Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ღმერთის იდეა სხვადასხვა გვარად ესმოდათ სხვადასხვა დროში.

ტოტემიზმი, ფეტიშიზმი, ანიმიზმი ეს არის პირველყოფილი რწმენის ფორმები

ბუნების თაყვანისცემა, ცხოველების თაყვანისცემა, ეს ის პრიმიტიული რწმენებია, რომლებიც ჩაისახა პირვეყოფილ საზოგადოებაში.

პოლითეიზმა უფრო დახვეწა და უფრო გაადამიანურა ღმერთების სამყარო.

და ბოლოს მონოთეიზმი, ღმერთი გახდა ერთი (ზოგჯერ სამიც არის :DD მარა მაინც მონოთეიზმად ითვლება)

ფაქტია რომ კაციობრიობის ისტორიაში, ღმერთზე წარმოდგენა იცვლებოდა, კაცობრიობის განვითარებასთან ერთად.

გამოდის ისეც რომ როგორც 4000 წლიანი ძველი ეგვიპტური რელიგია გაქრა, რადგან აღარ აკმაყოფილებდა დროს, შესაძლებელია უამრავი ახალი რელიგია გაქრეს.

მე მიჩნდება შეკითხვები (ოღონდ პასუხები მაინტერესებს იმ ხალხისგან, ვინც ასე თუ ისე ჩახედულია რელიგიათმცოდნეობაში)

1) რა განაპირობებს ღმერთზე მოთხოვნას? (მაგალითად ზევსის რწმენის მიოთხოვნა რატომ არსებობდა, მთლად ქრისტიანობას რომ არ შევეხოთ :()

2) რატომ იცვლება ღმერთზე წარმოდგენები?

3) რა განაპირობებს განსხვავებული ღმერთის ძიებას?

4) რა წინაპირობა უნდა არსებობდეს, რომ საზოგადოებამ მიიღოს ახალი ღმერთი?

5) რატომ ხდება ხოლმე, ძალიან რევოლუციონური რელიგიური მოძრაობები, როცა გადაიქცევა ისეთივე რელიგიად გამარჯვების შემთხვევაში, რომელსაც იგი ებრძოდა და ხშირად უფრო სასტიკი და უფრო ტოტალიტარული? (მაგ: ქრისტიანობა, ისლამი)

6) ღმერთის იდეის არ არსებობის შემტხვევაში რას დაკარგავდა ადამიანი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ღმერთის იდეა სხვადასხვა გვარად ესმოდათ სხვადასხვა დროში.

ტოტემიზმი, ფეტიშიზმი, ანიმიზმი ეს არის პირველყოფილი რწმენის ფორმები

ბუნების თაყვანისცემა, ცხოველების თაყვანისცემა, ეს ის პრიმიტიული რწმენებია, რომლებიც ჩაისახა პირვეყოფილ საზოგადოებაში.

პოლითეიზმა უფრო დახვეწა და უფრო გაადამიანურა ღმერთების სამყარო.

და ბოლოს მონოთეიზმი, ღმერთი გახდა ერთი (ზოგჯერ სამიც არის :DD მარა მაინც მონოთეიზმად ითვლება)

ფაქტია რომ კაციობრიობის ისტორიაში, ღმერთზე წარმოდგენა იცვლებოდა, კაცობრიობის განვითარებასთან ერთად.

გამოდის ისეც რომ როგორც 4000 წლიანი ძველი ეგვიპტური რელიგია გაქრა, რადგან აღარ აკმაყოფილებდა დროს, შესაძლებელია უამრავი ახალი რელიგია გაქრეს.

მე მიჩნდება შეკითხვები (ოღონდ პასუხები მაინტერესებს იმ ხალხისგან, ვინც ასე თუ ისე ჩახედულია რელიგიათმცოდნეობაში)

1) რა განაპირობებს ღმერთზე მოთხოვნას? (მაგალითად ზევსის რწმენის მიოთხოვნა რატომ არსებობდა, მთლად ქრისტიანობას რომ არ შევეხოთ :D)

საინტერესო თემაა და შეკითხვეიც ძალიან საინტერესოა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

საინტერესო თემაა და შეკითხვეიც ძალიან საინტერესოა.

