Jump to content
Planeta.Ge

"ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაციას აღიარებს ედუარდი.. "


Recommended Posts

shavlego91

 

მდაას...ანუ იმდროინდელი ქვეყნის უმაღლესი პირი ადასტურებს, რომ ზვიად გამსახურდია მოკლეს...საინტერესოა!

სხვათა შორის ეს ინფორმაცია ინტერნეტიდან სწრაფად გააქრეს :rolleyes: !

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 39
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

სხვათა შორის ეს ინფორმაცია ინტერნეტიდან სწრაფად გააქრეს :rolleyes: !

რაღაც გაეპარათ და ცენზურამ სწრაფად იმოქმედა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ედუარდ შევარდნაძე: "ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაციის შესახებ ჩემთვის გვიან გახდა ცნობილი" ბეჭდვა ელფოსტა

19:34 - 31.01.2010

eduard_shevardnadze2341.jpgსაქართველოს ექს-პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაცია მას არავისთვის დაუვალებია. როგორც შევარდნაძე აცხადებს, ის იგორ გიორგაძეს არ ენდობა, თუმცა უშიშროების ყოფილი მინისტრის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ზვიად გამსახურდიასადმი დევნას გია გულუასა და ავთანდილ იოსელიანის მეთაურობით შსს-სა და უშიშროების ორი ჯგუფი ახორციელებდა, თავადაც ადასტურებს. "იგორ გიორგაძის არ მჯერა. მას არ ვენდობოდი მაშინაც, როდესაც უშიშროების მინისტრი იყო. რაც შეეხება იმას, რომ ზვიად გამსახურდიას ძებნა მიმდინარეობდა, ეს ყველასთვის ცნობილი იყო. მისი ლიკვიდაციის შესახებ კი ჩემთვის გვიან გახდა ცნობილი", - განაცხადა შევარდნაძემ. შეგახსენებთ, რომ უშიშროების ყოფილმა მინისტრმა იგორ გიორგაძემ საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების მიზეზების დამდგენი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარეს კონსტანტინე გამსახურდიას განუცხადა, რომ ზვიად გამსახურდიას თავი არ მოუკლავს და იგი მოკლეს. ამასთან, გიორგაძის ინფორმაციით, პირველი პრეზიდენტის ლიკვიდაციით ყველაზე მეტად ედუარდ შევარდნაძე იყო დაინტერესებული. პ.ს. თვით მკვლელობის შემკვეთი აღიარებს ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაციას.. :rolleyes: მალე მას სხვა რამის აღიარებაც მოუწევს თუ საზოგადოება ამის ღირსი იქნება...მანამდე თვითმკკვლელობას აღიარებდა.. :)

 

 

ყველამ იცის და საერთო ჯამში არავინ არაფერი არ იცის რა.

 

ადეთ და დააბრალეთ ბესარიონ გუგუშვილს რომ მოკლა და მოისვენეთ თქვენი...............

მერე მანანას დიდი ჯვარი გაურჭეთ ერთ ადგილზე და ირბინოს დემონსტრაციებზე წმინდანად გამოცხადების გამო.

არ დაიღალა ეს ხალხი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაციას აღიარებს ედუარდი.. "

სულ სხვა რამეს ამბობს

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსეთს , სახელმწიფოთა მეთაურებს(რომლებმაც საქ. პროცესებს რუსეთისათვის წამახალისებელი იგნორი გაუკეტეს), თბილისელ კრიმინალიტეტს--საქართველოს მტრებს ყველას აწყობს თვითმკვლელობის ვერსია....

 

ყველამ იცის და საერთო ჯამში არავინ არაფერი არ იცის რა.

 

ადეთ და დააბრალეთ ბესარიონ გუგუშვილს რომ მოკლა და მოისვენეთ თქვენი...............

მერე მანანას დიდი ჯვარი გაურჭეთ ერთ ადგილზე და ირბინოს დემონსტრაციებზე წმინდანად გამოცხადების გამო.

არ დაიღალა ეს ხალხი?

მკვლელობა მოხდა და ვინ რა როლი ითამაშა უნდა გაირკვეს... ედუარდ-ფილიფე გეცოდებათ?@! დედა ვატირე მე მათი ვისაც ენატრება მამათი! :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მკვლელობა მოხდა და ვინ რა როლი ითამაშა უნდა გაირკვეს... ედუარდ-ფილიფე გეცოდებათ?@! დედა ვატირე მე მათი ვისაც ენატრება მამათი!

ვის ვის და ბაბუაგიორგის ნამდვილად არ ერგება ეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ადეთ და დააბრალეთ ბესარიონ გუგუშვილს რომ მოკლა და მოისვენეთ თქვენი...........

