Jump to content
Planeta.Ge

"ჩემი ბავშვობის თბილისი"


Recommended Posts

ჩემი ბავშვობის თბილისი", იმპულსური მოგონებები

კარგი თემაა

 

უკვე იმ ასაკში ვარ, როდესაც ადამიანის ცხოვრება ორად იყოფა, როდესაც ორი ტვირთი ჰკიდია დაღლილ მხრებზე. დღისით რეალში ვტრიალებ, მხოლოდ ღამით, ღამის საიდუმლო კარით მივიპარები ბავშვობისკენ, რომ ცოტა ხნით მაინც შევიგრძნო და გავიხსენო ლაღი წლები, მაგრამ ვინ გაცლის, :) რეალის კოშმარი ოცნებაშიც არ მცილდება და ყველანაირად ცდილობს უკან დამაბრუნოს

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი მეზობელი საკმაოდ ცნობილი მსახიობი იყო
-უი ჩემი მეზობელი ომარ გვასალია გამახსენდა.....ძAლიან მიყვარდა მათი ოჯახი. ოამრი სადღAც უცხოეთში იყო დიდი 2 მეტრიანი გასაბერი ლურჯი კურდღელი ჩამოიტანა დიდივე სტაფილოთი ხელში. საერთო ოთახში ქონდათ აყუდებული კედელტან...კიდევ ჩამოტანილი ქონდა რამზეს მეორეს ნიღAბი -ბრა და იმ ოტახში შესვლა მეშIნოდა:D

 

შაბათობით დავდიოდით კინო ყაზბეგში-ფანფან-წიულპანი მგონი მილიონჯერ მაქვს ნანახი....კვირას მეორე დარბაზში...არ მიყვარდა გურამიშვილის ძეგლი...სუმ მეგონა რომ ის მწვანე ლორწო უსვია და ბოროტია...

 

კეკელიძეზე შოკოლადების დიდი მაღAზია ვის ახსოვს? გრილიაჟი მგონი მარტო მანდ იყიდებოდა:)) და ყურძენივით ძაფზე ასხმული შაქარყინული? და უზარმაზარი ნუგა? ( რადიატორზე ვდებდით და ვათბობდით რომ ჩაკბეჩა მოგვეხერხებინა:))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

T_A_T

კეკელიძეზე შოკოლადების დიდი მაღAზია ვის ახსოვს? გრილიაჟი მგონი მარტო მანდ იყიდებოდა027.gif და ყურძენივით ძაფზე ასხმული შაქარყინული? და უზარმაზარი ნუგა? ( რადიატორზე ვდებდით და ვათბობდით რომ ჩაკბეჩა მოგვეხერხებინა027.gif

მაღაზია "ვარაზი", ყოველ დღე ჩემი შვილი დაყავდა ბაღის მერე ჩემ ქმარს და ირისის დიიიიდ პლიტკებს ყიდულობდნენ :D)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თემის გაპუსწიაკების მცდელობა)

დაწერე ბავშვობა თუ გქონდა თბილისში თუ არადა ჩუ:)

Edited by T_A_T
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

T_A_T

თემის გაპუსწიაკების მცდელობა

ეუფ :D:

 

დაწერე ბავშვობა თუ გქონდა თბილისში

მქონდა მაააშ. სან-ზონაში :yes2: ახლანდელ თავისუფლების მოედანზე, ცეკავშირის შენობაში საპონჩიკე რომ იყო, ის მახსოვს ყველაზე კარგად :):

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი ბავშვობა 90-იან წლებს დაემთხვა :))

 

ჰაუბიცას ხმა მახსოვს. დიდ დიღომშიც კი ისმოდა. მარა ეგ მხოლოდ დასაწყისი იყო. უშუქობა, უტრანსპორტობა, სიცივე, პურის რიგები. მერე ნავთის რიგები (ცოტა რომ გამოსწორდა სიტუაცია).

 

უფროს კლასებში უკვე გაჩნდა გართობის საშუალებები. დიდ დიღომში ორსართულიანი ავტობუსი დადიოდა, შატალოზე დავდიოდით ძმაკაცები და მაგით ვკატაობდით ხოლმე (იასნია მეორე სართულზე :) )

ბარათაშვილის ქუჩაზე სონის მაღაზია იყო, და ამ მაღაზიის კარები თვითონ იღებოდა, ახლოს რომ მიხვიდოდი. თბილისში პირველი ასეთი კარი იყო და მაგაზეც მაგარს ვკაიფობდით :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ეუფ იძAხე და გადაგარჩინე ფაქტიურად:))

სანზონიდან ლენინის მოედანზე დადიოდი საჭმელად? :)

 

lasalexx

ორსარტულიანი ავტობუსი თბილისშI? ვაუ:D

შენა ...ლონდონში ხომ არ სწავლობდი?@სანდრო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://s40.radikal.ru/i088/1002/cb/2e54744ece14.jpg

 

რა მაგარია. რა ცოტა მანქანა დადიოდა მშინდელ თბილისში.

