Jump to content
Planeta.Ge

ახალგაზრდა ეროვნულ დემოკრატებმა მოღალატეების სია გამოაქვეყნეს


Recommended Posts

ძაან მაგარი პარტიაა, ის რომ ჰყავთ პუტკუნა -ბაჩუკი ქარდავა

და პარლმენტში დასვეს კიდევ ჩახვაძე-უსერიოზულესი პოლიტიკოსი,

 

ოპოზიციონერები :)

 

მაგრამ დემოკარტიული პარტია-თორთლაძესი უფრო გლეჯს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

„ამ პიროვნებების ქმედება ეროვნული ინტერესების ღალატია“

 

ავტორი თამარ ნინიძე

 

[Click to enlarge]

„ბევრი ოპოზიციური პარტია საარჩევნო კამპანიაში კი არ არის ჩართული, არამედ ერთმანეთთან ბრძოლაში. ერთმანეთს მიიჩნევენ მეტოქეებად და არა ხელისუფლებას“, - განუცხადა „დრონი.ჯი“-ს დეპუტატმა გურამ ჩახვაძემ.

 

„დრონი. ჯი“: როგორ შეაფასებთ რუსეთის გააქტიურებას საქართველოსთან მიმართებაში და ზოგიერთი პოლიტიკური ძალის მცდელობებს კრემლთან დაამყარონ კონტაქტები?

 

გურამ ჩახვაძე: რუსეთ-საქართველოს ომი არ დამთავრებულა, რუსეთს სურს, რომ იყოს მრავალპოლუსიანი მსოფლიო, ის ცდილობს გავლენის სფეროების გაზრდას და პოსტსაბჭოთა სივრცე და საქართველო ყველაზე გემრიელი ლუკმაა თავისი მდებარეობით, საგარეო პოლიტიკით...

 

ეს ომი და სამხედრო აგრესია არ დასრულებულა იმიტომ, რომ ტერიტორიების ოკუპაციას უნდა მოჰყვეს პოლიტიკურ ბრძოლაში ომის მოგება ანუ მას სურს, რომ მისთვის სასურველი რეჟიმი მოვიდეს საქართველოს ხელისუფლებაში.

 

ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მონაწილეობენ ამ პროცესში ამას პირდაპირ ვუწოდებ პრორუსულ პოლიტიკას, შეიძლება ფინანსურად არიან დაინტერესებული, ასევე სურვილი აქვთ რუსეთის დახმარებით მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში. ამ ქმედებას არაფერი აქვს საერთო ოპოზიციასთან, პოლიტიკასთან.

 

ოპოზიცია სახელმწიფოსა და ხელისუფლების შემადგენელი ნაწილია. ამ პიროვნებების ქმედება კი ეროვნული ინტერესების ღალატია, ეს არის კოლაბორაციონიზმი. ცუდი ის არის, რომ თუკი ერთი წლის წინ ასეთ პრორუსულ მიმართულებას ტაბუ ჰქონდა დადებული და ამორალურ ქმედებად მიიჩნეოდა, ახლა ამას ტაბუ მოესხნა.

 

ამ პოლიტიკური პარტიების მიზანია საზოგადოების დემორალიზაცია, უიმედობის ჩასახვა საზოგადოებაში და მუდმივად იმის წარმოჩენა, რომ დასავლეთისკენ სწრაფვა უიმედოა საქართველოსთვის და არაფრის მომტანი იმიტომ, რომ თითქოს დასავლეთი აღარ გვეხმარება. ერთადერთ სწორ გზად მიაჩნიათ რუსეთთან საერთო ენის გამონახვა.

 

ომი და ოკუპირებული ტერიტორიები რომ არა, დავუშვებდი იმას, რომ არსებობენ ძალები, რომლებიც საგარეო კურსში რუსეთის როლს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ, მაგრამ ამჟამად საქართველო რუსეთთან საომარ მდგომარეობაშია, რუსეთის ხელისუფლება ჩვენდამი მტრულად არის განწყობილი, მან დაიპყრო ჩვენი ტერიტორიები და ამ ქმედებებს პოლიტიკოსების მხრიდან სხვა შეფასება არ უნდა მიეცეს გარდა ღალატისა.

