Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

მე დავუჭერ იმ პოლიტიკურ ძალას მხარს რომლისთვისაც ეს პრინვიპები იქნება უმთავრესი მოტივი, რატომაც მოდიან სათავეში

 

ინდივიდუალიზმი - ყველა ადამიანს აქვს "სიცოცხლის, თავისუფლების და საკუთრების" უფლება. ინდივიდ თვითმიზანია და არა სხვათა მიზნის მიღწევის საშვალება. თითოეული ადამიანი არის უნიკალური, უპირველეს ყოვლისა, სპეციფიურ შინაგანი თვისებით და მახასიათებლებით. ამიტომ ყველა ადამიანს, ინდივიდს, უნდა ჰქონდეს თავისუფლად წარმოაჩინოს თავი, ისე როგორც მას სურს.

 

რადგან ინდივიდი თავისუფალია, მას აქვს უფლება ჰქონდეს დიდი არჩევანი და არავის არ აქვს უფლება, ან უმრავლესობის სახელით ან სხვა მოტივით შეუზღუდოს მას არჩევანი. ადამიანმა უნდა იცხოვროს საკუთარი სურვილის შესაბამისად და არა უმრავლესობის ან ელიტის სურვილის შესაბამისად. ამიტომაც ყველა ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს სიტყვის თავისუფლება და მას, სახელმწიფო დაიცავს ბრბოს ან რომელიმე სოციალური ფენის, ან მართველი ელიტის ზეწოლისგან. იყოს იმ რელიგიის აღმსარებლობის, (ან სულ არც ერთ რელიგიის აღმსარებლობის) რომელიც მას მიაჩნია სწორედ და მის რელიგიურ არჩევანის დისკრიმინაციისგან დაიცავს სახელმწიფო. რადგან ვაღიარებთ თანასწორობას, ყველა რელიგიური ინსტიტუტი სახემწიფოს მიერ იქნება თანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებული. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ადამიანზე მორალური ზეწოლის თავიდან ასაცილებლად, არც ერთ სოციალურ ჯგუფს არ უნდა ჰქონდეს, იმის უფლება რომ ადამიანი მორალურ წნეხის ქვეშ ჰყავდეს და დისკრიმინაციისგან, როგორიც არის რელიგიური, სექსუალური, გენდერული თუ სხვა სახის დისკრიმინაციიგან დაიცავს ყოველგვარ ინდივიდს თუ ინსტიტუტს (ინსტიტუტში, პირველ რიგში პრესას ვგულისხმობ)

 

სოციალური სამართლიანობა უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ, საზოგადოებაში მატერიალური გასამჯელოთა და დახმარებათა თანაფარი განაწილება, როგორიცაა: ხელფასი, სხვადასხვაგვარი შემოსავალი, საბინაო საკითხები, ჯანდაცვა, განათლება, სოციალური დახმარებები და ა.შ

 

კაპიტალიზმი დოვლათის შესაქმნელ საიმედო საშულებაა, მაგრამ კაპიტალიზმს ახასიათებს მორალური დეფექტი, განსაკუთრებით კი დოვლათის გადანაწილებაში. ამიტომ სახელმწიფო უნდა ჩაერიოს და მოაგვაროს ეს საკითხი.

 

სახემლწმიფო უნდა ჩაერიოს და ხელი შეუწყოს ადგილობრივ წარმოებას და ხელი შეუშალოს უცხოურ კომპანიების მონოპოლიზაციას და ადგილობრივი საწარმოოების და ბიზნესის ჩაძირვას. ამიტომ მან ხელოვნური ფასებით, უნდა ხელი შეუწყოს ადგილობრივ წარმოების განვიტარებას.

