ლ ი ც ი Posted February 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 2, 2010 თუმცა, მართალია ადამიანების უდიდეს უმრავლესობას ჯერ არ შეუძლია სიყვარული,nuaka ესე იგი, შენ ამბობ, რომ სიყვარული ნიჭია? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
chegesto Posted February 2, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 2, 2010 ბიჯოოოოვახრწმენა -პირადი რწმუნებულებაა მეთქი კაცო, აი პირადად რომ დარწმუნდები, იცი რა არის ეგა?;Dრაღაცაზე გეუბნებიან გავარვარებულიაო და არ გჯერა, ვთქვათ, მაგრამ ხელს თუ დაადებ პირადად დარწმუნდები. ეგაა რწმენა. თქვენ სხვანაირად ჩაგაგონეს რწმენის მნიშვნელობა.ხოდა არ გაქვს შენ ჯერ ეს პირადი რწმუნებულება და ნუ იძახი საყოველთაო მასშტაბით დ კანონის ფორმას ნუ ანიჭებ იმას, რაც არ იცი და რისი პირადი რწმუნებულებაც არ გაქვს. ნუთუ ასე ძნელია ამის გაგება?ეს რა ჯიუტი ნაროდიანწ ნწ ნწ ნუ გვაბოლებთ ქალბატონო ხელს რომ დაადებ ეგ რწმენა აღარაა უკვე ეგ დებილიზმია შენ საიდან გაქვს გონება მაშინ იქნებ გაგვაგებინო? თუ არ გაქვს?:და შენ ამ გონებას ვერ ხედავ საყაროს კანონ-წესრიგის სახით? თუ არ არსებობს ასეთი?მაგარი იდეოლოგიური მუშაობაა ჩატარებული თქვენზე და ვერც ხვდებით რა სტერეოტიპებში ხართ. სად მიყავხართ მაგ სერეოტიპებს.გამეცინა მე უფრო შორს ვხედავ ვიდრე წარმოგიდგენია მუადმაზელ ეს უბრალოდ ჩემი ახირება იყო.. შესაბამისი სათაურით... ვგონებ დაგაბნიათ ტქვენივე რწმუნებებმა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nuaka Posted February 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 2, 2010 ლ ი ც ი ესე იგი, შენ ამბობ, რომ სიყვარული ნიჭია?სიყვარული არის ადამიანის არსება.იმიტომ რომ ის არის შემოქმედება.შემოქმედება კი უნივერსალურია. საზღვრები არა აქვს.რანაირადაა სიყვარული შემოქმედება?იმნაირად, რომ ამ დროს ადგილი აქვს საკუთარი თავის გაღებას.რა დონეზეც შეგიძლია რომ თავი გაიღო (უანგაროდ და არა რაღაცის გამო) სიყვარულის იმ დონეზე იმყოფები.შესაბამისად -შემოქმედების იმ წილს და ხარისხს ფლობ. შესაბამისად -ცნობიერების ის დონე გაგაჩნია. chegesto მთავარ კითხვას აიგნორებ მუსიე. პასუხი არ გაქვს და იმიტომ.ხელს რომ დაადებ ეგ რწმენა აღარაა უკვესწორედ ეგაა რწმენა, ანუ პირადი რწმუნებულება. კაი, ცხელი უთოს მაგალითი არ გვინდა.პატარა ბავშვი,რომელსაც არ სჯერა, ხელს რომ დაიწვავს მერე აქვს პირადი გამოცდილება და აღარ ეკარება სხვა მაგალითი ავიღოთ მუსიკის ან მათემატიკის.პირად რწმუნებულებაში თუ არ შეხვალ, გეცოდინება რაიმე? ხელს რომ დაადებ ეგ რწმენა აღარაა უკვეე.წ. "ურწმუნო თომას" ყბადაღებულ გავულგარულებულ გაგებას გულისხმობ ალბათქრისტეს მოწაფეები სხვადასხვა დონიდან შედიოდნენ სხვადასხვა რწმუნებულებაში.