Jump to content
Planeta.Ge

უზერებო, თქვენი აზრით, ოსების წინაშე ბოდიში გვაქვს მოსახდელი?


Recommended Posts

shavlego91

ოსების ჩამოსახლება ქართლში

და ქართველების ამაგი და ღვაწლი მათზედ

ვიცი ახლა მოღალატედ შემრაცხავენ მაგრამ მზად ვარ.

 

ზუსტად ასეთი სათაურებით მინახავს რუსი ნაციონალისტების სტატიები. თუ როგორ შეიფარა რუსეთის იმპერიამ საქართველო მეცხრამეტე საუკუნეში, და როგორ არ დაუფასა მას საქართველომ ეს ამაგი და ღვაწლი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 305
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

shavlego91

 

ვიცი ახლა მოღალატედ შემრაცხავენ მაგრამ მზად ვარ.

 

ზუსტად ასეთი სათაურებით მინახავს რუსი ნაციონალისტების სტატიები. თუ როგორ შეიფარა რუსეთის იმპერიამ საქართველო მეცხრამეტე საუკუნეში, და როგორ არ დაუფასა მას საქართველომ ეს ამაგი და ღვაწლი.

ამის შედახებ მესიჯი გაუგზავნე ჭიჭინაძეს :D რაც შეეხება სტატიას, იგი ფაქტებზეა აგებული,რომელსაც ივანე ჯავახიშვილი იშველიებს და ეყრდნობა... :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shavlego91

რაც დადეთ იქ ვინ საუბრობს კონფედარაციულ მოწყობაზე? საერთოდ თუ იცით რამე კონფედერაციულ ან სხვა მოწყობაზე?

რაც მთავარია იმააზეც გაგეცით კონკრეტული პასუხი დოკუმენტარულად, კერძოდ როგორაა კონტექსტიდან დათო ბერძენიშვილის სიტყვები ამოგლეჯილი. სხვა "დოკუმენტებზე" ხელი არ მიმიწვდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ ასეთივე ტყუილია, როგორც ბერძენიშვილების თუ ი.ხაინდრავას ხელმოწერა პრაღის დეკლარაციაზე.

ტყუილების კასკადია.

რაც შეეხება ამ "დუკუმენტს" რომელსაც 999-ჯერ დებთ და მისი წარმომავლობაც არ იცით, მე დაგეხმარებით. ჭორიკანა გაზეთის "ასავალ-დასავალის" შემოქმედებაა. ეხლა ეს გაზეთი რას წარმოადგენს, მე მგონი ყველამ იცის. მალე ალბათ "რეალტივი"-ს ციტირებას დაიწყებთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ასავალ დასავალი რუსეთუმეების გაზეთია და არ ვენდობი , ისე მეც მაქვს წაკიტხული და მიუხედავად იმისა რომ დაბალი დონის გაზეთია მთლად თვითონ ნამდვილად ვერ მოიგონებდნენ მაგ ფრაზებს , მაგრამ მგონი თქვენც აღიარეთ ერთ ერთ თემაში ბატონო ძუკუ რომ ნამდვილად არსებობს ეგ დოკუმენტი და სრული ტექსტიც დადეთ .

ამაზე მიპასუხეთ : რესპუბლიკელებმა დაუჭირეს მხარი თუ არა სამხრეთ ოსეთის ტერმინის და ავტონომიის აღდგენას რომელიც გააუქმა საქართველოს იმდროინდელმა უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ და ამ გაუქმებას მხარი დაუჭირა თავად ბორის ელცინმა . მაინტერესებს რესპუბლიკელებმა ჯერ შევარდნაძის და მერე სააკაშვილის დროს დაუჭირეს თუ არა მხარი ''სამხრეთ ოსეთის'' ავტონომიისა და ტერმინის აღდგენის მოღალატეობრივ დადგენილებას

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

მაინტერესებს რესპუბლიკელებმა ჯერ შევარდნაძის და მერე სააკაშვილის დროს დაუჭირეს თუ არა მხარი ''სამხრეთ ოსეთის'' ავტონომიისა და ტერმინის აღდგენის მოღალატეობრივ დადგენილებას

შევარდნაძის დროს ასეთი დადგენილება არ მახსოვს, ხოლო მიშას დროს ასეთი რამე პირდაპირ არ მომხდარა, ოღონდ სანაკოევის პროექტი, რომელსაც რესპები ყოველთვის აკრიტიკებდნენ, ამას ირიბად შეიცავდა.

