Jump to content
Planeta.Ge

ფრიდრიხ ვილჰელმ ნიცშე


Recommended Posts

 

აბა ეხლა მითხარი ნიცშე ჩემი მტერი იყო რომ რაღაც მოვუგონო? რატო სხვა ფილოსოფოსებზე არაფერს ვამბობ? გეუბნები თავის დაიკოს აკნავლებდა და შენ რაღატომღაც ფრთები გინდა შეასხა გამოიკვლიე კარგად საკითხი თორემ ეგ მერე სხვა საზოგადოებაში წამოგცდება და შერცხვები.

აბა წყარო გამოუშვი..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აბა წყარო გამოუშვი..

აღარ მახსოვს მოვიძიებ და უახლოეს მომავალში გამოვუშვებ წყაროსაც და მდინარესაც არ ვიყავი ამ თემისთვის მზად თორემ ეხლავე დავდებდი წყაროს თან მეგონა რომ ამის შესახებ სხვებმაც იცოდნენ მართლა ასე იყო ჰოდა შეგპირდი და დავდებ მალე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეც მქონდა გაგონილი რომ და უყვარდა

და რა ფორმებში ეგ არ ვიცი

რა ფორმებში და შიგ გენიტალიებში :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პირველად იყო აბსურდი და აბსურდი იყო ღმერთში, აბსურდი იყო თავად ღმერთი.

ხედაავ შენ ამ ინცესტის მონას როგორ დონ კიხოტივით ებრძვის ქარის წისქვილებს? ნიცშეს არ სწამს ღვთის მაგრამ ებრძვის, ნიცშესთვის ღმერთი არ არსებოსბ არარსებილს მაინც ებრძვის, ისე ათეისტებისთვისაც ხომ არ არსებობს? არარსებულთან ბრძოლა ვისთვისაა დამახასიეთებელი? გიჟისთვის :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ASTORAT

ხო აი არ გწამს და ნუ გწამს

რას იკვლევ ამ ბიბლიას და იმიტომ იკვლევს რომ სხვას დაუმტკიცო აჰა არ არსებობს

არ გწამს იყავი შენტვის

ვირაცაას რვთის სწამს და ამიტ ბედნიერია-შენ რა გაწუხებს

 

 

პ.შენზე არ ვამბობ:D

Edited by kasper
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 8 months later...

ძალიან საინტერესო ვიდეოაა, უყურეთ არ ინანებთ

 

http://www.youtube.com/watch?v=Xczm8uFMpJA&feature=related

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...
http://allmovies.ge/ge/#movie/AFDBH ამ ფილმში მაქვს მოსმენილი რომ ნიცშე თავის დას "ჰყვარობდაო" .... :))) მოკლედ და რამდენად სიმართლეა არ ვიცი ... :|
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...

ნიცშე დაიბადა 1844 წლის 15 ოქტომბერს, პატარა ქალაქ როკენში, საქსონიის პრუსიულ მხარეში. სახელი მას პრუსიის მეფის - ფრიდრიხ უილიამ IV-ის საპატივსაცემლოდ დაარქვეს, რომელიც ამ დღეს 49 წლის ხდებოდა. მამა კარლ ლუდვიგ ნიცშე (1813-1849) იყო ლუთერანი მღვდელი და ყოფილი მასწავლებელი, ხოლო დედას - ფრანცისკა ოელერს (1826-1897) ყავდა კიდევ ორი შვილი: გოგონა - ელისაბედი და ბიჭი - ლუდვიგი. ნიცშეს მამა გარდაიცვალა ტვინის დაავადებით 1849 წელს, ხოლო ხოლო ერთი წლის შემდეგ - 1850 წელს გარდაიცვალა მისი ძმა. ოჯახი გადასახლდა ნაუმბურგში, სადაც ცხოვრობდა ბებიასთან და მამის ორ გაუთხოვარ დასთან ერთად. ბებიის სიკვდილის შემდეგ 1856 წელს, ოჯახი დაუბრუნდა სახლს.

 

ნიცშე შევიდა ვაჟთა სკოლაში, შემდეგ კი გადავიდა კერძო სკოლაში სადაც დაუმეგობრდა გუსტავ კრუგს და უილჰემ ფინდერს - პატივსაცემი ოჯახების შვილებს. მას შემდეგ რაც მან გამოავლინა სპეციფიური ტალანტი მუსიკასა და ენაში, მსოფლიოში აღიარებულმა საეკლესიო სკოლამ მიიღო ის მოსწავლედ. იქ ის დამეგობრდა პოლ დოუსენთან და კარლ ფონ გერსდორფთან. აქ მან აღმოაჩინა, რომ დრო მოქმედებდა ლექსებზე და მუსიკაზე. საეკლესიო სკოლაში ის გაეცნო ძველ რომაულ და ბერძნულ ლიტერატურას და ცხოვრებაში პირველად იგრძნო თავის დაშორება თავის ოჯახთან და პროვინციალურ გლეხურ გარემოცვასთან.

