Jump to content
Planeta.Ge

ვის აწყობდა მისი სიკვდილი, ვითარდებოდა თუ არა ყველაფერი დაგეგმილი სცენარით, რა მოხდა?


Recommended Posts

ლ ი ც ი

პ.ს. ერთი რამ ფაიზაღი ვიცი: ზურა რომ ცოცხალი ყოფილიყო, დღეს საქართველო ასეთ გაუბედურებულ მდგომარეობაში არ იქნებოდა.

მე მაინც მისი სიკვდილი წინასწარ დაგეგმილი არ მგონია, მარა რას გაიგებ!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 31
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

მე მაინც მისი სიკვდილი წინასწარ დაგეგმილი არ მგონია, მარა რას გაიგებ!

newstudio

"ცვეტში" დაბრედილია ბატონო არჩილ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

აბა შეშინება უნდოდათ?

 

ჟვანია იყო ზუსტად ის პიროვნება, რომელიც ბუასავით ეჯდათ ზედ... ნაბიჯს ვერ დგამდნენ უმისოდ.

 

კი ეს იყო, ის იყო, არ ყოფილა ეროვნული გმირი და თავგადაკლული ცოტნე დადიანი, მაგრამ ამდენი ღლეობა ნამდვილად არ დაგვემართებოდა, ომი არ იქნებოდა, და თუ იქნებოდა მოდღნული საქართველო არ გვექნებოდა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რავი აბა,

 

მაინცდამაინც დამაჯერებელი არგუმენტები არა აქვთ, ვინც ამბობს მოკლულიაო.

 

მაგრამ, არც იმათ აქვთ, გაზმა შემთხვევით გაგუდაო, რომ ამტკიცებენ.

 

ისე კი დიდი გოთვერანი იყო - გაყალბება, აბა, ვისი მოგონილია - თარხნიშვილის?

ომი არ იქნებოდა

 

ესეც აპრიორი არ არის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Grig

კი მაგრამ, 1 (ერთი) რაციონალური არგუმენტი მითხარით ესენგეს საწინააღმდეგოდ (და არა ემოციური).

თვითონ ესენგე არ იყო ისე საშინელი, როგორც ის ვითარება რის შედეგადაც მოხდა იქ ჩვენი შეთრევა. მე ძალიან კარგად მახსოვს მაშინდელი მოვლენები.სოხუმის დაცემის შემდეგ ედიკა თბილისში რომ დაბრუნდა რესპუბლიკელების ფრაქციას შეხვდა და იქ იყო საუბარი თუ რა უნდა გვექნა.შეთანხმდნენ რომ საქვეყნოდ განვაცხადებდით, რომ აფხაზეთი რუსებმა წაგვართვეს და მსოფლიო თანამეგობრობას მივმართავდით დასახმარებლად. ამის შემდეგ ჩამოდის რუსების დელეგაცია,ხვდებიან ედიკას და ყველაფერი ყირამალა დგება. ცხადდება ჩვენი ესენგესთან მიერთება.

გინდაც ემოციური დაარქვი ამას, გინდაც სხვა რამე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

ვის აწყობდა მისი სიკვდილი, ვითარდებოდა თუ არა ყველაფერი დაგეგმილი სცენარით, რა მოხდა?

 

ჟვანიას სკვდილი კონტექსტიდან ამოგლეჯილად არ უნდა განვიხილოთ. ჩემი აზრით მისი სიკვდილი აწყობდა იმას ვისაც ტერიტორიების ომით დაბრუნება ქონდა გადაწყვეტილი. ყველამ ვიცით, რომ ეს იყო მიშა და მისი უახლესი გარემოცვა ე.წ "ქორები". მაგრამ მთავარია ის რომ ამ ჯგუფს ამერიკაში ყავდა და ყავს მფარველები ნეოკონების სახით. ბუშის ყოფილი გარემოცვა, მაკეინი და მისი მეგობრები. ასე რომ ზურას მოშორება აქ არ გადაწყვეტილა.

გაიხსენეთ 2004 წელი. სწორედ ჟვანიამ აგვაცილა მაშინ დიდი მსხვერპლი. აქედან გამომდინარე იცოდა სააკაშვილის უახლოესმა გარემოცვამ რომ თუ ჟვანია ცოცხალი იქნებოდა თავიანთ მიზანს ვერ მიაღწევდნენ. გაიხსენეთ მაშინდელი თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბათუ ქუთელია როგორ ამტკიცებდა რომ ჩვენს ჯარს შეუძლია რუსული ჯარის დამარცხება და როსტოვამდე ჩასვლა. გაისხენეთ კეზერაშვილის პატაკი:-"ქართული ჯარი მზად არის ომისთვის, როგორც არასდროს".

