Jump to content
Planeta.Ge

უზერებო, თქვენი აზრით, ოსების წინაშე ბოდიში გვაქვს მოსახდელი?

Recommended Posts

Siknadmo

კიდევ უნდა გავიმეორო, რომ პრობლემა პიროვნულამდე დაგყავთ. პრობლემა კი არის სახელმწიფოში და მის კუთვნილებაში, როგორც ტერიტორიულად, ასევე მოქალაქეებად.

მანამ, სანამ ის ოსები იტყვიან, რომ არიან რაღაცა "სამხრეთ ოსეთის" მოქალაქეები და არ არიან საქართველოს მოქალაქეები, ისინი არიან ქართული სახელმწიფოს მტრები!!! ის ოსები და ქართველებიც, რომლებიც ამას არ გააპროტესტებენ ღიად და აქტიურად, არიან მათი ფაქტიური მხარდამჭერები, ან ადამიანები, რომელთათვისაც ყველაფერი სულერთია, ოღონდ არ შიოდეთ.

შენ გააქვს სურვილი იმის რომ სამხ. ოსეთში მაცხოვრებელი

ოსები ჩვენს მხარეზე გადმოვიდნენ?

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 305
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Achiko1972

მანამ, სანამ ის ოსები იტყვიან, რომ არიან რაღაცა "სამხრეთ ოსეთის" მოქალაქეები და არ არიან საქართველოს მოქალაქეები, ისინი არიან ქართული სახელმწიფოს მტრები!!! ის ოსები და ქართველებიც, რომლებიც ამას არ გააპროტესტებენ ღიად და აქტიურად, არიან მათი ფაქტიური მხარდამჭერები

კი მაგრამ ეს მტრების ფაქტიური მხარდამჭერები (თუნდაც იგივე პაატა ზაქარეიშვილი) რაღაცას მაინც აკეთებენ საქართველოს გამთლიანებისთვის. რაღაც კონკრეტულ გეგმებს მაინც გვთავაზობენ.

აი ის პატრიოტები, რომლებიც "აქტიურად აპროტესტებენ" ოსურ სეპარატიზმს, ისინი რას აკეთებენ ქვეყნის გამთლიანებისთვის? რატომ საზღვრავთ ადამიანების პატრიოტიზმს სიტყვით და არა საქმით?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველას გეკითხებით გაააქვთ სურვილი რომ ოსები ქართველების მხარეს გადმოვიდნენ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ყველას გეკითხებით გაააქვთ სურვილი რომ ოსები ქართველების მხარეს გადმოვიდნენ

რა თქმა უნდა - რატომ გაგიჩნდა ეს კითხვა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

შენ გააქვს სურვილი იმის რომ სამხ. ოსეთში მაცხოვრებელი

ოსები ჩვენს მხარეზე გადმოვიდნენ?

არათუ მაქვს, მეტიც, სწორედ იგ მიმაჩნია ოსებისგან ღალატად და უმადურობად, რომ იქაურმა ოსებმა ქართველები გამოყარეს და რუსები თავზე დაისვეს. მაგას ვერ პატიობ ვერანაირად ვერც მაგათ და ვერც დანარჩენ საქართველოში, რომლებმაც საკუთარი დუმილით ეს დაუშვეს.

საქართველოს სახელმწიფოს ნუ ხელყოფენ!!! ეგაა მთავარი პრობლემა. რატომ იღებთ ამას, ისე, თითქოს რომელიმე ერთან რაიმე ეროვნულ წარმომავლობის პრობლემა მქონდეს??

ბავშვობიდან ისეთ უბანში ვარ გაზრდილი, ლამის ეროვნულ უმცირესობად ქართველები ვიყავით, გარშემო ქართულის გარდა უამრავ ენაზე საუბრობდნენ მეზობლები. არავისგან არავის სიყვარული და პატივისცემა არ მესწავლება ნამდვილად. მაგრამ პატივისცემა ორმხრივი ვიცი მე.

მეგობარო, რა არის ჩვენი მიზანი, საქ. გამთლიანება? ეგრეა ხო?

და როგორ მოვახერხებთ ამას

Siknadmo

რა თქმა უნდა - რატომ გაგიჩნდა ეს კითხვა?

შენ რომ გაქვს ამაში ეჭვიც არ მეპარება, მაგრამ აშკარაა რომ ძალიან

ბევრს მხოლოდ გულის მოფხანვა სურთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Achiko1972

პაატა ზაქარეიშვილი უკვე თითქმის 20 წელია მუშაობს კონფლიქტების მოგვარების სფეროში. ძირითადად ქართულ-აფხაზურ კონფლიქტზე. ქალბატონი ლილიკო წლების მანძილზე მუშაობდა ქართულ-ოსურ კონფლიქტზე, იმ მიზნით რომ საქართველო გამთლიანებულიყო. ამის გამო თუ არ ვცდები ცხინვალში მის წინააღმდეგ საქმეც არის აღძრული.