 

საგარეო პოლიტიკაში უნდა იჭერდე აშკარა პროდასავლურ კურს

 

მე არ დავუჭერ მხარს იმ პოლიტიკურ ძალას

 

რომელიც ტრადიციებზე იქნება ორიენტირებული

რომელიც რელიგიურ-ეთნონაციონალიზმზე იქნება ორიენტირებული

რომელიც იქნება მკვეთრად მემარჯვენე, ნაციონალისტი, კონსერვატორი

რომელიც იქნება პრორუსული ძალა

 

არ დავუჭერ იმ ძალას მხარს, რომელიც იქნება მრგვალის მაგიდის, მოქალაქეთა კავშირის ან ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი

არ დავუჭერ იმ ძალას მხარს რომელიც იქნება გარეული იმ ბინძურ პოლიტიკურ თამაშებში, რომელიც აქამდე მიმდინარეობდა

არ დავუჭერ მხარს პოპულისტებს

არ დავუჭერ მხარს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც არ აქვთ გამოკვეთილი პოლიტიკური იდეოლოგია და პოლიტიკური ხევები

არ დავუჭერ იმ პოლიტიკურ ძალას მხარს რომელიც სიტყვით ადამიანის უფლებებს იცავს, მაგრამ საქმით ადამიანის უფლებებს აშკარად უგულებელყოფს და აშკარად არღვევს (თავისუფლების ინსტიტუტი, საპატრიარქო და მისი პარტიები, თუ სხვა მსგავსი ორგანიზაციები)

არ დავუჭერ მხარს ფანატიზმს, ეს იქნება ნაციონალიზმის სახით თუ ბელადომანიის სახით.

 

სამწუხაროდ ესეთ პოლიტიკურ ძალას მე ვერ ვხედავ და ამიტომაც არავის არ დავუჭერ მხარს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

მე არ დავუჭერ მხარს იმ პოლიტიკურ ძალას

 

რომელიც ტრადიციებზე იქნება ორიენტირებული

რომელიც რელიგიურ-ეთნონაციონალიზმზე იქნება ორიენტირებული

რომელიც იქნება მკვეთრად მემარჯვენე, ნაციონალისტი, კონსერვატორი

რომელიც იქნება პრორუსული ძალა

 

არ დავუჭერ იმ ძალას მხარს, რომელიც იქნება მრგვალის მაგიდის, მოქალაქეთა კავშირის ან ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი

არ დავუჭერ იმ ძალას მხარს რომელიც იქნება გარეული იმ ბინძურ პოლიტიკურ თამაშებში, რომელიც აქამდე მიმდინარეობდა

არ დავუჭერ მხარს პოპულისტებს

არ დავუჭერ მხარს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც არ აქვთ გამოკვეთილი პოლიტიკური იდეოლოგია და პოლიტიკური ხევები

არ დავუჭერ იმ პოლიტიკურ ძალას მხარს რომელიც სიტყვით ადამიანის უფლებებს იცავს, მაგრამ საქმით ადამიანის უფლებებს აშკარად უგულებელყოფს და აშკარად არღვევს (თავისუფლების ინსტიტუტი, საპატრიარქო და მისი პარტიები, თუ სხვა მსგავსი ორგანიზაციები)

არ დავუჭერ მხარს ფანატიზმს, ეს იქნება ნაციონალიზმის სახით თუ ბელადომანიის სახით.

შენ თუ დაგიჯერეს დარჩენილა ეს ქვეყანა ხელისუფლების გარეშე და ეგაა. :*

 

სამწუხაროდ ესეთ პოლიტიკურ ძალას მე ვერ ვხედავ და ამიტომაც არავის არ დავუჭერ მხარს
შენს საქციელს ბოიკოტი ქვია. :*
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1) თეზისების დიდ ნაწილს ვეთანხმები;

2) რას აპირებ?

3) ომს ყოველთვის აქვს აზრი გივარგი :*

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სამი ვარიანტი მაქვს , ან ედეპე , ან მერაბ კოსტავას საზოგადოების და განახლებული ჰელსინკის კავშირის ალიანსი ( ჯერ არაა შეთანხმება მიღწეული ) ან თორთლაძის და ქრისტიან დემოკრატიული პარტიის ალიანსი , იასონ ფავლენიშვილისა და ლევან ჩოლოყაშვილის პარტიას ვგულისხმობ ( თარგამაძის პარტიაში არ შეგეშალოთ ) .
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ან ედეპე
ან მერაბ კოსტავას საზოგადოების და განახლებული ჰელსინკის კავშირის ალიანსი ( ჯერ არაა შეთანხმება მიღწეული )
თორთლაძის და ქრისტიან დემოკრატიული პარტიის ალიანსი , იასონ ფავლენიშვილისა და ლევან ჩოლოყაშვილის პარტიას ვგულისხმობ ( თარგამაძის პარტიაში არ შეგეშალოთ ) .