და პასუხები არ გაქვს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

და პასუხები არ გაქვს?

პასუხები კი მაქვს მაგრამ წერისთვის საკმარისი დრო არ მაქვს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1) რა განაპირობებს ღმერთზე მოთხოვნას? (მაგალითად ზევსის რწმენის მიოთხოვნა რატომ არსებობდა, მთლად ქრისტიანობას რომ არ შევეხოთ :D)

2) რატომ იცვლება ღმერთზე წარმოდგენები?

3) რა განაპირობებს განსხვავებული ღმერთის ძიებას?

4) რა წინაპირობა უნდა არსებობდეს, რომ საზოგადოებამ მიიღოს ახალი ღმერთი?

5) რატომ ხდება ხოლმე, ძალიან რევოლუციონური რელიგიური მოძრაობები, როცა გადაიქცევა ისეთივე რელიგიად გამარჯვების შემთხვევაში, რომელსაც იგი ებრძოდა და ხშირად უფრო სასტიკი და უფრო ტოტალიტარული? (მაგ: ქრისტიანობა, ისლამი)

6) ღმერთის იდეის არ არსებობის შემტხვევაში რას დაკარგავდა ადამიანი?

Nukriko

ცოტა დრო გამოვნახე და შევეცდები ჩემი თვალსაზრისი დავაფიქსირო იმ საკითხების შესახებ, რომლებიც შენ შეკითხვებში აისახება.

ცხადია რამდენი ადამიანიცაა, იმდენი მოსაზრება შეიძლება არსებობდეს და ყველას თავისებური ხედვა აქვს ცხოვრების ნებისმიერ საკითხზე. ამიტომ, ჩემი თვალსაზრისი ყველასთვის ვერ იქნება მისაღები. ზოგი შეიძლება დაეთანხმოს და ზოგმა კი სრულიად სხვა შეხედულებები დაწეროს. ფორუმის არსი კი ისაა, რომ ჩვენი თვალსაზრისი დავწეროთ, ვიმსჯელოთ და ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი სუბიექტური მოსაზრებები.

ამრიგად, დავწერ ჩემს თვალსაზრისს პირველ ოთხ შეკითხვაზე:

კაცობრიობის ისტორიის მანძილზე, ადამიანებმა ღვთის ძიებაში მრავალი გზა გაიარა. შედეგად, წარმოიშვა უამრავი, მკვეთრად განსხვავებული მოსაზრებები ღმერთზე და რელიგიურ საკითხებზე. წარმოიქმნა მრავალი რელიგიური შეხედულებები და მიმდინარეობები. ინდუიზმის დაუსრულებელი, განსხვავებული რელიგიური მოსაზრებებიდან მოყოლებული მონოთეისტურ იუდაური შეხედულებები; ისლამი და ქრისტიანული სამყაროს ეკლესიები; სინტოიზმის ორიენტალური ფილოსოფია, ბუდიზმი და კონფუციანური ფილოსოფია. მსოფლიოს სხვა რელიგიური მოსაზრებები გამსჭვალულია ანამიზმით, მაგიით, სპირიტიზმით და შამანიზმით. ნუკრიკოს შეკითხვები, საინტერესო კიდევ იმითაა, რომ ამხელა მზარდ რელიგიურ შემართებას, ძიებას, რელიგიურ შეხედულებათა მრავალფეროვან აღმოჩენებს, რაღაც უნდა ედოს საფუძვლად. საიდან მოდის ეს შემართება, სურვილი და რელიგიურობა ადამიანებში...

