daughter Posted February 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 5, 2010 (edited) David Gilmourhttp://s42.radikal.ru/i096/1001/d6/d9954d396633.jpgდევიდ გილმორი, 2009 წელი, ორგანიზაციის Crisis მიერ მოწყობილ გასაიდუმლოებულ კონცერტზე. ბიოგრაფია:ნამდვილი სახელი: დევიდ ჯონ გილმორიდაიბადა: კემბრიჯი, ინგლისიჟანრი/ები: პროგრესული როკიფსიქოდელიური როკისპეის როკიარტ როკიბლუზ როკისაქმიანობა/ები: გიტარისტივოკალისტიინსტრუმენტი/ები: გიტარა ლეიბლი/ები:Capitol RecordsColumbia RecordsSony RecordsEMIვებგვერდი: www.davidgilmour.com დევიდ ჯონ გილმორი (6მარტი, 1946) უფრო მეტად ცნობილია, როგორც ჯგუფ პინკ ფლოიდის გიტარისტი (1968 - დღემდე). მან ჩამოაყალიბა ჯგუფის ორიგინალური მელოდიკა, გიტარაზე დაკვრის გამორჩეული ტექნიკით შესძინა მას ყველა დანარჩენი ჯგუფისგან გამორჩეული ჟღერადობა. აღსანიშნავია აგრეთვე დევიდის ვოკალიც, რომელიც წლების განმავლობაში პინკ ფლოიდში მის ერთ-ერთ დამახასიათებელ ნიშნად რჩებოდა. მას ასევე აქვს გამოშვებული სამი სოლო-ალბომი და აქვს მიღებული მონაწილეობა მრავალი სხვა მუსიკოსის პროექტშიც.სექციების სია ცხოვრება პინკ ფლოიდამდე გილმორი დაიბადა და გაიზარდა გრანჩესტერის მინდვრებთან, კემბრიჯში. მამამისი, დუგლას გილმორი იყო ზოოლოგიის ლექტორი კემბრიჯის უნივერსიტეტში, დედამისი კი - მასწავლებელი. გილმორი დადიოდა პერსის კოლეჯში, ჩერი ჰინტონზე, კემბრიჯში. სწორედ იქ გაიცნო მან სიდ ბარეტი. დევიდმა მას ასევე ასწავლა გიტარაზე დაკვრის რამდენიმე ხერხი. თუმცა, ისინი თავიდანვე ერთად არ უკრავდნენ არც ერთ ჯგუფში, გილმორმა კი დაიწყო ჯოუკერს უაილდში გამოსვლა. მან დატოვა ეს ჯგუფი 1966 წელს და დადიოდა ესპანეთსა და საფრანგეთში მდინარეში საბანაოდ (დაუშვებელ ადგილებში).მისივე თქმით, ის დაბრუნდა მეგობრებთან ერთად მანქანით, რომელშიც ესხა მოპარული საწვავი. პინკ ფლოიდში: დევიდი შეუერთდა პინკ ფლოიდს 1967 წლის ბოლოს.ამრიგად, ჯგუფი ხუთკაციანი გახდა.თავდაპირველად იგი გამოდიოდა სცენაზე და უკრავდა სიდ ბარეტის პარტიებს.სიდის წასვლის შემდეგ, გილმორი გახდა ჯგუფის მთავარი გიტარისტი და როჯერ უოტერსთან/რიჩარდ რაიტთან ერთად ასრულებდა სიდის ვოკალურ პარტიებს.მისი გიტარაზე დაკვრის მანერა და ტექნიკა დაიხვეწა 70-იან წლებში და იქცა ჯგუფის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად. ალბომების Dark Side of the Moon და Wish You Were Here წარმატების შემდეგ, უოტერსი სულ უფრო მეტად აკონტროლებდა ალბომის დაწერისა და ჩაწერის პროცესს.მას სურდა, უფრო მეტი ყურადღება გაემახვილებინა ტექსტებზე, რაც გილმორს არ მოსწონდა, მას უფრო მეტად მუსიკალური მხარე ადარდებდა.წარმოიშვა კონფლიქტები, რომლებმაც როჯერს დაატოვებინეს ჯგუფი ალბომის The Final Cut გამოცემის შემდეგ. 1985 წელს უოტერსმა განაცხადა, რომ ჯგუფი ისტორია დასრულებულია, თუმცა 1986 წელს გილმორმა და ნიკ მეისონმა გამოსცეს პრეს-რელიზი, რომელშიც ეწერა, რომ ისინი კვლავაც იმუშავებენ, ოღონდ როჯერის გარეშე.