Jump to content
Planeta.Ge

სამხედრო განათლება


Recommended Posts

იუზერი დაინტერესდა თუ სად შეიძლებოდა სამხედრო განათლების მიღება.

 

1. თავდაცვის ეროვნული აკადემია – ოფიცრის პროფესიული განათლება;

2. საჩხერის სამთო მომზადების სკოლა – სამხედრო კადრების მომზადება და გადამზადება ალპინიზმისა და სამთო-ტაქტიკური მიმართულებით;

3. ეროვნული სასწავლო ცენტრი კრწანისი- ჯარისკაცთა საწყისი სამხედრო და სპეციალიზებული მომზადება;

4. სერჟანტთა სკოლა – სერჟანტთა პროფესიული მომზადება და გადამზადება;

5. ჯავშანსატანკო სკოლა – მექანიზირებული და სატანკო ქვედანაყოფების ეკიპაჟების მომზადება

 

 

ასევე არის ახალი ოფიცერთა პროგრამა სტუდენტებისათვის.

პირობებს განვათავსებ:

საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის მაღალკვალიფიციური ოფიცრების მომზადების მრავალწლიანი პროგრამა

 

პროგრამის მიზანია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მაღალკვალიფიციური ოფიცრების რაოდენობის გაზრდა.

 

პროგრამა განკუთვნილია საქართველოში აკრედიტირებული სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის, რომლებსაც აქვთ სურვილი შესაბამის სპეციალობებში ბაკალავრის ხარისხის მოპოვების შემდეგ იმსახურონ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში.

 

პროგრამაში დაშვებული იქნება ნებისმიერ საბაკალავრო პროგრამაში მოსწავლე სტუდენტი.

 

უპირატესობა მიენიჭება სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ შემდეგ სპეციალობებზე:

- ეკონომიკა და ბიზნეს ადმინისტრირება;

- სამართალმცოდნეობა;

- სამედიცინო სპეციალობები;

- საავიაციო სპეციალობები;

- სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები;

- საინჟინრო სპეციალობები.

 

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც:

- 2009 სასწავლო წელს ჩააბარებენ აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის საბაკალავრო ფაკულტეტზე და ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მიიღებენ 70-100%-იან სახელმწიფო დაფინანსებას;

- აკმაყოფილებენ სამედიცინო მდგომარეობისა და ფიზიკური მომზადების სპეციალურ მოთხოვნებს.

 

პროგრამაში მონაწილე პირთა მიმართ წაყენებული მოთხოვნები:

- სამოქალაქო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლისას პროგრამის მონაწილეები გაივლიან პერიოდულ სამხედრო შეკრებებს თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში;

- სამოქალაქო უმაღლეს სასწავლებელში სწავლისას პროგრამის მონაწილეებმა უნდა გაიარონ სათანადო დონის ფიზიკური მომზადება;

- ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდეგ პროგრამის მონაწილეები ჩაირიცხებიან და გაივლიან უმცროს ოფიცერთა საწყის სპეციალიზაციის კურსს საქართველოს თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში;

- თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში უმცროს ოფიცერთა საწყისი სპეციალიზაციის კურსის გავლის შემდეგ პროგრამაში მონაწილეები მიიღებენ სამხედრო ოფიცრის წოდებას.;

- წოდების მიღების შემდეგ პროგრამის მონაწილეებმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში უნდა იმსახურონ მინიმუმ 5 წელი კონტრაქტით გათვალიწინებული პირობებით.

 

მოტივაცია პროგრამაში მონაწილე პირებისთვის:

- სამსახური საქართველოს შეიარაღებულ ძალებში;

- კარიერული წინსვლის ფართო პერსპექტივა;

- ეფექტურად დაგეგმილი კარიერა და პროფესიული განვითარება პრესტიჟულ სასწავლო დაწესებულებაში (როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ);

- თვითგანვითარების ხელშეწყობა (მაგისტრატურა, დოქტორანტურა);

- უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდში ყოველთგვიური სტიპენდია 300 ლარის ოდენობით;

- სამედიცინო უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და წესით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აგრეთვე: 2010 წლის სექტემბრიდან იხსნება ქუთაისში სამხედრო სკოლა-ლიცეუმი 10, 11, 12 კლასელთათვის Edited by Private Nodari
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1. თავდაცვის ეროვნული აკადემია – ოფიცრის პროფესიული განათლება;

 

რამდენ წლიანია?

