Jump to content
Planeta.Ge

გუგუშვილმა დაცვის ბიჭებს ძილი წამალი დაალევინა, რომ ზვიად გამსახურდიას ოთახში მკვლელის შესვ


Recommended Posts

თენგიზ კიტოვანი - “ბესარიონ გუგუშვილმა დაცვის ბიჭებს ძილი წამალი დაალევინა, რომ ზვიად გამსახურდიას ოთახში მკვლელის შესვლა და გასროლის ხმა არ გაეგოთ”

 

“შევარდნაძე, სანამ ცოცხალია, არ დაუშვებს, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმე გამიძიებულ იქნას. შევარდნაძის ნამუსზე არის ზვიად გამსახურდიას სიკვდილი და მიხეილ სააკაშვილზე არის ზურაბ ჟვანიას სიკვდილი. ეს ორი კაცი - მოსწავლე და მასწავლებელი არიან მკვლელები. ერთმა ჟვანია მოკლა და მეორემ ნახევარი საქართველო გაწყვიტა. თქვენ არ იცით, როგორ ყვიროდა მე რომ დამიჭირეს და ცოცხალი ჩამომიყვანეს, რატომ მოგყავთ ცოცხალიო? თქვენ მასწავლით, შევარდნაძე რა არის? ეგ არის მსოფლიოში აღიარებული მკვლელი”, - აცხადებს თენგიზ კიტოვანი გაზეთ ”ასავალ-დასავალისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით თენგიზ კიტოვანი: ბესარიონ გუგუშვილმა დაცვის ბიჭებს ძილი წამალი დაალევინა, რომ მათ ზვიად გამსახურდიას ოთახში მკვლელის შესვლა და გასროლის ხმა არ გაეგოთ”.

“შოთა კვირაია ერთადერთი კაცია ცოცხალთაგან ვინც მოწმე და უშუალო მონაწილეა ზვიად გამსახურდისა მკვლელობისა. შოთა კვირაიას ჩემთა წამოცდა, რომ ზვიად გამსახურდია მოკლულია. სიმთვრალეში წამოცდა. მაგან მითხრა ყველაფერი. აბა, მე რა დამესიზმრებოდა, როგორ მოხდა ზვიადის მკვლელობა? ინფორმაციის წყარო ბევრია და დოკუმენტური მასალებიც ბევრია. შოთა კვირაია იყო ერთ-ერთი შემსრულებელი მკვლელ გულუასთან ერთად. რატომ არ აქცევთ ყურადღებას გუგუშვილის სიტყვებს? მან რამდენჯერმე თქვა, ბიჭებს დასაძინებელი წამალი დავალევინე იმიტომ, რომ დაღლილები იყვნენ და მშვიდად დაეძინათო. ფაქტობრივად, ის ამით აღიარებს ამ საქმეში თანამონაწილეობას. რა დროს დასაძინებელი წამალი იყო, მან ხომ კარგად იცოდა, რომ მდევარი მოსდევდათ. დაეძინათ ბიჭებს, შემოვიდა მკვლელი ფანჯრიდან, ორი ტყვია ესროლა ზვიად გამსახურდიას. დიახ, გამსახურდიას ორი ტყვია აქვს მოხვედრილი!”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ კიტოვანი.

“ამას მე დაბეჯითებით ვამბობ. ჯერ ქვემოდან არის ნასროლი, ტყთვია ქვინშია გასული და მოხვედრილი აქვს ლოგინის საბჯენს. მეორე ზემოდან თავის ქალიდან აქვს მოხვედრილი და გამოსულია ყურში. მე მაინტერესებს, მანანა არჩვაძემ რატომ თქვა უარი ეტსპერტიზის ჩატარებაზე მაშინ, როცა გროზგოში ჩაასვენა თავისი ქმარი? ჯოხარ დუდაევი უარს ეტყოდა? არ არის დანაშაული ეს? წლების მერე, როცა უკვე რიბილი ქსოვილი არღარ არსებობდა ჩაიტანეს ნეშტი სადღაც როსტოვში და იქ გაასნიჯეს ექსპერტებს... ეს გაკეთებული არის მაყუჩიანი “სტეჩკინით”. ამ ყველაფრის შემდეგ ზვიად გამსახურდიამ ფეხებზე დაიდო იარაღი? ეს ხომ აბსურდია. ყველაფერ ამას დასჭირდა მაქსიმუმ 40 წამი, არც კი - მკვლელმა ესროლა, დაადო მუცელზე იარაღი და წავიდა”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.