ჩემი აზრით (და არა მარტო ჩემი აზრით), ადამიანის ბუნებაში დევს ლტოლვა ზებუნებრივისადმი. დღეისათვის არსებობს 10 ძირითადი რელიგია და დაახლოებით 10 000 რელიგიური მიმდინარეობა. აქედან დაახლოებით 6 000 აფრიკის ქვეყნებშია, 1 200 შეერთებულ შტატებში, ასობით სხვა მიმდინარეობა კი სხვა ქვეყნებში. უამრავი რელიგიის არსებობა იმის უტყუარ მტკიცებულებას წარმოადგენს რომ ადამიანში ბუნებრივად დევს ვიღაცისადმი თაყვანისცემის წყურვილი. ახალი რელიგიური ჯგუფების ჩამოყალიბებას ბევრი ფაქტორი განაპირობებს. (ყოფიერება გარკვეულწილად ადამიანის ცნობიერებას აყალიბებს). ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ნუკრიკოს მიერ წამოჭრილ საკითხს, მრავალნაირი ახსნა შეიძლება მოეძებნოს. თუმცა, მიუხედავად უამრავი თეორიებისა, ადამიანების გარკვეული ნაწილი თვლის, რომ რელიგიები, უბრალოდ, სხვადასხვანაირად წარმოგვიდგენენ რელიგიურ ჭეშმარიტებას (რაც ჩემი აზრით, არასწორი თვალსაზრისია). რელიგიების მრავალფეროვნებას სინამდვილეში განაპირობებს სრულიად სხვა რამ. რელიგიათა სიმრავლის მიზეზი ის არის, რომ ბევრი ღვთის ნაცვლად ადამიანის ან ადამიანის მიერ შეთხზული რელიგიური მოსაზრებების მიმდევარი ხდება. ასეთ შემთხვევაში, ადამიანები ებმევიან უამრავ დოგმატებსა და რელიგიურ წესჩვეულებებში, რომლებიც დროთა განმავლობაში თავის ლაზათს და დანიშნულებას კარგავს. კარგავს იმიტომ, რომ დროს მოაქვს სხვა ყოფიერება და შესაბამისად ადამიანთა ცნობიერებაც იცვლება. ძველი (ტრადიციული) რელიგიური შეხედულებები იცვლება ახლით. ის რაც ძველ საზოგადოებას აკმაყოფილებდა, ახალ საზოგადოებას აღარ აკმაყოფილებს (რადგან ის რაც იყო "ძველი", იყო ადამიანის შეთხზული და მას დიდი ხნის არსებობა არ ეწერა) და ამიტომ, ადამიანი ეძებს რაღაც ახალს, რაც ახალ დროში ჩამოყალიბებულ ცნობიერს და ქვეცნობიერს გარკვეულწილად დაუკმაყოფილებს. ამ მიზეზიდან გამომდინარე იქმნება ახალი (რელიგიური) შეხედულებები რომლეიც ისევ და ისევ გამომდინარეობს ადამიანისაგან და არა ღვთისგან. ის რაც ადამიანის გონებიდან მომდინარეობს ვერ იქნება მუდმივი და სრულყოფილი. ადამიანი თავისი გონებრივი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ვითარდება. იძენს მეტ შემეცნებას (განათლებას), მეტ გამოცდილებას და ა.შ. და შესაბამისად იბადება ახალი "ხედვა" და ახალი რელიგიური შემართება მოსაზრებები. საზოგადოებაში ჩნდებიან ზოგიერთი, სხვანაირად მოაზროვნე ადამიანები რომლებიც აყალიბებენ თავიანთ შეხედულებებს და მათთვის ვისთვისაც ახალი შეხედულებები გარკვეულწილად მისაღებია, ითვისებენ და საკუთარი "სულიერი" მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ამა თუ იმ რელიგიურ მოსაზრებებს იღებს. ასე მოგორავს მთელი ისტორიის მანძილზე ადამიანების მიერ შეთხზული რელიგიური მოსაზრებები, რომლებიც ერთ დროს ყვავის, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კი ნელნელა წარსულს ბარდება და მას ანაცვლებს "ახალი" (ისევ ადამიანის მიერ შეთხზული) რელიგიური მოსაზრებები.

ამ პროცესს მე დავარქმევდი რელიგიურ ქაოსს.