რატომ გინდათ დამარწმუნოთ, რომ ნაციონალისტები, რომლებიც საქართველოს ნგრევის უშუალო მონაწილეები იყვნენ, არიან პატრიოტები, ხოლო ზაქარეიშვილი და ლილიკო - სეპარატისტების მხარდამჭერები?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Achiko1972

ოსურად ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ამაზე გადასარევი ქართული ანდაზა არსებობს: ჩემი შენ გითხარი, გული მოგიკალიო.

რა სამსახურიდან გაგდებაზე საუბრობთ, მაშინ როცა ქართველების მიწაზე საქართველოს მოქალაქეების სახლები მიწასთან გაასწორეს, მარტო იმიტომ, რომ ის ქართველების იყო, ზარ-ზეიმითა და სიცილ-ხარხარით???!!! ეს ვინ გააკეთა, კორეელები იყვნენ, თუ მაიას ტომები????

აქ რომ გვიტარებთ ადამიანურობისა და ტოლერანტობის მასტერკლასებს, იმ ხალხთან რატომ არ გაქვთ არანაირი პრეტენზია???

......................

ბოლოდან დავიწყებ :)

ვინ გითხრა, რომ არ მაქვს? სხვათა შოროს ჩემზე კოკოითმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა სამშობლოს ღალატის მუხლით :D

რაც შეეხება შენს ანდაზას - ცოტა უადგილოა, და ამის მიზეზი არის შენი არაინფორმირებულობა და სუბიექტური დამოკიდებულება 90-იანი წლებში განვითარებული მოვლენებისა. 2008 წლის აგვისტო აისბერგის მწვერვალია უკვე, ხოლო ძირი კი ისაა, რაც უკვე ვთქვი, რომ ხდებოდა საქართველოში მარაზმი 90-იანი წლების დასაწყისში და არა მარტო ოსებთან მიმართებაში, ზოგადად "არაქართველებისადმი"

აქ ერთ ჩემს პოსტში ლათინური ასოებით დაიდო ტექსტი, სამწუხაროდ სილფოენში მაქვს აკრეფილი და ასე დაიდო, ხოდა წაიკითხე უემოციოთ და მიუკერზოებლად და მიხვდები რა და რატომ მოხდა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

მეგობარო, რა არის ჩვენი მიზანი, საქ. გამთლიანება? ეგრეა ხო?

და როგორ მოვახერხებთ ამას

ნამდვილად!

გზა ერთია, სიმართლე! და მხოლოდ სიმართლე!!! ყველაფერს თავისი სახელი სანამ არ დაერქმევა, მანამდე არაფერს ეშველება.

ბოდიში ვისაც აქვს მოსახდელი, იმან მოიხადოს. (თემის სათაური მაქვს მხედველობაში)

აქ არაერთხელ აღიიშნა, რომ ვითომ ამ ურა-პატრიოტულ მცდელობებს შედეგი არ მოაქვსო.

დღემდე მე სამაჩაბლოს მხრივ მხოლოდ მოღალატურ პოზიციას ვხედავ, პატრიოტულსა და ქართულს ნამდვილად ვერა, სამწუხაროდ. ამიტომ რა შედეგზეა საერთოდ ლაპარაკი, რას უნდა მოეტანა კარგი შედეგი, ჩიბიროვის პოლიტპატიმრად აღიარებასა და მის გათავისუფლებას (შევარდნაძის ეპოქის სტრატეგია), თუ კრიმინალი სანაკოევის ქართული ოსების გამგებლად დანიშვნას?

სხვა მე ჯერ არაფერი მინახავს მაგ მხრივ.

ეხლა კიდევ აქეთ ბოდიშების მოხდაც მოუნდათ თურმე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasalexx

რატომ გინდათ დამარწმუნოთ, რომ ნაციონალისტები, რომლებიც საქართველოს ნგრევის უშუალო მონაწილეები იყვნენ, არიან პატრიოტები, ხოლო ზაქარეიშვილი და ლილიკო - სეპარატისტების მხარდამჭერები?

ნაციონალისტებიც არ იყვნენ-პროვიციული ფაშიზმი ჰქვია მაგას

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენი საპატიებელი რა მჭირს, მეც ისეთივე საქართVელოს მოქალაქე ვარ, როგორც შენ, მარა შენ რომ გადამიწყვეტ, რამდენი შვილის უფლება უნდა მქონდეს მე, და რომ სამსახურიდან მიტომ უნდა გამანთავისუფლო მხოლოდ, რომ ოსი ვარ, და მე რომ ორი სახლი მაქვს, სხვათა შორის პატიოსანი შრომით მოპოვებული და შენ არც ერთი, მარტო იმიტომ, რომ ოსი ვარ, შენ უნდა გამომაგდო ჩემი სახლიდან, ამ,ის მერე კიდევ შენ საპატიებელი მაქვს რამე?

