Jump to content
Planeta.Ge

ძლიერი ჯარი ძლიერი ქვეყნის საწინდარია!


Recommended Posts

პირველ რიგშ იმ მითის დამსხვრევა უნდა მოხდეს, რომ ჩვენ სუსტები ვართ, და არაფრის თავი არ გვაქვს

ისე, რომ რეალობას არ ავცდეთ :))

 

პ.ს. დავითისა და გოლიათის ამბავი ხომ იცი?

უფლის შეწევნით და მოხერხებით მტერს შუაზე გავტეხავთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...
  • Replies 41
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ერთი რაღაც უნდა გავითვალისწინოთ სუყველამ ის რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო აფხაზების და ოსების გარეშე ვერ დაბრუნდება რაც არ უნდა ბრუტალური ძალა გაგვაჩნდეს. სწორედ მათი და ჩვენი კოორდინირებული მოქმედებით მოხერხდება ვანიას გაგდება საქართველოდან...ისე სიმართლე გითხრათ ოსების იმედი ნაკლებად მაქვს რადგან თანახმა არიან თავიდან ბოლომდე რუსეთის გუბერნია გახდნენ. თუმცა დრო გვიჩვენებს. აფხაზები ეხლა ხვდებიან უკვე თუ რამხელა ხაფანგში არიან გაბმულები მაგრამ იმის აღიარებაც არ უნდათ რომ სრული განადგურება ემუქრებათ.

რაც შეეხება ჯარს მემგონი არავისთვის არ არის საიდუმლო რომ ფინანსები გდამწყვეტ როლს თამაშობს მის უნარიანობაზე. და რა თქმა განათლებული და ნიჭიერი მხედართმთავრები. გამოჩენილ იტალიელ პოლიტიკოსს და სტრატეგოს ნიკოლო მაკიაველის აქვს ნათქვამი: "ომისათვის საჭიროა სამი რამ: ფული, ფული და კიდევ ერთხელ ფული". ცოტა ფული ნამდვილად არ იყო დახარჯული ჩვენს ჯარზე თუმცა რეგვენი მხედართმთავრების ხელში 3 დღეში დავამთავრეთ ყველაფერი და კატასტროფის პირას დავდექით. ის რისთვისაც გაწვრთნილი იყო ჩვენი ჯარი იმაზე მეთი გააკეთა და რუსულ რეგულარულ არმიასთანაც იომა. მეტის გაკეთება ამ მოცემულ შემთხვევაში აღარ შეეძლოთ მეტი ფიზიკურად, ძნელია როდესაც ეწ ზაჩისტკაზე გაწრთვნილი ჯარი რეგულარულ არმიას ხვდება რომელსაც ასჯერ უფრო ძლიერი და მძიმედ აღჭურვილი არმია ჰყავს. ყველა კომპონენტში გჩაგრავს რიცხობრივი, სახმელეთო, ავიაცია, ფლოტი...და ა შ.

ჩემი აზრით არმიის ძირეული გარდაქმნა უნდა მოხდეს როგორც სტრატეგიული ასევე ტექნიკური თვალსაზრისით. დივერსიულ–პარტიზანული ტექნოლოგიები უნდა განვითარდეს უმაღლეს დონეზე რადგან თუ ომი იქნება საქმე გვექნება უზარმაზარ რკინის მასასთან–მძიმე ტექნიკა, ავიაცია, ფლოტი... როგორც აგვისტოს ომმა გვაჩვენა. რუსეთის გენშტაბმა თავიდანვე გაითვალისწინა ის ფაქტორი რომ ცოცხალი ძალა არ გაეშვა პირდაპირ ბრძოლაში ჩვენს წინააღმდეგ რადგან მშვენივრად იცოდნენ რომ დაიჩაგრებოდნენ პირდაპირ შეტაკებაში, რაც ნათლად აჩვენა გენერალ ხრულიოვის კოლონის განადგურებამ.

Edited by zoixter
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Private Nodari

ისე, რომ რეალობას არ ავცდეთ :D

რეალობას ადამიანი ქმნის...ეს არ დაგავიწყდეს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...
4-5 წელიწადში ჯარი არ იქმნება კი ჩვენი ჯარისკაცები კარგად იბრძოდნენ აგვისთოსში მაგრამ მაინც ბევრი რამ აკლია ჩვენ ჯარს კერძოდ პროფესიონალი ოფიცრები. ოფიცრების მომზადება 3 თვეში და თუგინდ წელიწადში ვერ მოხდება ამას დრო უნდა. ჩემი აზრით როცა სათანადო რაოდენობის პროფესიონალი ოფიცრები გვეყოლება რუსებს ტ-90 კიარა ტ-190-იც არ უშველის
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

. ჩემი აზრით როცა სათანადო რაოდენობის პროფესიონალი ოფიცრები გვეყოლება რუსებს ტ-90 კიარა ტ-190-იც არ უშველის

გონიერი სარდლობა და სწორი ლოგისტიკა.