 

ბოლოს გაიხსენეთ მიშას დაპირება დევნილებთან წინასაარჩევნოდ. რომ სამხრეთ ოსეთის საკითხი მალე გადაწყდება, რომ ეს თვეების საკითხია. და ამას ამბობდა ომამდე რამდენიმე თვის წინ. ანუ ყველაფერი გადაწყვეტილი იყო.

 

ბოლო წლეებში აშკარა იყო პუტინის გააქტიურება და ევროპა-რუსეთის დაახლოება, რაც ბევრ ერთობლივ პროექტებშიც აისახა. პლიუს განვითარებული ევროპისთვის რუსული ბაზარი და ბუნებრივი რესურსი სასიცოცხლოდ აუცილებელი გახდა და ამიტომ ევროპის ეკონომიკისთვის მომგებიანი იყო რუსეთთან პარტნიორული პოლიტიკის გატარება, რაც ბუნებრივია, აშშ-ს გავლენის შესუსტებას ნიშნავდა. ევროპა უკვე ისეთი დამჯერე აღარ იყო ამერიკისთვის, როგორც რეიგანის დროს. ამიტომ საჭირო იყო ამერიკისთვის ევროპაში ახალი პარტნიორების(ვასალების) მოძებნა.

გამოჩდნენ ისინიც- აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების სახით. გაიხსენეთ როგორ ცდილობდა ამერიკა ამ ქვეყნებით რაღაც სარტყელი შემოეკრა რუსეთისთვის და ევროპასთან კავშირისთვის შეეშალა ხელი. ბალტიის ქვეყნები,პოლონეთი უკრაინა, რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი და საქართველო. ამ ქვეყნებს უნდა ეთამაშათ გამყოფი რკალის(თუ ფარის) როლი, რათა არ მომხდარიყო რუსეთ-გერმანიის, რუსეთ-იტალიის, რუსეთ-საფრანგეთის დაახლოება.

 

ტერიტორიადაკარგულ საქართველოს ამ პროექტში უნდა ეთამაშა "კაი ბიჭის" როლი და მიშას სიტყვებით რომ ვთქვათ, უნდა გაეჩმახებინა რუსებისთვის. საქართველოს უნდა ჩამოეხსნა ნიღაბი რუსეთისთვის, რასაც წარმატებით გაართვა თავი. ამ როლს სავსებით აკმაყოფილებდა იმპულსური, ყველაფერზე წამსვლელი, ავანტიურისტი მიშას ფსიქოტიპი. სწორედ ამ ავანტიურისტს აბალანსებდა ზურაბ ჟვანია და ფაფუ- ისიც მოიშორეს. ამის მერე მოხდა ძალაუფლების ერთ ხელში კონცენტრაცია. ძალოვნების გაძლიერება და მასმედიის ელექტრონული საშუალებების მითვისება. დანარჩენი თქვენს ქე იცით და აქ არ დავწერ.

Edited by DATA TUTASXIA
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DATA TUTASXIA

ჟვანიას სკვდილი კონტექსტიდან ამოგლეჯილად არ უნდა განვიხილოთ. ჩემი აზრით მისი სიკვდილი აწყობდა იმას ვისაც ტერიტორიების ომით დაბრუნება ქონდა გადაწყვეტილი. ყველამ ვიცით, რომ ეს იყო მიშა და მისი უახლესი გარემოცვა ე.წ "ქორები". მაგრამ მთავარია ის რომ ამ ჯგუფს ამერიკაში ყავდა და ყავს მფარველები ნეოკონების სახით. ბუშის ყოფილი გარემოცვა, მაკეინი და მისი მეგობრები. ასე რომ ზურას მოშორება აქ არ გადაწყვეტილა.

