაღლივით მიაჩერდა გედეონს.

 

- თავგანწირვაზე მეტი რაღა უნდა მომთხოვოს?! - შესძახა მერე და სუფრას ისე მოავლო თვალი, თითქოს მხარდაჭერას ითხოვსო.

 

- თავგანწირვა ადვილია, კაკო. ძელები თუ სხვამ გამოგითალა, სახრჩობელა სხვამ დაგიდგა, სკამი სხვამ მიგიდგა, სხვამ აგიყვანა ზედ და თოკი სხვამ ჩამოგაცვა, ყულფში თავის შეყოფას რაღა უნდა! მაგრამ ერთიც ვნახოთ და, იმ შენმა სათაყვანებელმა ერმა თავგანწირვის ნაცვლად ასეთი რამ გთხოვა: კაკო ორჯონიკიძე, ნუ დაცლი მაგ ჭიქას. საერთოდ, ნაკლები სვი, ნაკლები ჭამე, ღიპი მოიშორე, გახდი, მეტი იფიქრე, , მეტი იკითხე. მე, შენს მშობელ ერს, ახლა ყველაზე უფრო ის მჭირდება, რომ შენს თავში თავისუფლების იდეა გაჩნდეს. შეასრულებ?

 

- რატომაც არ შევასრულებ! - გულმოსული ხმით თქვა კაკო ორჯონიკიძემ, ისე, ომ გედეონისთვის სახეში არ შეუხედავს, და ჭიქა დაცალა.

 

 

გენიალურია...

Edited by asesino_141
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

irusha

მე ეგ კატა არ წამიკითხავს მარა "The glass menegerie" და"A streetcar named desire" ძალიან მომეწონა..

მე ორიგინალში მაქვს წაკითხული

და შენ კატა სახურავზე (ნუ როგორცაა ქართულად არ ვიცი) ქართულად წაიკითხე?

 

p.s. უი მართლა ტრამვაის ფილმი თუ გინახავ ვივიენ ლის მონაწილეობით?

ძალიან კარგი ფილმია

Edited by flash
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

flash

 

კი, ქართულად წავიკითხე... ))

 

მაქვს ფილმი ნანახი და რატომღაც დიდად არ მომეწონა... (((

და შენ კატა სახურავზე (ნუ როგორცაა ქართულად არ ვიცი) ქართულად წაიკითხე

 

"კატა თუნუქის გახურებულ სახურავზე..." ))) წაიკიტხე აუცილებლად )) მოგეწონება ძალიან... ))

 

ადრე სპექტაკლიც დაიდგა სამეფო უბნის თეატრში... ))

Edited by irusha
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გოჩა მანველიძის მგლები :mad:

 

 

 

ვიხუმრე :D

 

ოსტატი და მარგარიტას ვკითხულობ ნეეეეეელ ნელა :\

 

----

ისე ამის მერე Униженные и оскорбленные უნდა წავიკითხო ორგინალში და ემო უნდა გავხდე :mad:

 

არ ჩამქოლოთ ძმებოო :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე ამის მერე Униженные и оскорбленные უნდა წავიკითხო ორგინალში და ემო უნდა გავხდე

 

ვერ მივხვდი ემოობასთან რა კავშირშია, ოღონდ... ((

 

ვბერდები... ((

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...
  • 2 weeks later...

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...