გილმორმა ითავა ჯგუფის ლიდერობა, დააბრუნა მასში უოტერსის მიერ გაგდებული რიჩარდ რაიტი (კლავიშები) და სამეულთან (სესიურ მუსიკოსებთან ერთად) ჩაწერა ჯგუფის ორი სტუდიური ალბომი და მოაწყო ორი დიდი მსოფლიო ტური. 2005 წლის 2 ივლისს როჯერ უოტერსი შეუერთდა ჯგუფს ჰაიდ პარკში, კონცერტზე Live 8.მან და გილმორმა დაივიწყეს ძველი კონფლიქტები და შერიგდნენ.ამჟამად გილმორის მომავალი ჯგუფთან მიმართებაში უცნობია. სოლო-კარიერა: პინკ ფლოიდში ალბომების ჩაწერის გარდა, დევიდს აქვს პროდიუსერად, ხმის ინჟინრად და სოლო-კარიერის გამოცდილება.1978 წელს გამოვიდა მისი პირველი ალბომი David Gilmour, ხოლო 1984-ში - About Face (პირველი ალბომის მხარდასაჭერი ტური არ გამართულა, ხოლო მეორე ალბომს მოჰყვა საკმაოდ შთამბეჭდავი საკონცერტო ტური). 2001 და 2002 წელს მან გამართა რამდენიმე ნახევრად აკუსტიკური სოლო-კონცერტი ლონდონსა და პარიზში, რომელიც ასევე გამოიცა ვიდეოფილმის სახით.მისი მესამე სოლო-ალბომი, On An Island გამოვიდა 2006 წლის 6 მარტს, მუსიკოსის 60-ე დაბადების დღეზე.ალბომს დიდი წარმატება ხვდა წილად და მოჰყვა გრანდიოზული კონცერტების სერია - თავდაპირველად ევროპაში, შემდეგ - შტატებში, შემდეგ კი კვლავ ევროპაში.კონცერტებზე მასთან ერთად ასევე უკრავდა თითქმის ყველა ადამიანი, ვინც მონაწილეობდა პინკ ფლოიდის წინა ტურებში, რიჩარდ რაიტთან ერთად.სხვა მუსიკოსებთან სოლო და პინკ ფლოიდთან მოღვაწეობასთან ერთად, დევიდ გილმორი არის წარმატებული პროდიუსერიც.იგი უკრავდა და პროდიუსერობას უწევდა სხვადასხვა ცნობილ შემსრულებელს, როგორებიც არიან კეიტ ბუში, გრეის ჯონსი, ტომ ჯონსი, ელტონ ჯონი, ბი ბი კინგი, პოლ მაკარტნი, ჯონ ლენონი, სემ ბრაუნი, ჯულს ჰოლანდი, ბობ დილანი, პიტ ტაუნშენდი, The Who, სუპეტრემპი, ლევონ ჰელმი, ალან პარსონსი, Duran Duran და სხვები. მუსიკალური სტილი: გილმორს აქვს ძალიან სპეციფიური შესრულების ტექნიკა და სტილი, რომელიც უფრო მეტად ეყრდნობა ბლიუზს.მისი სოლოები ითვლება კომპოზიციურად სრულყოფილ და ემოციურ ნამუშევრებად.ინტერვიუებში იგი ამბობს, რომ თავად მიაღწია ამ დამოუკიდებლობას, მიუხედავად იმისა, რომ ადრინდელ წლებში სურდა უფრო მეტად "ჰარისონობა" ან "კლეპტონობა".იგი აგრეთვე იყენებს უამრავ საინტერესო სპეც-ეფექტს. სხვადასხვა სოლოს შესრულებისას იგი ხშირად იცვლის გიტარებს.მისი საყვარელი გიტარაა "ფენდერი", თუმცა, მის ხელში ამ ინსტრუმენტს საკმაოდ ორიგინალური ჟღერადობა აქვს და ეს უფრო მეტად თავად მუსიკოსის დამსახურებაა. იგი აგრეთვე უკრავს სხვა ინსტრუმენტებზეც - კლავიშებზე, დასარტყამებზე და საქსოფონზე.პინკ ფლოიდის სხვადასხვა სიმღერაში მან დაუკრა ბას გიტარაზეც. 1996 წელს დევიდ გილმორი, როგორც პინკ ფლოიდის წევრი, შეყვანილი იქნა როკ'ენ'როლის დიდების დარბაზში. 2006 წლის აგვისტოში მისი სოლო სიმღერიდან "Comfortably Numb" ჟურნალის "Planet Rock" მკითხველებმა დაასახელეს ყველა დროის საუკეთესო სოლოდ. ოჯახი: პირველი ქორწინებისგან გილმორს ჰყავს ოთხი შვილი: ელისი (დ. 1976), კლერი (დ. 1980), სარა (დ. 1982) და მეტიუ (დ. 1985).