 

1864 წელს ნიცშემ დაიწყო თეოლოგიისა და კლასიკური ფილოლოგიის შესწავლა ბონის უნივერსიტეტში. ცოტა ხნის შემდეგ ნიცშე და დოუსენი გახდნენ სტუდენტური გაერთიანების წევრები. ერთი სემესტრის შემდეგ (დედის განრისხებით) მან მიატოვა თავისი თეოლოგიური გამოკვლევა და დაკარგა მისდამი რწმენა. მის გადაწყვეტილებაზე შეიძლება იმანაც იმოქმედა, რომ ამ დროს ის კითხულობდა დევიდ შტრაუსის “ქრისტეს ცხოვრებას”, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ახალგაზრდა ნიცშეზე, მაგრამ უკვე 1862 წელს “ბედი და ისტორია”-ში წერდა, რომ ისტორიული გამოკვლევები დისკრედიტაციას უწევდა ქრისტიანობის ძირითად სწავლებას.

 

ნიცშე კონცენტრირდა ფილოლოგიის შესწავლზე, რომელსაც მას უკითხავდა პროფესორი ფრიდრიხ უილჰემ რითშელი, ხოლო შემდეგ წელს ის გადაყვა პროფესორს ლაიპციგის უნივერსიტეტში. იქ ნიცშე გახდა თანაკურსელი ერვინ როდეს ახლო მეგობარი. მალევე გამოჩნდა ნიცშეს პირველი ფილოლოგიური პუბლიკაციები.

 

1865 წლისთვის ნიცშეს უკვე ბოლომდე ჰქონდა შესწავლილი არტურ შოპენჰაუერის ნაშრომები. 1866 წელს წაიკითხა ფრიდრიხ ალბერტ ლანგეს “მატერიალიზმის ისტორია”. ორივე ავტორმა იქონია მასზე მასზე. შოპენჰაუერმა განსაკუთრებით იმოქმედა მის შემდგომ აზროვნებაზე. ხოლო ლანგეს აღწერამ კანტის არამატერიალისტური ფილოსოფიის, ევროპული მატერიალიზმის აღმასვლამ, ევროპის დაინტერესებამ მეცნიერებაში, დარვინის თეორიამ და საერთო პროტესტმა ტრადიციებისადმი ძალიან დააინტრიგა ნიცშე. ხოლო მისი კულტურული გარემოცვა კარნახობდა მას გაეფართოებინაფილოლოგიის ცოდნა და ფილოსოფიური გამოკვლევა გაეგრძელებინა.

 

1867 წელს ის ერთი წლით ჩაეწერა მოხალისედ პრუსიის არტილერიაში, ნაუმბურგში. მაგრამ უბედურმა შემთხვევამ 1868 წლის მარტში, ის გამოუდეგარი გახადა ჯარში სამსახუროდ. ამის შემდეგ ნიცშე ისევ მიუბრუნდა თავის გამოკვლევებს, დაასრულა ისინი და იმავე წელს პირველად შეხვდა კომპოზიტორ რიხარდ ვაგნერს.

 

 

 

პროფესორად ბაზელის უნივერსიტეტში

 

 

რითშელის ხელშეწყობით ნიცშემ მიიღო შესანიშნავი შემოთავაზება, გამხდარიყო კლასიკური ფილოლოგიის პროფესორი ბაზელის უნივერსიტეტში. ამ დროს ის მხოლოდ 24 წლის იყო და მას არ ჰქონდა დამთვარებული დოქტორანტურა და არც სერთიფიკატი ჰქონდა. ის დათანხმდა. ბაზელში გადასვლამდე ნიცშემ უარი თქვა პრუსიის მოქალაქეობაზე და დარჩენილი წლები ოფიციალურად ის არ იყო არცერთი ქვეყნის მოქალაქე.

