asds Posted February 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2010 მოკლედ და კონკრეტლად მეგობრებო და არა მარტო, კიდევ ერთ საკითხზე გავამახვილებდი თქვენს ყურადღებას ... ვსაუბრობ იმაზე, რომ ნაბიჯ ნაბიჯ ქართული საზოგადოება იწყებს იმ ურთულესი მდგომარეობის გააზრებას, რომელშიც საქართველო და შესაბამისად თავად ქართული საზოგადოება აღმოჩნდა .. შედეგად იმატა საერთო პესიმიზმმა, ხდება პრაქტიკულად ყველა საკითხის უტრირება და ობიექტური რეალობის მოვიგეთ - წავაგეთ, გადავრჩებით არ გადავრჩებით დონეზე განხილვა .. რათქმაუნდა კარგია რომ საზოგადოებამ რეალობისთვის მზერის გასწორება დაიწყო, ცდილობს მაინც, მაგრამ სახარბიელო იმაში ნამდვილად არაფერია, რომ თვითგამორკვევის ამ მტკივნეულ პროცესში მოსახლეობა აბსოლიტურ სასოწარკვეთილებას ეძლევა .. როდესღაც ვთქვი და თქვენის ნებართვით გავიმეორებ, რომ ანგლოსაქსების მიერ შექმნილი შევარდნაძე-სააკაშვილის ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმი (არსებული კორუმპირებული პოლტიკური სისტემა) საზოგადოებაში გამეფებულ ნიჰილიზმზე დგას და სწორედ ამ ნიჰილიზმისა და უიმედობის შედეგად გენერირებული არაბრძოლისუნარიანობის მსხვერპლი გახდება, როგორც საქართველოს სახელმწიფოებრიობა, ასევე ქართული საზოგადოება და ავტომატურად თავად ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმიც, რომლის მესვეურთ ალბათ უკვე ესმით, რომ ბევრი მათგანის ერთობ ახალგაზრდა სიცოცხლის დასრულებას უკეთეს შემთხვევაში რამდენიმე თვე ან წელიწადი აკლია. მაგრამ ... იმედია საზოგადოება იმასაც დაინახავს თუ რა საფრთხეს შეიცავს ნიჰილიზმი და გააცნობიერებს, რომ დადგა დრო თავად მართოს შიში და არა პრირიქით .. მოკლედ, ნუ მიწყენთ და იმის თქმა მინდა, ბილიარდის თამაშის დრო დამთავრდა და მოქმედების დროა .. რეჟიმის წარმომადგენლებზე ვერ-არ ვიდარდებ (ჩემი მიზეზები მაქვს) მაგრამ ვხედავ რა რომ საზოგადოება და ქვეყანა (ქვეყანა რომელმაც მიღალატა მაგრამ ჩემი სამშობლო იყო და იქნება) კატასტროფის ზღვარზეა მინდა ამ მოქმედების კიდევ ერთი მოდელი შემოგთავაზოთ, რომელიც ჩემი აზრით არსებული ჩიხური მდგომარეობიდან გამოსავალი გზა თუ არა, ბილიკი ნამდვილად იქნება .. ვსაუბრობ "წმინდა ომზე". წმინდა ომზე ბრჭყალებში, რადგან რელიგიური ექსტრემისზმისგან შორს მდგარ ადამიანს გამიჭირედება ადამიანებში ბრძოლისუნარიანობის რელიგიური მოტივებით აღდგენა, მაგრამ დამეთანხმეთ, რომ თუ ომი როგორმე შეიძლება გაამართლო ადამიანმა, სამშობლოსა და საკუთარი ხალხის (ქართული ნაციის - საქართველოს მოსახლეობის და არა ეთნიკური ქართველების მხოლოდ) გადასარჩენათ ბრძოლა ყველაზე წმინდა ომია ომთა შორის. დიახ მეგობრებო, ვფიქრობ, რომ ქართული საზოგადოების და საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადარჩენა განმანთავისუფლებელ ომშია, რადგან მხოლოდ ფართომასშტაბიან ომს შეუძლია სამხრეთ კავკასიასთან და კერძოთ საქართველოსთან მიმართებაში ვაშინგტონსა და მოსკოვში არსებული (საქართველოსთვის დამღუპველი) სტრატეგიული გეგმების ჩაშლა .. მიმაჩნია რა, რომ რუსეთი თეთრი სახლის (ანგლოსაქსების) მარიონეტებით იმართება და დარწმუნებული ვარ რა იმაში, რომ ანგლოსაქსების მიერ მართული რუსეთი, საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და მოსახლეობისთვის სასიკვილო საფრთხეს წარმოადგენს, აუცილებლად ვთვლი რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყებას ... რათქმაუნდა ომი დაუნდობელი იქნება და ათასობით, შესაძლოა ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირება თავისუფლებისთვის ბრძოლას, მაგრამ მხოლოდ რუსეთისა და აშშ-ისთვის კბილების ჩამტვრევით (საქართველოს დეზინტეგრაციაზე გაწერილი გეგმების ჩაშლით) შეძლებს საქართველოს მოსახლეობა ღირსების, სახელმწიფოებრიობისა და სხვა ათიათასობით და ასიათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას, რომელთაც საქართველოს დეზინტეგრაციის შემთხვევაში, მეზობელ სახელმწიფოებთან უთანასწორო ომი, სამოქალაქო დაპირისპირება და ჰუმანიტარული კატასტროფა შეიწირავს .. მესმის, რომ არსებული საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტის მართვის პირობებში დღევანდელი ქართული სახელმწიფო, საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის ძირითად პრობლემად, "მტრად" იქცა, მაგრამ ვფიქრობ სამშობლოს გადასარჩენათ ბრძოლა უფრო მაღლა დგას ვიდრე სახელმწიფოზე განაწყენება, თან სახელმწიფოზე რომელსაც სამწუხაროდ ნაძირლები მართავდნენ და მართავენ ... მოკლედ ომი მეგობრებო ... რა ფორმით მოხდება საქართველოს ტერიტორიიდან რუსი ოკუპანტების განდევნის გეგმისა და მათთან ბრძოლის (აფხაზებთან და ოსებთან საომარი საქართველოს არაფერი აქვს. მე რუსეთის ოკუპაციური ჯარების წინააღმდეგ საომარ მოქმედებებზე და ქვეყნის სრულ დეოკუპაციაზე ვსაუბრობ მხოლოდ) სტრატეგიის შემუშავება არ ვიცი, ეს უფრო სამხედრო ექსპერტების საქმეა, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ ბრძოლა უნდა იყოს დაუნდობელი და ფართომასშტაბიანი. ანუ საომარი მოქმედებები უნდა იწარმოებოდეს არა მხოლო საქართველოს, არამედ რუსეთის ტერიტორიაზე! (ამ უკანასკნელის ბრძოლიდან გამოთიშვამდე რათქმაუნდა, მოსკოვის აღების ილუზიები ნამდვილად არ მაწუხებს .. ) და ბოლოს ... ძალიან სამწუხაროა, რომ მუდამ ომის მოწინააღმდეგე ომის აუცილებლობაზე ვსაუბრობ, თუმცა არა ერთადერთ, მაგრამ ერთ ერთ რეალურ გამოსავლად ჩიხური მდგომარეობიდან სწორედ ომს მივიჩნევ ... თუ ბრძოლა შეგვიძლია რათქმაუნდა, რამეთუ ბრძოლა აერთიანებს და იქნებ ამ ომმა ჩვენი ტრანსპორმირება და ახალი პრინციპებისა და ღირებულებების ირგვლივ გაერთიანება შეძლოს .. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted February 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2010 აუცილებლად ვთვლი რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყებას ...მხოლოდ რუსეთისა და აშშ-ისთვის კბილების ჩამტვრევით (საქართველოს დეზინტეგრაციაზე გაწერილი გეგმების ჩაშლით) შეძლებს საქართველოს მოსახლეობაბრძოლა უნდა იყოს დაუნდობელი და ფართომასშტაბიანიშენ მხოლოდ გვითხარი რომელი მხრიდან დავარტყათ და ჩვენ მზად ვართ :eeh: რუსეთს ჩვენ მივხედავთ, აშშ-ს lasha1997 ჩაუმტვრევს კბილებს და ეგაა : P.S. წადი ახლა შენს გზაზე, რაჟა, ბიძიკო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted February 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2010 asds ბევრი მათგანის ერთობ ახალგაზრდა სიცოცხლის დასრულებას უკეთეს შემთხვევაში რამდენიმე თვე ან წელიწადი აკლიასულ არ გეცოდება კაცო? მაინც რას უპირებ ამ ხალხს, კედელთან აყენებ? ქვეყანა რომელმაც მიღალატა მაგრამ ჩემი სამშობლო იყო და იქნებაერთი ასლანა იყო გაბუტული აჭარლებზე, არიქა მიღალატესო და მეორე შენა ხარ ოღონდ უფრო ფართო მასშტაბით. კიდევ ვის წინაშეა ქართველი ხალხი დამნაშავე ხომ ვერ გვეტყვი? ვფიქრობ სამშობლოს გადასარჩენათ ბრძოლა უფრო მაღლა დგას ვიდრე სახელმწიფოზე განაწყენებაარა, მე წინააღმდეგი ვარ. მოღალატე სამშობლო სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს. აუცილებლად ვთვლი რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყებას ...შენ მაქედან დაიწყე და ჩვენ აქედან აგყვებით. მოქმედებები უნდა იწარმოებოდეს არა მხოლო საქართველოს, არამედ რუსეთის ტერიტორიაზე!ხოდა მაქა ხარ და მაქედან დარტყმა მოულოდნელი იქნება ოკუპანტებისათვის. შიგ გულში ჩავცეთ მახვილი პირსისხლიან ოკუპანტს. პ.ს. ეჰ, არ უნდა წასულიყავი შენ მოსკოვში. მაქაური წყალი არაფრად არ ვარგა, ცუდად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2010 (edited) მოკლედ და კონკრეტლად მეგობრებო და არა მარტო, კიდევ ერთ საკითხზე გავამახვილებდი თქვენს ყურადღებას ... ..asds გადასარევი იუმორის პატრონო ყოფილხარ... Edited February 3, 2010 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 4, 2010 შენ მხოლოდ გვითხარი რომელი მხრიდან დავარტყათ და ჩვენ მზად ვართSaturn მარცხენა ფლანგიდან ხიე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 4, 2010 asds შენი ბედი რომ აქართბველოშI არ ხარ...შენ რასაც წერ სისხლის სამართლებრტივ დანაშაულია... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.