დალოცვილო ,პირდაპირ ნაციონალებს მიეცი ხმა . ვიღაცას მაინც მოემატება ერთი ბიულეტენი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
სამწუხაროდ ესეთ პოლიტიკურ ძალას მე ვერ ვხედავ და ამიტომაც არავის არ დავუჭერ მხარს

სხვა გზა აღარ დაგვიტოვეს მე და შენ,ნუკრი ბატონო უნდა წავიდეთ დიდი პოლიტიკაში :*

 

ისე დანარჩენში გეთანხმები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არავის არ დავუჭერ მხარს

თავიდანვე ეს დაგეწერა, ამდნეი რატომ იწვალე? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lo Janko

lasha_alo

 

ჩვენ ვიმყოფებით ძალიან მძიმე მდგომარეობაში და რაც უფრო მეტს ვფიქრობ ამაზე მით უფრო მეტად ვხვდები თუ რა მძიმე მდგომარეობაში ვართ.

 

ერთი მხრივ ჩვენ გვაქვს აუტანელი სააკაშვილის ხელისუფლება, რომელიც არის ძალიან საშინელი თავის ბუნებით და მისი მართველობის უარყოფითი ნიშნები უფრო მეტ ცუდ შედეგს მოიტანს რაც უფრო დრო გავა. მიშას დამხობა კი არა მგონია დესტაბილიზაციის გარეშე მოხდეს, ეს წარმოუდგენელია, არ არსებობს არც ერთი ნორმალური საშუალება რომ მიშას ხელისუფლების დემონტაჟი დაიწყოს, გარდა პოლიტიკური არეულობის.

 

მეორე მხრივ გვყავს რუსეთი, დაიწყება თუ არა პოლიტიკური არეულობა, რუსეთი კიდე უფრო მეტად შეძლებს, ჩაერიოს ქვეყნის საქმეში და უფრო უარეს დღეში აღმოვჩნდებით, ვიდრე ეს დღეს არის. დესტაბილიზაცია გამოიწვევს ქვეყნის პოლიტიკურ დასუსტებას რაც თავისთავად იმას გამოიწვევს რომ რუსეთის ადვილი მსხვერპლი გახდეს და ადვილი შესაძლებელია, რუსეთმა აქ კიტოვანისა და იოსელიანის მსგავსი ფიგურები კვლავ გააბატონოს.

 

მესამე მხრივ გვყავს უბანძესი ოპოზიცია, თქვენი ალასანიადან დაწყებული გამსახურდია-ძიძიგურით დამთავრებული. იმის გამო როგორ უნდა მოვაწყო დესტაბილიზაცია რომ მსგავსი ნაგავი მოვიდეს ხელისუფლებაში?

 

დესტაპილიზაციას მაშინ ექნება გამართლება, რომ ისეთი პოლიტიკური ძალა არსებობდეს, რომელიც რეალურად საფუძვლიანად შეცვლის სისტემას, დაიწყებს არსებულ სისტემის დემონტაჟს და გაგვიყვას რუსულ გავლენის ზონიდან, დემორკატიული ინსტიტუტების შექმნის მეშვეობით.

 

რადგან ესეთი პოლიტიკური ძალა არ არსებობს, მე უარს ვამბობ მივიღო ამ არასასურველ პოლიტიკურ სიტუაციაში მონაწილეობა.

2) რას აპირებ?

23 წლის ვარ და პოლიტიკურ მოძრაობაში ჩემი ჩართვა იქნება გაუმართლებელი, დაველოდები 40 წლის სანამ გავხდები, აქამდე თანამოაზრეებსაც გავიჩენ, (გაჩენილი მყავს მცირე ნაწილი) განვითარდებით, შევისწავლი მეტს და მერე გადავწყვეტ რომ ჩავერთო საზოგადოებრივ ან პოლიტიკურ საქმიანობაში (ეს ენჯეო იქნება თუ პოლიტიკური პარტია არ ექნება მნიშვნელობა)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დალოცვილო ,პირდაპირ ნაციონალებს მიეცი ხმა . ვიღაცას მაინც მოემატება ერთი ბიულეტენი

