one Posted May 28, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted May 28, 2008 დაიბადა ექიმის ოჯახში. დაამთავრა პეტერბურგის სამხედრო-საინჟინრო სასწავლებელი (1843). მსახურობდა საინჟინრო დეპარტამენტის სამხაზველოში. მალე თავი დაანება სამსახურს. პირველივე ნაწარმოებმა ("საბრალო ადამიანები", გამოქვეყნდა 1846) გაუთქვა სახელი და მოწინავე რუს მწერალთა რიგში ჩააყენა. შემდგომ ზედიზედ გამოვიდა მოთხრობები "ორეული" (1846), "დიასახლისი" (1847), "თეთრი ღამეები" (1848), "ნეტოჩკა ნეზვანოვა" (1849). ამ პერიოდში დოსტოევსკის მსოფლმხედველობა ვითარდებოდა ბელინსკისა და დასავლეთ ევროპის სოციალისტ-უტოპისტთა, განსაკუთრებით, შ. ფურიეს იდეების ზეგავლენით. 1847 წელს დოსტოევსკი შევიდა პეტრაშეველთა რევოლუციურ წრეში, ერთ-ერთ სხდომაზე წაიკითხა ბელინსკის წერილი გოგოლისადმი. 1849 წელს სხვა პეტრაშეველებთან ერთად დააპატიმრეს და სიკვდილი მიუსაჯეს, რაც განაჩენის აღსრულებამდე უკანასკნელ წუთს ციმბირის კატორღით შეუცვალეს. კატორღის შემდეგ დოსტოევსკი სალდათად გაამწესეს და მხოლოდ 1859 წელს დართეს ცენტრალურ რუსეთში დაბრუნების ნება. ამ პერიოდში გამოქვეყნდა მისი თხზულებანი "ბიძის სიზმარი" (1859), "სოფელი სტეპანჩიკოვი და მისი მცხოვრებნი" (1859), რომანი "დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი" (1861). კატორღის ცხოვრებას ასახავს იმ პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოები "ბარათები მკვდარი სახლიდან" (1861-1862). ციმბირში ფიზიკური და ზნეობრივი ტანჯვის ათმა წელმა ვერ გატეხა დოსტოევსკი, ვერ ჩაუკლა რწმენა ადამიანისადმი, პირიქით, გაუმძაფრა სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლის სურვილი. ამავე წლებმა განაპირობა მისი ტრაგიკული მსოფლმხედველობითი წინააღმდეგობანი: რევოლუციური სიტუაციის პირობებში დოსტოევსკი გამოდიოდა რევოლუციურ-დემოკრატიული პროგრამის წინააღმდეგ, იგი უარყოფდა "წმინდა ხელოვნების" თეორიას, მაგრამ ილაშქრებდა ესთეტიკური უტილიტარიზმის წინააღმდეგ, ეკამათებოდა დობროლიუბოვს, რომელსაც მისი აზრით, ეს უტილიტარიზმი ახასიათებდა. დოსტოევსკი მძაფრად აკრიტიკებდა ბატონყმური რუსეთის წესწყობილებას, ასახავდა თავადაზნაურთა კლასის გახრწნას, ექსპლუატაციას, ახალი კაპიტალისტური ფორმების ზრდას. იგი ამტკიცებდა, რომ განვირების "განსაკუთრებული" გზა რუსეთს საშუალებას მისცემს აიცდინოს რევოლუციური ამბოხებანი, რამაც ევროპაში კაპიტალიზმის სასტიკი კანონები დაამკვიდრა. რუსეთის საგანგებო როლი საყოველთაო ბედნიერების დამკვიდრებაში, მისი აზრით, უნდა აღსრულებულიყო მხოლოდ ნიადაგს მოწყვეტილი თავადაზნაურობის ხალხთან დაახლოების, მონარქიისა და მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელობით, ყველა წოდების გაერთიანების გზით. დოსტოევსკის მიხედვით, ეთიკური ნორმების გამარჯვება შესაძლებელია მხოლოდ რელიგიის საფუძვლებზე ინდივიდის ზნეობრივი სრულყოფით. ეს შეხედულებანი მის მრავალ ნაწარმოებში აისახა. დოსტოევსკის მთავარი რომანებია "დანაშაული და სასჯელი" (1866), "იდიოტი" (1868), "ეშმაკნი" (1871-1872), "ყმაწვილი" (1875), "ძმები კარამაზოვები" (1879-1880). დოსტოევსკი ჟურნალისტურ და პუბლიცისტურ მოღვაწეობასაც ეწეოდა, ძმასთან ერთად გამოსცემდა ჟურნალებს "ვრემია" (1861-1863), "ეპოხა" (1864-1865). რედაქტორობდა რეაქციულ გაზეთ-ჟურნალს "გრაჟდანინ" (1873-1874), მეჭდავდა "მწერლის დღიურს", რომელშიც პუბლიცისტურ წერილებთან ერთად აქვეყნებდა მხატვრულ ნაწარმოებებსაც. დოსტოევსკის შემოქმედების ფსიქოლოგიური, ზნეობრივი, პოლიტიკური და ფილოსოფიური პრობლემები ორგანულ ურთიერთკავშირშია და არეკლავს სინამდვილისა და საზოგადოებრივ აზრის წინააღმდეგობას რუსეთსა და დასავლეთ ევროპაში სოციალური ურთიერთობათა ნგრევისა და მწვავე ცვლის პერიოდში. ადამიანის ტანჯვის ასახვა დოსტოევსკის შემოქმედებაში გამსჭვალულია ჭეშმარიტი ჰუმანიზმითა და ანტიბურჟუაზიული პათოსით. ტრაგედია პიროვნებისა, რომლის ადამიქნური ღირსება შებღალულია უსამართლო საზოგადოების მკაცრი კანონებით, სიმბოლურ განზოგადებას აღწევს ცხოვრებისაგან გათელილი მარმელადოვის აღსარებაში ("დანაშაული და სასჯელი"), ანასტასია ფილიპოვნას ყიდვა-გაყიდვის სცენაში ("იდიოტი"), ყმაწვილი დოლგორუკოვის მისწრაფებაში - გახდეს "თანამედროვე როტშილდი" ("ყმაწვილი"). დოსტოევსკიმ შექმნა მაღალმხატვრულ პერსონაჟთა გალერეა, კარიერისტებით დაწყებული და მაღალი "იდეოლოგებით" დამთავრებული. რომანები: 1845 - Бедные люди 1860 - Записки из Мёртвого дома 1861 - Униженные и оскорблённые 1866 - Преступление и наказание 1866 - Игрок 1868 - Идиот 1871 - Бесы 1875 - Подросток 1881 - Братья Карамазовы მოთხრობები: 1848 Слабое сердце 1848 Двойник 1848 Сон смешного человека 1848 Неточка Незванова 1848 Белые ночи 1859 Дядюшкин сон 1859 Село Степанчиково и его обитатели 1860 Чужая жена и муж под кроватью 1862 Зимние заметки о летних впечатлениях 1864 Записки из подполья 1864 Скверный анекдот 1865 Крокодил 1869 Вечный муж 1876 Кроткая Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მალინა Posted May 28, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted May 28, 2008 ბავშობაში წავიკითხე "დანაშაული და სასჯელი" მაგრად მომეწონა მახსოვს აღფრთოვანებული ვიყავი მარა ეხლა აღარ მახსოვს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ticianelo Posted May 28, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted May 28, 2008 ორიგინალში არწამიკითხავსმაგრამ ქაღთულადაც საკმაოდ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
pollock_y Posted June 10, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted June 10, 2008 Человек есть тайна... Ее надо разгадать, и ежели будешь ее разгадывать всю жизнь, то не говори, что потерял время...я занимаюсь этой тайной, ибо хочу быть человеком... Ф.М. Достоевский ორიგინალში წაიკითხეთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
capa Posted August 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 28, 2009 გენიალურია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
flash Posted April 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 20, 2010 ნუ დოსტოევსი რა თქმა უნდა გენიოსიამინდა მისი ყველაფრის წაკითხვა ეხლა "იდიოტს" ვკითხულობ."