სტუდენტებს ენიშნებათ სტიპენდია?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ინფორმაცია სასწავლო პროცესის შესახებ

ა) არსებული კურსები (მიზანი)

ბ) შერჩევის კრიტერიუმები

 

აკადემიაში ოფიცერთა მომზადება მიმდინარეობს:

 

I. უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსებზე;

II. კაპიტნის საკარიერო კურსებზე;

III. ბატალიონის მეთაურთა და ბრიგადის შტაბის ოფიცერების გადამზადების კურსი

 

აკადემიაში დღეისათვის ფუნქციონირებს შემდეგი სახის კურსები:

 

1. სახმელეთო ჯარების ოფიცერთა მომზადების კურსები

 

ა) უმცროს ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსი იყოფა ორ ეტაპად:

ა) ოფიცრის საწყისი კურსი (5 კვირა)

ბ) ოფიცრის საკანდიდატო კურსი (15 კვირა)

მიზანი: მსმენელების მომზადება ქვეით უმცროს ოფიცერთა მომზადების სპეციალიზაციის კურსებისათვის.

 

ბ) ქვეით ოფიცერთა მომზადების კურსები

- მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსი (18 კვირა)

მიზანი: ქვეითი, მექანიზებული ასეულის მეთაურების და ბატალიონის შტაბის ოფიცერთათვის საბრძოლო, სამეთაურო, ბრძოლის უზრუნველყოფის პრინციპებისა და უნარ-ჩვევების გამომუშავება და მისი პრაქტიკული გამოყენება

- უმცროს ოფიცერთა მომზადების ძირითადი კურსი (20 კვირა)

მიზანი: მოამზადოს სახმელეთო ჯარებისათვის ქვეითი ოცეულის მეთაურები, რომლებსაც გამომუშავებული ექნებათ ოცეულის მეთაურისათვის დამახასიათებელი ხელმძღვანელობის უნარ-ჩვევები, ასევე მზად უნდა იყვნენ ხელქვეითების მომზადებასა და გაწვრთნაში, რათა მათ შეძლონ იარაღის და აღჭურვილობის დაცვა და მათი ბრძოლაში სრულფასოვნად გამოყენება.

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები მიიღებენ კურსის დასრულების დამადასტურებელ დიპლომს და პირველად სამხედრო წოდებას "ლეიტენანტი".

 

გ) საარტილერიო ოფიცერთა მომზადების კურსები

- კაპიტნის საკარიერო კურსი (18 კვირა)

მიზანი: ბატარეის მეთაურისათვის, ბატალიონის (დივიზიონის) შტაბის ოფიცერთათვის საბრძოლო, სამეთაურო, ბრძოლის უზრუნველყოფის პრინციპების და უნარჩვევების გამომუშავება

- უმცროს ოფიცერთა მომზადების ძირითადი კურსი (27 კვირა)

მიზანი: მოამზადოს სახმელეთო ჯარებისათვის საარტილერიო ოცეულის მეთაურები, რომლებსაც გამომუშავებული ექნებათ ოცეულის მეთაურისათვის დამახასიათებელი ხელმძღვანელობის უნარ-ჩვევები. შეისწავლოს ქვეითი ოცეულის მართვა, შეეძლოს შერეული საარტილერიო ბატარეის და შერეული დივიზიონი მასშტაბით სხვადასხვა ტიპის შეიარაღების და ტექნიკის ტაქტიკური გამოყენება, საბრძოლო მხარდაჭერისა და საბრძოლო უზრუნველყოფის პრინციპების გამოყენება ოცეულიდან ბატალიონის დონემდე.