გაიხსენეთ 2004 წელი. სწორედ ჟვანიამ აგვაცილა მაშინ დიდი მსხვერპლი. აქედან გამომდინარე იცოდა სააკაშვილის უახლოესმა გარემოცვამ რომ თუ ჟვანია ცოცხალი იქნებოდა თავიანთ მიზანს ვერ მიაღწევდნენ. გაიხსენეთ მაშინდელი თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბათუ ქუთელია როგორ ამტკიცებდა რომ ჩვენს ჯარს შეუძლია რუსული ჯარის დამარცხება და როსტოვამდე ჩასვლა. გაისხენეთ კეზერაშვილის პატაკი:-"ქართული ჯარი მზად არის ომისთვის, როგორც არასდროს".

+100

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ცოცხალი რომ ყოფილიყო ათასგვარად დაძრახავდით და გაკიცხავდიც.

 

ცოცხალი რომ ყოფილიყო "ცოცხლად" შევჭამდით

... ასე რომ დაისვენა.

 

თვისება გვაქვს ქართველებს... უჩვეულო - ყველა ჩვენზე ჭკვიან ადამიანს "ცოცხლად"

ვჭამთ, გარდაცვალების შემდეგ კი იმაზე მეტად აგვყავს ცაში ვიდრე შესაძლოა იმსახურებდეს.

 

:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

No regrets

ცოცხალი რომ ყოფილიყო "ცოცხლად" შევჭამდით

... ასე რომ დაისვენა.

:D

 

ძუკუ

თვითონ ესენგე არ იყო ისე საშინელი, როგორც ის ვითარება რის შედეგადაც მოხდა იქ ჩვენი შეთრევა.

 

კი ბატონო, მასე იყო, მაგრამ თავად ესენგეს რესურსი ძალიან უნიჭოდ გამოვიყენეთ. ბოლო-ბოლო 12 ქვეყნიდან 5-ის გადმობირება შეგვეძლო და სერიოზულ ანტირუსულ ბლოკს შევქმნიდით - საქართველო, უკრაინა, აზერები, მოლდოვა, უზბეკეთი და ყირგიზეთი (სანამ ეს ორი უკანასკნელი ბუშისტურ/ნეოკონური 'ბრძნული' პოლიტიკის წყალობით რუსებს არ ჩაუვარდებოდა ხელთ).

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Grig

 

მაგრამ თავად ესენგეს რესურსი ძალიან უნიჭოდ გამოვიყენეთ.

ნამდვილად გრიგ ბატონო.მე ეს კითხვა იაკობაშვილსაც დავუსვი, რაზეც პასუხი ვერ გამცა.

თუ როგორც ხელისუფლება ამტკიცებს რუსები 7-ში უკვე შემოჭრილები იყვნენ, თუნდაც ესენგეს სახელმწიფოთა მეთაურთა საბჭო მოგვეწვია სასწრაფოდ და იქ გვემხილებინა ისინი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თვისება გვაქვს ქართველებს... უჩვეულო - ყველა ჩვენზე ჭკვიან ადამიანს "ცოცხლად"

No regrets

კიიი, ჩვენ ნამდვილად არ გვიყვარს ჩვენზე გონიერი ხალხი. და თუ ვინმე ასეთი გაიჩითა, ეგრევე ფეხებში და მხრებში დავებღაუჭებით, დაბლა დავაგდებთ და ფეხებით შევდგებით

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვის აწყობდა მისი სიკვდილი, ვითარდებოდა თუ არა ყველაფერი დაგეგმილი სცენარით, რა მოხდა?

 

 

საშიში იყო ამათვის ლიც და იმიტომაც მოიშორეს.გაზი და ეგეთები არის ლობაზარი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საშიში იყო ამათვის ლიც და იმიტომაც მოიშორეს.გაზი და ეგეთები არის ლობაზარი.

lasha1997

მეც მანდ ვარ, ჩემო დიტო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეც მანდ ვარ, ჩემო დიტო

 

 

კენედის სიკვდილის პონტია დღეს,მაგრამ გავა დრო და გაირკვევა.საქართველოში არაფერი იმალება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Grig

1 (ერთი) რაციონალური არგუმენტი მითხარით ესენგეს საწინააღმდეგოდ

ესენგე არის საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შექმნილი ორგანიზაცია, რომელიც დაარსა რუსეთ-ბელორუსეთ-უკრაინამ და მასში არ შედის არცერთი ქვეყანა, რომელიც არ შედიოდა საბჭოთა კავშირში. სხვა რომ არაფერი უბრალოდ ცუდი ტონია ამ ორგანიზაციაში ყოფნა. ახლა ველოდები რაციონალურ არგუმენტს სნგ-ს სასარგებლოდ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...