დანაშაული და სასჯელი"წამიკითხავს და ძალიან მომწონს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ფალკონე Posted May 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2010 ბავშობაში წავიკითხე "დანაშაული და სასჯელი" მაგრად მომეწონა მახსოვს აღფრთოვანებული ვიყავი მარა ეხლა აღარ მახსოვსმე სულ მიკვირდა რატომ აკითხებენ ბავშვებს დოსტოევსკს :nekro: ცოტა მგრძნობიარე ბავშვს ,რომ Униженные и оскорбленные მისცემ წასაკითხად ესიგი გძულს ფაქტიურად მერე დაიწყებს მე ყველას ვძულვარ... ემო ვარ მე ეხლა 16 ვიყავრი, რომ წავიკითხე და არ გავგიჟებულვარ 1 წელი გავიდა თან უკვე მაგრამ რავიცი შეიძლება გავგიჟდი და ვერ ვამჩნევ ეხლა "იდიოტს" ვკითხულობ.ეს პოსტი კარგა ხნის დაწერილია და წესით უკვე წაკითხული უნდა ქონდეს თუ შემოხვალ ვისაუბროთ მე ეხლა ვკითხულობ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Pariz Posted May 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2010 აუ ჩემი უსაყვარლესი მწერალი..ეშმაკნიც მაგარია.. 2 ჯერ მაქვს წაკითხული და კიდევ მინდა წაკითხვა.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
irusha Posted May 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2010 მე ჩუმად წავიკითხე პატარა რომ ვიყავი... აშკარად მამაჩემთან მინდოდა მერე მარიაჟობა... )) რა თქმა უნდა, ვერაფერი გავიგე... )) მეორედ რომ წავიკითხე სულ სხვა ეფექტი ჰქონდა... )) "ძმები კარამაზოვები" არ არის ქართულად, ხო?? მინდა წავიკითხო და რუსულად ცოტა მერთულება... (( Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ფალკონე Posted May 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2010 "ძმები კარამაზოვები" არ არის ქართულად, ხო?? მინდა წავიკითხო და რუსულად ცოტა მერთულება... ((როგორ არაა ნათარგმნი წავედი ჩემ მგლებს უნდა წავაკითხო ეგ :nekro: მე ჩუმად წავიკითხე პატარა რომ ვიყავი... აზრზე ხართ ადრე ბავშვები ჩუმად კითხულობენ :LOL: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
irusha Posted May 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2010 აზრზე ხართ ადრე ბავშვები ჩუმად კითხულობენ :LOL: კი... კი.. განსაკუთრებული ბავშვები.. სწავლას მოწყურებულები... ) :) მე კიდევ არ მეგონა მგლები საერთოდ თუ კითხულობნენ... :nekro: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ფალკონე Posted May 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2010 მე კიდევ არ მეგონა მგლები საერთოდ თუ კითხულობნენ...ცდებეეე დაიკო ,ზონა შავია მაგრამ ნაწერი ჩანს :nekro:თან დოსტოევსკი ახლოა მგლებთან (საერთოდ ყველა დარტყმულთან )რასკოლნიკოვზე მგელი შენ გინახავს ვინმე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
irusha Posted May 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2010 ფალკონე რასკოლნიკოვზე მგელი შენ გინახავს ვინმე? აააა.... )))))))))))))))))))))))))))))))))) უკაცრავად რომ ვინტერესდები, და რამდენი წლის ხართ?? )) რაღაც ნიკიც მაფიქრებინებს, რომ წიგნებისგან არც თუ ისე შორს უნდა იყოთ... )) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ფალკონე Posted May 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2010 (edited) რაღაც ნიკიც მაფიქრებინებს, რომ წიგნებისგან არც თუ ისე შორს უნდა იყოთ... ))აბა ეხლა ჯერ იმდენი პოსტი არ დამიწერია,რომ პოსტებში გამომეხატა წიგნიერება 17 . ლეკვი ვარ ხო ჯერ ? ოღონც მგლის Edited May 2, 2010 by ფალკონე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
irusha Posted May 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2010 ფალკონე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.