ამ გაუქმებას მხარი დაუჭირა თავად ბორის ელცინმა .

კარგით რა ბატონო შამილ, რეების გჯერათ(ფაქტს არ ვგულისხმობ).ელცინს ეს იმ მომენტში გორბაჩოვის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ჭირდებოდა და სულ მალე არც კი გახსენებია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საბჭოთა კავშირის მხრივ დაიწყო პროვოკაციებისა და შანტაჟის კამპანია, რომლის კულმინაციაც გახდა გორბაჩევის მუქარა პრეზიდენტ ზ.გამსახურდიასადმი: „საქართველოს საბჭოთა კავშირიდან შეუძლია გავიდეს, მაგრამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გარეშე“-ო.(ამ მუქარის უკან ედუარდ შევარდნაძეც იდგა და მას გვერდი ქართველებმა დაუმშვენეს!!!)

 

საქართველოს ხელისუფლება არ აპირებდა ასეთი რადიკალური ზომების მიღებას რასაც ოლქის გაუქმება ქვია, მაგრამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მიზნით ყველა ნორმატიული აქტის დაცვით, ხელისუფლებამ სამართლიანად გააუქმა "სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი"

 

უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ცდილობდა მშვიდობიანი, სამართლებრივი ფორმების გამოყენებით მოეგვარებინა საბჭოთა ხელისუფლების მიერ ინსპირირებული კონფლიქტები სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქსა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

 

1990 წლის 20 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭომ (წაქეზებულმა ანდრეი სახაროვის ლოზუნგით „საქართველო მცირე იმპერიაა“) მიიღო დადგენილება ოლქის „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ“. ეს გადაწყვეტილება საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა გააუქმა 21 სექტემბერს. მიუხედავად ამისა, ოლქის საბჭოს მეთხუთმეტე სესიამ ძალაში დატოვა თავისი გადაწყვეტილება, აირჩია ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის აღმასრულებელი კომიტეტი“ და მიიღო დროებითი დებულება უზენაესი საბჭოსა და ადგილობრივი საბჭოების არჩევნების შესახებ და ეს არჩევნები დანიშნა 1990 წლის 2 დეკემბერს.

 

ამის საპასუხოდ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1990 წლის 22 ნოემბერს მიიღო დადგენილება:

 

„გაუქმდეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს დადგენილება ავტონომიური ოლქის ე. წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად“ გარდაქმნის შესახებ და, აქედან გამომდინარე, მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის 1990 წლის 2 დეკემბრისათვის არჩევნების დანიშვნისა და ჩატარების შესახებ, რადგანაც ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კონსტიტუციის, აგრეთვე სსრ კავშირის კონსტიტუციის დებულებებსა და საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 21 სექტემბრის დადგენილებას.

 

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო მიმართავს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მცხოვრებ ყველა მოქალაქეს, განსაკუთრებით ოსი ეროვნების მოქალაქეებს მოწოდებით, გამოიჩინონ კეთილგონიერება, პოლიტიკური წინდახედულება, სიფრთხილე და სწორად შეაფასონ სეპარატისტული ძალების სახიფათო მოქმედება, რომელსაც შეიძლება საერთო დესტაბილიზაცია და უაღრესად მძიმე, გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვეს.

 

რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აცხადებს, რომ იგი განუხრელად იბრძოლებს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისათვის. ამასთან ერთად იგი ადასტურებს თავის გადაწყვეტილებას, რომ კვლავაც დაიცავს საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნული უმცირესობის უფლებებს საერთაშორისო საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად“.

 

მიუხედავად აღნიშნულისა, მოსკოვის მიერ წაქეზებული ოსი სეპარატისტები აგრძელებდნენ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის საწინააღმდეგო მოქმედებას, რასაც მოჰყვა იძულებითი ნაბიჯი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მიზნით და მიღებული იქნა საქართველოს რესპუბლიკის კანონი - „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ“ და დადგენილება - „ქ. ცხინვალისა და ჯავის რაიონის ტერიტორიაზე საგანგებო წესების გამოცხადების შესახებ“ (1990 წლის 11 დეკემბერი).