ამის დამწერი

ციტატა(liliko @ 11th February 2010 - 05:51 PM)

ხოდა მიტომაც გაქვთ სახელმწიფოს ნაცვლად ბარდაკი!!!

საქართველოს მოქალაქე კი არა, მოქალაქეობის პასპორტის მფლობელია. ეს ის სიმართლეა, რაც ადამიანს გულში უდევს.

სადმე გინახავთ რომ ამის დამწერმა გაამტყუნა თავისი თანამოძმენი, რომლებმაც ქართველების სახლები ტრაქტორებით დააუთოვეს და ახლა უნდათ გადააბეტონონ რომ მათი ნაკვალევი წაშალონ?

რამდენი ქართველია განთავისუფლებული სამსახურიდან, ეროვნებას დავაბრალოთ თუ ეკონომიკურ პრობლემებს?

ერთი სიტყვით ისტერიკაა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasalexx

მეზობელ ფორუმზე გადახედე იგივე თემას. მეც მრცხვენია, მაგრამ...

როცა შენ გჭირდება, ის ფორუმი არ გამოხატავს საქართველოს მოსახლეობის აზრს და პირიქით უმცირესობის აზრის გამომხატველია. ახლა შეიცვალა რამე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ნამდვილად!

გზა ერთია, სიმართლე! და მხოლოდ სიმართლე!!! ყველაფერს თავისი სახელი სანამ არ დაერქმევა, მანამდე არაფერს ეშველება.

ბოდიში ვისაც აქვს მოსახდელი, იმან მოიხადოს. (თემის სათაური მაქვს მხედველობაში)

აქ არაერთხელ აღიიშნა, რომ ვითომ ამ ურა-პატრიოტულ მცდელობებს შედეგი არ მოაქვსო.

დღემდე მე სამაჩაბლოს მხრივ მხოლოდ მოღალატურ პოზიციას ვხედავ, პატრიოტულსა და ქართულს ნამდვილად ვერა, სამწუხაროდ. ამიტომ რა შედეგზეა საერთოდ ლაპარაკი, რას უნდა მოეტანა კარგი შედეგი, ჩიბიროვის პოლიტპატიმრად აღიარებასა და მის გათავისუფლებას (შევარდნაძის ეპოქის სტრატეგია), თუ კრიმინალი სანაკოევის ქართული ოსების გამგებლად დანიშვნას?

სხვა მე ჯერ არაფერი მინახავს მაგ მხრივ.

ეხლა კიდევ აქეთ ბოდიშების მოხდაც მოუნდათ თურმე.

ჩვენ გვყვავს მტერი, ძალები რომლებსაც საქართველოს დაშლა სურთ,

ეგ ეგრეა

ამიტომ უნდა შევეცადოთ რომ ის ადამიანები ვინც ჩვენს მიმართ კეთილგანწყობილნი იყვნენ

ჩვენს გვერდით დავიყენოთ, ოსებში იყო ეგეთი ხალხი, არც თუ ისე ცოტა,

იგივე ეხებათ აფხაზებსაც,

ანუ, ჩვენი ქართველების მიზანი უნდა იყოს რომ რაც შეიძლება ბევრი აფხაზი და ოსი ვაქციოთ ქართველების მიმართ კეთილგანწყობილად და შიგნიდან გამოვუთხაროთ ძირი სეპარატიზმს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

შენ გააქვს სურვილი იმის რომ სამხ. ოსეთში მაცხოვრებელი

ოსები ჩვენს მხარეზე გადმოვიდნენ? ყველას გეკითხებით გაააქვთ სურვილი რომ ოსები ქართველების მხარეს გადმოვიდნენ

.........................

ამ იუზერზე ვერაფერს ვიტყვი, მარა არიან ისეთი ვაი-ქართველები და ვაი-პატრიოტები, ვისაც სტერილური და ზეციური საქართVელო უნდათ ოსებისგან და სხვა უცხო თესლისგან თავისუფალი, და თუ მაინც აგვიტანენ ჩამოთესლებულებს, მხოლოდ იმიტომ გაიღებენ მოწყალებას, რომ მათი მადლიერი მონები ვიყოთ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

როცა შენ გჭირდება, ის ფორუმი არ გამოხატავს საქართველოს მოსახლეობის აზრს და პირიქით უმცირესობის აზრის გამომხატველია. ახლა შეიცვალა რამე?

მე არ მითქვამს რომ უმრავლესობა ასე ფიქრობს თქო. საბედნიეროდ ჩემს სანაცნობოში მსგავსი აზრები არავის აწუხებს. მაგრამ იქით ფორუმზე, სადაც ძირითადად მმართველი ელიტის აზრები ტრიალებს, სამწუხაროდ ასეთი სამარცხვინო პოსტები იწერება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • შექმენი...