Jump to content
Planeta.Ge

ცნება "საქართველო" არ გულისხმობს ქართველთა ეროვნულ სახელმწიფოს


Recommended Posts

რატომ არ ცვლიან? რა მოაქვთ მიზეზად?

nuaka

ლიტველები “გრუზიას” “ჯორჯიათი” არ შეცვლიან

02 / 02, 2010 12:12

 

ლიტველები “გრუზიას” “ჯორჯიათი” არ შეცვლიან.

ლიტვური ენის სახელმწიფო კომისიამ განიხილა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თხოვნა და უარი თქვა სახელწოდება “გრუზია” “ჯორჯიათი” შეეცვალა.

აღნიშნულ ინფორმაციას “რია ნოვოსტი” ლიტვური ენის სახელმწიფო კომისიის საერთო განყოფილების ხელმძღვანელ რეგინა დობელენეზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც “რია ნოვოსტი” წერს, გასული წილს დეკემბერში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ ლიტველ კოლეგას, ათენში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე სთხოვა, ლიტვურ ენაში საქართველოს დასახელება “გრუზია” “ჯორჯიათი” შეეცვალათ. ვაშაძის განმარტებით, “ჯორჯია” (გეორგია) საქრთველოს ისტორიული სახელწოდებაა, ხოლო “გრუზია” - სლავური წარმოშობის.

“საინტერესო ვითარება შეიქმნა. საქმე იმაშია, რომ ქართულად ამ ქვეყნას ~საქართველო” ქვია. თუკი ისინი მოითხოვდნენ, რომ სწორედ “საქართველო” გვექცია ოფიციალურ სახელად, ჩვენი გადაწყვეტილებაც სხვაგვარი იქნებოდა. ამ სახელწოდებას ოფიციალურად დავამკვიდრებდით, ტრადიციული “გრუზია” კი, დროებით დარჩებოდა”, - განაცხადა დობელენემ.

მისივე თქმით, თავად ქართველებმა აირჩიეს თავიანთი ქვეყნისთვის უცხოურ ენაზე სხვა სახელწოდება.

“ამიტომ არც არის აუცილებელი, ქვეყნის ერთი არაოფიციალური სახელი მეორე არაოფიციალური სახელით შეგვეცვალა. უფრო სწორად, მიგვეღო ქვეყნის ინგლისური დასახელება. ამის არც მეცნიერული და არც იურიდიული საფუძველი არ არსებობს. საქართველოს შემთხვევა სემანტიკური თვალსაზრისთი უნიკალურია. მეორე ისეთი ქვეყნის მოძებნა, რომელსაც თავად ქვეყანაში სხვა ოფიციალური სახელი აქვს, ხოლო დანარჩენი სამყარო სხვა სახელით იხსენიებს, არ არსებობს”, - განაცხადა დობელენემ

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 48
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

ქართული მხარის თხოვნის მიუხედავად ლიტველები “გრუზიას” “ჯორჯიათი” არ შეცვლიან.

 

საქართველოს შემთხვევა სემანტიკური თვალსაზრისით უნიკალურია. მეორე ისეთი ქვეყნის მოძებნა, რომელსაც თავად ქვეყანაში სხვა ოფიციალური სახელი აქვს, ხოლო დანარჩენიო სამყარო სხვა სახელით იხსენიებს, არ არსებობს

 

ამონარიდი ლიტვური ენის სახელმწიფო კომისიის განცხადებიდან

აკაკი ბაქრაძეს დავესესხები: როცა დადგა წუთი განესაზღვრათ, რას ეწოდებოდა საქართველო, იგი ქართული ენის საფუძველშივე განმარტეს. "ქართულად ფრიადი ქვეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების" (გიორგი მერჩულე-გრიგორ ხანძთელის ცხოვრება).

 

ცნება "საქართველო" არ გულისხმობს ქართველთა ეროვნულ სახელმწიფოს . მწერალი ამბობს:ყველგან ქართლია , სადაც წირვა-ლოცვა ქართულად მიმდინარეობსო. ესე იგი, აი, ამ გაფართოებულ , ეთნიკურსაზღვრებგადალახულ ქვეყანას, სადაც ქართულმა ეკლესიამ ქართული წირვა-ლოცვა დაამკვიდრა, ეწოდება საქართველო. ამიტომ "საქართველო" მარტო ქართული ეროვნული სახელმწიფოს სახელი კი არ არის, არამედ ყველაფერი იმისა, რასაც უკვე ქართველები ფლობენ, ან მომავალში დაეპატრონებიან

მაშ-ს ასე, ვეთანხმებით ბაქრაძეს თუ "შევუტიოთ"? :*:

რამდენი შეცდომაა ამ პოსტში . რა არ არსებობს მეორე სახელმწიფო რომელსაც თავად ქვეყანაში სხვა ოფიციალური სახელი აქვს , ხოლო დანაჩენი მსოფლიო სხვა სახელით იხსენიებს , მოგიყვანთ რამდენიმი მაგალითს - გერმანულად დოიჩლანდ - გერმანია ( ქართულად ) , ნემეც ( გერმანელი ) , ჯერმან . იაპონურად ნიხონ - იაპონია ( ქართულად ) , ჯაპან . კორეულად ჩოსონ - კორეა ( ქართულად ) . მგონი საკმარისია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რამდენი შეცდომაა ამ პოსტში .

shamili

პოსტი რა შუაშია?