 

კრემლის მიერ ინსპირირებული საომარი მოქმედების პასუხად გაისმა ზვიად გამსახურდიას მოწოდება ოსი მოსახლეობისადმი, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამი იყო:

 

“... ქართველები და ოსები, რომლებიც ხანგრძლივი დროის მანძილზე მშვიდობიანად და მეგობრულად ცხოვრობდნენ ამ მიწაზე, ახლა ურთიერთს ხოცავენ, ეომებიან გარეშე ძალის წაქეზებით. ვინაიდან ეს ძმათამკვლელი ომი ვიღაცის იმპერიულ ამბიციების დასაყრდენია, სირცხვილი იქნება, თუ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით არ აღდგება მშვიდობა და თანხმობა ჩვენს ხალხებს შორის. ამის უპირველესი და აუცილებელი პირობაა ყველა უკანონო შეიარაღებული ფორმირების მიერ იარაღის ჩაბარება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, მათი სრული და უსიტყვო განიარაღების, რაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ცხინვალი გამონაკლისი არ უნდა იყოს. შეიარაღებული ჯგუფები უნდა განიარაღდნენ. სამაგიეროდ ჩვენ სრული ხელშეუხებლობის გარანტიას ვაძლევთ მათ, ვინც ნებაყოფილობით ჩააბარებს იარაღს და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება... ოსებისათვის შენარჩუნებული იქნება კულტურული ავტონომიის ყველა უფლება, რომელიც მათ ოლქის არსებობის პერიოდში ჰქონდათ. ის უფლებები კიდევაც გაიზრდება, გაფართოვდება და განმტკიცდება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით... ქართველები და ოსები თანაბარი უფლებებით ისარგებლებენ. გარანტირებული იქნება მათი ხელშეუხებლობა, შრომითი მოწყობა და მშვიდი ცხოვრება შიდა ქართლის მთელ ტერიტორიაზე...

 

მოვუხმოთ კეთილგონიერებას, სანამ გვიან არ არის, ვინაიდან ჩვენი კონფლიქტი და სისხლის ღვრა მხოლოდ ჩვენს მტერს აძლევს ხელს“ (1991 წლის 4 მარტი).

 

ცხინვალის რეგიონში არსებული კონფლიქტის მოგვარების მიზნით 1991 წლის 23 მარტს საქართველოს ტერიოტორიაზე, ყაზბეგში ერთმანეთს შეხვდნენ რსფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ბორის ელცინი და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია. დაიგეგმა მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიებანი. უპირველესი და უმთავრესი მათ შორის იყო გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, რომელიც დაიგეგმა თბილისში. გაფორმდა შეხვედრის და მოლაპარაკების ოქმი, რომელშიც, კერძოდ, აღინიშნა:

 

1. 1991 წლის აპრილის მანძილზე ხელმოსაწერად მომზადდეს რუსეთის სფსრ და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობის ხელშეკრულების პროექტი, რისთვისაც შეიქმნას სამუშაო ჯგუფები ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რეგიონში ვითარების სტაბილიზაციისათვის, ერთობლივი მოქმედების მიზნით შეთანხმების შედეგად მხარეები მორიგდნენ:

2. რუსეთის სფსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 დღეში შექმნან ერთბლივი კომისია აღნიშნულ რეგიონში ვითარების შესასწავლად და მიმდინარე წლის 20 აპრილამდე სიტუაციის ობიექტურად შეფასების მიზნით.

3. რუსეთი სფსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 აპრილამდე შექმნან მილიციის გაერთიანებული რაზმი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ყველა უკანონო ფორმირების განსაიარაღებლად. ამ რაზმს დაევალება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა მოცემულ ტერიტორიაზე ვითარების სტაბილიზაციამდე.

4. სსრ კავშირის თავდაცვის სამინისტროს წინადადება მიეცეს გაიყვანოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან აქ დისლოცირებული საბჭოთა არმიის ნაწილები.

5. რუსეთის სფსრ, საქართველოს რესპუბლიკის და ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ მინისტრთა საბჭოებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ საიმისო მუშაობა, რომ ლტოლვილებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების საშუალება შეექმნათ, უზრუნველყონ ადგილობრივი ხელისუფლების კანონიერი ორგანოების აღდგენა.

6. საქართველოს რესპუბლიკის, რუსეთის სფსრ და ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ მთავრობებმა შექმნან ლტოლვილებისათვის მიყენებული ზარალის შემფასებელი კომისია და დამატებითი მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური სახსრები გამოყონ ამ ზარალის ასანაზღაურებლად.

7. შექმნილი კომისიებისა და რაზმების საბოლოო ამოცანად ჩაითვალოს რეგიონში მშვიდობისა და სიმშვიდის აღდგენა.