 

მაშინ, მარტო გუგუშვილს კი არა, დაცვის ბიჭებსაც უნდა დაადონ ხელი, რაც ფაქტიურად გამორიცხულია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსეთს , სახელმწიფოთა მეთაურებს(რომლებმაც საქ. პროცესებს რუსეთისათვის წამახალისებელი იგნორი გაუკეტეს), თბილისელ კრიმინალიტეტს--საქართველოს მტრებს ყველას აწყობს თვითმკვლელობის ვერსია....

მკვლელობა მოხდა და ვინ რა როლი ითამაშა უნდა გაირკვეს... ედუარდ-ფილიფე გეცოდებათ?@! დედა ვატირე მე მათი ვისაც ენატრება მამათი! :))

ამ ცოდვის გამოსყიდვაზე ვიფიქროთ!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ იუზერს შეუერთეთ პოსტები გააუქმეთ მეორე ნიკი და სპეციალურად მისთვის შეიტანეთ წესებში დამატება ტვინის დღვნა დასჯადია :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ იუზერს შეუერთეთ პოსტები გააუქმეთ მეორე ნიკი და სპეციალურად მისთვის შეიტანეთ წესებში დამატება ტვინის დღვნა დასჯადია :(

სკოლაში მასწავლებელთან ენის მიტანა დასჯადი შენს სკოლაში იყო?! :(:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების დამდგენი კომისია ინფორმირებულ მოქალაქეებს დაკავშირებას სთხოვს, - ამის შესახებ სპეციალური განცხადება პარლამენტის ვებ-გვერდზეა განთავსებული.

კომისია სთხოვს მოქალაქეებს, რომელთაც გამსახურდიას საკითხთან დაკავშირებით რაიმე სახის ინფორმაცია აქვთ, პარლამენტში შექმნილ კომისიას დაუკავშირდნენ.

განცხადებაში სპეციალური ნომრებიც არის მითითებული, რომლებზეც მოქალაქეებს დაკავშირება შეეძლებათ - 28-17-73 და 8 77 18 99 62.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია პარლამენტში უკვე სამი თვეა რაც შეიქმნა, მაგრამ კომისიას უფლებამოსილება კიდევ სამი თვით გაუგრძელდება.

ამასთან, კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე გამსახურდია კომისიისთვის საგამოძიებო კომისიის სტატუსის მინიჭებასაც ითხოვს, რაც ამავე კომისიის წევრის, უმრავლესობის წარმომადგენლის ბეჟან ხურციძის იდეაა. თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, კომისიას სტატუსი არ შეეცვლება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

“შევარდნაძე, სანამ ცოცხალია, არ დაუშვებს, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმე გამოძიებულ იქნას. შევარდნაძის ნამუსზე არის ზვიად გამსახურდიას სიკვდილი და მიხეილ სააკაშვილზე არის ზურაბ ჟვანიას სიკვდილი. ეს ორი კაცი - მოსწავლე და მასწავლებელი არიან მკვლელები. ერთმა ჟვანია მოკლა და მეორემ ნახევარი საქართველო გაწყვიტა. თქვენ არ იცით, როგორ ყვიროდა, მე რომ დამიჭირეს და ცოცხალი ჩამომიყვანეს, რატომ მოგყავთ ცოცხალიო? თქვენ მასწავლით, შევარდნაძე რა არის? ეგ არის მსოფლიოში აღიარებული მკვლელი”, - აცხადებს თენგიზ კიტოვანი გაზეთ ”ასავალ-დასავალისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით თენგიზ კიტოვანი: ბესარიონ გუგუშვილმა დაცვის ბიჭებს ძილი წამალი დაალევინა, რომ მათ ზვიად გამსახურდიას ოთახში მკვლელის შესვლა და გასროლის ხმა არ გაეგოთ”.

“შოთა კვირაია ერთადერთი კაცია ცოცხალთაგან, ვინც მოწმე და უშუალო მონაწილეა ზვიად გამსახურდისა მკვლელობისა. შოთა კვირაიას ჩემთან წამოსცდა, რომ ზვიად გამსახურდია მოკლულია. სიმთვრალეში წამოსცდა. მაგან მითხრა ყველაფერი. აბა, მე რა დამესიზმრებოდა, როგორ მოხდა ზვიადის მკვლელობა? ინფორმაციის წყარო ბევრია და დოკუმენტური მასალებიც ბევრია. შოთა კვირაია იყო ერთ-ერთი შემსრულებელი მკვლელ გულუასთან ერთად. რატომ არ აქცევთ ყურადღებას გუგუშვილის სიტყვებს? მან რამდენჯერმე თქვა, ბიჭებს დასაძინებელი წამალი დავალევინე იმიტომ, რომ დაღლილი იყვნენ და მშვიდად დაეძინათო. ფაქტობრივად, ის ამით აღიარებს ამ საქმეში თანამონაწილეობას. რა დროს დასაძინებელი წამალი იყო, მან ხომ კარგად იცოდა, რომ მდევარი მოსდევდათ. დაეძინათ ბიჭებს, შემოვიდა მკვლელი ფანჯრიდან, ორი ტყვია ესროლა ზვიად გამსახურდიას. დიახ, გამსახურდიას ორი ტყვია აქვს მოხვედრილი!” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ კიტოვანი.

