Jump to content
Planeta.Ge

ქალის და კაცის ურთიერთობა


Recommended Posts

ქალის და კაცის სიყვარული არ არსებობს!!

 

როგორც ზოგადად სიყვარული

 

ეს არის დამოკიდებულება ვინმეზე... მისი ცნობიერის მორგება და ერთგვარი აფსტრაქტული კონტრაქტი

ჩვენ ვთანხმდებით, რომ თქვენ გამიწევთ პარტნიორობას მანამ სანამ ეს ჩვენთვის სასარგებლოა

 

რასაც თქვენ ვნებას ეძახით ეს უბრალოდ ერთი ადამიანის მეორესადმი ბუნებრივად მონიჭებული მოდგმის გაგრძელებისათვის საჭირო ქიმიური ცვლაა ტვინში, რომელიც მომავალში სექსს იწვევს :) სექსი რა შედეგიტაც მთავრდება 9 თვის სემდეგ მოგეხსენებათ განსაკუთრებით ტვინგახსნილებს :))

 

 

 

 

პროვოკატორი :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 66
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

რასაც თქვენ ვნებას ეძახით ეს უბრალოდ ერთი ადამიანის მეორესადმი ბუნებრივად მონიჭებული მოდგმის გაგრძელებისათვის საჭირო ქიმიური ცვლაა ტვინში, რომელიც მომავალში სექსს იწვევს :no: სექსი რა შედეგიტაც მთავრდება 9 თვის სემდეგ მოგეხსენებათ განსაკუთრებით ტვინგახსნილებს :(

პროვოკატორი :D

 

არსებობს კონტრაცეპტივები

 

და სრულიად უწყინარი და სასარგებლო პრეზერვატივიც.... ასე რომ, ბოლო ყოველთვის ეგ არ არის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქალის და კაცის სიყვარული არ არსებობს!!

 

ასეთი პატარა და უკვე მატერიალისტი!:D

 

თუ სიყვარული არსებობს ადამიანში, როგორც ადამიანის მახასიათებელი,როგორც ასეთი, მაშინ -ქალის და კაცისაც არსებობს,რადგან ქალი და კაცი ადამიანები არიან.:no:

ძააან მარტივად რომ ვთქვათ.

 

ეს არის დამოკიდებულება ვინმეზე... მისი ცნობიერის მორგება და ერთგვარი აფსტრაქტული კონტრაქტი

ჩვენ ვთანხმდებით, რომ თქვენ გამიწევთ პარტნიორობას მანამ სანამ ეს ჩვენთვის სასარგებლოა

აი უყურე:

არც დამოკიდებული ხარ, არც სექსი გაქვს, არც პარტნიორია. გიყვარს და უყვარხარ.როგორც ადამიანი.და ამას გამოხატავ მისი კეთილისმყოფი ქმედებებით. ეს თავისთავად ხდება. ბუნებრივად.

თუმცა, მართალია ადამიანების უდიდეს უმრავლესობას ჯერ არ შეუძლია სიყვარული, მაგრამ ამის მიხედვით ნუ ვიმსჯელებთ საერთოდ ადამიანის შესაძლებლობებზე.:(

 

დრო მოვა მაგ აზრებს ჯინსებივით გამოიცვლი :D ღმერთმაც ქნას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ციტატა(chegesto @ 1st February 2010 - 08:01 PM)

ქალის და კაცის სიყვარული არ არსებობს!!

 

ხო, ან ქალი უნდა გიყვარდეს და ან კაცი. :vini:

Edited by wanderer
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

nuaka

ასეთი პატარა და უკვე მატერიალისტი!:yes:

ცუდად გესმით :D

 

თუ სიყვარული არსებობს ადამიანში, როგორც ადამიანის მახასიათებელი,

ეს ამიხსენით თუ შეიძლება

 

რამე ზებუნებრივი გრძნობაა? რომელსაც ქიმიური მიმოცვლა არ იწვევს ტვინში?