ბატონო ლაშა თუ არ ვცდები თქვენ ედეპეს რიგებში იყავით ჭანტურიას პერიოდში . თბილისის ფორუმზე ვნახე თქვენი ერთ ერთი პოსტი სადაც წერთ რომ თითქოსდა გია ჭანტურია თხზავდა უნიჭო ნოველებსა და მოთხრობებს . მე არ ვაპირებ ამ თემაში თქვენს ლიტერატურულ გემოვნებაზე მსჯელობას , მაგრამ თქვენთან მაქვს სამი შეკითხვა 1 . თქვენი ედეპეში ყოფნის პერიოდში თუ იცოდნენ ედეპეშნიკებმა თქვენი შეხედულება გია ჭანტურიასადმი . 2 . რატომ გამოირჩევით ასეთი ვირტუალური აგრესიულობით ყოფილი თანაპარტიელების მიმართ და ამ კითხვის ლოგიკური გაგრძელებაა რა გახდა ტქვენი ედეპედან წამოსვლის მიზეზი . 3 . სერიოზულად მიგაჩნიათ ნოღაიდელი , ბურჯანაზე და სანიკიძე უფრო დიდ პოლიტიკოსებად ვიდრე ვთქვათ გურამ ჩახვაძე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

თუ არ ვცდები თქვენ ედეპეს რიგებში იყავით ჭანტურიას პერიოდში .

დიახ ვიყავი. მეტიც გახლდით "ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატის" ერთერთი ჩამომყალიბებელი და ბოლო პერიოდში თავმჯდომარის მოადგილე.

2 . რატომ გამოირჩევით ასეთი ვირტუალური აგრესიულობით ყოფილი თანაპარტიელების მიმართ და ამ კითხვის ლოგიკური გაგრძელებაა რა გახდა ტქვენი ედეპედან წამოსვლის მიზეზი .

არანაირი აგრესიულობა ყოფილი თანაპარტიელების მიმართ არ მაქვს.უმეტესობას კარგი გამარჯობით ვხდები და ვთქვათ ბაჩუკის ნახვა ,როგორც ძველი ნაცნობის, ყოველთვის გამიხარდება. სხვა საქმეა ჯანსაღი კრიტიკა.

 

არ მომწონს სიახლოვე ე.წ ჯუჯა პარტიებთან და მიმაჩნია ეს არაა სწორი გზა. იმედი მაქვს ტვითონაც მიხვდებიან ამ დიდ შეცდომას.

წამოვედი 1996წელს.დეტალებზე შემიძლია პიემში ვისაუბროთ. უმთავრესი იყო- არ მომწონდა ირინეს პოლიტიკური სვლები და არ მინდოდა მასთან ერთად ერთ პარტიაში ყოფნა.გარკვეული დრო ვითმინე,მეგონა ყველაფერი დალაგდებოდა .სამწუხაროდ ასე არ მოხდა და იყო საბაბი,რომლიც გახდა ბოლო წვეთი.

3 . სერიოზულად მიგაჩნიათ ნოღაიდელი , ბურჯანაზე და სანიკიძე უფრო დიდ პოლიტიკოსებად ვიდრე ვთქვათ გურამ ჩახვაძე

გურამი მამაჩემის ნაცნობი იყო და დღემდე ოჯახში მხოლოდ კეთილი სიტყვები მესმის მასზე,მის გაბედულ, ღირსეულ ნაბიჯებზე,როცა კომკავშირის მდივანი გახდა ედეპეს წევრი 87 წელს!! და ამის გამო სამსახურიდან გარიცხეს.

მეც პირადად ვიცნობ,კარგ ადამიანად მიმაჩნია და საერთოდ ედეპეში ბევრია ისეთი ადამიანი,ვისაც პატივს ვცემ და გულწრფელად გამეხარდება მათი წარმატებები.გურამიც წამოსული იყო პარტიიდან იმ პერიოდში.