 

დ) ლოგისტიკის ოფიცერთა მომზადების კურსები

- კაპიტნის საკარიერო კურსი (18 კვირა)

მიზანი: უზრუნველყოფის ქვედანაყოფებისა და ბატალიონის შტაბის S-4-ის ოფიცერთა NATO-ს სტანდარტებთან მიახლოებული ლოგისტიკური კუთხით მომზადება ბატალიონის S-4-ის დონეზე. მშვიდობიანობისა და ომის პირობებში ქვედანაყოფებში ლოგისტიკური დაგეგმარებისა და უზრუნველყოფის პრინციპების შესწავლა.

- უმცროს ოფიცერთა მომზადების ძირითადი კურსი (27 კვირა)

მიზანი: ლოგისტიკის უმცროსი ოფიცრის მომზადება, რომელსაც ეცოდინება:

- საერთო საჯარისო ტაქტიკასთან ერთად ლოგისტიკის ტაქტიკა;

- ლოგიტიკური უზრუნველყოფის ისეთი საკითხები, რომლებიც საჭიროა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებისათვის, როგორც მშვიდობიან, ასევე, საომარი მოქმედებებისათვის;

- ბრძოლის უზრუნველყოფის პრინციპების, უნარ-ჩვევების გამომუშავება და პრაქტიკული გამოყენება.

 

ე) სამხედრო საინჟინრო ოფიცერთა მომზადების კურსები

- კაპიტნის საკარიერო კურსი (18 კვირა)

მიზანი: საინჟინრო ასეულის მეთაურთათვის, საინჟინრო ბატალიონის შტაბის ოფიცრებისათვის, ცალკეული ბატალიონებისა და ბრიგადების საინჟინრო დაგეგმარების ოფიცრების, ბრძოლის უზრუნველყოფის პრინციპების, უნარ-ჩვევების გამომუშავება და პრაქტიკული გამოყენება.

- უმცროს ოფიცერთა მომზადების ძირითადი კურსი (15 კვირა)

მიზანი: მოამზადოს საბრძოლო, საინჟინრო სპეციალობის უმცროსი ოფიცრები (ოცეულის მეთაურები), რომლებიც შეძლებენ:

- მობილურობის, კონტრმობილურობის და სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნების ოპერაციების დაგეგმვას და განხორციელებას ოცეულის დონეზე, რათა მხარი დაუჭირონ სამანევრო ძალებს მათ წინაშე დასმული ამოცანების შესასრულებლად;

- საინჟინრო ტექნიკის სათანადო ექსპლუატაციას;

- მიღებული ცოდნის გადაცემას ხელქვეითებისათვის და მათ მომზადებას საერთო საინჟინრო ტაქტიკის, ტექნიკის და სტანდარტული პროცედურების მიხედვით;

- საბრძოლო დოკუმენტაციის წარმოებას და შესაბამის გაფორმებას;

 

ვ) კავშირგაბმულობის ოფიცერთა მომზადების კურსები

- უმცროს ოფიცერთა მომზადების ძირითადი კურსი (17 კვირა)

მიზანი: მოამზადოს კავშირგაბმულობის ოცეულის მეთაურები, რომლებიც შეისწავლიან:

- შეიარაღებულ ძალებში კავშირის ორგანიზების პრინციპებს;

- სახაზო-საკაბელო და რადიო კავშირების ორგანიზებას;

- კავშირგაბმულობის საშუალებების ექსპლუატაციას;

- კომპიუტერული ქსელების საწყის საფუძვლებს.

სწავლის პერიოდში ძირითადი დრო ეთმობა პრაქტიკულ მეცადინეობებს, რომლის დროსაც ხდება კავშირგაბმულობის საშუალებების სწორი ექსპლუატაციის შესწავლა და უსაფრთხო კავშირის დამყარება.