ისინი დადიოდნენ ვალდორფის სკოლაში, მაგრამ, მუსიკოსის თქმით, განათლების პროცესი საშინელი იყო.მეორე ქორწინებისაგან, ჟურნალისტ პოლი სემსონთან ერთად, მას ჰყავს ოთხი შვილი.ერთ-ერთი მათგანი, ჩარლი, პოლის წინა ქორწინებისაგან ჰყავდა.მისი ხმა ჟღერს პინკ ფლოიდის სიმღერის "High Hopes" ფინალში.ფილანტროპი გილმორი 2003 წლის მაისში დევიდმა მიჰყიდა ლონდონის სახლი ერლ სპენსერს (ლედი დიანას ძმას) და გადარიცხა £3.6 მილიონი (დაახლოებით 5.9 მილიონი დოლარი) უსახლკარო და ფსიქიურად ავადმყოფი ხალხის დახმარების ფონდში.იგი აგრეთვე ეხმარება ფსიქიურად დაავადებულ ადამიანთა დახმარების ევროპულ ორგანიზაციას, "გრინპისს", "ემნესტი ინტერნეშენელს" და სხვა ფონდებს. 2003 წლის ნოემბერში, ფილანტროპიისათვის და მუსიკაში წვლილის შეტანისათვის მან მიიღო ბრიტანული იმპერიის ორდენისხვა ჰობი დევიდ გილმორი აგრეთვე არის გამოცდილი პილოტი.მისი კომპანიის, Intrepid Aviation ეგიდით, მან შეაგროვა ისტორიული თვითმფრინავების კოლექცია.შემდგომში მან გადაწყვიტა ამ კომპანიის გაყიდვა და დაიტოვა მხოლოდ მცირე ზომის თვითმფრინავი. დეივი თუ დევიდი: მიუხედავად რბილი ხასიათისა, დევიდი ღიზიანდება, როდესაც მას უწოდებენ "დეივს".მისივე თქმით, იგი არასოდეს იყენებდა ამ ზედმეტსახელს.მიუხედავად ამისა, პინკ ფლოიდის დანარჩენი სამი წევრი მას ხშირად უწოდებდა "დეივს".ალბომებზე "Meddle" და "David Gilmour" იგი ნახსენებია, როგორც "დეივი". საგულისხმოა, რომ 2001 წელს, ცნობილი მწერლის, დუგლას ადამსის გარდაცვალების შემდეგ, ამ ადამიანისადმი მიძღნილ ინტერნეტ ფორუმზე დევიდმა გამოაქვეყნა გზავნილი, სადაც იგი ხელს აწერს: "შენი მეგობარი და ფანი, დეივი". http://s39.radikal.ru/i086/1001/57/8fb227ca688d.jpg http://s51.radikal.ru/i134/1001/6b/4826e767f482.jpg http://i082.radikal.ru/1001/cf/8d18b0ff0045.jpg ალბომები: http://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/2/26/David-Gilmour-David-Gilmour---G-72022.jpg25 მაისი, 1978 David Gilmourhttp://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/4/46/David-Gilmour-About-Face-329323.jpg27 მარტი, 1984 About Facehttp://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/2/2f/Island2.jpg6 მარტი, 2006 On an Islandhttp://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/1/19/Live_in_gdansk.jpgსექტემბერი, 2008 Live in Gdańsk ვიდეოფილმები: http://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/3/39/Davidhamc.jpgსექტემბერი, 1984 David Gilmour Live 1984http://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/f/fc/Davidinconcert.jpgოქტომბერი, 2002 David Gilmour in Concerthttp://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/9/92/Rememberthatnight.jpgსექტემბერი, 2007 Remember That Night თუ ვინმეს რამე დააინტერესებს კიდე მკითხოს)) By Gilmour / Cocaine! Edited February 5, 2010 by daughter Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