 

- „კონსერვატორი“ ზვიად ძიძიგური, რომელიც მანამდე არ შეიმჩნეოდა რუსეთისადმი ლოიალური დამოკიდებულებით, დღეს აცხადებს, ხომ არ სჯობს ნატოს ეფემერულ წევრობას ვიფიქროთ ტერიტორიების დაბრუნებაზე რუსეთთან დიალოგის დაწყებითო. თქვენ ამ მოსაზრებაზე რა აზრის ხართ?

 

- რუსეთმა საქართველო დაიპყრო 1921 წელს. საქართველოში მას შემდეგ სულ არსებობს ორი მიმართულება, ორი თვალსაზრისი - ერთი პოზიციით საქართველომ დისტანცია უნდა დაიცვას რუსეთთან, უნდა ვიყოთ დამოუკიდებელნი და რუსეთთან პრინციპულები.

 

ამ პოზიციის სათავეში იყო ილია ჭავჭავაძე და მეორე პოზიცია გახლდათ ის, რომ რუსეთთან ლოიალური პოლიტიკა და კომპრომისები სჯობს. იმ დონეზეც კი მიდიოდა საუბარი, რომ ენაზე, ისტორიაზე, ტრადიციებზე უარი უნდა ვთქვათ და გავითქვიფოთ რუსებში.

 

ამის გაგრძელებაა დღესაც. რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნებაზე იზრუნა შევარდნაძემ როცა დსთ-ში შეათრია საქართველო, ჩვენ ყველამ ნათლად დავინახეთ, რომ სასიკეთო შედეგები ამ პოლიტიკას არ მოჰყოლია.

 

არის კიდევ ერთი პოზიცია, რომ საქართველო ნეიტრალური უნდა იყოს, არც ნატოს ჯარები და არც რუსეთის აქ არ უნდა იდგესო, მაგრამ ეს მაინც ნიშნავს რუსეთის გავლენის სფეროში დარჩენას.

 

შვეიცარიის მოდელი აქ ვერ იმუშავებს იმიტომ, რომ საქართველოს სხვაგვარი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსეთია ჩვენს მეზობლად და 1918-21 წლებში მაშინდელმა მენშევიკურმა მთავრობამ ნეიტრალიტეტი გამოაცხადა, მაგრამ რუსეთმა მაინც დაგვიპყრო. ეს ისტორიის გაკვეთილია და უნდა გავითვალისწინოთ.

 

პირიქით, უნდა გავემიჯნოთ რუსეთს და დავაჩქაროთ პროცესები ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გასაწევრიანებლად. ეს არის ჩვენი მომავალი. ქვეყნის შიგნით პროცესები დემოკრატიზაციისკენ უნდა წავიდეს, გატარდეს რეფორმები, რომ მივუახლოვდეთ დასავლეთის სტანდარტებს. ეს პირველ რიგში ჩვენი კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისთვის არის კარგი და არა ალიანსისა და ევროკავშირისთვის.

 

- დღეს სწორედ არა ტრადიციული რუსული ძალები აქტიურობენ, არამედ უკვე ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ადრე პრორუსულ კურსს მხარს არ უჭერდნენ, ყოველ შემთხვევაში ეს ღიად არ ჩანდა. ახლა რა შეიცვალა, რომ პუტინთან შესახვედრად ცოცხალი რიგი დადგა?

 

- ალბათ ეს მოდის ხელისუფლებისადმი ზიზღიდან, დასავლეთი გვირჩევს, ხელისუფლების შეცვლა განხორციელდეს არჩევნების გზით. დემოკრატიზაციის პროცესი გრძელვადიანია, ამ პოლიტიკურ ჯგუფს სწრაფად სურთ ხელისუფლებაში მოსვლა, გასული წლის აპრილის აქციებზეც ხომ დადასტურდა, რომ ლოზუნგი იყო გამოტანილი დღეს უნდა დავამთავროთ სააკაშვილის ხელისუფლებაო.

 

ეს არ გამოუვიდათ და ეს იყო ავანტურა. საზოგადოებაში ამან იმედგაცრუება გამოიწვია, პირველ რიგში ოპოზიციის მიმართ, რომ მან დანაპირები ვერ შეასრულა. სააკაშვილის ხელისუფლების სწრაფად დამთავრებისთვის საუკეთესო ინსტრუმენტად რუსეთი მიაჩნიათ. ხელისუფლებამაც გარკვეულწილად მცდარი მოლოდინი წარმოშვა დაჩქარებული წესით ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, არადა ეს პროცესი მოკლევადიანი არ არის. თანაც ახლა დასავლეთი რუსეთთან ფრთხილობს, ესეც უიმედობას წარმოშობს საქართველოს მოქალაქეებში.

 

- არჩევნებში მარცხის შემდეგ ოპოზიცია რევოლუციისთვის ამზადებდა თავის ამომრჩეველს, ახლაც თვითმმართველობის არჩევნების წინ გაისმის მოწოდებები, რომ მორიგი მარცხის შემდეგ რევოლუცია მოხდება. რას მოასწავებს ასეთი მოწოდებები?

 

- კიდევ მინდა გავიმეორო, რომ დასავლეთი გვირჩევს ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალოს. ეს გასაგებია ჩვენთვის. ამ რჩევამ ოპოზიციის ნაწილი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა. ერთი მხრივ სურთ აჩვენონ დასავლეთს, რომ კონსტრუქციულები არიან და არჩევნებს ემხრობიან, მეორე მხრივ კი რადიკალიზმზეც არ სურთ უარის თქმა, რათა არ დაკარგონ საზოგადოების მხარდაჭერა.

 

ეს რადიკალიზმი რევოლუციასთან ასოცირდება. რუსეთს ხელს აძლევს რევოლუციები საქართველოში აქ მუდმივი ქაოსისთვის. საღად მოაზროვნე პოლიტიკოსებმა უნდა მოვუწოდოთ საზოგადოებას, რომ არჩევნებს ალტერნატივა არ აქვს. „რესპუბლიკური პარტია“ ცდილობს ორი პოლუსი წარმოაჩინოს, ალიანსი და ნაციონალური მოძრაობა. ეს აზრი თავიდანვე მცდარია და არ ემსახურება ოპოზიციის გაერთიანებას.

 

- საარჩევნო კამპანია ჯერ არ გახურებულა, მაგრამ ხელისუფლება უკვე აქტიურობს და უგულავა უამრავ დაპირებას იძლევა, ამ დროს სხვა კანდიდატები არ აქტიურობენ. რითი ხსნით მათ პასიურობას?

 

- უგულავა ორი წელია საარჩევნო კამპანიას ატარებს. ის პოლიტიკაზე კი არ აკეთებს აქცენტს, არამედ სოციალურ პრობლემატიკაზე და მისი გადაჭრის გზებზე. აქეთ მხარეს ოპოზიციის ნაწილი ძიებაშია, ნაწილი ამბობს, რომ უალტერნატივო კანდიდატი ჰყავს, მაგალითად ალასანია. ალიანსი აცხადებს, რომ დაიწყებს საარჩევნო კამპანიას, ნაციონალებმა კი უკვე დაამთავრეს ეს კამპანია.

 

- სოციოლოგიური გამოკითხვებით უგულავა ბევრად უსწრებს სხვა კანდიდატებს, მათ შორის ალასანიას. ეს ხომ არ აფერხებს მის აქტიურობას ან შეიძლება საერთოდ აღარ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა?

 

- არ ვიცი რას ფიქრობს ალასანია, მაგრამ ბევრი ოპოზიციური პარტია საარჩევნო კამპანიაში კი არ არის ჩართული, არამედ ერთმანეთთან ბრძოლაში. ერთმანეთს მიიჩნევენ მეტოქეებად და არა ხელისუფლებას. გარდა ამისა, ოპოზიცია ამთავითვე განაწყობს საზოგადოებას იმისთვის, რომ არჩევნები გაყალბდება და ამიტომ შეიძლება ამომრჩეველი აღარ მივიდეს არჩევნებზე. სავარაუდოდ, ამომრჩევლის ეს ნაწილი საპროტესტო აქციაზეც არ მივა. აქციაზე მიდის ის ამომრჩეველი, რომლის კანდიდატი ვერ გავიდა და მიაჩნიათ რომ არჩევნები გაყალბდა და თავისი ხმა უნდა დაიცვას, თუ არჩევნებში არ მიიღებენ მონაწილეობას, ქუჩაშიც არ გამოვლენ.