“ამას მე დაბეჯითებით ვამბობ. ჯერ ქვემოდან არის ნასროლი, ტყვია ტვინშია გასული და მოხვედრილი აქვს ლოგინის საბჯენს. მეორე ზემოდან, თავის ქალიდან აქვს მოხვედრილი და გამოსულია ყურში. მე მაინტერესებს, მანანა არჩვაძემ რატომ თქვა უარი ექსპერტიზის ჩატარებაზე მაშინ, როცა გროზნოში წაასვენა თავისი ქმარი? ჯოხარ დუდაევი უარს ეტყოდა? არ არის დანაშაული ეს? წლების მერე, როცა უკვე რბილი ქსოვილი აღარ არსებობდა, ჩაიტანეს ნეშტი სადღაც როსტოვში და იქ გაასინჯეს ექსპერტებს... ეს გაკეთებული არის მაყუჩიანი “სტეჩკინით”. ამ ყველაფრის შემდეგ ზვიად გამსახურდიამ ფეხებზე დაიდო იარაღი? ეს ხომ აბსურდია. ყველაფერ ამას დასჭირდა მაქსიმუმ 40 წამი, არც კი - მკვლელმა ესროლა, დაადო მუცელზე იარაღი და წავიდა”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.

“გამყიდველია ის, ვინც დაცვის ბიჭები დააძინა და მკვლელს ფანჯარა გაუღო. შესაძლოა ფანჯრიდან კი არა, კარიდან შევიდა მკვლელი - სულაც კარი გაუღეს მას. შეიძლება გუგუშვილმა გააღო. თუკი გუგუშვილმა მისცა ბიჭებს დასაძინებელი წამალი, რატომ არ შეიძლებოდა, მას გაეღო კარი? რად უნდოდათ დასაძინებელი წამალი, თუკი დაღლილი იყვნენ და ეძინებოდათ! ან საიდან ჰქონდა ძილის წამალი, აფთიაქში შეიარა და იყიდა? მე მაქვს ის ინფორმაცია, რასაც ვამბობ. სხვა ინფორმაცია რომ მქონდეს, სხვა რამეს ვიტყოდი. მცველებში მკვლელი არ არის. მკვლელი, რომელსაც ფული ჰქონდა აღებული, შევიდა, ისროლა და წავიდა. თუ მცველთაგან ერთ-ერთმა გაუღო მას კარი ან ფანჯარა, ვინც ეს გააკეთა, ისიც მკვლელია!” - დასძენს თენგიზ კიტოვანი.

“ყველაფრის თქმა საჭირო არ არის. კონსტანტინე გამსახურდიაც მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჯობს კონკრეტული პირების დასახელებისგან თავი შევიკავოთ. შევარდნაძეა პირველი მკვლელი. შევარდნაძემ მოკლა ზვიად გამსახურდია, გიორგი ჭანტურია, სოლიკო ხაბეიშვილი, შევარდნაძემ მოკლა ზურაბ პატარიძე - მას ავარია მოუწყვეს. მეც მომიწყვეს ავარია. ჩემს მოკვლასაც აპირებდა და შემთხვევით გადავრჩი. ავსტრიაში რომ ვიყავი, იქ გამომიგზავნა მკვლელები! შევარდნაძე რაც არის, ყველამ იცის. სირცხვილი იმ მეგრელებს, ვინც გაყიდა ზვიად გამსახურდია”, - აცხადებს თენგიზ კიტოვანი და შეკითხვას - “ვის გულისხმობთ ამ მეგრელებში?” - პასუხობს:

“გულუაც და კვირაიაც მეგრელები არ არიან? მათ ჰქონდათ დავალებული სამეგრელოს მოსახლეობის მოსყიდვა, რათა მათ მიეწოდებინათ ინფორმაცია პრეზიდენტის ადგილსამყოფელის შესახებ. სწორედ სამეგრელოში, გულუას ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენლის სახლში მოხდა შეკრება, სადაც გაცხადდა ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაციის შესახებ და იქ შეკრებილი მებრძოლები დაეთანხმნენ ამას. სირცხვილი მათ, ვინც ფული აიღო ამაში და იუდასავით გაყიდა ზვიად გამსახურდია!”

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს თემა კვლავ წამოიწია და მიკვირს ამ თემაში რატო არ დააფიქსირეთ "დისიდენტური" აზრი...?!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...