თომამ ხელდასხმა (ანუ პირდაპირი რწმუნებელება) მიიღო აღმდგარ ფიზიკურ (მატერიალური არ იგულისხმება აქ) პრა სახესთან მიმართებაში.სხვა თემაა ეს და იმედია განქიქებას არ დაიწყებ აქ. მე უფრო შორს ვხედავ ვიდრე წარმოგიდგენია მუადმაზელშორს.. მთავარია რა მიმართულებით იყურები.ემანდ მირაჟში არ ამოყო თავი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 2, 2010 სიყვარული არის ადამიანის არსება.იმიტომ რომ ის არის შემოქმედება.შემოქმედება კი უნივერსალურია. საზღვრები არა აქვს.რანაირადაა სიყვარული შემოქმედება?იმნაირად, რომ ამ დროს ადგილი აქვს საკუთარი თავის გაღებას.რა დონეზეც შეგიძლია რომ თავი გაიღო (უანგაროდ და არა რაღაცის გამო) სიყვარულის იმ დონეზე იმყოფები.შესაბამისად -შემოქმედების იმ წილს და ხარისხს ფლობ. შესაბამისად -ცნობიერების ის დონე გაგაჩნია.nuaka მკაცრი ლოგიკოსი გრძნობად შემეცნებაზე ალაპარაკდი? გრძნობები შემოქმედება კი არა, არამედ გრძნობადი ელემენტია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nuaka Posted February 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 2, 2010 (edited) nuaka მკაცრი ლოგიკოსი გრძნობად შემეცნებაზე ალაპარაკდი? გრძნობები შემოქმედება კი არა, არამედ გრძნობადი ელემენტიააი უყურე:სამყარო ლოგოსის სამგვარად გახსნას წარმოადგენს. ყოველივე რაც ჩვენს მიერ აღიქმება და (ჯერ) ვერ აღიქმება, წარმოადგენს ცნობიერების სიცოცხლის ფორმების გაცხადებას.ეს უნივერსალური სამწევრიანობა ჩადებულია ადამიანშიც.გრძნობადი (სიცოცხლური) ელემენტი, როგორც შენ მას უწოდებ არის ამ ერთიანობის შუათანა წევრი და სწორედ მას მიეწერება ცოცხლი აღმქმელობა.რა შემოქმედებაზე იქნება საუბარი, თუ მას აღმქმელობა ("გრძნობადი ელემენტი") არ გააჩნია? ცნობიერება იხსნება სიცოცხლეში, სიცოცხლე ფორმაში, ხოლო ეს უკანასკნელი -ცნობიერებაში.ამას ქრისტიანულ რელიგიურ ენაზე სამება ეწოდება. ადამიანი არა მხოლოდ ანასხია ამ სამების, არამედ მასში პრაქტიკულად ქმედებენ ეს იმპულსები (ჯერ არაცნობიერად,სამომავლოდ-ყოვლად ცნობიერად.ზოგიერთისათვის ახლავე ცნობიერად). ამის მეოხებით ადამიანი მონაწილეობს უნივერსალურ შემოქმედებაშიც და თვითშემოქმედებაშიც (ჯერ არაცნობიერად).მაგრამ ცენტრალური წევრი არის სიცოცხლე ("გრძნობადი ელემენტი," სამშვინველი) და სწორედ ამ ცენტრალურმა წევრმა უნდა იგრძნოს, პირადად უნდა განიცადოს, პირადად უნდა აღიქვას ის რასაც ეწოდება მასში სიცოცხლე და სიყვარული. მოკლედ -ქრისტიანული რელიგიის, თეოსოფიის და თეოლოგიის ენაზე -ქრისტე. და ამას ვერ შეიმეცნებ ვერანაირი ტვინის ჭ ყ ლ ე ტ ვ ი თ და მეცნიერული ექსპერიმენტებით. ეს ტვინის მიერ შეუმეცნებადია. შემეცნებადია - გრძნობადი აღქმით. პირადად, უშუალოდ. როგორც თქვენს შეფს ხედავთ სამსხურში, ყოველგვარი თეორიების და მსოფლმხედველობის გარეშე. ამიტომაც-მკაცრი ლოგიკოსი გრძნობად შემეცნებაზე ალაპარაკდი?