გეთანხმები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

4-5 წელიწადში ჯარი არ იქმნება კი ჩვენი ჯარისკაცები კარგად იბრძოდნენ აგვისთოსში მაგრამ მაინც ბევრი რამ აკლია ჩვენ ჯარს კერძოდ პროფესიონალი ოფიცრები. ოფიცრების მომზადება 3 თვეში და თუგინდ წელიწადში ვერ მოხდება ამას დრო უნდა. ჩემი აზრით როცა სათანადო რაოდენობის პროფესიონალი ოფიცრები გვეყოლება რუსებს ტ-90 კიარა ტ-190-იც არ უშველის

 

პროფესიონალი ოფიცრების არყოლის გარდა სერიოზულ პრობლემად ის რჩება, (და რაც პრინციპში ალბათ აქვისტოს ომში კატასტროფის მიზეზიც იყო) რომ ჯარი არ არის რეგულარულ არმიასთან საბრძოლველად გაწვრთნილი. ეგ უფრო ე,წ "ზაჩისტკებზე" ორიენტირებული არმიაა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგ უფრო ე,წ "ზაჩისტკებზე" ორიენტირებული არმიაა.

როგორც ამერიკელებს აწყობთ.

 

ბატალიონის დონეზე გაწვრთნილი ჯარი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორც ამერიკელებს აწყობთ.

 

ბატალიონის დონეზე გაწვრთნილი ჯარი.

 

კი ჯიგარო ეგრეა :)) რასაც ჰქვია ეგ ფუნქცია აქვს და რაც 5-ანზე შეასრულა პრინციპში. ხოლო რეგულარულ არმიასთან საბრძოლველად კარგად მოგეხსენება კარდინალურად განსხვავებული ტაქტიკა და რაც მთავარია არსებული ტექნოლოგიების ძირეული ცვლილებებია საჭირო. ჩემი აზრით ეხლანდელი რეფორმები ყველანაერად მისაღებია ჩვენი არმიისთვის..რა თქმა უნდა თუ არ დაუფშტვინა ჩვენმა მთავარსარდლობამ კიდევ და მოუმზადებლები გაგვიშვა ხაზზე.

მაგრად მინდა მაგარი ჯარი რომ გვყავდეს (რა თქმა უნდა ეკონომიკაც პირველ რიგში, და წარმატებული ქვეყანა საერთოდ). ზოგი კი იძახის უნდა შემცირდეს შეიარაღებული ძალების დაფინანსებაო რაც არ მიმაჩნია სწორად. თუნდაც იმის გამო რომ მაგარ შარიან ადგილას ვცხოვრობთ, აქ სიწყნარე არ იქნება არასოდეს. ვისაც არ ეზარებოდა ყველა ცხვირს ჰყოფს, რისი მაგალითი რუსეთიც არის აგერ ეხლა. მიშა იქნება თუ გრიშა პრეზიდენტი ერთი ჭეშმარიტება უნდა არსებიბდეს ქვეყანაში რომ ბრძოლისუნარიანი სერიოზული არმია უნდა გვყავდეს მუდამ.

ცოტა პატრიოტული ტექსტი კი გამომივიდა :D მარა მგონი მიმიხვდი რისი თქმაც მინდოდა :bushti:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მარა მგონი მიმიხვდი რისი თქმაც მინდოდა

რათქმაუნდა..

 

 

ჩემი აზრით მთლიანად მილიტარიზებული პრინციპები უნდა დაინერგოს ქვეყანაში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პროფესიონალი ოფიცრების არყოლის გარდა სერიოზულ პრობლემად ის რჩება, (და რაც პრინციპში ალბათ აქვისტოს ომში კატასტროფის მიზეზიც იყო) რომ ჯარი არ არის რეგულარულ არმიასთან საბრძოლველად გაწვრთნილი. ეგ უფრო ე,წ "ზაჩისტკებზე" ორიენტირებული არმიაა.

ამერიკელები ყველაფერს კიარ გასწავლიან ცოტა ჩვენც უნდა გავინძრეთ თორე ამერიკა ბოლომდე არ გვენდობა რადგან გაურკვეველია რუსეთის მომხრე მთავრობა მოვა თუ ევროპის და მაგიტო ფრთხილობს მაგრამ პროფესიონალი ოფიცრები რო გვყავდეს ამერიკელებისგან სწავლება არ დაგვრჭირდებოდა და ისე ამერიკული ტაქტიკა ჩვენთვის არც წავა რადგან ამერიკა რიცხობრივად სიმცირეს არ განიცდის. აი იზრაელს სულ სხვა განსხვავებული ტაქტიკა და სწავლა აქ ჩემი მეგობარი ვაზიანშია და მან მითხრა ტვინი ამერიაო ამერიკელები სხვანაირად გვასწავლიან ისრაელი ოფიცრები სხვანაირადო ჩვენც უნდა მოვახერხოთ რაღაცა თორე ჩვენ გასაკეთებელს ჩვენ მაგივრად ნაღდად არავინ გააკეთებს ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 5 months later...

არ ვიცოდ სად დამედო

 

 

საქართველოს სამხედრო–საჰაერო ძალების ისტორია

http://geo-army.ge/index.php?option=com_content&view=article&id=138&Itemid=8&lang=ka

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...