 

http://s003.radikal.ru/i201/1002/76/a8c476024bbb.jpg

Edited by akkai
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://s002.radikal.ru/i198/1002/18/fe857e151227.jpg

 

რომელ ჭკვიანს მოუვიდა თავში ამ სახლის დანგრევა და მის ადგილას ფილარმონიის აშენება?

 

http://s001.radikal.ru/i195/1002/32/dc866f4806dd.jpg

 

 

ნუ ფილარმონია მომწონს, მაგრამ ის სახლი ძალიან მოუხდებოდა ეხლანდელ თბილისს :))

Edited by akkai
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://s005.radikal.ru/i211/1002/62/a97f860d75a5.jpg

 

აშკარად პარადია დაგეგმილი თბილისში. პოლიცია მზადყოფნაშია.

 

ისე მიყვარდა პარადი. სკოლის გაცდენის "ოფიციალური " მიზეზი მქონდა თან მიმიმუმ 1 კვირა არ დავდიოდით ხოლმე სკოლაში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

akkai

ვახ! ეს სახლი არც მინახავს, რაც ტავი მახსოვს ბავშვობაში ფილარმონია შენდებოდა და კავშირგაბმულობის სამინსტრო

რაღაც ქრონიკული მშენებლობა იყო :)))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვაიმე აკკაი შენ გაიხარე----პირველად ვნახე ფილარმონიის ადგილას მდგარი ცნობილი " გოტიკა სახლი" რა მშვენიერებაა როგორ დაანგრიეს:mad:(
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

T_A_T

 

ესეც ისტორიული ფოტოა.

 

ასე გამოიყურებოდა "ჩემი უბანი " სანამ ეკლესიას დაანგრევდნენ

http://i057.radikal.ru/1002/b2/1ed5eb4e3578.jpg

 

მეტი სილამაზისთვის პარტიამ კიბეებთან სტალინის ბიუსტიც დადგა

http://s001.radikal.ru/i193/1002/53/70341e9fc4c2.jpg

 

ეხლა კი ასე გამოიყურება ყოფილი ეკლესია ზემელზე

http://s55.radikal.ru/i148/1002/5d/928d5a29cbbe.jpg

 

ალბათ ყველამ იცანით ეს ადგილი.

 

 

პ.ს. კიბეებზე იყო ჩვენი უბნის კაი ტიპების ბირჟა :)) :D :D

Edited by akkai
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

akkai

ალბათ ყველამ იცანით ეს ადგილი.

არც ვიცოდი რომ ზემელზე ესეთი სილამაზე არსებობდა - რა გულდასაწყვეტია :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

T_A_T

lasalexx

ორსარტულიანი ავტობუსი თბილისშI? ვაუ

შენა ...ლონდონში ხომ არ სწავლობდი?@სანდრო

 

 

კი, დადიოდა, ძალიან ცოტა ხნით. მუქი შოკოლადისფერი იყო, მგონი 2 დადიოდა.

 

 

ძალიან ღრმა ბავშვობიდან ყველაზე საშინლად ის მახსოვს, რომ ვაჟაზე, ე.წ. ჩუბინიძის ბაღში დავდიოდი, მანდ ეხლაც ეგრეა და მაშინ ხომ საერთოდ... ცივი წყალი გრაფიკით იყო, დილას-საღამოს, ანუ რაც ბაღში ვიყავით, წყალი ფაქტიურად არ მოდიოდა, სამაგიეროდ მაგ უბანში გოგირდის ცხელი წყალი სულ იყო. ერთხელ ისე მოგვწყურდა, ის ცხელი წყალი დავლიეთ ბავშვებმა ტუალეტში :D)

 

კიდევ ცოტა მერე პერიოდიდან მახსოვს გაუთავებელი ჩხუბები რუსის ბავშვებთან. ჩემი კორპუსის წინ სამხედროების კორპუსები იდგა, სადაც 4 წელიწადში ერთხელ როტაციით იცვლებოდნენ რუსები ოჯახებით. ჰო და ამ რუსის ბავშვებს დავიჭერდით და ქართულად რატომ არ გველაპარაკებითო ვეჩხუბებოდით. გამწარებულები ყვიროდნენ: Мы в советском союзе живём-ო. ეხლა რომ მახსენდება, რას ვერჩოდით იმ ბავშვებს :D

 

კიდევ მახსოვს, დაწყებით კლასებში დამრიგებელი ქალი გვყავდა და შრომის გაკვეთილზე ქსოვას გვასწავლიდა ბიჭებსაც და გოგონებსაც. ვიჯექი თურმე ავტობუსში და ვქოსვდი ხოლმე, ხალხი პირდაღებული მიყურებდა :D :D :D

 

P.S. ისეთები დავწერე, წარმომიდგენია ჩემს ბავშვობაზე რაშთაბეჭდილება შეგექმნებათ, მაგრამ არც მასეა საქმე :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...