ერთი მეორეს სულაც არ უშლის ხელს. მაგრამ ვანილიან კრემს ჭკუათამყოფელი არ ჩაასახმს ჩაქაფულში.ვსემუ სვაე მესტო. Edited February 2, 2010 by nuaka Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 2, 2010 (edited) ვსემუ სვაე მესტო.nuaka Живите просто. Любите страстно სამყარო ლოგოსის სამგვარად გახსნას წარმოადგენს. ყოველივე რაც ჩვენს მიერ აღიქმება და (ჯერ) ვერ აღიქმება, წარმოადგენს ცნობიერების სიცოცხლის ფორმების გაცხადებას.ტანჯვად და სიყვარულად,სულად და ხორცად, გაყოფილიასიცოცხლე ჩვენი...და ორი საწყისი,სიზმრად და ცხადად,თან გვდევს მუდამ :2kiss: :2kiss: :2kiss: Edited February 2, 2010 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nuaka Posted February 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 2, 2010 (edited) ლ ი ც ი ჰო.ჯერ შენს თავში უნდა გაიგო და შეიმეცნო რა არის ქალიიმისათვის რომ "გარეთ" გაუგო ქალს. დუალიზმს მოიცავს ყველა ადამიანი.ანუ ქალურ და მამაკაცურ თვისებებს ორივე სქესი ფლობს.საუბარია მშვინვიერ-ინტელექტუალურ დამოკიდებულებაზე.ასე რომ არ იყოს საერთოდ ვერ გაუგებდნენ ერთმანეთს ქალი და მამაკაცი. მამაკაცი არის ეგო. ხოლო ქალი თვითგაღება (ფიზიოლოგიურად ეს გამოიხატება ცოცხალი არსების შობაში). მას შემდეგ რაც მამაკაცი შეზღუდავს ეგოს და მეობიდან შეიმეცნებს თუ რა არის თვითგაღება,მას სრულყოფილად ეცოდინება ქალის ბუნება.მას შემდეგ, რაც ქალი შეიმეცნებს თავს თავში მეობას, ის სრულყოფილად გაიგებს თუ რა არის მამაკაცი. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლიათ მათ მიაღწიონ გრძნობის იმ სიმაღლეს რასაც ქალურ-მამაკაცური სიყვარული ჰქვია, ანუ ნამდვილ ადამიანური სყვარული.და შენი დუალიზმიც მონიზმად გადაიქცევა.რადგან თითოეული მათგანი თავის შინაგან ბუნებაში იქნება გამთლიანებული. "მას ერთსა -მიჯნურობასა, ჭკვიანნი ვერ მიხვდებიან!" Edited February 2, 2010 by nuaka Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 2, 2010 (edited) რასაც ქალურ-მამაკაცური სიყვარული ჰქვია,nuaka კაცთა და ანგელოზთა ენებზედაც რომ ვმეტყველებდე, სიყვარული თუ არა მაქვს, მხოლოდ რვალი ვარ მოჟღრიალე, მხოლოდ წკრიალა წიწილი.