არც დამოკიდებული ხარ, არც სექსი გაქვს, არც პარტნიორია. გიყვარს და უყვარხარ.როგორც ადამიანი.და ამას გამოხატავ მისი კეთილისმყოფი ქმედებებით. ეს თავისთავად ხდება. ბუნებრივად.

ამაზეც ვისაუბრე ფაქტიურად ჩემს კოხტა პოსტსში ...

დიახ ეს არის ზუსტად აფსტრაქტული კონტრაქტი... დიახ მას სჭირდები ცხოვრების იმ ეტაპზე, დიახ შენც გჭირდება

რაღაცისთვის... შეილება ეს სულაც საკუთარი უსუსურობის ცოტახნით გვერდით გადადება იყოს .. ან სხვა

თუმცა, მართალია ადამიანების უდიდეს უმრავლესობას ჯერ არ შეუძლია სიყვარული, მაგრამ ამის მიხედვით ნუ ვიმსჯელებთ საერთოდ ადამიანის შესაძლებლობებზე.

არ შეუძლია.. ჯერ !!

 

ესეც შემეცნების რაღაც ეტაპზე ხდება ქ-ნ ნუაკა?

სიყვარული!! როდესაც ამ სიტყვას ამბობთ რას გულისხმობთ?

 

დრო მოვა მაგ აზრებს ჯინსებივით გამოიცვლი

აუცილებლად... ჭეშმარიტებისაკენ ვიკვლევ გზას :D

 

ღმერთმაც ქნას.

ამ შემთხვევაში ღმერთი არაფერ შუაშია :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ციტატა(nuaka @ 2nd February 2010 - 10:07 AM)

თუ სიყვარული არსებობს ადამიანში, როგორც ადამიანის მახასიათებელი,

 

ეს ამიხსენით თუ შეიძლება

ე.ი. ამით რას ვამბობ:

სიყვარული რაიმე აქტზე აღძრული რეაქცია არ არის.სიყვარული არის ადამიანური არსების (განმსაზღვრელი) მახასიათებელი.

რამდენადაც ადამიანს შეუძლია და აქვს სიყვარულის უნარი, იმდენად არის ის ადამიანი.

მაგ: საკუთარი შვილი უყვარს ყველას( ნუ უმრავლესობას:yes:). ჰგონიათ, რომ ესაა ინსტიქტი, რომელიც სრულად გამოვლინდება შვილოსნობის აქტის შემდგომ.ანუ - აქტს მიეწერება ინსტიქტ.იმპულსის აღძვრა. მაგრამ

არიან ადამიანები, რომლებსაც არასოდეს არ გაუვლიათ ეს შვილოსნობის აქტი, და გაცილებით ძლიერი და თავგანწირული სიყვარულით გამოირჩევიან ბავშვების მიმართ.

თუმცა ასევე, შესაძლოა შვილოსნობაგამოვლილ ადამიანებსაც ჰქონდეთ ეს ყოვლად არაინსტიქტური, არა საკუთარი პირმშოს, არამედ მომავალი ადამიანისადმი თავდადებული სიყვარულის გრძნობა.

ამ შემტხვევებში ჩვენი საზომი ადამიანობისა იქნება ეს უკანასკნელი, და არა ის უმრავლესობა.

 

გამომდინარე აქედან -

თუკი სიყვარული არის ზოგადადამიანური უმაღლესი მახასიათებელი (თეზა)

ხოლო ქალიცა და მამაკაციც ადამიანები არიან (ანტითეზა)

მაშასადამე მათში არსებობს სრულიად უანგარო და თვითგაღებითი სიყვარულის გრძნობა (სინთეზეჰჰ):D

 

მარტივი სილოგიზმითაც კი დამტკიცდა:D

 

მათ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ე.ი. ამით რას ვამბობ:

სიყვარული რაიმე აქტზე აღძრული რეაქცია არ არის.სიყვარული არის ადამიანური არსების (განმსაზღვრელი) მახასიათებელი.

რამდენადაც ადამიანს შეუძლია და აქვს სიყვარულის უნარი, იმდენად არის ის ადამიანი.