8. შეიქმნას მუდმივი ჯგუფი, რომელიც კონტროლს გაუწევს ამ ოქმის შესრულებას და განიხილავს წამოჭრილ მიმდინარე საკითხებს.

 

 

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე: ზვიად გამსახურდია

 

რუსეთის სფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე: ბორის ელცინი

 

დაბა ყაზბეგი, 1991 წ. 23 მარტი

 

დოკუმენტიდან ჩანს, რომ რუსეთი სცნობს სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს გაუქმებულად. შეთანხმებაში ყველგან ნახმარია "ყოფილი სამხრეთ ოსეთი"! უფრო მეტიც, მოლაპარაკებებში იგი საერთოდ არ ფიგურირებს როგორც არსებული სუბიექტი ...

ასევე წერია-"გაიყვანოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან აქ დისლოცირებული საბჭოთა არმიის ნაწილები."----- ეს იყო ეროვნული ხელისუფლების უდიდესი მიღწევა.

 

სანამ რუსეთი ასე თავისუფლად პარპაშებს კავკასიაში,მანამ ეს ეკონომიკური,კულტურული, ადათობრივი,დემოკრატიული ინსტიტუტების ამოქმედება,სახალხო დიპლომატიის ჩართვა არის ილუზია,რომელიც რეალობას არის მოწყვეტილი...ასეთი ინტელექტუალური პროექტები მაშინ განხორციელდება,როცა ეს ხალხები თვითონ დაიწყებენ საკუთარი მომავლის გადაწყვეტას და არა სხვის კარნახით...კავკასიის თავისუფლება რუსეთისაგან აი,თითოეული ქართველის,კავკასიელის საფიქრალი(წმიდა ილია მართალი)

 

ძუკუ ...ფაქტები,ფაქტები და მხოლოდ ფაქტები... :)

Edited by shavlego91
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

 

შევარდნაძის დროს ასეთი დადგენილება არ მახსოვს, ხოლო მიშას დროს ასეთი რამე პირდაპირ არ მომხდარა, ოღონდ სანაკოევის პროექტი, რომელსაც რესპები ყოველთვის აკრიტიკებდნენ, ამას ირიბად შეიცავდა.

 

კარგით რა ბატონო შამილ, რეების გჯერათ(ფაქტს არ ვგულისხმობ).ელცინს ეს იმ მომენტში გორბაჩოვის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ჭირდებოდა და სულ მალე არც კი გახსენებია.

გორგასალმა ოსეთს ილაშქრა და ტყვეები დააბრუნა, დარიალი ჩაკეტა...ეს ირანელების ინტერესებშიც შედიოდა...ასევე ელცინის ეს ნაბიჯი ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებში შედიოდა... :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shavlego91

რაც დადეთ იქ ვინ საუბრობს კონფედარაციულ მოწყობაზე? საერთოდ თუ იცით რამე კონფედერაციულ ან სხვა მოწყობაზე?

რაც მთავარია იმააზეც გაგეცით კონკრეტული პასუხი დოკუმენტარულად, კერძოდ როგორაა კონტექსტიდან დათო ბერძენიშვილის სიტყვები ამოგლეჯილი. სხვა "დოკუმენტებზე" ხელი არ მიმიწვდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ ასეთივე ტყუილია, როგორც ბერძენიშვილების თუ ი.ხაინდრავას ხელმოწერა პრაღის დეკლარაციაზე.

ტყუილების კასკადია.

რაც შეეხება ამ "დუკუმენტს" რომელსაც 999-ჯერ დებთ და მისი წარმომავლობაც არ იცით, მე დაგეხმარებით. ჭორიკანა გაზეთის "ასავალ-დასავალის" შემოქმედებაა. ეხლა ეს გაზეთი რას წარმოადგენს, მე მგონი ყველამ იცის. მალე ალბათ "რეალტივი"-ს ციტირებას დაიწყებთ.