“გამყიდველია ის, მინც დაცვის ბიჭები დააძინა და მკვლელს ფანჯარა გაუღო. გეიძლება, ფანჯრიდან კი არა, კარიდან შევიდა მკვლელია - სულაც კარი გაუღეს მას. შეიძლება გუგუშვილმა გააღო. თუკი გუგუშვილმა მისცა ბიჭებს დასაძინებელი წამალი, რატომ არ შეიძლებოდა მას გაეღო კარი? რად უნდოდათ დასაძინებელი წამალი, თუკი დაღლილები იყვნენ და ეძინებოდათ! ან საიდან ჰქონდა ძილის წამალი, აფთიაქში შეიარა და იყიდა? მე მაქვს ის ინფორმაცია, რასაც ვამბობ. სხვა ინფორმაცია რომ მქონდეს, სხვა რამეს ვიტყოდი. მცველებში მკვლელი არ არის. მკვლელი, რომელსაც ფული ყტონდა აღებული, შევიდა, ისროლა და წავიდა. თუ მცველთაგან ერთ-ერთმა გაუღო მას კარი ან ფანჯარა, ვინც ეს გააკეთა ისიც მკვლელია!” - დასძენს თენგიზ კიტოვანი.

“ყველაფრის თქმა საჭირო არ არის. კონსტანტინე გამსახურდიაც მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე, გამოძხიების ინტერსებიდან გამომდინარე, ჯობს კონკრეტული პიროვნებების დასახელებისგან თავი შევიკავოთ. შევარდნაძეა პირველი მკვლელი. შევარდნაძემ მოკლა ზვიად გამსახურდია, გიორგი ჭანტურია, სოლიკო ხაბეიშვილი, შევარდნაძემ მოკლა ზურაბ პატარიძე - მას ავარია მოუწყვეს. მეც მომიწყვეს ავარია. ჩემს მოკვლასაც აპირებდა და შემთხვევით გადავრჩი. ავსტრიაში რომ ვიყავი, იქ გამომიგზავნა მკვლელები! შევარდნაძე რაც არის, ყველამ იცის. სირცხვილი იმ მეგრელებს, ვინც გაყიდა ზვიად გამსახურდია”, -ქ აცხადებს თენგიზ კიტოვანი და შეკითხვას - “ვის გულისხმობთ ამ მეგრელებში?” - პასუხობს:

“გულუაც და კვირაიაც მეგრელები არ არიან? მათ ჰქონდათ დავალებული მოესყიდათ სამეგრელოს მოსახლეობა, რათა მათ მიეწოდებინათ ინფორმაცია პრეზიდენტის ადგილსამყოფელის შესახებ. სწორედ სამეგრელოში, გულუას ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენლის სახლში მოხდა შეკრება, სადაც გაცხადდა ზვიად გამსახურიდას ლიკვიდაციის შესახებ და იქ შეკრებილი მებრძოლები დაეთანხმნენ ამას. სირცხვილი მათ, ვინც ფული აიღო ამაში და იუდასავით გაყიდა ზვიად გამსახურდია!”

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/124648.html

 

ლიცემერი: ალბათ ზოგიერთი ადამიანის უზნეობას მართლა არ გააჩნია წერტილი. ალბათ ზნეობრივი მეხსიერება მართლა ადვილად ავადდება ქრონიკული სკლეროზით. ბევრ ქვეყანაში მომხდარა რევოლუცია, მაგრამ ფსკერიდან ამდენი ნაგავი არ ამოუყრია...კიტოვანი, სიგუა, იოსელიანი, მარგიანი, კვირაია, გუგუშვილი, მანანა, ლელა, აკაკი , სარიშვილი, ედუარდი და კიდევ მრავალი ნაძირალა ნებისმიერი ქვეყნის ისტორიას "დაამშვენებდა"

 

კიდევ კარგად ვართ

 

კომენტარები თქვენთვის მომინდია

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგ კიტოვანი( სადაა რწყევის სმაილი ვერ გავიგე ამ ფორუმზე?:))) პირიქით ...................ეხლავე უნდა დამარხო და რაც შეიძლება ღრმად..

