Jump to content
Planeta.Ge

პირველყოფილი რწმენა თუ მართლმადიდებლობა?


Recommended Posts

პირველყოფილ ადამიანისთვის საზღვარი ზებუნებრივსა და რეალურ სამყაროს შორის არ არსებობდა. სამყარო იყო მთლიანი, რომელშიც ზებუნებრივი და რელური სამყარო ერთმანეთში იკვეთებოდა.

სამყარო აღიქმეოდა „მაგიურ ადამიანისათვის“ როგორც მატერიალ-სულიერი ერთობა, ღმერთებისა და ადამიანების, წმინდა ცხოველების, რომლშიც არსებოდა მკაცრი იერარქია სულებისა, ადამიანებისა და ღმერთებს შორის. თავის რიტუალებში ადამიანები იმიტაციას უკეთებდნენ ბუნების ცხოვრებას, თითქოს მის ცხოვრებაში იღებდნენ ამით მონაწილეობას, ტოტემიზმით დაიბადა წმინდა ცხოველთა სამყარო. მათი სიცოცხლე იყო წმინდა და ადამიანს ეშინოდა დაერღვია ერთი რგოლი მაინც იმ ჯაჭვიდან რასაც კოსმიური მისტერიები ერქვა.

ამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ადამიანი გრძნობდა თავს ბუნებასთან ახლოს, ვიდრე ამ უკანასკნელ საუკუნეში. ის ბუნების სამყაროს არ განიხილავდა როგორც მისგან გამიჯნულს, ის განიხილავდა ბუნებას როგორც სამყაროს ნაწილს, რომელშიც ის ცხოვრობდა.

ქალაქის აშენება ადამიანის მიერ, იყო პირველი ნაბიჯი გადადგმული ადამიანის თვითიზოლაციისა ბუნებისგან. ქალაქი - ეს არის სიმბოლო ადამიანის იზოლაციისა ბუნებისგან და ამავე დროს მისი შემოქმედების აქტიურობის. რა თქმა უნდა ქალაქს თავისთავად შემოაქვს სიმახინჯე ბუნებაში, მაგრამ არ შეიძლება დავივიწყოთ ის, რომ ქალაქი დაეხმარა ადამიანს შეეცნო საკუთარი თავი. ის დაეხმარა პიროვნების განთავისუფლებას. ქალაქის კედლებმა ადამიანი ამოგლიჯა ბუნებას, მაგრამ მისცა საშვალება შეეცნო ახლებურად სამყარო.

 

ქართული საზოგადოება არის აგრარული საზოგადოება, აგრარულ საზოგადოებისთვის კი დამახასიათებლია ბუნებასთან ურთიერთობა და ბუნების გაფეტიშება. ის არ არის ჯერ თვითიზოლურებულ ბუნებისგან, ამიტომ მისი რწმენა-წარმოდგენები ხშირ შემთხვევაში ძალიან წააგავს, პრიმიტიულ რწმენა-წარმოდგენებს.

 

ქართული საზოგადოება იყო აგრარული საზოგადოება, საუკუნეების განმავლობაში, მაგრამ კომუნისტური მართველობის პერიოდში, საქართველოში პრობლემა იდგა მუშათა კლასის შექმნის პრობლემა, ამიტომ კომუნისტებმა გადაწყვიტეს სოფლად მცხოვრები ადამიანები, ჩაესახლებინათ ქალაქებში. მოხდა სამოქალაქო ცხოვრებაში, სოფლურ ფასეულობების გაბატონება, სოფელმა დაიპყრო ქალაქი და საქალაქო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი მოიპოვა. სოფლის მოსახსლეობის კულტურული გარდაქმნა სამოქალაქო საზოგადოებად ვერ მოხერხდა, რადგან ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებას მოუწყეს საშინელი რეპრესიები და მათ ადგილი დაიკავეს სოფლიდან ჩამოსულმა, ახალმა მუშათა კლასმა.

 

სოფლიდან ჩამოსულმა მოსახლეობა, სოფლიდან წამოიღო ის რწმენა-წარმოდგენები რაც სოფლად არსებობდა. პირველყიფილ თემურ წყობილებაში მაგი-შამანები ასრულებდნენ ტომის ბელადის როლს. ქურუმებს, მაგებს ჰქონდათ ქარიზმა, რომელიც შთააგონებდა ადამიანებს მათ კავშირზე ღმერთებთან. ტომი მათი მეშვეობით ელაპარაკებოდა ღმერთებს. მსგავსი ადამიანები განიხილებოდა როგორც ზეადამიანები. დამოუკიდებლობის პერიოდში კარგად გამოჩნდო ეს რწმენა წარმოდგენები „ბელადის“ კულტში. ზვიად გამსახურდიას, ზეკაცად ქცევა იყო პირდაპირი შედეგი, აგრარული რწმენა-წარმოდგენების და კომუნისტური წარსულის. პოლიტიკური კერპების მსხვერევის შედეგად, ახალი რელიგირუი კერპი შეიქმნა ქართულ საზოგადოებაში, ეს არის ილია II-ის კერპი. დღევანდელ ადამიანების წარმიოდგენები ილია II-ზე თითქმის იდენტურია პირველყოფილ ადამიანის წარმოდგენებისა ქურუმებზე.