პრაღაში ხელი გია ჭანტურიამ მოაწერა და გ. ხაინდრავამ ყალბი ფაქტები მიაწოდა ქართველების მიერს ცოცხალი ოსების დაწვის შესახებ...სინამდვილეში მინდიაშვილების ცოცხლად დამწვარი გვამები გადაიღო და ოსებად გაასაღა...რესპუბლიკელები შევარდნაძის ანუ მოსკოვის დაფინანსებით დადიოდით ევროპაში( ნახე გაზეთებში დ.ბერძენიშვილისა და ზ.ჟვანიას 1991წლის ვოიაჟი),მოამზადეთ დისიდენტები და ამ რეზოლუციის ტექსტში მიიღეთ მონაწილეობა...პ.ს. ისე დოქტორის ხარისხი ზოგიერთებივით ჭორაობაში კი არ მაქვს მიღებული და კონფედერაციაც ვიცი და რუსული ასიმეტრიული რეგიონალიზმი... ისე, კარგად ერკვევით რუსულ ფსბ–ს ლექსიკონში :) "... ამპარტავანს შემუსრავს ღმერთი!",უსიოკ?

Edited by shavlego91
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოსები და აფხაზები მაგარი ვაჟკაცი ხალხია, ამიტომაც პუჭიკებთან ცხოვრება რა უნდათ, :crazy:

 

როდესაც დასტოინი ქართველები მოვლენ ხელისუფლებაში მერე დაიწყება გამთლიანებისკენ დვიჟენიები,

 

მიშისტურ, ზვიადისტური საქართველო ვერ იქნება წარმატებული და მიმზიდველი

და ვერც ედოს მაგვარი ჩამყაყებული რეჟიმი

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shavlego91

არ გიფიქრია რომ აქ პოსტაობას ჯობია თოხი და ბარი გეჭიროს ხელში

ან ბაზრობაზე იდგე და სოფლის სამერუნეო პროდუქტს ჰყიდდე?

 

ყველას თავისი ადგილი ამ ცხოვრებაში და შენც უნდა იცოდე შენი ადგილი

Edited by lasalexx
3 საათით გეზღუდება პოსტვის უფლება
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბოდიში გვაქვს მოსახდელი იმ ხალხის მიმართ, რომელიც ქვეყნის სხვა და სხვა კუთხეებიდან გამოყარეს ეთნიკური ნიშნის მიხედვით... მაგალითად ბაკურიანიდან.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბოდიში გვაქვს მოსახდელი იმ ხალხის მიმართ, რომელიც ქვეყნის სხვა და სხვა კუთხეებიდან გამოყარეს ეთნიკური ნიშნის მიხედვით...

:user:

 

და ბუნების კეთილგანწყობის იმედად დატოვებული ლტოლვილებთანაცაა მოსახდელი ბოდიში

 

მარა ვის სცალია მაგათთვის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

უზერებო, თქვენი აზრით, ოსების წინაშე ბოდიში გვაქვს მოსახდელი?

 

.......................

ყოჩაღ რამაზ, ფორუმ გეზე ვნახე შენი ანალოგიური თემა. ალიანსში ხარ და უნდა იცოდე, მეტ-ნაკლებად მაინც, ალიანსის წევრი პარტიების ლიდერების მინიმუმ მოკლე ბიოგრაფია. პაატა, როდესაც ბევრი თბილად იჯდა თავის სახლში, ან სულაც რესტორნებში, მაშინ აფხაზეთში ტყვიის წვიმის ქვეშ ყველაზე ჰუმანურ საქმეს აკეთებდა, და მინიმუმ ასეთ ტონს შენგან არ იმსახურებს.

რაც შეეხება ბოდიშს - რა თქმა უნდა მოსახდელია ბოდიში 90-იანი წლების ნაციონალისტურ-შოვინისტური გამოხტომების გამო, რამაც მთის წვერიდან გადმოგდებული კენჭივით 2008 წლის აგვისტო მოგვიტანა საბოლოოდ.

ხოდა კაი იქნება ამას თუ გავიაზრებთ, აქ ლაპარაკი იმაზე კი არაა, რომ ვინმემ ნაძირალა კოკოითს მოუხადოს ბოდიში, ამისთვის ნაძირალა მიშა სააკაშვილი არ გამოდგებოდა, აქ ლაპარაკია ორ ისე ახლო მყოფ ერზე, რომლის მსგავს სიახლოვეს ძნელად ნახავ სხვაგან მსოფლიოში, თუმცა ოსები ხომ სუნიანები, ტილიანები და საერთოდ ჯაყოები ვართ!

ერი, ვინც მე არ მღებულობს, ასევე არ უნდა მინდოდეს მეც, მაგრამ ერში, რომელშიც თუნდაც ერთეულები პაატასავით მსჯელობენ, ეს მიზერული, მარა მაინც შანსია, რომ ეს ერი მორალურად გადარჩება!