 

მაგრამ 1870-1871 წლებში, პრუსია-საფრანგეთის ომის დროს, ის მსახურობდა პრუსიის მხარეს, როგორც სანიტარი. ამ ცოტა ხნის განმავლობაში მან გამოცადა ბევრი და ომის მწვავე შედეგების მოწმე გახდა. მას ასევე შეეყარა დიფტერია და დიზენტერია. ვოლტერ კაუფმანი ფიქრობს, რომ ამ დროს სიფილისითაც იყო დაავადებული და ზოგიერთი ბიოგრაფი თვლის რომ სიფილისმა გამოიწვია მისი სავარაუდო სიგიჟე, მაგრამ ეს მაინც საკამათოა. 1870 წელს დაბრუნდა ბაზელში, სადაც სკეპტიკურად უყურებდა გერმანიის იმპერიის დაარსებას და ოტო ფონ ბისმარკის ერას. უნივერსიტეტში მან თავისი პირველი ლექცია წაიკითხა “ ჰომეროსი და კლასიკური ფილოლოგია”. ასევე ის შეხვდა თეოლოგიის პროფესორს, ფრანც ოვერბექს, რომელთანაც მეგობრობდა მთელი ცხოვრება. აფრიკამ სპირი, ნაკლებად ცნობილი რუსი ფილოსოფოსი, ავტორი ნაწარმოების “ფიქრი და რეალობა” (1873) და მისი კოლეგა, ისტორიკოსი ჯაკობ ბურქჰარდთი - ნიცშე ხშირად აკვირდებოდა მათ ლექციებს, და ეს ლექციები ახდენდა მასზე გავლენას.

 

ნიცშე იცნობდა რიჩარდ ვაგნერს და ცოტა ხნის შემდეგ გაიცნო მისი ცოლიც-ქოსიმა. ნიცშე ორივეს დიდ პატივს ცემდა და ხშირად სტუმრობდა მათ სახლს. ვაგნერმა ის ყველაზე ახლო წრეში მიიღო. ქოსიმა ვაგნერს, 1870 წლის დაბადების დღეზე ნიცშემ აჩუქა ხელნაწერი “ტრაგიკული იდეის წარმომავლობა”. 1872 წელს ნიცშემ გამოსცა პირველი წიგნი “ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან”. მისმა კოლეგებმა კლასიკური ფილოლოგიის დარგში, რითშელის ჩათვლით, ენთუზიაზმი გამოხატეს ამ ნაშრომზე. პოლემიკაში “მომავალის ფილოლოგია” ულრიხ ფონ ვილამოვიტც-მოელენდორფმა გააკრიტიკა წიგნი და ამით მოიუტანა პოპულარობა. როდემ და ვაგნერმა დაიცვეს ნიცშე. ნიცშე შეეცადა თავის დამკვიდრებას ფილოსოფიაში, ბაზელის უნივერსიტეტში, თუმცა უშედეგოდ.

 

 

მაინც მაჯობე, ნაზარეველო! (ნიცშეს უკანასკნელი სიტყვები)

 

 

ყველა ვინც აცხადებს, რომ სხვა ბრიყვი ადამიანია, ბრაზობს, როდესაც ამ უკანასკნელს შესაძლებლობა ეძლევა საწინააღმდეგო დაამტკიცოს.

 

 

სიმდიდრე, მხოლოდ გარკვეულ ზღვრამდე, ხდის ადამიანს შედარებით დამოუკიდებელს და უფრო თავისუფალს. კიდევ ერთი ნაბიჯი და ქონება ხდება ბატონი, ხოლო მისი მფლობელი მონა: როგორც მონამ, უნდა მიუძღვნას მას თავისი დრო, აზრები, უნდა გააძლიეროს გარკვეული კავშირები საზოგადოებაში, უნდა მიეჯაჭვოს გარკვეულ ადგილს, შეეზარდოს გარკვეულ სახელმწიფოს, და ყველაფერი ეს, შესაძლოა, საკუთარი შინაგანი და ყველაზე უფრო არსებითი სურვილის საწინააღმდეგოდ.

 

 

სიცილი ნიშნავს, რომ ღვარძლიანი ხარ, ოღონდ ისე, რომ სინდისი სუფთა გაქვს.

 

 

მეგობრად ის მიიჩნიე, ვისაც იგივე ადამიანები სძულს,ვინც შენ.

 

 

ადამიანი რომ ბუნებით ბოროტია, ამაშია ჩემი ნუგეში, რადგან იგი ძალას შეიცავს.

 

 

ახალგაზრდის გახრწნის ყველაზე იოლი გზაა ასწავლო მეტი პატივი სცენ მათ, ვინც მასავით ფიქრობს, ვიდრე მათ, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს.

 

 

ადამიანი ანგელოზსა და ცხოველს შორის გადებული ხიდია.

 

 

ცხოვრებას იმით იწყებ ხოლმე, რომ სხვის შეყვარებაზე უარის თქმას სწავლობ. დასასრულს კი, საკუთარ თავში ვერ პოულობ ვერაფერს ისეთს, შეყვარების ღირსად რომ ჩათვალო.

 

 

ორი უდიდესი ევროპული ნარკოტიკი: ალკოჰოლი და ქრისტიანობა.