 

ოღონდ ჯერ "მოხნას" კარგად ვინმემ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლავე უნდა დამარხო და რაც შეიძლება ღრმად..

ქართული მიწა არამია მასზე, ჩემო ეკა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სირცხვილი მათ, ვინც ფული აიღო ამაში და იუდასავით გაყიდა ზვიად გამსახურდია!

 

 

ამას ამბობს კიტოვანი???????????????

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აუ რა მაინტერესებს იცით?

გიორგაძე იძებნება.....ჯაბას ამოთხრას უპირებენ ...ეს როჟA რანაირად ზის , არავინ ეხება და კიდევ ტავის მოყუყულს შოკოლადად გვასაღებს აქეთ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

T_A_T

აუ რა მაინტერესებს იცით?

გიორგაძე იძებნება.....ჯაბას ამოთხრას უპირებენ ...ეს როჟA რანაირად ზის , არავინ ეხება და კიდევ ტავის მოყუყულს შოკოლადად გვასაღებს აქეთ?

 

 

მაგის მეორე "ინტელექტუალური" ნახევარი საერთოდ გატრუნული რომ ზის?! ეს ხანდახან მაინც აბრეხვებს რაღაც იდიოტობებს და ის? მეორე თენგოზე მაქვს საუბარი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქართული მიწა არამია მასზე
აი აქ შევწყვიტე კითხვა!

 

+1

 

ამას რატომ არ ასამართლებენ, თუნდაც დაუსწრებლად?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სერგო შევარდნაძეზე რატომ დუმხართ კოეგებო?! :)): ... ან იქნებ რუსეთის მესვეურებზე ამოგვეღო ხმა... ნოღაიდელს ხელი არ შევუშალოთ ანუ რუსეთი ჩვენი უფროსი ძმააა?! Edited by shavlego91
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shavlego91

სერგო შევარდნაძეზე რატომ დუმხართ კოეგებო?! 056.gif ... ან იქნებ რუსეთის მესვეურებზე ამოგვეღო ხმა... ნოღაიდელს ხელი არ შევუშალოთ ანუ რუსეთი ჩვენი უფროსი ძმააა?!

ეს შენ საყვარელ მიშიტოს უთხარი - რატომ არ ასამართლებს?

 

ჩვენ რას გვეცხუბები ვერ გავიგე :)))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თენგიზ კიტოვანი - “ბესარიონ გუგუშვილმა დაცვის ბიჭებს ძილი წამალი დაალევინა, რომ ზვიად გამსახურდიას ოთახში მკვლელის შესვლა და გასროლის ხმა არ გაეგოთ

 

 

ამის შემდეგ აღარ წამიკითხავს ლიც.კიტოვანი სარზეა გასასმელი,მაგრამ აბა როგორ?

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე გადეირევა ბპგ

მაგი დიდი ხანია გადარეულია, ჩემო No regrets

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არა და როდის ვთქვი ის რომ გუგუშვილის სიკვდილს ელოდებიან.

 

ბოლო-ბოლო გუგუშვილი იქნება ის ვისაც დააბრალებენ ეს მათხოვრები.

 

იხარე ნაცმოც როგორც იქნა კიდევ ერთი "შავი ლაქა" შეგიძლია მიაწეპო ეროვნულ მოძრაობას და გაიხარე მანანა, როგორც იქნა საპატრიარქოს წინ წმინდანის სტატუსის მინიჭების დემონსტრაციები შეგძლია დაიწყო.

 

პ.ს. ამ საქართველოს კიდევ ერტი საუკუნე არაფერი არ ეშველება.

დაანებეთ გიჟებს თავი. იბაირამონ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...