წინასწარმეტყველების მადლი რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო, და მქონდეს ისეთი რწმენა, რომ მთების დაძვრა შემეძლოს, სიყვარული თუ არა მაქვს, არარა ვარ. მთელი ჩემი ქონება რომ გავიღო გლახაკთათვის , და დასაწვავად მივცე ჩემი სხეული, სიყვარული თუ არ მაქვს, არას მარგია (კორინთელთა მიმართ 1-3). ვერ გხედავდი, არ გიცნობდი, მაგრამ გეძებდი ყველგან! გეძებდი ლექსში, გეძებდი, როგორც მოწყურებული კაცი წყაროს ანკარას! გეძებდი, როგორც ცხელ უდაბნოში ცისფერ ოაზისს :2kiss: ვცუღლუტობ Edited February 2, 2010 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted February 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2010 მაგ ურთიერთობებმა დააქცია ქვეყანა..... დაანებეთ თავი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
chegesto Posted February 3, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2010 nuaka მთავარია რა მიმართულებით იყურები.ემანდ მირაჟში არ ამოყო თავი.ან თქვენ სწორედ ეგაა რწმენა, ანუ პირადი რწმუნებულება. კაი, ცხელი უთოს მაგალითი არ გვინდა.პატარა ბავშვი,რომელსაც არ სჯერა, ხელს რომ დაიწვავს მერე აქვს პირადი გამოცდილება და აღარ ეკარება სხვა მაგალითი ავიღოთ მუსიკის ან მათემატიკის.პირად რწმუნებულებაში თუ არ შეხვალ, გეცოდინება რაიმე?ეს უკვე მე მაპატიეთ და დემაგოგიაა მათემატიკა ლოგიკური მეცნიერებაა და თავისი დამტკიცების თეორიები აქვს რასაც ბავშვზე ამბობთ ეგ თაგვებსაც მოსდით.... რომ გადის ერთი მიმარ|თულებიდან მეორეზე დენი ურტყამს.. მერე უკვე ხვდება იქ არ უნდა გავიდესინსტიქტია პირადი რწმუნებულება ალბათ ეს თქვენი მოგონილი განმარტებით არის.. ისევე როგორც რწმენაეტიმოლოგიური მნიშვნელობით ნუ გაიგებო აბა როგორ გავიგო? ვირწმუნო რომ მართალს ჰღაღადებთ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nuaka Posted February 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 4, 2010 :viking:: შეუფერებლად მხიარულ განწყობაზე ვარ საიმისოდ რომ გიპასუხო:boli:მაინც შევეცდებიეს უკვე მე მაპატიეთ და დემაგოგიააემოციური შეფასების მიცემა ოპონენტის მხრიდან მეტყველებს არგუმენტების უსუსურობაზე, ასე მაგ.(იხ. ქვემოთ): Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nuaka Posted February 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 4, 2010 (edited) მათემატიკა ლოგიკური მეცნიერებაა და თავისი დამტკიცების თეორიები აქვსძვ.მეგობარო, მათემატიკის მეცნიერების რაობაზე ვმსჯელობთ ახლა ჩვენ?მე ვამბობ:იმისათვის რომ ადამიანმა გაიგოს თუ რა არის მათემატიკა ან მუსიკა, პირად რწმუნებულებაში უნდა შევიდეს ამ სგანთა მიმართ. კიდევ რანაირად გიტხრა?:boli:ახლა შენი მომდევნო არგუმენტი ხომ ვიცი, და ბარემ მაგაზეც გიპასუხებ:შენ: "კი მაგრამ მათემატიკა არსებობს, ხოლო სული -არ არსებობს"მე- " აქ ერთი სიტყვა უნდა დაუმატო, რომელიც მთლიანად ცვლის დამოკიდებულებას და ხედვის საპექტს. ეს სიტყვაა- "შენთვის"იყო პერიოდი, როცა