არადა, ამ დროს, ადამიანში დევს ის, რაც თავიდან დავწერე. სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. ზებუნებრივისადმი თაყვანისცემა და მასზე აღმატებულის (უზენაესის) აღიარება. როცა ადამიანი თავის სულიერ მოთხოვნილებებს ვერ იკმაყოფილებს ნამდვილი ღვთაებრივი წყაროს მეშვეობით, ის "იძულებული" ხდება, რაიმენაირად დაიკმაყოფილოს ეს (სულიერი) მოთხოვნილება, ვინაიდან ადამიანი ბუნებითაა ასეთი, ანუ შექმნილია ისე, რომ განვითარებისათვის სწორუპოვარი ცოდნა მიიღოს თავისი შემოქმედისგან. ამიტომ, რადგან სათანადო ცოდნას ვერ იღებს ნამდვილი ღვთაებრივი წყაროდან, ის ცდილობს, მისთვის მისაღებ ამა თუ იმ რელიგიურ მოსაზრებებს ჩაებღაუჭოს, თავისი თავისთვის მისაღები გახადოს ის და მასში მოახდინოს თვითრეალიზება.

რადგან ადამიანი ისეა შექმნილი, რომ მას ესაჭიროება როგორც ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ისე სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, სურს თუ "არ" სურს, ილტვის სულიერის დაკმაყოფილებისათვის და ამას აკეთებს ცნობიერადაც და ქვეცნობიერადაც. ეს სურვილი კი იმდენად ძლიერია რომ ადმაიანი ვერ უძლებს ამ (სულიერი) მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობას. ისევე როგორც მშიერი ადმაიანისთვის რთულია შიმშილობა.

როცა სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ვერ ხდება ნამდვილი ღვთაებრივი წყაროს მეშვეობით, ადამიანი იწყებს საკუთარი თავისთვის თავის მიერ ან ვინმეს მიერ მოწოდებული "ღვთაებრივი ობიექტების" შექმნა-აღიარებას. ეს "ობიექტები" (ანუ თაყვანისცემის ობიექტი) შეიძლება იყოს საგანი, ცხოველი, ადამიანი ან თუნდაც ფილოსოფიურ საფუძვლებზე დაშენებული აფსტრაქტული მოსაზრებები, რომლებიც გარკვეულწილად დროებით მაინც დაუკმაყოფილებს სულიერ მოთხოვნილებებს. საერთო ჯამში კი, ბოლოს ისე გამოდის, რომ ადამიანი მაინც დაუკმაყოფილებელია სულიერად რადგან სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება არ მოხდა ნამდვილი ღვთაებრივი წყაროს მეშვებით. როცა ადმაიანი რაიმე ახალს დაინახავს, რომელიც გარკვეულწილად შეუვსებს იმ სიცარიელეს რაც სინამდვილეში ნამდვილი ღვთაებრივი წყაროს მეშვეობით უნდა შეივსოს, ის ანაცვლებს "ძველ" რელიგიურ მოსაზრებებს "ახლით". თუ ეს "ახალი" კვლავ ადმაიანის მიერ შეთხზული რელიგიური მოსაზრებებია, ის მალევე განიცდის სულიერ დაუკმაყოფილებლობას და ისევ იწყებს რაიმე ახლის ძიებას.

ეს პროცესი უბოლოოდ გრძელდება მანამ, სანამ ადამიანი არ მიაგნებს სულიერების დასაკმაყოფილებელ ნამდვილ ღვთაებრივ წყაროს.

შესაძლოა ბევრისთვის ადვილი გასაგებია რაც დავწერე, მაგრამ ზოგისთვის შეიძლება გაუგებარიც კი იყოს ზმეოთ თქმული და უამრავი დამატებითი შეკითხვები დაებადოს, რაც ძირეულ მსჯელობას და საფუძვლიანი ცოდნის მიღებას საჭიროებდეს რომ ყველა შეკითხვაზე ამომწურავი პასუხები მიიღოს.

პოსტი ისედაც დიდია და ალბათ ბევრი არცკი წაიკითხავს, მაგრამ, ვფიქრობ რომ ჩემი მოსაზრება გასაგებად დავაფიქსირე. საინტერესო იქნებოდა სხვების მოსაზრებებიც დაიწეროს რადგან ყოველთვის მაინტერესებდა და მაინტერესებს, რა აზრის არიან ადამიანები იმ საკითხებზე, რასაც ნუკრიკო შეეხო ამ თემაში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ღმერთის იდეა სხვადასხვა გვარად ესმოდათ სხვადასხვა დროში.