 

ზ) ჯავშანსატანკო მომზადების ოფიცერთა მომზადების ძირითადი კურსი

მიზანი: მოამზადოს უმცროსი ოფიცრები ოცეულის მეთაურები, რომლებიც შესძლებენ:

- ჯავშანსატანკო ოცეულის მართვას, მის მობილურობას, სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას, ტაქტიკურ გადააგილებას, მანევრს, ადგილზე ორიენტირებას. საბრძოლო ბრძანების შესრულებას;

- ჯავშანტექნიკის სათანადო ექსპლოატაციას;

- მიღებული ცოდნის გადაცემას ხელქვეითებისათვის;

 

თ) საჯარისო დაზვერვის უმცროს ოფიცერთა მომზადების ძირითადი კურსი (20კვირა)

 

მიზანი: საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის მოამზადოს დაზვერვის სპეციალობის ოფიცრები, რომლებიც მიიღებენ ცოდნას საერთო საჯარისო დაზვერვის საშტაბო დაგეგმვის, ტაქტიკურ დონეზე წარმოების და ამ მოქმედებათა მხარდამჭერი ოპერაციების შესახებ დაზვერვის ოცეულის მეთაურის და S-2-ის ასისტენტის დონეზე

 

ი) სამედიცინო უმცროს ოფიცერთა მომზადების ძირითადი კურსი (13კვირა)

მიზანი: საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის მოამზადოს სამხედრო-სამედიცინო სამსახურის ოფიცრები სამედიცინო ოცეულის მეთაურთა და ბატალიონის ექიმთა თანამდებობებზე სამსახურისათვის.

 

 

2. სამხედრო-საჰაერო ძალების ოფიცერთა მომზადების კურსები

- კაპიტნის საკარიერო კურსი (18 კვირა)

მიზანი: შეასწავლონ საავიაციო რგოლის ესკადრელიის დონეზე (ასეულის, ბატალიონის)

- შტაბის მუშაობის პრინციპები

- საბრძოლო მოქმედებების დაგეგმვის, უზრუნველყოფის საკითხები,

- საინფორმაციო უზრუნველყოფა და მართვა

- ლოგისტიკური უზრუნველყოფა

- საავიაციო-საინჟინრო უზრუნველყოფა,

- საავიაციო (საცეცხლე) მხარდაჭერა სახმელეთო და საზღვაო ნაწილების.

- ავიაციის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი (34 კვირა), სწავლება მიმდინარეობს ორ სპეციალობაზე:

ა) საფრენი აპარატებისა (ლ-39) და საავიაციო ძრავების კონსტრუქცია და ექსპლუატაცია.

მიზანი: შეისწავლონ თვითმფრინავ ლ-39-ის კონსტრუქცია მისი ტექნიკური ექსპლუატაციის განხორციელების მიზნით. ლ-39-ის საავიაციო ძრავის კონსტრუქცია მისი ექსპლოატაციის თავისებურებები, სარემონტო სამუშაოები, მიმდინარე სარემონტო სამუშაოები, კონსტრუქციისა და ურთიერთშეცვლადობის პრნციპები.

ბ) საფრენი აპარატის (ლ-39) საავიციო და რადიოელექტრონული მოწყობილობების ტექნიკური ექსპლუატაცია

მიზანი: შეისწავლონ საავიაციო ელექტრონული და ელექტროტექნიკური მოწყობილობების დანიშნულება, ექსპლუატაცია და მცირე რემონტი. შეისწავლონ რადიოელექტრონული და რადიოტექნიკური მოწყობილობების დანიშნულება, ექსპლუატაცია და მცირე რემონტი.

- საჰაერო თავდაცვა უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი (29 კვირა)

ა) რადიოლოკაციური და სადაზვერვო რადიოტექნიკური მოწყობილობების ტექნიკური ექსპლუატაცია

მიზანი: შეისწავლონ საჰაერო თავდაცვის რადიოტექნიკური საშუალებების პრაქტიკული ექსპლუატაცია და აპარატურის გამოყენება საბრძოლო ვითარებაში.