 

- ექსპერტების, პოლიტიკოსებისა და ზოგიერთი დეპუტატის პროგნოზით, გაზაფხულზე რუსეთი საქართველოში უმართავი პროცესებისა და გადატრიალებისთვის ემზადება. ამ პროგნოზებს კიდევ უფრო ამძაფრებს რადიკალ ოპოზიციონერთა განცხადებები, რომ ისინი საპროტესტო აქციის მესამე ტალღისთვის ემზადებიან, რომელიც მათი აზრით დაამთავრებს ხელისუფლებას. გადატრიალება საქართველოში არ უნდა მოხდეს, რუსეთის ოცნებების განხორციელებას როგორ უნდა შევუშალოთ ხელი?

 

- ეროვნულ-დემოკრატიული პარტია იმ პარტიების რიცხვშია, რომლებიც მხოლოდ არჩევნების გზით აპირებს ხელისუფლების შეცვლას. არ მიგვიღია მონაწილეობა აპრილის აქციებში. მიგვაჩნდა, რომ შედეგი მიღწეული არ იქნებოდა, მაგრამ ხელისუფლება რომც დაემხოთ, ეს იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის აბსოლუტურად მიუღებელი.

 

ვისაც არ სურს სააკაშვილი და მისი ხელისუფლება, მივიდეს არჩევნებზე და ხმა თავის კანდიდატს მისცეს. საბედნიეროდ ის, ვისაც რევოლუციები უნდა, საზოგადოების მცირე ნაწილს წარმოადგენს, პრორუსული ძალები საზოგადოების მხარდაჭერით არ სარგებლობენ. ქართველები ფრთხილობენ. არ ენდობიან რუსებს, მათი პოლიტიკა არ იცვლება. ქვეყანაში უნდა დაჩქარდეს დემოკრატიული პროცესები ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიზნით და ჩვენი მომავალი კეთილდღეობისთვის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩახვაძე: ზურაბ ნოღაიდელის სახით რუსეთი საქართველოში პოლიტიკური დასაყრდენის შექმნას ცდილობს

 

ოპოზიციონერი დეპუტატის გურამ ჩახვაძის შეფასებით, რუსეთი ზურაბ ნოღაიდელის სახით საქართველოში პოლიტიკური დასაყრდენის შექმნას ცდილობს.

 

როგორც ჩახვაძემ ჟურნალისტებს ნოღაიდელისა და ,,ეძინაია რასიას’’ შორის ხელშეკრულების გაფორმების კომენტრირებისას განუცხადა, ეს ფაქტი იგივეა, რომ პოლონეთის დამპყრობის შემდეგ, პოლონელი ოპოზიციონერი გერმანიაში ადოლფ ჰიტლერთან ჩასულიყო და მისთვის თანამშრომლობა შეეთავაზებინა.

 

ჩახვაძის თქმით, რუსეთი ცდილობს მთელი გეოპოლიტიკა შეცვალოს, რადგან მას სჭირდება არა მხოლოდ აფხაზეთი და ცხინვალი, არამედ მთელი საქართველო.

 

,,რუსეთი მთელ საქართველოზე გავლენის მოსაპოვებლად, ზურაბ ნოღაიდელის პოლიტიკური ძალის მეშვეობით საქართველოში დასაყრდენს ეძებს. საქართველოზე გავლენის მოპოვებით კი რუსეთი მთელ მსოფლიოში ცვლის გეოპოლიტიკას – გავლენის სფეროდ აქცევს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ კავკასიას’’, - განაცხადა ჩახვაძემ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნოღა იდიოტია პრეზიდენტი თუ სააკაშვილი.

დრო ხომ არ ამერია?! ვისადმი არიან ოპოზიციურად განწყობილნი?

ნოღა რომ ნაგავია ეს ვიცი. ნუ აპიარებენ ნამეტანი და აფორმოს ეშმაკთანაც.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...