 

 

არ არსებობს არავითარი წარსული, რომლისთვისაც ღირდეს წუხილი. არსებობს მხოლოდ მუდამ-აწმყო, რომელიც იქმნება წარსულის გაფართოებული ელემენტებისაგან, და ამიტომაც ნამდვილი წუხილი უნდა იყოს პროდუქტიული, რათა შევქმნათ რაღაც ახალი და უკეთესი.

 

 

ღმერთი მოკვდა.

 

 

მე ვერ ვიწამებ ღმერთს, რომელსაც გამუდმებით თაყვანისცემა სურს.

 

 

სამოთხეში ვერცერთი საინტერესო ადამიანი ვერ მოხვდება.

 

 

ორი რამ ენატრება ნამდვილ მამაკაცს: ხიფათი და თამაში. ამიტომ სჭირდება ქალი - ყველაზე სახიფათო სათამაშო.

 

 

ქალი მამაკაცზე უკეთ უგებს ბავშვებს, მაგრამ მამაკაცი ქალზე უფრო ბავშვია.

 

 

ურჩხულებთან მებრძოლს მართებს ფიქრი იმაზე, რომ თავად არ იქცეს ურჩხულად.

 

 

კარგი ქორწინება მეგობრობის ნიჭს ეფუძნება.

 

 

პირველად იყო აბსურდი და აბსურდი იყო ღმერთში, აბსურდი იყო თავად ღმერთი.

 

 

მეუღლეები ცალ-ცალკე რომ ცხოვრობდნენ, იღბლიანი ქორწინებები უფრო ხშირად შეგვხვდებოდა

 

 

საკმარისია ერთი უბრალო გასეირნება ფსიქიატრიულ კლინიკში, რათა დარწმუნდე, რომ ძალა არაფერს ნიშნავს.

 

 

არის ადამიანი ღმერთის უხეში შეცდომა თუ თავად ღმერთია ადამიანთა შეცდომათაგანი?

 

 

მუსიკის გარეშე ცხოვრება ერთი დიდი შეცდომა იქნებოდა.

 

 

'სრულყოფილი ქალი ბევრად უფრო მაღალი არსებაა, ვიდრე სრულყოფილი კაცი,მაგრამ ამავდროულად ძალზედ იშვიათი.

მახსოვს, 80-ან წლებში(მანამდე ნორმალური ლიტერატურის მოპოვება თითქმის შეუძლებელი იყო), ნელ-ნელა შემოაპარეს ნიცშე, შოპენჰაუერი, რაჯნეში და სხვები. განსაკუთრებით მოდაში იყო ნიცშე, სადაც არ უნდა მოხვედრილიყავით, თუ ვინმეს ინტელექტუალობაზე პრეტენზი ჰქონდა, ეგრევე ნიცშეზე იწყებდა ლაპარაკს. მე ახალი ჩამოსული ვიყავი ჯარიდან და აზრზე არ ვიყავი, მისი არაფერი მქონდა წაკითხული და მრცხვენოდა. მერე რარაცეები წავიკითხე და მივხვდი 90 პროცენტს საერთოდ არ ჰქონდა წაკითხული. არ მგონია, რომ ამ ფორუმზეც იგივე მდგომარეობაა, მაგრამ მგონია, რომ არასწორია ძირითადად, ის დამოკიდებულებები, რომელსაც ვხედავ. აქ ნიცშე ან ცაში აჰყავთ, ან მიწასთან ასწორებენ. მე მგონია, რომ ძალიან მაგარი მოაზროვნე და ასევე დიდი ნიჭის პატრონი გახლდათ, მაგრამ სწორედ ეს ორი ღირსება შემოუბრუნდა უკნ ცუდად. როცა მისი შესაძლებლობების პატრონი ამბობს, რომ ღმერთი მოკვდა, ეს ნიშნავს, რომ ის უკვე დასჯილია. ასეც მოხდა, ნიცშე შეიშალა. ცემი აზრით, იგი ამბიციებმა დაღუპა, მისი აზროვნების პატრონს შეეძლო, გაეცნობიერებინა ღმერთი, მისტიკაში, ტრნსცედენტულში, მან კი პირიქით, ღმერთი დატოვა იქ, სადაც უწიგნურმ მღვდლებმა და ფანატიკოსებმა დააყენეს. ეჭვი მაქვს, რომ ასე აწყობდა, ის ებრძოდა დემიურგს, როგორც ამირანი,პრომეტე, ან თუნდაც სატანა. მაგრამ არ უნდოდ დეშვა, ისეთი, როგორც ესმოდა ღმერთი ბუდას, ლაო-ძის, ქრისტეს. ამან გამოიწვია ორჭოფობა და შედეგად დამარცხების შიში, და დაისაჯ, შეიშალა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...