კაცობრიობისათვის "არ არსებობდა" დედამიწის სიმრგვალისა და მზის გარშემო ბრუნვის აღქმა. ამიტომ მისთვის ეს რეალობა იყო მიუღებელი. შესაბამისად არ არსებობდა ამ აღქმის და ამ რეალობის გამომხატველი ცნებები. ანუ კანონები." ახლა გეუბნები- სული არ არსებობს შენთვის, რადგან მას ვერ აღიქვამ. კაცობრიობის უდიდესი უმრავლსობა ამას ვერ აღიქვამს ახლა და ჯერ. ამ სამყაროს, რომელიც არის პირველმიზეზთა და ა.შ და ა.შ. სამყარო, ისეთივე ემპირიკა გააჩნია, როგორც მატერიაში განფენილ სამყაროს, რომლის მიზეზსაც ის წარმოადგენს.და შესაბამისად გააჩნია კანონები, რომლის მეოხებითაც ის არსებობს. ევოლუციაში ყოფნა ნიშნავს ადამიანის ცნობიერების საფეხურების განვითარებას. ჰოდა,თვითცნობიერების საფეხურზე ადამიანში გამომუშავდება ზეგრძნობადი გამოცდილების (ემპირიკის) აღქმის უნარები.შეგიძლია არ მიიღო ეს აზრი, თუ შეძლებ, ყოველგარი ცინიზმის გარეშე,მაგრამ ამით რეალობა არ შეიცვლება. რადგან არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აღნიშნული უნარები გააჩიათ. არ ვგულისხმობ პარაფსიქოლოგებს და ათასი ჯურის "მომკითხაო-მოწინასწარმეტველო-მონათელმხილველო" ელემენტებს. ამ თემაზე დავამთავრე.:viking:ბავშვზე და თაგვზე ქვემოთ გეტყვი თორემ ეს პოსტი ძაან გაუსაშველოვდა და მეც მეჩქარება.ხო და კიდევ ერთი, -ზემოტაც ვთქვი და აქ დავამატებ:სულსაც ისევე აქვს თავის დამტკიცების ლოგიკა, როგორც მათემატიკას.მაგრამ საამისოდ შენ უნდა შემოხვიდე სულის სამყაროში,ისევე როგორც მე უნდა შემოვიდე მათემატიკის სამყაროში, რომ შენ მისი კანონები მიჩვენო.მაგრამ რომ შემოხვიდე, საამისოდ აღქმის ორგანოები გჭირდება რაც ჯერ არ გაქვს.და რაც არ გაქვს იმაზე ნუ იძახი რომ არ არსებობს.ვისაც აქვს გაატარე რა Edited February 4, 2010 by nuaka Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nuaka Posted February 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 4, 2010 რასაც ბავშვზე ამბობთ ეგ თაგვებსაც მოსდით.... რომ გადის ერთი მიმარ|თულებიდან მეორეზე დენი ურტყამს.. მერე უკვე ხვდება იქ არ უნდა გავიდესინსტიქტიაახლა უყურე:ბავშვისა და თაგვის ინსტიქტი, ანუ ადამიანისა და ცხოველის ინსტიქტი იმით განსახვავდება, რომ ადამიანს ცხოველისაგან განსხვავებით გააჩნია ინტელექტი, ანუ - თვითცნობიერება. და ამის გამო ადამიანი გარკვეული პროცენტით და გარკვეული მიმართებით "იმართება" ინსტიქტების მიერ. ანუ ინსტიქტი არის მართვის სფერო, და რისი მართვაც ჯერ არ ძალუძს ადამიანის ცნობიერებას, ის იმართება ინსტიქტით. უზუსტესად რომ გითხრა - იქ სადაც ადამიანის ცნობიერება ჯერ არ მუშაობს, მუშაობს სხვისი ცნობიერება. და ესაა ინსტიქტი.