საეჭვო დასკვნაა :yes:

მაგ: საკუთარი შვილი უყვარს ყველას( ნუ უმრავლესობას). ჰგონიათ, რომ ესაა ინსტიქტი, რომელიც სრულად გამოვლინდება შვილოსნობის აქტის შემდგომ.ანუ - აქტს მიეწერება ინსტიქტ.იმპულსის აღძვრა. მაგრამ

არიან ადამიანები, რომლებსაც არასოდეს არ გაუვლიათ ეს შვილოსნობის აქტი, და გაცილებით ძლიერი და თავგანწირული სიყვარულით გამოირჩევიან ბავშვების მიმართ.

რატომ ფიქრობთ რომ ესეც ინსტიქტი არაა?

ჩვენ ყველაფრს რაზეც ზრუნვა გვევალდებულება და ელემენტარულად არ ვჭამთ სიყვარულს ვეძახით ..

სინამდვილეში ეს მარტივი ინსტიქტური კოდია...

ამის გარეშე სამყარო ვერ იარსებებდა... დავჭამდით ერთმანეთს :D

 

 

გამომდინარე აქედან -

თუკი სიყვარული არის ზოგადადამიანური უმაღლესი მახასიათებელი (თეზა)

ხოლო ქალიცა და მამაკაციც ადამიანები არიან (ანტითეზა)

მაშასადამე მათში არსებობს სრულიად უანგარო და თვითგაღებითი სიყვარულის გრძნობა (სინთეზეჰჰ)

 

მარტივი სილოგიზმითაც კი დამტკიცდა

 

მათ

თქვენ უბრალოდ იმედოვნებთ და არაფერს არ ეფუძვნებით

 

ყველაზე ლუზერი მეცნიერიც დაგიმტკიცებთ რომ სიყვარული ეს უბრალოდ ქიმიური რეაქციაა ტვინში რომელიც სხვადასხვა ნივთიერებების გამოყოფით იწვევს ამა თუ იმ ლოგიკურ ქმედებას ...

 

ვერ არის სიყვარული მარტო ადამიანური მახასიათებელი.. ამავე ლოგიკით ქათამიც შეიძლება შეყვარებული იყოს :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამაზეც ვისაუბრე ფაქტიურად ჩემს კოხტა პოსტსში ...

დიახ ეს არის ზუსტად აფსტრაქტული კონტრაქტი... დიახ მას სჭირდები ცხოვრების იმ ეტაპზე, დიახ შენც გჭირდება

რაღაცისთვის... შეილება ეს სულაც საკუთარი უსუსურობის ცოტახნით გვერდით გადადება იყოს .. ან სხვა

ის, რასაც ჩვენ ვარქმევთ ადამიანურ სიყვარულს, არის რაღაც უნივერსალური შემოქმედების ერთერთი გრადაცია.

ეს გრადაციები ცხოველურ-ინსტიქტურ დონეებზე იწყება და ღმერთში სრულყოფილდება.

ეს აქტი კი არც მეტი და არც ნაკლები -ადამიანში ხორციელდება.

ადამიანი გადის სიყვარულის საფეხურებს ინსტიქტიდან -სულიერ ინტელექტამდე (ენტელეხიამდე)

ხოდა რაც შენ აღწერე, ეგ არის სიყვარულის ძალიან დაბალი შრეები. ინსტიქტზე მიმაგრებული. თვითგადარჩენაზე, თვითშენახვაზე,დაკმაყოფილებაზე და მოდგმის გაგრძელებაზე. ინსტიქტებში განხორციელებული სიყვარულია ეგ.

ამის შემდგომ უფრო მაღალი საფეხური მოდის, -ადამიანური სიყვარული.რომელიც უკვე სიყვარულის გამოისობით, ანუ ამ არსებითი გრძნობის ძლიერებით ადამიანს უარს ათქმევინებს საკუთარ კმაყოფილებაზე, ინსტიქტებზე,თვითშენახვაზე და თვითგადარჩენაზეც კი.