 

„,მაგიურ ადამიანის“ წარმოდგნებით სამყაროზე ზემოქმედებისთვის საჭირო იყო მაგიური რიტუალების ჩატარება. რთული მაგიური რიტუალების და შელოცვების შედეგად მზადდებოდა უამრავი თილისმა. თილისმა იცავდა ადამიანებს მტრებისგან, დაავადებებისგან, გველის კბენისგან და ა.შ

თანამედროვე ქართველ ადამიანს მსგავსი წარმოდგნები აქვს, უამრავ რელიგირუ რიტუალის მიამრთ. უამრავი ხატი, ჯვარი იყიდება მხოლოდ იმიტომ, რომ მორწმუნეებს ჯერათ, რომ მათი მეშვეობით ისინი იქნებიან უფრო დაცულები, უფრო ჯამრთელები და უფრო წარმატებულნი.

 

ადამიანებს ახასიათებთ თავისუფლების სიყვარული, მაგრამ ამავე დროს ისინი გაურბიან მას, საპასუხისმგებლო, რისკიან ინიციატივეებს, ადამიანები სხვის მხრებზე კიდებენ და მას ემორჩილებიან. გონების შიში, როცა სურვილი არ გაქვს თვითონ იფიქრო, თვითონვე გამოიყენო საკუთარი ნააზრევი. მოთხოვნა რწმენისა, საიდუმლოების, ავტორიტეტის. მოთხოვნილება იმისა რომ საერთოდ დაკარგოთ ინდივიდუალიზმი, გახდე მასის ნაწილი - მხოლოდ ასე შეიძლება დაინახო, ცხოვრების რაღაც აზრი, როგორც უკვდავების გარანტია იქნება. ამის მიზეზებია:

 

 

 

1) ე.წ „ჯოგური ცნობიერება“, მოითხოვს მტკიცედ დამორჩილდეს მკაცრ ხელს

2) მოთხოვნილება ადამიანის სულისა მოიპოვოს უმაღლესი ჭეშმარიტება, ცხოვრების აზრი.

 

დამორჩილების წყურვილი არის ათავიზმი, ინსტინქტი, რომელიც ადამიანებმა მემკვიდრეობით მიიღეს პირუტყულ საზოგადოების, რომელსაც როგორც წესი ხელმძღვანელობს ბელადი. ხოლო ძებნა ცხოვრების აზრი, იდეალი - რომელიც კულტურის განუყოფელი ნაწილია, ახასიათებს ადამიანს როგორც ინტელექტუალურ არსებას.

ღვთაებრივ მართველის რწმენა იყო ძველ აღმოსავლურ საზოგადოების მსოფლმხედველობის ნაწილი, რომელიც თამაშობდა განსაკუთრებულ როლს მათ კულტურაზე და სოციალურ ცხოვრებაზე.

მეფე-ღმერთი არც თუ ისე ეყრდნობოდა შემოქმედ და ინიციატორებს, თავიანთ იარაღად იყენებენ ჩინოვნიკების მთელ წრეს. უძველეს ბიუროკრატების არსებობა მტკიცდება უამრავი წყაროთი.

მაგიზმი ამოდის იმის რწმენით, რომ არსებობს კოსმოსური წესრიგი, რომელსაც ადამიანი უნდა დაემორჩილოს და რომელზეც ადამიანს მაინც შეუძლია მოახდინოს ზემოქმედება, კონკრეტულ ქმედებით - მაგიურ რიტუალით. ზემოქმედების მოხდენა კი შეუძლია მხოლოდ ღმერთისგან რჩეულებს. დღესდღეობით ესეთ რჩეულად ითვლება ილია II.

 

http://nukriko.blogspot.com/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დღევანდელ ადამიანების წარმიოდგენები ილია II-ზე თითქმის იდენტურია პირველყოფილ ადამიანის წარმოდგენებისა ქურუმებზე.

სულ სხვა რეალობაა. ეს უფრო სოციალური მომენტია ვიდრე რელიგიური. შინაგან ემიგრაციაში ყოფნა განაპირობებს რელიგიის როლის ზრდას.

ილია მეორემ კი შეძლო და გაუძლო დროს. ეს ადვილი არ იყო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს უფრო სოციალური მომენტია ვიდრე რელიგიური

სოციალურ მომენტში რას გულისხმობ?

შინაგან ემიგრაციაში ყოფნა განაპირობებს რელიგიის როლის ზრდას.

რელიგიაზე აქ ნაკლებად არის საუბარი, აქ არის რელიგიურ მართველებზე, ავტორიტეტებზე საუბარი.

ილია მეორემ კი შეძლო და გაუძლო დროს. ეს ადვილი არ იყო.

მერე ეს გარკვეულწილად არის მედროვე ადამიანისთვის დამახასიათებელი მომენტები. შევარდნაძის დროს შევარდნაძეს ადიდებდე, მიშასაც არ აწყენინო და რუსულ-ქართულ "კავშირსაც" ამყარებდე.

 

მისი ძალაუფლება გამომდინარეობს იქიდან რომ თითქოს პოლიტიკურად ნეიტრალურია, მარა პოლიტიკოსები მის საქმეს აკეთებენ, იგივე 25 მილიონის გადარიცხვა და ა.შ ეს კი იმას ნიშნავს რომ მისი ნეიტრალიტეტი არის მხოლოდ ნიღაბი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...