zeppelina Posted February 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 11, 2010 daughter მაგარი თემაა და კარგად გაფორმებული!სღ! და თემის ობიექტი უბრალოდ გენიალური პიროვნება! სამოთხეა გილმორის მუსიკის მოსმენა! უსმენ.. უსმენ და დაფრინავ... მიფრინავ მარცხნივ,... მერე შეცვლის თემას, მიფრინავ მარჯვნივ... მიფრინავ ზემოთ კაროჩე რა ფრენააა! ზე_მაგარია ფსიქოდელისტია! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kida Posted February 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2010 zeppelina გილმორი 'ფსიქოდელისტი' არასოდეს ყოფილა. 'ფსიქოდელია' ეს არის მუსიკა, რომელსაც ფლოიდი აშკარად მხოლოდ 71 წლის ჩათვლით წერდა + რაც შეიძლება სწრაფად ემიჯნებოდა მაგ მუსიკალურ ჟანრს, გილმორი კი საერთოდ - შორს იყო მაგისგან, ბლუზზე აღზრდილი გიტარისტია საერთოდ. და თავად ამბობდა, როგორც მახსოვს, რომ ფსიქოდელია იმდენად არ ითრევდა, Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
zeppelina Posted February 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2010 zeppelina გილმორი 'ფსიქოდელისტი' არასოდეს ყოფილა. 'ფსიქოდელია' ეს არის მუსიკა, რომელსაც ფლოიდი აშკარად მხოლოდ 71 წლის ჩათვლით წერდა + რაც შეიძლება სწრაფად ემიჯნებოდა მაგ მუსიკალურ ჟანრს, გილმორი კი საერთოდ - შორს იყო მაგისგან, ბლუზზე აღზრდილი გიტარისტია საერთოდ. და თავად ამბობდა, როგორც მახსოვს, რომ ფსიქოდელია იმდენად არ ითრევდა, აშკარად არ გეთანხმები. აბსოლუტურად არაფერში! აბა რამე წყარო დამიდე სადაც გილმორი რამე მსგავსს ამბობს. მე მხოლოდ 1 ბლუზ შესრულება ვიცი გილმორის: "Deep In The Blues" და ფსიქოდელიაა მისი მთელი შემოქმედება. მითხარი ან დამიდე რამე სხვა გილმორის დაკრული ბლუზი. ან რამე კომპოზიცია მითხარი მისი რომელსაც ბლუზს დაარქმევდი. და შემდეგ მე დაგიდებ უამრავ ფსიქოდელიურ კომპოზიციას, მისი შესრულებით.თუ გინდა ფსიქოდელია რა არის ამასაც აგიხსნი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kida Posted February 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2010 (edited) და ფსიქოდელიაა მისი მთელი შემოქმედება. მაინტერესებს, როდიდან? როდემდე ან რატომ არის ფსიქოდელია - იმიტომ რომ ადამიანის 'აზროვნებაზე' უცნაურად მოქმედებს? :) თუ გინდა ფსიქოდელია რა არის ამასაც აგიხსნი. ჰმ. არ არის გასაკვირი, ბევრი ვერ ხვდება, რომ 'ფსიქოდელიური' სულ სხვა ტერმინია. ეტყობა ფსიქოდელიურ როკს სულ სხვა რამეს ეძახი. მე მხოლოდ 1 ბლუზ შესრულება ვიცი გილმორის: "Deep In The Blues" კარგი, ამიერიდან უფრო მეტი გეცოდინება - როგორც ბლუზის ნაწილობრივ გამოყენებით, ასევე სუფთა ბლუზი. ქვემოთ არის ის, რაშიც ნაწილობრივ ან მთლიანად არის ბლუზის რაღაც ხერხები More-დან: More Blues http://www.youtube.com/watch?v=MHjidQMzvK0 ზაბრისკი პოინტის საუნდტრეკიდან - Love Scene (Version 6) (ამისი იუტუბი ვერ ვნახე, ავოეზე დევს მთელი საუნდტრეკი) Meddle - Seamus (აბსოლუტური ბლუზი) http://www.youtube.com/watch?v=HuOB2_u87fo Wish you were here - Shine On You Crazy Diamond (Parts I–V) ანუ პირველი ნაწილი სწორედ რომ ბლუზის ელემენტებს შეიცავს (მეორეს ეს არ ეხება, მეორეში ეგ არ არის). პირველი ნაწილის მესამე განყოფილება ბლუზია. A momentary lapse of reason - The Dogs of War-შეიძლება ითქვას, მძიმე ბლუზი. http://www.youtube.com/watch?v=pPFJDVKpB7s The division bell - What Do You Want from Me? ბლუზური ელემენტებს შეიცავს გიტარაში. აგრეთვე: პინკ ფლოიდის ჩვეულებრივი ბლუზი (რომელსაც 70იანების დასაწყისში თითქმის ყველა კონცერტზე უკრავდნენ) ბლუზი 'პომპეიდან' http://www.youtube.com/watch?v=IFRiaszvB8Y მონრეალი, 1977 წელი (ტურის ბოლო კონცერტი) დევიდის სოლოებიდან????? კი ბატონო პირველი სოლო ალბომიდან (David Gilmour, 1978) - (ცოტა შეანელე ზეპირად და ნახავ როგორი ბლუზური პროგრესია აქვს) მესამე სოლო ალბომიდან (On an island, 2006) - (ამას შეცვლაც არ სჭირდება) Deep in the blues რომ ახსენე, კარგია. მართლა შესანიშნავი რამ არის. აი კიდევ ერთი, ბიბისთან ერთად კიდევ ერთი და პლუს ამას - ვიკიპედიის სტატიიდან თავად გაქვს დაკოპირებული ზემოთ ინფო იმაზე, რომ ბლუზს ეყრდნობა მისი შემოქმედება. და შემდეგ მე დაგიდებ უამრავ ფსიქოდელიურ კომპოზიციას, მისი შესრულებით. არა მადლობა 20 წელია ისედაც კარგად ვიცნობ Meddle-ის ჩათვლით სტუდიურ ალბომებს(ისევე როგორც მის შემდეგ), Meddle-ამდე კი ფსიქოდელია ბევრგან ჰქონდათ, გარდა მაგისა საკონცერტო აუდიოჩანაწერების დიდი არქივი მაქვს, სადაც ფსიქოდელია დაახლოებით 73 წლამდე იყო კონცერტებზე, უფრო ადრე ხომ საერთოდ. Edited February 26, 2010 by kida Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
zeppelina Posted February 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2010 kida ქვემოთ არის ის, რაშიც ნაწილობრივ ან მთლიანად არის ბლუზის რაღაც ხერხები ნამდვილად არადამაჯერებელია შენი მაგალითები და არგუმენტები.გილმორის ჯანრი როკია. შეუძლებელია ბლუზის ელემენტები არ იყოს მის მუსიკაში. ბბკინგთან ერთად რომ ბლუზი აქვს შენასრულები, ეგ არაფერს არ ნიშნავს. (მაგ მაგალითით რომ ვიმსჯელოთ, რადგან ჯიმი პეიჯმა პაფ დედისთან ერთად შეასრულა კომპოზიცია, ესეიგი ჯიმი პეიჯი რეპერია? და რეპისკენ იხდება მისი შემოქმედება? გილმორმა თუ რამე ღირებული შექმნა ფლოიდში შექმნა. ნებისმიერი ჰარდ როკ ჯგუფის შემოქმედებაშია ეგრე ბლუზის ელემენტები მაგრამ ეგ არ ნიშნავს რომ ისინი ბლუზმენები იყვნენ და მათი ჯანრი ბლუზია. ვინაიდან და რადგანაც გამოვიტანე დასკვნა რომ კარგად არ აქვს გაგებული თუ რა არის ფსიქოდელიური მუსიკა, უახლოეს მომავალში შემოგთავაზებ მცირე სტატიას ფსიქოდელიაზე, ფსიქოდელიკურ მუსიკაზე, მის არსზე და ამ ჯანრის მიმდევრებზე. ახლა ფიზიკურად დრო არ მაქვს. პირველი ადამიანი ხარ, რომლისგანაც მესმის რომ პინკ ფლოიდი 71 წლის მერე ემიჯნებოდა ფსიქოდელიურ როკს და უახლოვდებოდა ბლუზს. სად პინკ ფლოიდი და სად ბლუზი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kida Posted February 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2010 (edited) zeppelina ზევით რომ ბლუზები დავდე ფლოიდის დაკრული, არ მოგისმენიათ? ეს ბლუზი არ არის? მით უმეტეს, რომ ამტკიცებთ, გილმორმა რაც მნიშვნელოვანი გააკეთა, ფლოიდში გააკეთაო (სწორედ რომ ასეა). ანუ გინდათ უარყოთ, რომ ბლუზი საერთოდ არ დაუკრავთ? ემიჯნებოდა ფსიქოდელიურ როკს და უახლოვდებოდა ბლუზს მე არ ვთქვი, რომ ბლუზს უახლოვდებოდა. მე ვთქვი, რომ ფსიქოდელიურ როკს აბსოლუტურად გაემიჯნა (სტუდიურ შემოქმედებაში და არა კონცერტებზე, მაგრამ 77-81 წლებში ფსიქოდელიას კონცერტებზეც არ უკრავდა, გარდა იმისა, რომ Careful with that axe დაუკრა რამდენჯერმე სცენაზე 77-ში). უფრო მეტიც - მათი მუსიკა საერთოდ აღარაფერს ჰგავდა, თვითმყოფადი და გამორჩეული იყო, პროგრესული როკის ელემენტებით. მე ვამბობ, რომ გილმორის ფესვები ბლუზშია, ის ბლუზზე აღზრდილი გიტარისტია, ბლუზმა ჩამოაყალიბა ის და თავის მუსიკაში და მთელ მათ შემოქმედებას ეს კარგად ეტყობა, ისევე როგორც რიკ რაიტის დაკრულს ეტყობა ჯაზის გავლენა. ფსიქოდელიას რაც შეეხება, ნებისმიერი სტაჟიანი და ბევრი არასტაჟიანი მსმენელიც ნათლად აგიხსნით, რომ მათი სტუდიური შემოქმედება ფსიქოდელიას მხოლოდ 73 წლამდე შეიცავდა. ვინაიდან და რადგანაც გამოვიტანე დასკვნა რომ კარგად არ აქვს გაგებული თუ რა არის ფსიქოდელიური მუსიკა ბატონო მოდერო, თქვენ აპირებთ მასწავლოთ ეს? კინგ კრიმსონის თემაში ჯეტრო ტალის ფოტო რომ არის წამოჭიმული თქვენს მიერ მთელ გვერდზე, ამის მერე ვენდო თქვენს ნათქვამს? კაცმა 40 წელს მივაღწიე და დავიჯერო, მანდ რაც დევს, კრიმსონის ფოტოა? Edited February 26, 2010 by kida Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
zeppelina Posted February 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2010 ბატონო მოდერო, თქვენ აპირებთ მასწავლოთ ეს? კინგ კრიმსონის თემაში ჯეტრო ტალის ფოტო რომ არის წამოჭიმული თქვენს მიერ მთელ გვერდზე, ამის მერე ვენდო თქვენს ნათქვამს? კაცმა 40 წელს მივაღწიე და დავიჯერო, მანდ რაც დევს, კრიმსონის ფოტოა? რამით გაგანაწყენეთ? ტექნიკური შეცდომის გამო გამოგაქვთ არასწორი დასკვნები. რა შუაშია ასაკი? რატომ გეგრეხებათ თქვენზე ახალგაზრდისგან რამე რომ ისწავლოთ? ბოლო ბოლო მეკამათეთ, შემომედავეთ, არგუმენტები მომიყვანეთ. ასაკია თქვენი სიმართლის არგუმენტი?????? http://laurent.femenias.free.fr/musique/ro.../jethrotull.jpg ეს არის ტექნიკური ხარვეზი და მექანიკური შეცდომა. ჯეტ როტალსაც კარგად ვიცნობ და კინგ კრიმსონსაც. კრიმსონის საკმაოდ კარგი ვიდეოგრაფია მაქვს. შემიძლია სქრინები გადავიღო და ფაქტებიც გაჩვენოთ თუ არ გჯერათ. ბოლო ბოლო სურათის მისამართს აწერია ვისი სურათიცაა და კითხვა მაინც ვიცი. ზევით რომ ბლუზები დავდე ფლოიდის დაკრული, არ მოგისმენიათ? ეს ბლუზი არ არის? მით უმეტეს, რომ ამტკიცებთ, გილმორმა რაც მნიშვნელოვანი გააკეთა, ფლოიდში გააკეთაო (სწორედ რომ ასეა). ანუ გინდათ უარყოთ, რომ ბლუზი საერთოდ არ დაუკრავთ? არსად უარმიყვია რომ ბლუზი აქვს დაკრული. მე ვთქვი რომ ბლუზის ელემენტებს რადგან შეიცავს ეგ თქვენს ნათქავმს არ ამტკიცებს თქო.