Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

რას ფიქრობთ დადაიზმზე და დადაისტებზე...

 

დადაიზმი მარტო ლიტერატურას არ ეხება, ყველაფერს შეიცავს ერთდროულად ლიტერატურა, კინო, ფოტოგრაფია, მხატვრობა - მოკლედ ყველაფერი.

 

სიტყვა დადა ნიშნავს სათამაშოს. მათი მიმდევრები ანუ დადაისტები ყველაფერს უარყოფდნენ, ყველაფერს რაც კი კაცობრიობამ გაჩენის დღემდე შექმნა...

 

დადაიზმი - 1916-1925 წლებში ინტელექტუალური, ლიტერატურული და ესთეტიური ავანგარდული მიმდინარეობა. ხასიათდება ყოველგვარი იდეოლოგიური, არტისტული თუ პოლიტიკური პირობითობების უარყოფით. დადაისტური მიმდინარეობა წარმოიშვა ციურიხში, 1916 წელს. ტრისტან ცარას ირგვლივ შეკრებილი ახალგაზრდა ხელოვანების წრეში. მიმდინარეობის სახელწოდების შერჩევა შემდეგნაირად მოხდა: მსოფლიო ომის აბსურდულობის ანალოგიით აიღეს ლექსიკონში პირველივე შემხვედრი სიტყვა (DADA) და დაუმატეს დაბოლოება ISM, როგორც პროტესტი ყველანაირი მიმდინარეობის წინააღმდეგ.

 

დადაისტებისთვის ომი არ არის ამბოხის მისაღები ფორმა. პირიქით, მათ სძულთ იგი, როგორც დასავლური ცივილიზაციის კრახის მიზეზი. ისინი მხარს უჭერენ ფილოსოფიურ და ესთეტიურ ამბოხს. 1918 წელს გამოდის ცარას მანიფესტი, რომელშიც უარყოფილია ყოველგვარი ორაზროვანი ხელოვნება და ხაზი აქვს გასმული დადაიზმის რევოლუციურ ხასიათს. ცარას აზრით საჭიროა დესტრუქციული, ნეგატიური სამუშაოების ჩატარება, დასუფთავება. დადაიზმი არავითარ თეორიას არ ეყრდნობა და მხოლოდ პროტესტია. დადაიზმის პოზიცია ყველაფრის უარყოფაა: პოლიტიკური ანგაჟირების, ისტორიული მოვლენების. სძულთ არსებული ბურჟუაზიული საზოგადოება და ეწინააღმდეგებიან ყველაფერს, რაც მას ახასიათებს: პირობითობებს, კულტურას, განსაკუთრებით კი ესთეტიურ ნორმებს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დადაიზმსა და ნიჰილიზმს შორის მეტად მკრთალი ზღვარია, ვფიქრობ...

ადამიანი დოგმათა დასარღვევადაა შექმნილი, ამიტომ დადაისტების საქმიანობა ყველაფრის მიუხედავად გამართლებულია

და მაინც... საქართველოში დადაიზმის ადგილი ჯერ არაა და არც იქნება კიდევ რამდენიმე წელი, მგონი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოში დადაიზმი უკვე იყო :user:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოში დადაიზმი უკვე იყო :user:

მე არ ვეძახი იმას დადაიზმს და რა ვქნა, ნამდვილი დადაიზმი წინ გვაქვს მგონი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 months later...
მე არ ვეძახი იმას დადაიზმს და რა ვქნა, ნამდვილი დადაიზმი წინ გვაქვს მგონი...

ზდანევიჩის სასტავს გულისხმობ?

მე სამწუხაროდ მაგათ შემოქმედებას არვიცნობ და ვერაფერსაც ვერ ვეძახი :D:

 

 

 

ისე ომი ახალი დამთავრებულია, შანსი გვაქვს მსოფლიო გავაოცოთ :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 year later...

დადა მანიფესტი

 

ჩემი სული დაგლეჯილი ხურჯინია

სპარსულ რომ ჩამოაქვს ენზელიდან

შიგ ეტევა მთლი აზიის სისულელე

და ხარკს არ გადაიხდის საკავშირო რესპუბლიკისთვის.

რაშეედრება, როცა ყრუ სომეხი მუცელს იცლის

ექსპრესის მოლოდინში ვოკზალის გადაღმა

თქვენ ყველას ოყნა გჭირდებათ თქვენი დედა ##################

ჩემს იქით პარიზია…

ელისეის მინდვრები

ჩასუქებული ჟოფრი მოუტაციათ წმინდა ილიას ცხენეს

პოლ კლოდელი კოცნის ჩინელი ქალის ბალღამიან ფეხს

და ტრისტან ტცარა ათამაშებს ”დადას” კუკლას.

ვზივარ მოედანში.. შეღბილი ინით თათარი

ატორებს კამათლებს (ესეც კოსმეტიკაა და თავის გასართობი)

(ამბობენ არაბები ვარსკვლავთმრიცხველობენ).

უნდა იყო იდიოტი, რომ ძველებურად სწერო ლექსები

როცა სატურიის სანაობზე გლეხებს უხსნიან ელექტროფიკაციას

როცა პრეზიდენტია მიხა ცხაკაია.

მთაწმინდის შემოღამებას მარტო ბოზები ელიან

ერთი დარჩა ქუჩა გაუწითლებელი

ვის უნდა შენი ნაზი ლექსები

ორსული ქალიშვილები სიცილით იხოცებიან

თუ პოეტი ხარ, ყველაფერი მაგარი გქონდეს.

 

 

22 ოქტომბერი, 1923წ

ტიციან ტაბიძე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 months later...
მე არ ვეძახი იმას დადაიზმს და რა ვქნა, ნამდვილი დადაიზმი წინ გვაქვს მგონი...

რას არ ეძახი დადაიზმს? ილიაზდი საქართველოში კი არა რუსეთში ითვლება ფუტურიზმის ერთ-ერთ დამაარსებლად და ევროპელები დადაიზმის ერთ-ერთ მამას ეძახან ( ერთ-ერთი მამა არ მოგწონთ?)

 

და რა გვაქვს წინ? დადაიზმი? რაღა დროს დადაიზმია, ოჭამა მაგან თავისი დრო და მოკვტა : )

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 year later...

დადაიზმსა და ნიჰილიზმს შორის მეტად მკრთალი ზღვარია, ვფიქრობ...... საქართველოში დადაიზმის ადგილი ჯერ არაა და არც იქნება კიდევ რამდენიმე წელი, მგონი .

 

 

თუ დადაიზმსა და ნიჰილიზმს ასე აახლოებ ერთმანეთთან,ეს ნიშნავს იმას,რომ დღევანდელ,პოსტმოდერნისტულ ეპოქასთან(რომელიც სავსეა ნიჰილისტებით),ახლოა დადაიზმი. აი პოსტმოდერნიზმსა და დადაიზმს შორის კი არა მარტო საუკუნე,არამედ დიდი იდეოლოგიური დაშორებაა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...