Edited by liliko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

უზერებო, თქვენი აზრით, ოსების წინაშე ბოდიში გვაქვს მოსახდელი?

 

.......................

ყოჩაღ რამაზ, ფორუმ გეზე ვნახე შენი ანალოგიური თემა და იქ პაატას საერთოდ მასტი უწოდე. ალიანსში ხარ და უნდა იცოდე, მეტ-ნაკლებად მაინც, ალიანსის წევრი პარტიების ლიდერების მინიმუმ მოკლე ბიოგრაფია. პაატა, როდესაც ბევრი თბილად იჯდა თავის სახლში, ან სულაც რესტორნებში, მაშინ აფხაზეთში ტყვიის წვიმის ქვეშ ყველაზე ჰუმანურ საქმეს აკეთებდა, და მინიმუმ ასეთ ტონს შენგან არ იმსახურებს.

რაც შეეხება ბოდიშს - რა თქმა უნდა მოსახდელია ბოდიში 90-იანი წლების ნაციონალისტურ-შოვინისტური გამოხტომების გამო, რამაც მთის წვერიდან გადმოგდებული კენჭივით 2008 წლის აგვისტო მოგვიტანა საბოლოოდ.

ხოდა კაი იქნება ამას თუ გავიაზრებთ, აქ ლაპარაკი იმაზე კი არაა, რომ ვინმემ ნაძირალა კოკოითს მოუხადოს ბოდიში, ამისთვის ნაძირალა მიშა სააკაშვილი არ გამოდგებოდა, აქ ლაპარაკია ორ ისე ახლო მყოფ ერზე, რომლის მსგავს სიახლოვეს ძნელად ნახავ სხვაგან მსოფლიოში, თუმცა ოსები ხომ სუნიანები, ტილიანები და საერთოდ ჯაყოები ვართ!

ერი, ვინც მე არ მღებულობს, ასევე არ უნდა მინდოდეს მეც, მაგრამ ერში, რომელშიც თუნდაც ერთეულები პაატასავით მსჯელობენ, ეს მიზერული, მარა მაინც შანსია, რომ ეს ერი მორალურად გადარჩება!

პაატა ზაქარეიშვილი (რესპუბლიკური პარტია): " ია ნე რაზ ზამეტილ, ჩტო ონი (ე.ი ქართველები) ნას ნე ნავიდიატ, პოტომუ ჩტო ონი ნამ ნე დოვერიაიუტ"(სიცილი დარბაზში . გვ.9)..." ვ გრუზიი იმენნო იხ სპრაშივაიუტ ვ პერვუიუ ოჩერედ, პოეტომუ იხ ნადო კაკ-ტო ნეიტრალიზოვატ. ესლი პრიზოვიტ ნა ტაკიე ვსტრეჩი პო ოდნომუ ჩელოვეკუ ი კაკ-ტო პროჩიშატ, ნეიტრალიზოვატ - ეტო ბილო ბი ოდნოი იზ სამიხ გლავნიხ ზადაჩ ნაშეგო პროეკტა" (გვ.13)Des31,Ставрополь [02.02 23:56]

Здравствуйте! Не кажется ли Вам, что в нынешней ситуации грузинское правительство с тем же успехом может разрабатывать проекты для Марса или Луны? Захотят ли жители Южной Осетии иметь хоть какие-то отношения с людьми, которые целую ночь утюжили "Градами" спящих людей? И забудут ли они это в ближайшие десятилетия?

 

Паата Закареишвили-"Должно пройти какое-то время. Осетины простили грузинам две войны – довольно жестокую войну 1992 года и войну 2004-го года, с эскалацией, тогда тоже были жертвы среди мирного населения. Осетинский народ больше интегрирован в грузинскую культуру, чем в русскую. Мы, грузины, к сожалению, недооценили это в свое время. Мы в 1990-ые годы не захотели понять интересы этого народа и отвергли их. Я надеюсь, что когда Грузия станет настоящим демократическим государством, она будет способна понимать чаяния осетинского народа и реагировать на них, но для этого должно пройти какое-то время. Я надеюсь, что ситуация изменится, если Грузия извинится и признает свои ошибки, мы сможем еще раз найти общий язык и достучаться до сердец осетин. Это покажет время. ამას ედუარდ ჯაბაევიჩ კოკოითის, ულვაშა ჩოჩიევის, ლავროვ-პუტინის გარდა არავინ დაიცავს... :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • შექმენი...