თქვენ აღნიშნეთ, გილმორს აქვს ნათქვამიო, როგორც მახსოვსო, რომ ფსიქოდელია არ ითრევდაო. თქვენს ნათქვამს ვენდო?იმიტომ რომ 40 წლის ხართ?მომიყვანეთ წყარო სადაც გილმორმა რამე მსგავსი თქვა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kida Posted February 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2010 (edited) zeppelina ყოველ შემთხვევაში, მე ვერ ვგრძნობ, რომ რამე მაქვს სასწავლი. მე უბრალოდ შემოვდიოდი ამ ფორუმზე და ვკითხულობდი პოლიტიკაში ნაწერებს და ჩემს ჭიას ვახარებდი, ასე ვთქვათ. მაგრამ გილმორს 'ფსიქოდელიურ' მუსიკოსს ვერ ვუწოდებთ. ფსიქოდელია იყო და დარჩება აწ გარდაცვლილი და ცხონებული სიდ ბარეტის პრეროგატივად. განაწყენებაც არავითარ შუაშია აქ. მეტიც - ნაკლებად მადარდებს ეს თემა და ამიერიდან, რომ იტყვიან, 'გავატარებ'. ეს განყოფილება აქტიურობით შედარებით ჩამორჩება სხვებს + იყალთოს აკადემია არ არის, ასე რომ დეზინფორმაცია თუ სწორი ინფორმაცია მაინც ვერ გავრცელდება - ანუ ეს საკითხი არ მაწუხებს. ისე 40 წელი არც ისე ბევრია - ჩემზე ბევრად ასაკოვანი ხალხი მაგალითად, Uriah Heep, Nazareth, ბიტლზს და ფლოიდს ერთ ქვაბში ხარშავს, რაც ხოლმე გულახდილად მწყინს. მინუსები ნაკლებად გვაქვს - ჩემი თაობა მოესწრო იმას, რომ შესაძლებელია, ნებისმიერი სახის ინფორმაცია მოიძიო ინტერნეტ-ქსელში, ჩემს წინა თაობას ეგ ფუფუნება არ ჰქონდა, ეგ კი არა, ტექსტებს გაზეთებში რომ არ ბეჭდავდნენ, რაღაცნაირად არჩევდნენ მაგნიტოფონიდან მოსმენილს და ისე წერდნენ ქაღალდზე მაგ ლირიკას. მტკიცებულებებს იმაზე, რომ ჯგუფი გამიზნულად განერიდა ფსიქოდელიურ და სპეის-როკის იმიჯს, მცირე ხანში მოგიყვანთ - ფაქტებით, რა თქმა უნდა. შევადგენ აქვე, რაც გამახსენდება, ყველაფერს. უმრავლესობას მტკიცებულებაც არ სჭირდება, ისედაც ჩანს. მაგრამ ბოლოს და ბოლოს - თუკი ასე სცემთ პატივს ვიკიპედიას (ვინაიდან საჭიროდ ჩათვალეთ, სტატია იქიდან ამოღებული ბიოგრაფიით გაგეფორმებინათ), მაშინ გადახედეთ ალბომებს მასში და თავად იხილეთ, რომელი რომელ ჟანრს მიეკუთვნება. Edited February 26, 2010 by kida Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
zeppelina Posted February 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2010 მტკიცებულებებს იმაზე, რომ ჯგუფი გამიზნულად განერიდა ფსიქოდელიურ და სპეის-როკის იმიჯს, მცირე ხანში მოგიყვანთ - ფაქტებით, რა თქმა უნდა. შევადგენ აქვე, რაც გამახსენდება, ყველაფერს. უმრავლესობას მტკიცებულებაც არ სჭირდება, ისედაც ჩანს. ეს მტკიცებულებები არანაირად არ არის საჭირო. ამაში გარკვეულწილად მეც გეთანხმებით და იმიტომ. მაგრამ გილმორს 'ფსიქოდელიურ' მუსიკოსს ვერ ვუწოდებთ აი ამაში არ გეთანხმებით! არანაირად! გილმორი ზუსტად რომ ფსიქოდელიური სულის მუსიკოსია. ასე მივიჩნევ არა მარტო მე, არამედ მთელი მსოფლიო და მე კი არ უნდა მჭირდებოდეს ამის მტკიცება, თქვენგან მაინტერესებს რატომ ფიქრობთ რომ გილმორი ფსიქოდელისტი არააა. 'გავატარებ'. ეს განყოფილება აქტიურობით შედარებით ჩამორჩება სხვებს + იყალთოს აკადემია არ არის, ასე რომ დეზინფორმაცია თუ სწორი ინფორმაცია მაინც ვერ გავრცელდება. რას ატარებთ ძალიან მაინტერესებს?