ინსტიქტის შემთახვევაში რომ უაღრესად აზრიან ქმედებებთან გვაქვს საქმე, ამაში ალბათ დამეთანხმები (ვგულისხმობ რეფლექსებს, სეკრეციის მუშაობას და ა.შ.ადამიანის აზროვნება სადაც ერთვება იმას არ ვგულისხმობ). ანუ - თაგვი - ჩართუ უთოს არც მიეკარება. თავიდანვე არ მიეკარება.რადგან მასზე მთლიანად ზრუნავს ინსტიქტი -მის გარეთ მყოფი ცნობიერება.ხოლო ბავშვი - მიეკარება ყველა ვარიანტში. რადგან ბავსვი არის ის არსება, რომელსაც ცნობიერება აქვს თავის თავში შიგნით.და ამიტომ ის ნაწილობრივაა მართული (როგორც ადამიანი) ინსტიქტით.ხოლო მას შემდეგ, რაც ბავშვი პირად რწმუნებაში შევა, ანუ პირადი, საკუთარი გამოცდილებით დარწმუნდება, რომ ცხელი უთო ხელს წვავს, ამის შემდეგ აღარ გაეკარება მას.არა დაჯერებით, არამედ პირადი რწმუნებულებით.რუსულადაც - სიტვა რწმენა- "ვერა" გამომდინარეობს "ვერნი"- ნამდვილიდან და საიმედოდან.რწმუნებულებას ნუ გააიგივებ რელიგიური ბჟუტურით დაბინდულ ამ სიტყვის "შინაარსთან,"როგორც ბრმად დაჯერებასთან. უპირობოდ მიღებასა და აღიარებასთან იმისა, რასაც პირადად ვერც ვხედავთ და არც გვესმის.რწმუნებულება სწორედ პირად რწმუნებას ნიშნავს. გტოვებთ კეთილი სურვილებით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
chegesto Posted February 5, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 5, 2010 (edited) nuaka ემოციური შეფასების მიცემა ოპონენტის მხრიდან მეტყველებს არგუმენტების უსუსურობაზე, ასე მაგ.(იხ. ქვემოთემოცია რა შუაშიამოვლენების მორგებას ჰქონდა დგილი... მიკერერებას მოჭრას და საბოლოო ჯამში დამახინჯებული ჭეშმარიტების დეკლარირებას!! იმისათვის რომ ადამიანმა გაიგოს თუ რა არის მათემატიკა ან მუსიკა, პირად რწმუნებულებაში უნდა შევიდეს ამ სგანთა მიმართ. კიდევ რანაირად გიტხრა? იგივე შეიძლება ითქვას მაგალითად გემოზე... მე როდესაც ვჭამ მანდარინს პირად რწმუნებულებაში შევდივარ რომ ეს მანდარინია თან გემო მიმყარებს ვერსიას !! მე- " აქ ერთი სიტყვა უნდა დაუმატო, რომელიც მთლიანად ცვლის დამოკიდებულებას და ხედვის საპექტს. ეს სიტყვაა- "შენთვის"იყო პერიოდი, როცა კაცობრიობისათვის "არ არსებობდა" დედამიწის სიმრგვალისა და მზის გარშემო ბრუნვის აღქმა. ამიტომ მისთვის ეს რეალობა იყო მიუღებელი. შესაბამისად არ არსებობდა ამ აღქმის და ამ რეალობის გამომხატველი ცნებები. ანუ კანონებიმიურებელი არ იყოუბრალოდ ნაკლებად ფიქრობდნენ ამაზე... ადრე ცეცხლის არსებობაც არ იცოდნენ და ვერ წარმოედგინათ ეს ცეცხლი რაც არ უნდა პირად რწმუნებულებაში შესულიყვნენ... მანამ სანამ ვიღაც ჯოფრეიმ არ დაანთო და მკლავი არ დაიწვა ზედ ახლა გეუბნები- სული არ არსებობს შენთვის, რადგან მას ვერ აღიქვამ. კაცობრიობის უდიდესი უმრავლსობა ამას ვერ აღიქვამს ახლა და ჯერ. ამ სამყაროს, რომელიც არის პირველმიზეზთა და ა.