 

სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მე რა ხელი მაქვს?

 

სანამ შეურაცხყოფას მიაყენებ ადამიანს უპრიანი იქნება თუ დაფიქრდები

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო

Jonathan Livingston

გირჩევ შეეშვა, ტორემ ჩემზე უარეს დღეში ჩავარდები :*

 

უნდა იძახო, დიდიება ალაჰს!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

პოსტი რა შუაშია?

 

სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მე რა ხელი მაქვს?

 

სანამ შეურაცხყოფას მიაყენებ ადამიანს უპრიანი იქნება თუ დაფიქრდები

სტატიაში უნდა დამეწერა ბოდიშს გიხდი , მექანიკურად შემეშალა . მართლა ვამბობ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

არაა მაი მასე

შესწავლილი გაქვს კათოლიციზმი და მართლმადიდებლობა?

რა ლიტერატურა გაქვს წაკითხული ამ თემაზე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სტატიაში უნდა დამეწერა ბოდიშს გიხდი , მექანიკურად შემეშალა . მართლა ვამბობ

shamili :maladec:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

ციტატა(licemer @ 2nd February 2010 - 05:50 PM)

საქართველოს შემთხვევა სემანტიკური თვალსაზრისით უნიკალურია. მეორე ისეთი ქვეყნის მოძებნა, რომელსაც თავად ქვეყანაში სხვა ოფიციალური სახელი აქვს, ხოლო დანარჩენიო სამყარო სხვა სახელით იხსენიებს, არ არსებობსიგივე მდგომარეობაში არიან სომხებიც.

დასტურ, ბატონო ჩემო Lo Janko

 

 

"სომეხი" არ გამოხატავს მარტო ეროვნებით სომეხს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

შესწავლილი გაქვს კათოლიციზმი და მართლმადიდებლობა?

რა ლიტერატურა გაქვს წაკითხული ამ თემაზე?

 

პრინციპში, დილეტანტი ვარ (პროტესტანტიზმი და კათოლიციზმს სამეცნიერო თემისთვის ვამუშავებდი მხოლოდ), მაგრამ შენ თუ ამ სფეროზეც იგივე წარმოდგენა გაქვს, როგორც 'წყაროებზე' და 'იბერიულ-კავკასიურ ენათა ჯგუფზე', მაშინ აკადემიკოსი ვყოფილვარ. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რინციპში, დილეტანტი ვარ (პროტესტანტიზმი და კათოლიციზმს სამეცნიერო თემისთვის ვამუშავებდი მხოლოდ), მაგრამ შენ თუ ამ სფეროზეც იგივე წარმოდგენა გაქვს, როგორც 'წყაროებზე' და 'იბერიულ-კავკასიურ ენათა ჯგუფზე', მაშინ აკადემიკოსი ვყოფილვარ.

Grig

:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აჭარელები თურქები არიან?

ვერ გამიგია ამ აჭარლებს რა გადაეკიდეთ. ქრისტიანები არ არიან თუ რა? ზემო აჭარაშიც უკვე მასობრივად მიმდინარეობს ხალხის მონათვლა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Blaugranator

ვერ გამიგია ამ აჭარლებს რა გადაეკიდეთ. ქრისტიანები არ არიან თუ რა? ზემო აჭარაშიც უკვე მასობრივად მიმდინარეობს ხალხის მონათვლა

და ვინც არ ინათლება აფსაიდშია? :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვერ გამიგია ამ აჭარლებს რა გადაეკიდეთ. ქრისტიანები არ არიან თუ რა? ზემო აჭარაშიც უკვე მასობრივად მიმდინარეობს ხალხის მონათვლა

Blaugranator

და ვინც არ მოინათლება, ქართველები არ არიან?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

nuaka

ისრაელიც გრუზიას ეძახის.ვინ შეადგინა მაგ თხოვნის ტექსტი?

უფრო ადრე ისრაელსაც წარვუდგინეთ ასეთივე მოთხოვნა. მაშინდელმა ელჩმა ლაშა ჟვანიამ გააკეთა.

შედეგი არც იქ დამდგარა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

მე რომ დაბადებული და გაზრდილი ვიყო მაჰმადიანურ ოჯახში, ძალიან გამიჭირდებოდა რელიგიის შეცვლა. გამიჭირდებოდა კი არა ალბათ არ შევიცვლიდი.

მაგის გულისთვის ვინმეს რომ ჩემთვის ეთქვა ქართველი არა ხარო, სულ მცირე, სხეულის დაზიანებას მივაყენებდი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...