Jump to content
Planeta.Ge

ბათუმური სტუდკავშირიც გააქტიურდა...


Recommended Posts

ბათუმელი სტუდენტი ზურაბ ნოღაიდელის მისამართით დღეს პროტესტს გამოხატავენ.

როგორც “ინტერპრესნიუსს” ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობიდან აცნობეს, 9 აპრილის მემორიალთან 500-მდე სტუდენტი შეიკრიბება. ახალგაზრდები ნოღაიდელს და მის თანამოაზრეებს გაუგზავნიან წერილს სათაურით - “წერილი იუდას”.

“ჩვენ არ დავუშვებთ, ფუჭად ჩაიაროს ქართველი ხალხის ოცდახუთ საუკუნოვანმა ბრძოლამ დამოუკიდებლობისთვის; ჩვენ არ დავუშვებთ, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების სისხლის სანაცვლოდ კარი გავუღოთ რუსეთის ახალ იმპერიას; არ დავუშვებთ, რაც გარეშე მტერმა ვერ შეძლო, მოახერხონ თანამედროვე შადიმანებმა, სერგო ორჯონიკიძეებმა და ფილიპე მახარაძეებმა”, _ ნათქვამია წერილში.

ზურაბ ნოღაიდელის კავშირებს რუს პოლიტიკოსებთან და პოლიტიკურ პარტიებთან ქართველი სტუდენტების მწვავე გამოხმაურება მოჰყვა.

9 თებერვალს მუხათაგვერდის ძმათა სასაფლაოზე თბილისის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები შეიკრიბნენ და სამშობლოს ერთგულების ფიცი დადეს. 10 თებერვალს კი, ფიცს ქუთაისელი სტუდენტებიც შეუერთდნენ. ბაგრატის ტაძარზე 1000-ზე მეტი სტუდენტი შეიკრიბა და კიდევ ერთხელ დააფიქსირა ქართველი ახალგაზრდობის განწყობა იმ პოლიტიკოსების მიმართ, “რომლებიც რუსეთის დავალებით მოქმედებენ”.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

პ.ს. აი როგორ უნდა ხელისუფლებას რომ ნოღაიდელი აქციოს მტავარ ბუად და ამის ფონზე გაიმარჯვოს...ვერ ეღირსებიან!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

“ჩვენ არ დავუშვებთ, ფუჭად ჩაიაროს ქართველი ხალხის ოცდახუთ საუკუნოვანმა ბრძოლამ დამოუკიდებლობისთვის;

 

ეს '25-საუკუნოვანი' გლიჯამს, რა. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Grig

ეს '25-საუკუნოვანი' გლიჯამს, რა.

ეხლა დავაკვირდი :) :D :pupuza: ვაი მაგათ პატრონს უბედურს!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:disco:

 

 

დედაქალაქის გმირები როდის უნდა გააქტიურდნენ? სამშობლო ითხოვს მოღალატეთა უფრო ხმამაღალ გაკიცხვას.....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Jonathan Livingston

დედაქალაქის გმირები როდის უნდა გააქტიურდნენ? სამშობლო ითხოვს მოღალატეთა უფრო ხმამაღალ გაკიცხვას.....

იმედია ქართლელები არ დაიფიცებენ(ვიწროკუტხური ნაციონალისტი))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზუგდიდელი სტუდენტების ნაწილმა რუხის ციხიდან ენგურის ხიდამდე დღეს საპროტესტო მსვლელობა მოაწყო.

როგორც სტუდენტები აცხადებენ, ისინი აპროტესტებენ ზურაბ ნოღაიდელის ქმედებებს.

მათ დღესვე ენგურის ხიდთან, ბანერზე გაააკრეს “ქართველ მოღალატეთა” სია. XXI საუკუნის მოღალატედ კი, ზურაბ ნოღაიდელს მიიჩნევენ, რადგანაც, მათი განცხადებით, ის პრეზიდენტობის გამო შეეკრა საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტ სახელმწიფოს - რუსეთს.

ზურაბ ნოღაიდელის კავშირებს რუს პოლიტიკოსებთან ქართველი სტუდენტების მწვავე რეაქცია მოჰყვა. 9 თებერვალს მუხათაგვერდის ძმათა სასაფლაოზე თბილისის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები შეიკრიბნენ და სამშობლოს ერთგულების ფიცი დადეს.

10 თებერვალს ფიცს ქუთაისელი სტუდენტებიც შეუერთდნენ. ბაგრატის ტაძარზე 1000-ზე მეტი სტუდენტი შეიკრიბა და კიდევ ერთხელ დააფიქსირა ქართველი ახალგაზრდობის განწყობა იმ პოლიტიკოსების მიმართ, რომლებიც “რუსეთის დავალებით” მოქმედებენ.