შ და ა.შ. სამყარო, ისეთივე ემპირიკა გააჩნია, როგორც მატერიაში განფენილ სამყაროს, რომლის მიზეზსაც ის წარმოადგენს.და შესაბამისად გააჩნია კანონები, რომლის მეოხებითაც ის არსებობს. ევოლუციაში ყოფნა ნიშნავს ადამიანის ცნობიერების საფეხურების განვითარებას. ჰოდა,თვითცნობიერების საფეხურზე ადამიანში გამომუშავდება ზეგრძნობადი გამოცდილების (ემპირიკის) აღქმის უნარები.აჰა ანუ ადამიანი განვითარებასთან ერთად წარმოუდგენელ უნარებს იძენს ... ცნობიერის რაზგონი აღქმის გაფართოება და შედეგად ახალი შეძენილი უნარი.. გასაგებია რაც შეეხება სულს თქვენ აღიქვამთ სულს? როგორია ის? რატომ არსებობს სამშვინველი სულის და ხორცისგან დამოუკიდებლად? ანუ სული რას წარმოადგენს ამ შემთხვევაში? სამშვინველის გარეშე რა არის ადამიანი? მით უფრო სული ... შეგიძლია არ მიიღო ეს აზრი, თუ შეძლებ, ყოველგარი ცინიზმის გარეშე,მაგრამ ამით რეალობა არ შეიცვლება. რადგან არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აღნიშნული უნარები გააჩიათ. არ ვგულისხმობ პარაფსიქოლოგებს და ათასი ჯურის "მომკითხაო-მოწინასწარმეტველო-მონათელმხილველო" ელემენტებს. ამ თემაზე დავამთავრე.ზოგადად კამათი შემეცნების ერთერთი ფორმაა.. რაც საბოლოო ჯამში დასკვნების გამოტანაში გვეხმარება ქ-ნო ნუაკა... შესაბამისად ყოველ ჯერზე ჩემი მუშტით გაჩერება მარტო იმიტომ რომ არ გსურთ საუბარი არ მეჩვენება ეთიკურად სულსაც ისევე აქვს თავის დამტკიცების ლოგიკა, როგორც მათემატიკას.მაგრამ საამისოდ შენ უნდა შემოხვიდე სულის სამყაროში,ისევე როგორც მე უნდა შემოვიდე მათემატიკის სამყაროში, რომ შენ მისი კანონები მიჩვენო.მაგრამ რომ შემოხვიდე, საამისოდ აღქმის ორგანოები გჭირდება რაც ჯერ არ გაქვს.და რაც არ გაქვს იმაზე ნუ იძახი რომ არ არსებობს.ვისაც აქვს გაატარე რამე არ ვუარყოფ არაფერს 1-ნო ნუკა საიდან მოიტანეთ ! აღქმის უნარებზე მესაუბრებით და ვერ მიხსნით კონკრეტულად ჩემი ფანტაზიის რომელი ლოგიკური ბორბალი უნდა დავარაზგონოკიბატონო შემოვალ სულის აღქმაში უბრალოდ მანამდე კითხვები მაქვს რაზეც პასუხი უნდა მივიღო რომ რაც შეიძლება სწრაფი ტემპებით შემოვაღწიო თქვენთან... ხოლო მას შემდეგ, რაც ბავშვი პირად რწმუნებაში შევა, ანუ პირადი, საკუთარი გამოცდილებით დარწმუნდება, რომ ცხელი უთო ხელს წვავს, ამის შემდეგ აღარ გაეკარება მას.