ტოტემიზმი, ფეტიშიზმი, ანიმიზმი ეს არის პირველყოფილი რწმენის ფორმები

ბუნების თაყვანისცემა, ცხოველების თაყვანისცემა, ეს ის პრიმიტიული რწმენებია, რომლებიც ჩაისახა პირვეყოფილ საზოგადოებაში.

პოლითეიზმა უფრო დახვეწა და უფრო გაადამიანურა ღმერთების სამყარო.

და ბოლოს მონოთეიზმი, ღმერთი გახდა ერთი (ზოგჯერ სამიც არის :DD მარა მაინც მონოთეიზმად ითვლება)

ფაქტია რომ კაციობრიობის ისტორიაში, ღმერთზე წარმოდგენა იცვლებოდა, კაცობრიობის განვითარებასთან ერთად.

გამოდის ისეც რომ როგორც 4000 წლიანი ძველი ეგვიპტური რელიგია გაქრა, რადგან აღარ აკმაყოფილებდა დროს, შესაძლებელია უამრავი ახალი რელიგია გაქრეს.

მე მიჩნდება შეკითხვები (ოღონდ პასუხები მაინტერესებს იმ ხალხისგან, ვინც ასე თუ ისე ჩახედულია რელიგიათმცოდნეობაში)

1) რა განაპირობებს ღმერთზე მოთხოვნას? (მაგალითად ზევსის რწმენის მიოთხოვნა რატომ არსებობდა, მთლად ქრისტიანობას რომ არ შევეხოთ :D)

2) რატომ იცვლება ღმერთზე წარმოდგენები?

3) რა განაპირობებს განსხვავებული ღმერთის ძიებას?

4) რა წინაპირობა უნდა არსებობდეს, რომ საზოგადოებამ მიიღოს ახალი ღმერთი?

5) რატომ ხდება ხოლმე, ძალიან რევოლუციონური რელიგიური მოძრაობები, როცა გადაიქცევა ისეთივე რელიგიად გამარჯვების შემთხვევაში, რომელსაც იგი ებრძოდა და ხშირად უფრო სასტიკი და უფრო ტოტალიტარული? (მაგ: ქრისტიანობა, ისლამი)

6) ღმერთის იდეის არ არსებობის შემტხვევაში რას დაკარგავდა ადამიანი?

საერთოდ არ მიყვარს კამათი ასეთ თემებზე ,თუმცა მაინც ვიტყვი რასაც ვფიქრობ

1.ღმერთზე მოთხოვნას ალბათ განაპირობებს ის, რომ ადამიანი ამ სამყაროში უსუსურად გრძნობს თავს და ეძებს მფარველს.

6.ღმერთი რომ არ არსებობდეს მართლა ეკარგება ყველაფერს აზრი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პოსტი ისედაც დიდია და ალბათ ბევრი არცკი წაიკითხავს, მაგრამ, ვფიქრობ რომ ჩემი მოსაზრება გასაგებად დავაფიქსირე. საინტერესო იქნებოდა სხვების მოსაზრებებიც დაიწეროს რადგან ყოველთვის მაინტერესებდა და მაინტერესებს, რა აზრის არიან ადამიანები იმ საკითხებზე, რასაც ნუკრიკო შეეხო ამ თემაში.

ყოველთვის საინტერესო პოსტები გაქვს, და ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობ!

6) ღმერთის იდეის არ არსებობის შემტხვევაში რას დაკარგავდა ადამიანი?

წესრიგს.

რელიგია არის ინსტრუმენტი ხალხის გასაერთიანებლად, სამართავად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რელიგია არის ინსტრუმენტი ხალხის გასაერთიანებლად, სამართავად.

რელიგია ხალხის ოპიუმია-ფ. ენგელსი,

უფრო საინტერესო გამონათქვამები აქვთ მარქს და კიდევ უფრო საინტერესო ლენინს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
წესრიგს.

რელიგია არის ინსტრუმენტი ხალხის გასაერთიანებლად, სამართავად.

აქ შეიხედე

http://planeta.ge/index.php?showtopic=14816

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
6.ღმერთი რომ არ არსებობდეს მართლა ეკარგება ყველაფერს აზრი...

კონკრეტულად ღმერთის არსებობა რა არს ძენს შენს ცხოვრებას?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...