 

მაგრამ დღეს არ მომწონს ამ პარტიის სიახლოვე ნაციონალებთან და მათი გამოყენება ოპოზიციის რიგებში ალიაქოტის შესასტანად. ადამიანური იმედი მაქვს ეს დროებითია,რადგანაც ედეპეში გავატარე რამდენიმე წელი.შტაბში ვათენებდი და ვაღამებდი. ეს ასე ადვილად მეხსიერებიდან არ იშლება .მაშინ ხუმრობა იყო "ბივშიხ ედეპესნიკოვ ნი ბივაეტ.... :) ედეპეს ჰიმნიც მიმღერია-თუ მტერმა გადმოლახა საქარტველოს საზღვრები :D ....გაგრძელება ეცოდინებათ სტაჟიან წევრებს.... :(

 

თბილისის ფორუმზე ვნახე თქვენი ერთ ერთი პოსტი სადაც წერთ რომ თითქოსდა გია ჭანტურია თხზავდა უნიჭო ნოველებსა და მოთხრობებს .

ვერ ვიხსენებ.

მაგრამ მოსე და ოჩოპინტრე არაა ლიტერატურული შედევრი. დაბალი დონის ნაწარმოებებია ,რომელშიც იგრძნობა როგორც ეროვნული მოტივები ,აგრეთვე ნიცშეს ფილოსოფიის ზეგავლენა.ერთგვარი ამბოხებაა არსებული პროზის წინააღმდეგ,მაგრამ მაინც არ წარმოადგენს მაღალი დონის ნოველებს.

პს გია ჭანტურიას გასვენებაზე ღამეები ვათენე.ძალიან განვიცადე და შეცდომების მიუხედავად ვიცი ეს კაცი ღირსეული პრეზიდენტი იქნებოდა. დიახ,დიახ ამაში დღემდე ვარ დარწმუნებული .არ ვნანობ მის მხარდაჭერას იმ წლებში,თუმცა მისი დაპირისპირება ზვიადთან იყო ამაზრზენი ,რაზეც არასდროს საკუთარი პოზიცია არ დამიმალავს. პარტიაში სტაჟიან წევრებს ვემახსოვრები. შეიძლება გაიხსენონ.

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გია ჭანტურიას ზვიადთან დაპირისპირებასთან დაკავშირებით აბსოლიტურად გეთანხმებით .

რაც შეეხება გია ჭანტურიას ჩემის აზრით ის იყო უნიჭიერესი მწერალი და საჭიროა მისი როგორც მწერლის წარმოჩენა საზოგადოებისთვის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

shamili

თქვენი დიალოგი, კავშირში არ არის თემასთან...

 

რა შუაშია აქ 80-იანი და 90-იანი წლებნის პარტიები?

 

თანამედროებას დაუბრუდით მეგრობრებო...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

რომელიც ტრადიციებზე იქნება ორიენტირებული

რომელიც რელიგიურ-ეთნონაციონალიზმზე იქნება ორიენტირებული

რომელიც იქნება მკვეთრად მემარჯვენე, ნაციონალისტი, კონსერვატორი

რომელიც იქნება პრორუსული ძალა

ამაში გეთანხმები

 

 

 

არ დავუჭერ იმ ძალას მხარს, რომელიც იქნება მრგვალის მაგიდის, მოქალაქეთა კავშირის ან ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი

არ დავუჭერ იმ ძალას მხარს რომელიც იქნება გარეული იმ ბინძურ პოლიტიკურ თამაშებში, რომელიც აქამდე მიმდინარეობდა

არ დავუჭერ მხარს პოპულისტებს

არ დავუჭერ მხარს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც არ აქვთ გამოკვეთილი პოლიტიკური იდეოლოგია და პოლიტიკური ხევები

აბა არ ყოფილა საშველი)))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

აბა არ ყოფილა საშველი)))

2010 წელში მოქმედ პოლიტიკურ ძალებში, არანაირი იმედი არ არსებობს..

 

პირიქით ეხლა არის ჩიხური მდგომარეობა და ამ ბინძურ საქმეში, რაც უფრო ნაკლებ მონაწილეობას მიიღებს ადამიანი, მით უფრო სუფთა გამოვა და შეძლებს, პოსტჩიხურ მდგომარეობიდან ახლიდან დაიწყოს ყველაფრის შექმნა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

პირიქით ეხლა არის ჩიხური მდგომარეობა და ამ ბინძურ საქმეში, რაც უფრო ნაკლებ მონაწილეობას მიიღებს ადამიანი, მით უფრო სუფთა გამოვა და შეძლებს, პოსტჩიხურ მდგომარეობიდან ახლიდან დაიწყოს ყველაფრის შექმნა.

თავისით არაფერი არ მოდის სამწუხაროდ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...