პირად რწმუნებულებაში შესვლა არის გამოცდილებიდან მიღებული ცნობიერი გადაწყვეტილებების შედეგი ანუ? მაშინ იმან რა ქნას ვისაც ღმერთი სწამს დ არც გამოცდილებიდან გამომდინარეობს და არც თავისი მოკლედიაპაზონის ლოგიკიდან ? მისი რწმენა რას ეფუძვნება? გასაგებია რომ პირადი რწმუნებულება რაღაცას ეფუძვნება... გავიგეთ რომ ღმერთი თქვენთვის ლოგიკის ნაყოფია,რომელიც გამოცდილების ხარჯზე შეიმეცნეთ!! გასაგებია რომ ადამიანებს ცოტახანში შეუმუშავდებათ (ევოლუცისს წყალობით) უნარები რომლითაც აღიქვამენ ყველაფერ აფსტრაქტულს და ამოუხსნელს... მაგრამ !! სანამ ეს არ მომხდარა .... რას ვეფუძვნებით ჩვენ ადამიანები ? გვწამს რაღაცეების ბრმად დაუსაბუთებლად და უნარებიც არ გაგვაჩნია შესაბამისი სადღაც ფანტაზიის რომელიღაც კუთხეში მივედებ მოვედებით რარაცეებს და გამოგვაქვს საკამათო დასკვნებიასე არ არის? მე მაპატიეთ სწრაფად ვწერე და შეიძლება წინადადებები გრამატიკულად არ იყოს გა,ართული Edited February 5, 2010 by chegesto Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nuaka Posted March 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 24, 2010 პირად რწმუნებულებაში შესვლა არის გამოცდილებიდან მიღებული ცნობიერი გადაწყვეტილებების შედეგი ანუ?დიახ. ასეა მაშინ იმან რა ქნას ვისაც ღმერთი სწამს დ არც გამოცდილებიდან გამომდინარეობს და არც თავისი მოკლედიაპაზონის ლოგიკიდან ?რწმუნებულებაში უნდა შევიდეს. უშუალო პირად გამოცდილებაში. მისი რწმენა რას ეფუძვნება?მას არა აქვს პირადი რწმუნებულება. ამიტომ მისი წარმოდგენები (და არა რწმენა )ეფუძნება დაჯერებას. ანუ -"კვაზი რწმენას." გავიგეთ რომ ღმერთი თქვენთვის ლოგიკის ნაყოფია,რომელიც გამოცდილების ხარჯზე შეიმეცნეთ!!არასწორად გაიგეთ. ლოგიკა არის მსჯელობის ფორმალური წესი. მას საერთო არაფერი აქვს პირად გამოცდილებასთან. ამდენად, ლოგიკა არ შეიძლება იყოს რისიმე შედეგი, პირიქით - მას მიჰყავხარ გარკვეულ შედეგთან. და სულაც არ არის აუცილებელი, რომ რაშიც ლოგიკას იყენებ მაინცდამაინც პირად გამოცდილებას უკავშირდებოდეს.რადგან, პირადი გამოცდილება უშუალო აღქმას და პირადად მონაწილეობას ნიშნავს.ადამიანის კონკრეტულ მდგომარეობას ნიშნავს რაღაც მოვლენაში, რომლის გადმოსაცემად,შემდგომ მიმართავ ლოგიკას, რათა ის გააგებინო აზრის დონეზე სხვა ადამიანებს. მაგრამ ლოგიკა უძლურია აგრძნობინოს ამ სხვა ადამიანებს ის, რაც მათ პირადად არ განუცდიათ.რას ვეფუძვნებით ჩვენ ადამიანები ? ძირითადად კვაზი რწმენებს. ანუ, ცრუ წარმოდგენებს, რომლებიც შევითვისეთ ტრადიციების, ავტორიტეტების,პირადნი სიმპატიების "წყალობით."ხოლო უნდა ვეფუძნებოდეთ ჩვენი პირადი მეობის პირადად მონაწილეობას (ანუ რწმუნებულებას) მთლიანი სინამდვილის აქტებში და მოვლენებში.ხოლო როცა ეს არ გვაქვს, მაშინ ვიმყოფებით ამ მდგომარეობაში:გვწამს რაღაცეების ბრმად დაუსაბუთებლად და უნარებიც არ გაგვაჩნია შესაბამისი სადღაც ფანტაზიის რომელიღაც კუთხეში მივედებ მოვედებით რარაცეებს და გამოგვაქვს საკამათო დასკვნებიასე არ არის?დასტურ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.