ბ) საზენიტო-სარაკეტო და საზენიტო-საარტილერიო დაზიანებების საშუალებები

მიზანი: შეისწავლონ საჰაერო თავდაცვის სარაკეტო და საარტილერიო შეიარაღების საკითხები, დანიშნულება, განადგურების პრინციპები და შეისწავლონ მისი გამოყენება საბრძოლო ვითარებაში ეფექტურად.

 

 

3. სამხედრო-საზღვაო ძალების ოფიცერთა მომზადების კურსები (ბათუმი)

- უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი (10 კვირა)

მიზანი: სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდის სავახტო სამსახურის ოფიცრობისათვის შერჩეული პირადი შემადგენლობის მომზადება.

- სპეციალიზაციის კურსებზე სამი სპეციალობით:

ა) ხომალდის კავშირგაბმულობა და რადიოტექნიკური საშუალებები (12 კვირა)

მიზანი: სამხედრო-საზღვაო ხომალდისა და სანაპირო კავშირგაბმულობის სამსახურის ოფიცერთა მომზადება თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად.

ბ) ხომალდის საბრძოლო შეიარაღება (11 კვირა)

მიზანი: ხომალდის საბრძოლო შეიარაღების საბრძოლო ნაწილის მეთაური და საბრძოლო ნაწილის მეთაურისაგან თანამდებობიდან გამომდინარე საბრძოლო სამეთაურო და ბრძოლის უზრუნველყოფის პრინციპებისა და უნარ-ჩვევების გამომუშავება და პრაქტიკული გამოყენება.

გ) ხომალდის ელექტრომექანიკური საშუალებები (11 კვირა)

მიზანი: ხომალდის ელექტროგამანაწილებელი სისტემის, მთავარი და საბრძოლო ძალის, ექსტრემალური და საავარიო წრედების, კაბელთა მაგისტრალებისა და შეერთებების, ტრანსფორმატორების. პირდაპირი და ალტერნატიული გენერატორებისა და ძრავების მუშაობის უზრუნველყოფის პრინციპებისა და უნარ-ჩვევების გამომუშავება და პრაქტიკული გამოყენება.

 

 

4. ბატალიონის მეთაურთა და ბრიგადის შტაბის ოფიცერების გადამზადების კურსი (10 კვირა)

 

მიზანი: ბატალიონის მეთაურებსა და ბრიგადის ჟ-3-ის უფროსებმა შეისწავლონ საბრძოლო, სამეთაურო, ბრძოლის უზრუნველყოფის პრინციპები და გამომუშავონ სამეთაურო საშტაბო უნარჩვევები და შეძლონ მისი პრაქტიკული გამოყენება.

 

 

5. ერთიანი ენობრივი მომზადების ცენტრი

დღეისათვის ცენტრში ფუნქციონირებს ინგლისური, გერმანული, ფრანგული, თურქული და რუსული ენების შემსწავლელი კურსები, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ენების ინსტიტუტის სასწავლო-მეთოდური მასალებისა და NATO-ს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად (NATO STANAG 6001 ინგლისური, გერმანული), მიმდინარეობს უცხო ენების როგორც ინტენსიური, ასევე არაინტენსიური სწავლება:

 

აკადემიის ბაზაზე:

ინგლისური ენის ინტენსიური კურსი - 5 სასწავლო ჯგუფი;

გერმანული ენის ინტენსიური კურსი - 2 სასწავლო ჯგუფი;

ფრანგული ენის ინტენსიური კურსი - 1 სასწავლო ჯგუფი;

თურქული ენის ინტენსიური კურსი - 2 სასწავლო ჯგუფი;

რუსული ენის ინტენსიური კურსი - 1 სასწავლო ჯგუფი;

 

შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში:

 

ინგლისური ენის ინტენსიური და არაინტენსიური კურსი:

(2 ინტენსიური, 2 არაინტენსიური)

- I ბრიგადა

- II ბრიგადა

- III ბრიგადა

- IV ბრიგადა

- V ბრიგადა

- I საარტილერიო ბრიგადა

- II საარტილერიო ბრიგადა

- საინჟინრო ბრიგადა

ინგლისური ენის ინტენსიური და არაინტენსიური კურსი:

(1 ინტენსიური, 1 არაინტენსიური)

- ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი

- ცალკეული სამედიცინო ბატალიონი

- ცალკეული კავშირგაბმულობის ბატალიონი

- ცალკეული ტექნიკური დაზვერვის ბატალიონი

- ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონი

- ცალკეული საზენიტო დივიზიონი

- ეროვნული სასწავლო ცენტრი "კრწანისი"

- სამთო მომზადების სკოლა

- სამხედრო-საზღვაო ძალების ოფიცერთა მომზადების კურსი (ბათუმი)

- სამხედრო-საზღვაო ძალები (ფოთი)

- სამხედრო-საჰაერო ძალები (ალექსეევკა)

- კოპიტნარის სამხედრო-საჰაერო ბაზა

 

ინტენსიური ენის კურსი გრძელდება 9 თვე ყველა ენისათვის გარდა გერმანულისა, რომელიც გრძელდება 5 თვე.

 

მიზანი: მოამზადოს შეიარაღებული ძალების ის ოფიცრები, რომლებიც გათვალისწინებული არიან პარტნიორ ქვეყნებში კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე წარსაგზავნად. ეტაპობრივად განახორციელოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა ინგლისურ ენაში მომზადება საქართველოს NATO-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. აგრეთვე, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე ოფიცერთა მომზადება.

 

 

უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსებზე მიიღებიან:

I კატეგორია - სტუდენტები, რომლებიც სტუდენტობის პერიოდში, ხელშეკრულების საფუძველზე საგანმანათლებლო პროგრამის (ბაკალავრიატი) დასრულების შემდეგ აიღებენ ვალდებულებას განსაზღვრული ვადით, იმსახურონ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში.

 

II კატეგორია - სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქე, რომელსაც არ გაუვლია სამხედრო სავალდებულო სამსახური და არ შესრულებია 27 წელი.

 

III კატეგორია - სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი უმაღლესი განათლების მქონე რეზერვში მყოფი მოქალაქე 30 წლის ასაკამდე.

 

IV კატეგორის - უმაღლესი განათლების მქონე საკონტრაქტო (კაპრალ-სერჟანტი) და სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურეები 30 წლის ჩათვლით.

 

V კატეგორია - საშუალო და საშუალო-სპეციალური განათლების მქონე საკონტრაქტო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურეები (კაპრალ-სერჟანტები) 30 წლის ჩათვლით, რომლებსაც შეიარაღებულ ძალებში ნამსახურები აქვთ სამ წელზე მეტი.

 

შენიშვნა: უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსებზე შესაბამის სამხედრო სპეციალობებზე მისაღებ გამოცდებზე დაშვებულ იქნენ ქვემოთ ჩამოთვლილი სამოქალაქო განათლების მქონე აბტურიენტები:

ა) სახმელეთო ჯარების სპეციალობებზე -

საშუალო, საშუალო-სპეციალური და უმაღლესი განათლების მქონე სამხედრო მოსამსახურეები და უმაღლესი განათლების მქონე სამოქალაქო პირები;

ბ) სამხედრო საჰაერო და სამხედრო-საძღვაო ძალების სპეციალობაზე - უმაღლესი ტექნიკური განათლების მქონე სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები;

გ) საჯარისო დაზვერვის უმცროს ოფიცერთა მომზადების ძირითადი კურსი -

დაზვერვის ოცეულის მეთაურის თანამდებობებზე დანიშნული ან მომავალში დასანიშნა გამიზნული ოფიცრები.

 

 

კაპიტნის საკარიერო კურსებზე მიიღებიან:

ა) მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსი

უმაღლესი განათლებისა და ქვეითი სპეციალობის მქონე სამხედრო მოსამსახურეები უფროსი ლეიტენანტისა და კაპიტნის წოდებით, რომლებიც მსახურობენ ოცეულის მეთაურის, ასეულის მეთაურის მოადგილის, ასეულის მეთაურისა და ბატალიონის შტაბში ოფიცრის თანამდებობებზე.