აქაც მრავალი გრადაციებია. ამოუწურავი. ამიტომაა ეს თემა ამოუწურავი. რამდენი ადამიანიცაა -თითის ანაბეჭდების მსგავსად იმდენივე განუმეორებელი სიყვარული არსებობს.ადამიანის ნებისმიერი ქმედება არის მასში არსებული სიყვარულის ანაბეჭდი.

როდის აღწევს ადამიანურ არსებაში ეს სიყვარული თავის უმაღლეს ფორმაციას?

აი ესაა ძალიან საინტერესო საკითხი.

რადგან სწორედ ამ საფეხურზე ხდება ადამიანის სრული მეტამორფოზა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამავე ლოგიკით ქათამიც შეიძლება შეყვარებული იყოს

ამაზე ამ წუთას გიპასუხე.

საეჭვო დასკვნაა

დასკვნა ესაა რასაც ახლა ამბობ:D

ხოლო ის არის პირადი განცდა:yes:

ძნელია ყრუს ესაუბრო ბახის მუსიკაზე, როცა მას ბრახუნიც კი არა აქვს პირადად აღქმული.:D

თქვენ უბრალოდ იმედოვნებთ და არაფერს არ ეფუძვნებით

ყურადღება მიაქციეთ: მე ვამბობ:

თუკი სიყვარული არის ზოგადადამიანური უმაღლესი მახასიათებელი

მე მაქვს რასაც ვეფუძვნი.:)

ჩემი საფუძველია მთლიანობა და არა ის ნაწილობრიობა -ამოთხრილი ორმო, რომელიც არ მოიაზრება როგორც საძირკველი იმ შენობისა, სადაც ადამიანმა უნდა იცხოვროს. მიზანი -ადამიანია და არა საძირკველი, შენობა და მითუფრო ორმო, რომლზეც შენ საუბრობ. :yes2:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველაზე ლუზერი მეცნიერიც დაგიმტკიცებთ რომ სიყვარული ეს უბრალოდ ქიმიური რეაქციაა ტვინში რომელიც სხვადასხვა ნივთიერებების გამოყოფით იწვევს ამა თუ იმ ლოგიკურ ქმედებას ...

ამ საკითხში ყველა მეცნიერი ლუზერია, რადაგან ის ტვინში მიმდინარე ქიმიურ რეაქციებს მიიჩნევს განმამირობებლად და არა განპირობებულად:yes:

მეცნიერს ერთმანეთში ერევა მიზეზ-შედეგი.

ქიმიური რეაქცია შედეგია სამშვინველში აღძრული იმპულსისა და არა ამ იმპულსის განმაპირობებელი.:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ის, რასაც ჩვენ ვარქმევთ ადამიანურ სიყვარულს, არის რაღაც უნივერსალური შემოქმედების ერთერთი გრადაცია.

ეს გრადაციები ცხოველურ-ინსტიქტურ დონეებზე იწყება და ღმერთში სრულყოფილდება.

ეს აქტი კი არც მეტი და არც ნაკლები -ადამიანში ხორციელდება.

ადამიანი გადის სიყვარულის საფეხურებს ინსტიქტიდან -სულიერ ინტელექტამდე (ენტელეხიამდე)

ხოდა რაც შენ აღწერე, ეგ არის სიყვარულის ძალიან დაბალი შრეები. ინსტიქტზე მიმაგრებული. თვითგადარჩენაზე, თვითშენახვაზე,დაკმაყოფილება�

��ე და მოდგმის გაგრძელებაზე. ინსტიქტებში განხორციელებული სიყვარულია ეგ.

ამის შემდგომ უფრო მაღალი საფეხური მოდის, -ადამიანური სიყვარული.რომელიც უკვე სიყვარულის გამოისობით, ანუ ამ არსებითი გრძნობის ძლიერებით ადამიანს უარს ათქმევინებს საკუთარ კმაყოფილებაზე, ინსტიქტებზე,თვითშენახვაზე და თვითგადარჩენაზეც კი.

აქაც მრავალი გრადაციებია. ამოუწურავი. ამიტომაა ეს თემა ამოუწურავი. რამდენი ადამიანიცაა -თითის ანაბეჭდების მსგავსად იმდენივე განუმეორებელი სიყვარული არსებობს.ადამიანის ნებისმიერი ქმედება არის მასში არსებული სიყვარულის ანაბეჭდი.

როდის აღწევს ადამიანურ არსებაში ეს სიყვარული თავის უმაღლეს ფორმაციას?

აი ესაა ძალიან საინტერესო საკითხი.

რადგან სწორედ ამ საფეხურზე ხდება ადამიანის სრული მეტამორფოზა.

ამ გრადიციებით ვოლუციას ქადაგებთ ტქვენო აღმატებულებავ :D

აკი ყველაფერი ლოგიკურია ამბობდით... სიყვარულმა მაინც ჩაანაცვლა ფილოსოფიის გარღვევები... ?

 

ზოგადად როდესაც ერთგვარ სიყვარულის გრადიციებზე ვსაუბრობთ ალბათ ეს ყველაფერი წიგნის დონეზე და ავტორის ფანტაზიაზე არ უნდა მივაყუდოთ.. თუ ვინმე თვითგადარჩენაზე ამბობს უარს სიყვარულის ამ მაღალ შრეებზე ჭკუიდან გადაცდა ანუ.. მთავარი ადამიანური ინსტიქტი თუ ჩანაცვლდა რაღაც საეჭვო აფსტრაქციით მხოლოდ და მხოლოდ ისტემურ რღვევებზე მიუთითებს ეს და არა ადამიანის ევოლუციურ ნაბიჯზე.

წიგნში თუ წიკიტხავ ასეთ რამეს ან ფილმში თუ ნახავ... მე არ მინახავს მაგალითად საკუთარ კმაყოფილებაზე უარის მთქმელი რომანტიკოსი ვარდებით ხელში ვაჭრის გოგოს სახლის წინ :D მხოლოდ ფილმებში.. ან ისევ იმ საჭიროებამდე მივდივართ.. ადამიანებს ხანდახან მიზნის არჩევაში ერევათ პრიორიტეტები და შეიძლება სიმდიდრეს ან "სიყვარულს" შეატაფონ ძირითადი ფასეულობები... (აქ სიყვარული ძირითად ფასეულობად არ მოვიხსენიე თუ რატომ ამაზე ქვემოთ)

რადგან სწორედ ამ საფეხურზე ხდება ადამიანის სრული მეტამორფოზა.

ადამიანის მეტამორფოზულ ევოლუციას ანუ ინსტიქტების ცნობიერებიდან და სიყვარულის გრადიციბამდე აწვრილმანებთ

მე ვერ ვხედავ სიყვარულის ადგილს სამყაროში.. თუ თავი და ტავი ადამიანის ჰარმონია არაა... თუმცა ამ სემთხვევაშიც არაა ადგილი ამ გრძნობისთვის... ზოგადად კაცობრიობის მიაზნს ვერ ვხედავ.. დაკარგულია ეს ყველაფერი აფსტრაქციასა და მატერიალიზმს შორის ... ან რაში სჭირდება ფილოსოფოს ჭეშმარიტების დევნა როდესაც ის არარსებობს..

მემგონი მთელი ეს კატაკლიზმები უბრალოდ ერთი დიდი სიაფანტობაა და თვითდაჯერება...

რწმენა

რწმენა

 

აი რა არის სიყვარული ჩემო ნუაკა :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

nuaka

ქიმიური რეაქცია შედეგია სამშვინველში აღძრული იმპულსისა და არა ამ იმპულსის განმაპირობებელი

სამშვინველიც შემიძლია ვთქვათ პირობითად მე როგორც მეცნიერს ვაღიარო ადამიანის ბიოლოგიურ სუბსტანციის ნაწილად... იგივე ქიმიური რეაქციების პირობად

და რაღაც ეტაპზე განვიტარების დავამტკიცო კიდეც :yes:

 

ვიმეორებ

 