და რომ არ გაატაროთ რა?????დეზინფორმაციაში ჯეტ როტალის შემთხვევით, მექანიკურად დადებულ სურათს გულისხმობთ? თუ ამას არ გულისხმობთ და ზოგადად ჩემს თემებს გულისხმობთ, მინდა გითხრათ რომ ყველა თემაში ვხელმძღვანელობ შემდეგი პრინციპით, ვდებ სტატიას, ვუთითებ სტატიის წყაროს, (საიტს) თითქმის ყველა შემთხვევაში ეს არის წიკიპედია, ან ვთარგმნი ვიკიპედიიდან, ხოლო როდესაც ჩემ საკუთარ მოსაზრებებს ვპოსტავ, ყოველთვის აღვნიშნავ რომ ჩემს აზრს ვაფიქსირებ, ანუ ეს არანაირად არ შეიძლება დეზინფორმაციად ჩაითვალოს! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kida Posted February 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2010 zeppelina დეზინფორმაციაში ჯეტ როტალის შემთხვევით, მექანიკურად დადებულ სურათს გულისხმობთ? არა. ამ თემაში ნაწერებს. როდესაც ჩემ საკუთარ მოსაზრებებს ვპოსტავ, ყოველთვის აღვნიშნავ რომ ჩემს აზრს ვაფიქსირებ, თავისთავად, ამის გარეშე როგორ იქნება. და კარგია. თქვენგან მაინტერესებს რატომ ფიქრობთ რომ გილმორი ფსიქოდელისტი არააა. ფსიქოდელისტი რომ ყოფილიყო, ფსიქოდელიურ როკში იმუშავებდა დღემდე. თუკი თვლით, რომ 'სული აქვს ფსიქოდელიური', მაშინ ეს უკეთესია და ცოტა კონკრეტიკისაკენ მივდივართ - ანუ უკვე გაირკვა, რომ თვლით მას 'ფსიქოდელიური სულის მატარებლად' - მიუხედავად იმისა, რომ არც სიურეალიზმისაკენ აქვს პიროვნული მიდრეკილებები (რაც პრინციპში, ფსიქოდელიის მთავარი ელემენტია), არც თავის ამჟამინდელ მუსიკაში (ყოველ შემთხვევაში 2006 წლის სოლო ალბომი რომ ავიღოთ) აკეთებს ამაზე აქცენტს და ა.შ. ანუ საინტერესო იქნებოდა, მოგვესმინა, რა არის მის პიროვნებაში, მის ცხოვრებისეულ პოზიციებში საზოგადოდ ფსიქოდელიური? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
zeppelina Posted February 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2010 ანუ საინტერესო იქნებოდა, მოგვესმინა, რა არის მის პიროვნებაში, მის ცხოვრებისეულ პოზიციებში საზოგადოდ ფსიქოდელიური? როგორც გითხარით, ჩემს აზრს პატარა სტატიით შემოგთავაზებთ უახლოეს მომავალში.ამ წუთას სამსახურში ვარ და არ მინდა აზრი გამიწყდეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kida Posted February 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2010 zeppelina ამ წუთას სამსახურში ვარ და არ მინდა აზრი გამიწყდეს. ნება თქვენია, როგორ შეგეწინააღმდეგოთ. ფორუმი ხომ ფრინველი არაა, არსად გაიქცევა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ABABUA Posted May 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 19, 2010 უნიკალური ჩანაწერი მაქვს გილმორის კონცერტისა კოლუმბიაში 1992 წელში ჩაწერილი. თუ ვინმეს დააინტერესებს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ფალკონე Posted May 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 19, 2010 რა თემა ვიპოვე je Crois Entendre Encore... ისევ...ისევ ..ისევ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.