Jump to content
Planeta.Ge

თემურ ბასილია გასკვანჯეს


Recommended Posts

http://s003.radikal.ru/i202/1002/cb/3e97b98c8584.jpg

 

თემურ ბასილიას დაკავების შესახებ ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა

04 / 02, 2010 14:28

 

აშშ-ის შეერთებულ შტატებში თემურ ბასილიას დაკავების შესახებ საქართველოს სამართალდამცავ უწყებებში ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

საქართველოს პროკურატურა და შსს ოფიციალური კომენტარის გაკეთებისგან ჯერ თავს იკავებენ.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბასილია აშშ-ში დააკავეს. ის ძებნილი იყო. ბასილიას კორუფციული გარიგეგების ბრალდებით საქართველოს სასამართლომ დაუსწრებლად 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ბასილია ედუარდ შევარადნაძის პრეზიდენტობის დროს მისი ეკონომიკური მრჩეველი იყო. “ვარდების რევოლუციის” შემდეგ მან საქართველო დატოვა.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

 

 

ლიცემერი: ფული შემოაკლდათ, ალბათ .:viking::

 

 

უამრავი სიბინძურე და სიყალბე აქვს გაკეთებული

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თემურ ბასილია გასკვანჯეს

ეს თემა კარგი მაგალითია იმისა, რომ პოლიტიკოსთა აბსოლუტურ უმრავლესობას ისევე სწრაფად ივიწყებენ, როგორც იმახსოვრებენ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

ეს თემა კარგი მაგალითია იმისა, რომ პოლიტიკოსთა აბსოლუტურ უმრავლესობას ისევე სწრაფად ივიწყებენ, როგორც იმახსოვრებენ

დამახსოვრების რა მოგახსენო, მაგრამ ძებნა კი დამჭირდა გუგლში, რომ აღმედგინა ამ კაცის სახე :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბასილია არა კარგად მახსოვს, არამედ პირადად ვიცნობდი ჯერ კიდევ იქიდან ირაკლი შენგელაიასთან რომ იყო. საკმაოდ ჭკვიანი ბიჭი იყო.თუმცა ამბობენ რომ დიდი ფული იშოვაო.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბასილია არა კარგად მახსოვს, არამედ პირადად ვიცნობდი ჯერ კიდევ იქიდან ირაკლი შენგელაიასთან რომ იყო. საკმაოდ ჭკვიანი ბიჭი იყო.თუმცა ამბობენ რომ დიდი ფული იშოვაო.

 

გადაიხდის და გაუშვებენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დამახსოვრების რა მოგახსენო, მაგრამ ძებნა კი დამჭირდა გუგლში, რომ აღმედგინა ამ კაცის სახე

kisa

გავითვალისწინე :D

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

გადაიხდის და გაუშვებენ.

თუ ამერიკელები გადმოგვცემენ კი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ ამერიკელები გადმოგვცემენ კი.

 

 

არა მგონია.თუ აქვს ფული იმისთანა ადვოკატს აიყვანს,ყველაფრიდან გამოაძვრენს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

თუმცა ამბობენ რომ დიდი ფული იშოვაო.
ვინც მას დასაჭერად დასდევდა იმან ცოტა ფული იშოვა? :D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

თუ აქვს ფული იმისთანა ადვოკატს აიყვანს,ყველაფრიდან გამოაძვრენს.

ფული ნამდვილად უნდა ქონდეს დიტო ბატონო.დიდი შებერტყილი და ჩუმჩუმა ვინმე იყო.

მანდ ხომ არ შეგხვედრიათ ამაზე რაიმე ინფორმაცია?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მანდ ხომ არ შეგხვედრიათ ამაზე რაიმე ინფორმაცია?

 

 

ვის რაში სჭირდება აქ საქართველო და მითუმეტეს ეგ როჟა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლახანს მოვუსმინე რუსთავი 2ზე ...

დაახლოებით 2მილიონი იშოვა ქრთამებით და მოტყუებით...

ხოდააა ჩამოიყვანენ და აქ გაასამართლებენო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თემურ ბასილია საემიგრაციო წესების დარღვევისთვის დააკავეს

 

04 / 02, 2010 15:56

 

თემურ ბასილია ამერიკის შეერთებულ შტატებში საემიგრაციო წესების დარღვევისთვის დააკავეს.

ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” საქართველოს მთავარი პროკურატურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ბასილია აშშ-ს საემიგრაციო სამსახურმა დააკავა. მას დევნილის სტატუსი არ ჰქონდა და აშშ-ში დარღვევით იმყოფებოდა.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, სავარაუდოდ, მოხდება ბასილიას საქართველოში დეპორტაცია.

ბასილია ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით იყო ძებნილი. თუმცა, ბასილია აშშ-ში ძებნილის სტატუსით არ დაუკავებიათ.

თემურ ბასილია 2006 წლიდან ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით იძებნებოდა. ბასილიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მაია ჯვარშეიშვილმა 2008 წლის ზაფხულში 9-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. მას მსჯავრი დაედო ქრთამის აღებაში, უფლებამოსილების გადამეტების, თანამდებობის ბოროტად გამოყენებია და სახელმწიფო ქონების გაფლანგვის ბრალდებებში კი, გამართლდა.

ბასილია ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს მისი ეკონომიკური მრჩეველი იყო.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თემურ ბასილიას აშშ-დან დეპორტაციის დრო ჯერ უცნობია

 

05 / 02, 2010 11:08

 

თემურ ბასილიას აშშ-დან დეპორტაციის კონკრეტული დრო ჯერ უცნობია.

ამასთან, ბასილიას ადვოკატი შალვა შავგულიძე დაკავებულის ოჯახის იმ წევრებს შეხვდა, რომლებიც თბილისში იმყოფებოდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შავგულიძემ განუცხადა, ოჯახი მხოლოდ იმ ინფორმაციას ფლობს, რაც მედიით ვრცელდება. მიუხედავად იმის, რომ ბასილიას მეუღლე და ვაჟიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებიან, ბასილიას ოჯახს დამატებითი ინფორმაცია არ მიეწოდება.

ამასთან, შავგულიძე მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემის მხრივ საქართველოში არსებული პირობები საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება და ამიტომ ბასილიას საქართველოში ექსტრადიციის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...