თქვენ მორწმუნე ხართ ქ-ნ ნუაკა :D

იმედი მაქვს ამ თემებზე იფიქრეთ და დიდი ხანი ააანალიზეთ,... სხვა შემთხვევაში რწმენა ჩემთვის ისეთივე ტყუილია როგორც იმის რწმუნება საკუთარ თავთან, რომ ერთ დღესაც ავმღერდები :D

ნუ მიკლავთ იმ პატარა ღმერთსაც რომელიც გულის სიღმეში დავიტოვე :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ გრადიციებით ვოლუციას ქადაგებთ ტქვენო აღმატებულებავ

რაღთქმა უნდა თქვენო განვითარებადობავ:D

მაგრა ევოლუციას იმ გაგებით არა რა გაგებაც თქვენ გაგაჩნიათ:givi: - უმარტივესიდან ურთულესის წარმოქმნის თაობაზე.

საქმის ვითარება აქ სულ სხვაგვარია. ეს ამ თემის ფარგლებიდან გადის.

აკი ყველაფერი ლოგიკურია ამბობდით

უნივერსალურად - ლოგოსის გარეშე არც არსებობს რაიმე.

 

სიყვარულმა მაინც ჩაანაცვლა ფილოსოფიის გარღვევები... ?

რას გულისხმობ არ მესმის:) ეს აზრი ვერ გავიგე,. დააზუსტე.

 

ზოგადად როდესაც ერთგვარ სიყვარულის გრადიციებზე ვსაუბრობთ ალბათ ეს ყველაფერი წიგნის დონეზე და ავტორის ფანტაზიაზე არ უნდა მივაყუდოთ.. თუ ვინმე თვითგადარჩენაზე ამბობს უარს სიყვარულის ამ მაღალ შრეებზე ჭკუიდან გადაცდა ანუ.. მთავარი ადამიანური ინსტიქტი თუ ჩანაცვლდა რაღაც საეჭვო აფსტრაქციით მხოლოდ და მხოლოდ ისტემურ რღვევებზე მიუთითებს ეს და არა ადამიანის ევოლუციურ ნაბიჯზე.

მე არ ვსაუბრობ ფანტაზიებზე და გამონაგონზე. რეალობაზე ვსაუბრობ რეალურად.

იანოშ კორჩაკი გაგიგონიათ?

ან თედო ჟორდანია?

როგორ ფიქრობთ - ჭკუიდან გადამცდარი ავადმყოფები იყვნენ?

მე ასე არ ვფიქრობ.და სხვა მრავალი ფაქტის მოყვანა შემიძლია კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრებებიდან.

 

მე არ მინახავს მაგალითად საკუთარ კმაყოფილებაზე უარის მთქმელი

წინ მრავალი საოცრება გელის:D

ზოგადად კაცობრიობის მიაზნს ვერ ვხედავ..

ეგაა თავი და თავი "უბედურება":)

მაგრამ ჯერ ვერ ხედავ. სანამ ასეთი განწყობა გაქვს.

რწმენა

რწმენა

 

აი რა არის სიყვარული ჩემო ნუაკა

ხოდა რას გეუბნები მე აპა?:D

რწმენა სხვა აეაფერია თუ არა პირადი რწმუნებულება, რაც შენ ამ ეტაპზე არ გაქვს.

არ განიცდი პირად რწმუნებულებას იმ რეალობის, რომელსაც ვერ აღიქვამ.

მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ეს რეალობა არ არსებობს.

ადამიანის მეტამორფოზულ ევოლუციას ანუ ინსტიქტების ცნობიერებიდან და სიყვარულის გრადიციბამდე აწვრილმანებთ

კი არ ვაწვრილმანებ, არამედ ერთი მთლიანობის დროში გამოვლენაზე ვსაუბრობ, მაგრამ შენ ვერ აღქვამ ამას.

ჯერ კიდევ ბაბუა კანტმა იცოდა დროის დისკრეტულობის შესახებ, მაგრამ იმას კი აღარ უწყოდა, რომ თავად დროც დაიწყო "ერთ დროს":D

და ამიტომ თავად დროც რაღაცის გამოვლენაა თავის მთლიანში და ამით დასაზღვრული.