11 თებერვალს კი, ბათუმში 500-მდე სტუდენტი შეიკრიბა და ზურაბ ნოღაიდელის მისამართით პროტესტი გამოხატეს. ახალგაზრდებმა ნოღაიდელს და მის თანამოაზრეებს გაუგზავნეს წერილი სათაურით - “წერილი იუდას”. ამასთან, პროტესტს ხვალ ახალციხელი სტუდენტები შეუერთდებიან.

თავად ზურაბ ნოღაიდელი სტუდენტების პროტესტს "ხელისუფლების ბინძურ კამპანიად" აფასებს.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

პ.ს. უსინდისო ვიყო, ნოღაიდელის მხარდამჭერად მაქცევენ ეგ იდიოტები!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისინი აპროტესტებენ ზურაბ ნოღაიდელის ქმედებებს.

AUF ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

AUF

ლაშა, მენდე რა....ეს ყველაფერი გამოიღებს იმ შედეგს, რომ მართლა ედინაია რასიასთან გამფორმებელი ნორაიდელი გაიჩითება პრეზიდენტად!

 

ნაცებო თქვე ###ბო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლაშა, მენდე რა....ეს ყველაფერი გამოიღებს იმ შედეგს, რომ მართლა ედინაია რასიასთან გამფორმებელი ნორაიდელი გაიჩითება პრეზიდენტად!

 

ნაცებო თქვე ###ბო

რუსეთი ცდილობს ახალი კონცეფცია გაატაროს ცხოვრებაში ანუ არაა ვითომ აგრესიული,ქართველებმა თვითონ გადაწყვიტეთ,მე დახმარება მინდა და ბუა სააკაშვილი ხელს გვიშლის,ხვდება ქართველ პოლიტიკოსებს ,"ღია კარების" თეორიას ცხოვრებაში ატარებს.

მიშა საჭადრაკო დაფაზე კლასიკური რისკის პოლიტიკას აწვება - ან ნოღაიდელი ნადგურდება ან ყველაფერი იკარგება.

ამ დროს კი სწორი იქნებოდა რუსული პოლიტიკის საწინააღმდეგო კონტრსვლა,არ მიეცეს არავის საშუალება სახელმწიფოს უღალატოს,პარალელურად კი გააძლიერო სახელმწიფო სისტემა ეი დემოკრატია.

აგრესიული კონტრსვლა არაეფექტურია.ვერ იგებენ თუ არ იგებენ შეგნებულად რთული გასაგებია ეს ნაცები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსეთი ცდილობს ახალი კონცეფცია გაატაროს ცხოვრებაში ანუ არაა ვითომ აგრესიული,ქართველებმა თვითონ გადაწყვიტეთ,მე დახმარება მინდა და ბუა სააკაშვილი ხელს გვიშლის,ხვდება ქართველ პოლიტიკოსებს ,"ღია კარების" თეორიას ცხოვრებაში ატარებს.

მიშა საჭადრაკო დაფაზე კლასიკური რისკის პოლიტიკას აწვება - ან ნოღაიდელი ნადგურდება ან ყველაფერი იკარგება.

ამ დროს კი სწორი იქნებოდა რუსული პოლიტიკის საწინააღმდეგო კონტრსვლა,არ მიეცეს არავის საშუალება სახელმწიფოს უღალატოს,პარალელურად კი გააძლიერო სახელმწიფო სისტემა ეი დემოკრატია.

აგრესიული კონტრსვლა არაეფექტურია.ვერ იგებენ თუ არ იგებენ შეგნებულად რთული გასაგებია ეს ნაცები.

მიშა ჭადრაკს თამაშობს? ახლა არ არის გასაკვირი რატომ უნდა სატურნს ჭადრაკის ტურნირის ჩატარება. ბელადს უნდა დაეხმაროს.

 

ეს სტუდკავშირები კი 37 წლების კომკავშირლების გადამღერებაა. ბევს ვნახავ მერე მათგანს პავლიკა მოროზოვივით, საკუტარ ოჯახის წევრებს რომ ჩააბარებს ნაც.ბოლშევიკებს. რუსტავი-2 და 3ს არ უყურებენო და ესეიგი ჩვენი მტრები არიანო.

 

დაზეპირებული ტექსტებით კი გამოდიან, მაგრამ იმდენად დაბალი დონეა რომ ამ ტექსტებსაც კი წესირეად ვერ იმახსოვრებენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საამაყო ახალგაზრდობა მოდის,

ცრელმი მადგება თვალებზე, :user:

 

ჩემი ტაობის ხალხი კომუნისტურ ეპოქაში გაიზარდა,

იმიტომაც ვართ (როგორც ერთი სააკაშვილის მომხრე შვედციაში მცხოვრები ბანოვანი იტყოდა-ჩემნაირების მისამართით)

 

ასეთ დაკომპლექსებულები

 

სეროზულად კი, ჩვენ კომკავშირი ერთ ადგილას გვეკიდა დაბ. ვარ 1968 წელს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...