Lo Janko Posted February 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2010 მე რომ დაბადებული და გაზრდილი ვიყო მაჰმადიანურ ოჯახში, ძალიან გამიჭირდებოდა რელიგიის შეცვლა. გამიჭირდებოდა კი არა ალბათ არ შევიცვლიდი.მართალი ხარ, მეც მასე ვფიქრობ, ადამიანი რწმენას ხელთათმანებივით არ უნდა იცვლიდეს, მაგრამ ჰომო სოვიეტიკუსს რელიგიის შეცვლა არ უჭირს, ეს დაახლოებით აბრის გამოცვლის პონტშია, მითუმეტეს თუ ეს მოდაშია ან კიდევ მომგებიანია.IMHO მაგის გულისთვის ვინმეს რომ ჩემთვის ეთქვა ქართველი არა ხარო, სულ მცირე, სხეულის დაზიანებას მივაყენებდი...ამაში ვერ დაგეთანხმები, ეგ არაა საჭირო, საკმარისია მთქმელს აგრძნობინო, რომ რასაც ის ასე თავგამოდებით გახარბებს დიდ ღირსებას არ წარმოადგენს. IMHO Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted February 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2010 ამაში ვერ დაგეთანხმები, ეგ არაა საჭირო, საკმარისია მთქმელს აგრძნობინო, რომ რასაც ის ასე თავგამოდებით გახარბებს დიდ ღირსებას არ წარმოადგენს. IMHO სხეულის დაზიანება ცხოვრებაში არასდროს არავისთვის არ მიმიყენებია, უბრალოდ ასე გამოვთქვი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 3, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2010 ლ ი ც ი მე რომ დაბადებული და გაზრდილი ვიყო მაჰმადიანურ ოჯახში, ძალიან გამიჭირდებოდა რელიგიის შეცვლა. გამიჭირდებოდა კი არა ალბათ არ შევიცვლიდი.Jonathan Livingston მეც მანდ ვარ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 3, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2010 გრიგოლ ვაშაძემ ახალი "საქმე“ გაიჩინა18:11 03.02.2010 საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს ახალი თავსატეხი გაუჩნდა. იგი საბჭოური გადმონაშთის ამოძირკვას ტოპონიმიკაშიც ცდილობს და სურს, საბჭოური გავლენით საქართველოსთვის შერქმეული „გრუზია“ ტერმინ „გეორგიათი“ ჩაანაცვლონ. ამ მიზნით მან სხვადასხვა ქვეყანას მიმართა, ძირითადად მაინც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, სადაც სოციალისტური გავლენა ძლიერი იყო. და, შესაბამისად, რუსეთის მიმბაძველობით ეს ქვეყნებიც „სცოდავდნენ“ საქართველოს დასახელებისას და მას „გრუზიად“ მოიხსენიებდნენ.ისე, ტერმინი „გრუზია“ მაინცდამაინც ლამაზად არ ხვდებოდა ქართველის ყურს და რატომღაც „ტვირთთან“ ასოციაციას იწვევდა. თუმცა, თურმე, მას ტვირთთან ან „გრუზჩიკებთან“ არანაირი საერთო არ ჰქონია. გრიგოლ ვაშაძის თხოვნა ჯერ კიდევ განხილვის სტადიაშია აღმოსავლეთ ევროპასა და სხვა ქვეყნებში. თუმცა ლიტვის რესპუბლიკა ყველაზე ოპერატიული აღმოჩნდა და ქართულ მხარეს პასუხიც აახლა. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ლიტვური ენის სახელმწიფო კომისია „გრუზიას“ „გეორგიად“ შეცვლის იურიდიულ ან სამეცნიერო საფუძველს ვერ ხედავს. არადა, ქართულმა მხარემ საკუთარი თხოვნა იმით დაასაბუთა, რომ გეორგია ისტორიული სახელწოდებაა, ხოლო სიტყვა „გრუზიას“ სლავური წარმოშობა აქვს. ვაშაძის ეს შეთავაზება ჯერ კიდევ 2009 წლის დეკემბერში გახმიანდა, როცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიტველ კოლეგას ლიტვურ ენაში სახელწოდება „გრუზიას“ გეორგიად შეცვლის თხოვნით მიმართა. საოცარია, რომ ლიტველებმა მაინცდამაინც არ გაიზიარეს ვაშაძის არგუმენტი. მით უფრო, რომ ყველას ახსოვს, ბალტიისპირეთში ჩასვლისას რუსულ ენაზე დალაპარაკებას მათთან ვერავინ გაბედავდა, რადგან ამ ენაზე პასუხისგამცემი არავინ იყო. ლიტველებს იმდენად სძულდათ ყოველივე რუსული, უბრალო სასტუმროს მისამართი რომ გეკითხათ ამ ენაზე, ქალაქის მეორე მხარეს გაგისტუმრებდნენ, სადაც სასტუმროს გარდა ყველაფერს ნახავდით. სასტუმროს ძიებაში ამაოდ მოხეტიალე ერთ ჩვენს თანამემამულეს ბოლოს მშობლიურ ენაზე დაუჩივლია, ეს რა ქვეყანაა, გაჭირვებულს დახმარებას არ აღმოგიჩენენო და ლიტველებსაც სულში ნათელი ჩასდგომიათ _ ეგრე გეთქვა, შე კაი ადამიანო, თუ ქართველი იყავი, რუსულად რას გვებაასებოდიო და სასტუმრომდეც მიუცილებიათ. ამჯერად კი ლიტვური ენის სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელმა რეგინა დობელენემ მოკლედ მოჭრა: „საქმე ისაა, რომ ქვეყნის ოფიციალური სახელწოდება საქართველოა, იქაური მცხოვრებები კი თავს ქართველებად მოიხსენიებენ. თუკი ისინი მოგვმართავდნენ, რომ გრუზიას ნაცვლად ამ ქვეყნისთვის ჩვენც საქართველო გვეწოდებინა, მაშინ კომისიის გადაწყვეტილება სხვაგვარი იქნებოდა“. როგორც ჩანს, ლიტველებს არც დასახელება “გეორგია” ეხატებათ გულზე, არც _ „ჯორჯია“ და ისევ ავტოქტონურ დასახელებას _ „საქართველოს“ გვთავაზობენ. ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ აჯობებდა ტერმინი გრუზია დაგვეტოვებინა: „მე მაინც მგონია, რომ ისევ უნდა დარჩეს გრუზია, როგორც ეს დღემდე იყო. იმიტომ, რომ უკვე მე-13 საუკუნის წყაროებში საქართველო მოხსენიებულია, როგორც გრუზია. რაც შეეხება ტერმინ “გეორგიას”, იგი ეწოდებოდა ნაწილობრივ აღმოსავლეთ საქართველოს, გარკვეულწილად _ ქვეყნის ორივე ნახევარსაც. მაგალითად, ლათინურში, ფრანგულ თუ გერმანულ წყაროებში „გეორგიენ“, „ჯორჯიენ“ იხსენიება. ამიტომაც ამ ინერციით, ასევე გვიწოდებენ დასავლეთში. ფაქტობრივად, გრუზია იმავე გეორგიადან მოდის, აღმოსავლურ წყაროებში ეწოდებოდა გურჯი და სწორედ აღმოსავლური წყაროებიდან შევიდა რუსულ ენაში, როგორც გრუზი. ტვირთთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს. გურჯი აღმოსავლურად ქართველს ნიშნავს“. ქალბატონ მარიკას უჭირს, აგვიხსნას, რისთვის დასჭირდა ჩვენს ხელისუფლებას სახელწოდების უეცარი შეცვლა: „არ მესმის, რისთვის დასჭირდათ „გრუზიას“ შეცვლა, როცა მთელ ლიტერატურაში ასე მოვიხსენიებით. მე არ ვიცი, ვინმეს ეს შეურაცხყოფას აყენებს თუ რა არის, ჩემთვის გაუგებარია. „მერე რა, რომ სლავური წარმოშობისაა. იცით, რაშია საქმე? ეს უკვე რაღაც ბავშვური თამაშის შთაბეჭდილებას ტოვებს. განა სლავური წარმომავლობის სიტყვები ცოტა გვაქვს ქართულში? ახლა რამდენი ინგლისური სიტყვა შემოდის ქართულ ენაში? მერე თუ გაგვიფუჭდება ინგლისურ სამყაროსთან ურთიერთობა, უნდა ამოვყაროთ ეს სიტყვები? რამდენი არაბული, სპარსული სიტყვაა შემორჩენილი ჩვენს ენაში, _ გაოცებას ვერ ფარავს აკადემიკოსი – ქვეყნის ყველანაირი დასახელება მისაღებია. მე ვთვლი, რომ ეს არაა პრინციპული საკითხი. ამიტომ რომელ წყაროშიც როგორაა დასახელებული, ისე უნდა დარჩეს. მაგალითად, ჩვენმა ანტიკურმა მეზობლებმა შეგვარქვეს „გეორგიენ“, რადგან მიწათმოქმედნი ვიყავით“. იმის გასაგებად, თუ რა ეტაპზეა გრიგოლ ვაშაძის თხოვნის განხილვის საქმე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, კომენტარი ვთხოვეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის მოადგილეს ბაკურ კვარაცხელიას. „ესაა მუშა პროცესი და ჯერჯერობით ოფიციალური პასუხი არ გვაქვს. ვერ გეტყვით, საბოლოოდ ლიტვური მხარე რასაც გადაწყვეტს, იმას მოგახსენებთ. სამწუხაროდ, საქართველო „გრუზიად“ რუსეთისგან გაიცნეს, თუმცა ევროპის ქვეყნების ნაწილი მაინც გვეძახის გეორგიას, ნაწილი _ გრუზიას. მოგეხსენებათ, წინათ აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტური გავლენის ქვეყნები რუსულ გავლენას იზიარებდნენ და ამიტომაც გვეძახდნენ გრუზიას. ჩვენთვის მისაღები იქნებოდა გეორგია ან ჯორჯია ეწოდებინათ. ისევე, როგორც საბერძნეთი და გერმანია გვეძახის გეორგიას“, _ აცხადებს კვარაცხელია. რაც შეეხება ბალტიისპირეთის სხვა რესპუბლიკებს, ესტონეთსა და ლატვიას, ბაკურ კვარაცხელია გვპასუხობს: „ბატონმა გრიგოლმა ამ წინადადებით სხვებსაც მიმართა, მაგრამ ოფიციალური პასუხები ჯერჯერობით არ მიგვიღია, ეს ყველგან მუშა პროცესია. თანაც ჩვენ მივმართეთ არა მარტო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, არამედ ეს ვრცელდება იაპონიაზეც, ისრაელზეც“. http://presa.ge/index.php?text=news&i=12191 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.