:Dოკ ოკ. ბევრი მოგივა დღეს. ლაპარაკს ჯობია შენთვის მიუღებელ (უცხო) და საწინააღმდეგო აზრებზე ღრმად დაფიქრდე და არ კი ეჯიუტო და ეკამათო. ვითომც მესამე პირი ხარ.

ეს ძალიან ეფექტური გზაა თვითგანვითარებისათვის.

წარმატებები. :D: :2kiss:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

nuaka

მე არ ვსაუბრობ ფანტაზიებზე და გამონაგონზე. რეალობაზე ვსაუბრობ რეალურად.

იანოშ კორჩაკი გაგიგონიათ?

ან თედო ჟორდანია?

როგორ ფიქრობთ - ჭკუიდან გადამცდარი ავადმყოფები იყვნენ?

მე ასე არ ვფიქრობ.და სხვა მრავალი ფაქტის მოყვანა შემიძლია კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრებებიდან.

ლოგიკურად კი :givi:

 

ხოდა რას გეუბნები მე აპა?

რწმენა სხვა აეაფერია თუ არა პირადი რწმუნებულება, რაც შენ ამ ეტაპზე არ გაქვს.

არ განიცდი პირად რწმუნებულებას იმ რეალობის, რომელსაც ვერ აღიქვამ.

მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ეს რეალობა არ არსებობს.

რწმენა რომ აარფერს უფუძვნება და აბსტრაქციის ანუ ჩვენუი ფანტაზიის გარყვნილი ნაწილია ამაზე ვსაუბრობ :)

 

კი არ ვაწვრილმანებ, არამედ ერთი მთლიანობის დროში გამოვლენაზე ვსაუბრობ, მაგრამ შენ ვერ აღქვამ ამას.

ძალიან ცოტა რამ არსებობს სამყაროში ისეთი რასაც მე ვერ აღვიქვამ... ფაქტიურად უნივერსალური ფანტაზია მაქვს ასე რომ იმის პედალირებით რომ მე რაღაცს ვერ აღვიქვამ არ ღირს დისკუსიის ჩაკვლა და უაპელაციო თეზისების ფრიალი :)

რას გულისხმობ არ მესმის ეს აზრი ვერ გავიგე,. დააზუსტე.

ლოგიკა იგივე ფანტაზიის გარყვნილობიდან მოდის და იშლება

ხოლო უნივერასლური გონება არ არსებობს

შესაბამისად ლოგიკაც, რომელსაც თქვენ აღიქვამთ იმ ფორმით არ არსებობს

სხვა შემთხვევაში რით აღიქმება ჩემთვის ალოგიკური ვიღაც შეყვარებული ანზორასათვის ლოგიკად .. ან პირიქით ამასაც დავასაბუთებდი მაგრამ გარბიხართ და :D

 

 

და საწინააღმდეგო აზრებზე ღრმად დაფიქრდე და არ კი ეჯიუტო და ეკამათო. ვითომც მესამე პირი ხარ.

გამორიცხულია მე გავჯიუტდე, ყოველთვის ვაკეთებ ყოველი გამოსროლილი აზრის ანალიზსს... შემდგომში უკვე ან ვუარყოფ ან ვამატებ ჩემს უნივერსალურ გონებას შემდეგში გასაშლელად :D

 

ჯერ კიდევ "არაფერი არ ვიცი"ს მდგომარეობაში ვაყენებ თავს... არც იმდენად სულელი ვარ, რომ საჭირო და ჭკვიანური არ შევიმეცნო... პირიქით ღრუბელივით ვარ რომელიც ყველაფერს ისრუტავს.. ოღონდ სწორი ფორმით

 

 

რაც თქვენ შეგეხებათ ზედმეტად იწრმუნეთ სამყარო :D მე კიდე რევოლუციების ენთუზიზმით ვარ შეპყრობლი ... მკლავს არ მაწყობს ასეთი სამყარო :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...