ბ) საარტილერიო კაპიტნის საკარიერო კურსი

უმაღლესი განათლებისა და არტილერიის სპეციალობის მქონე სამხედრო მოსამსახურეები უფროსი ლეიტენანტისა და კაპიტნის წოდებით, რომლებიც მსახურობენ ოცეულის მეთაურის, ბატარეის უფროსი ოფიცრის, ბატარეის მეთაურისა და დივიზიონის შტაბის ოფიცრის თანამდებობებზე.

გ) ლოგისტიკის კაპიტნის საკარიერო კურსი

უმაღლესი განათლების მქონე სამხედრო მოსამსახურეები: უფროსი ლეიტენანტის და კაპიტნის წოდებით, რომლებიც მსახურობენ უზრუნველყოფის ქვედანაყოფებში ოცეულის მეთაურის, ასეულის მეთაურის მოადგილის, ასეულის მეთაურის, ბატალიონის შტაბის S-4 ოფიცრის თანამდებობებზე, ასევე ის ოფიცრები, რომლებიც გათვალისწინებული არიან აღნიშნულ თანამდებობებზე დასანიშნად.

დ) საინჟინრო კაპიტნის საკარიერო კურსი

უმაღლესი განათლების, საინჟინრო სპეციალობის მქონე სამხედრო მოსამსახურეები: უფროსი ლეიტენანტის და კაპიტნის წოდებით (საინჟინრო ოცეულის მეთაურის, ასეულის მეთაურის მოადგილის, ასეულის მეთაურისა და ბატალიონის შტაბის ოფიცრის თანამდებობიდან).

ე) საჰაერო კაპიტნის საკარიერო კურსი

უმაღლესი განათლების მქონე სამხედრო მოსამსახურეები უფროსი ლეიტენანტის და კაპიტნის წოდებით, რომლებიც რგოლის, ასეულის მეთაურის, ბატალიონის ესკადრელიის შტაბის ოფიცრისა და საავიაციო ბაზის შტაბის ოფიცრის თანამდებობებზე მუშაობენ.

ბატალიონის მეთაურთა და ბრიგადის შტაბის ოფიცერების გადამზადების კურსებზე მიიღებიან:

 

- ოფიცრები, რომლებიც დანიშნულები არიან ბატალიონის მეთაურებად ან J-3-ის უფროსებად და არ გაუვლიათ შესაბამისი საკვალიფიკაციო კურსები.

 

 

 

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Подготовка офицеров с полной военно-специальной подготовкой

 

 

 

Специальности подготовки курсантов:

 

 

 

210401 Физика и техника оптической связи;

 

210404 Многоканальные телекоммуникационные системы;

 

210405 Радиосвязь, радиовещание и телевидение;

 

210406 Сети связи и системы коммутации;

 

230101 Вычислительные машины, комплексы, системы и сети;

 

230102 Автоматизированные системы обработки информации и управления;

 

230105 Программное обеспечение вычислительной техники и автоматизированных систем.

Срок обучения 5 лет. Форма обучения – дневная.

 

ეხლა ამის თარგმანი არ მომთხოვოთ,

ზოგადად ვიტყვი რომ ეგ. წოდებული სვიაზისტების მომზადებას სჭირდება 5 წელი

http://www.mil.ru/849/1051/1328/15632/15636/index.shtml

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 7 months later...

გამარჯობათ, სპეციალურად დავრეგისტრირდი რომ მეკითხა საკონტრაქტოსთან დაკავშირებული საკითხები

 

1) ვარ 27 წლის, მაქვს უმაღლესი დამთავრებული თუმცა არ გამივლია კათედრა და არ ვყოფილვარ ჯარში, საკონტრაქტოზე წასვლისას რაიმე პრივილეგია მექნება თუ არა?

 

 

2) რა ნორმატივები ბარდება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...