Jump to content
Planeta.Ge

ანტიბურჟუაზიული მანიფესტი


Recommended Posts

საქართველოში ძალიან უყვართ ხოლმე ოტო ფონ ბისმარკის ცნობილი გამონათქვამი

”20 წლის ადამიანი რომელიც სოციალისტი არ არის უგულოა, ხოლო 30 წლისაც თუ სოციალისტია ის სულელია”, ეს სიტყვები ნებისმიერ კონფორმისტულ ნაბიჯის თუ პრინციპების ღალატის გამამართლებელ მანიფესტად გადაიქცა.

 

პირადად მე ვისაც არ ეზარება ხოლმე ამ სიტყვებს მიმეორებს, დაწყებული ნორჩი კარიერისტი ”კეთილისმყოფელებიდან”, დამთავრებული ჩემზე მზრუნველი ნათესავებით, საინტერესოა ნეტავ მეც შევიცვლები??? აღარ მომინდება უკეთეს საზოგადოებაში ცხოვრება??? დავივიწყებ ჩემს პრინციპებს და მთლიანად გავხდები დამოკიდებული არსებულს რეალობებზე??? დავიწყებ მაღალფარდოვან საუბარს იმაზე რომ სოციალური დახმარება გაჭირვებულების მხოლოდ ძლიერი სახელმწიფოს პრეროგატივაა, მოწიწებით გავიხსენებ წარსულს და ამაყად ვიტყვი რომ მე ომამდე ტანკისტი ვიყავი. ხმამაღლა დავცინებ ყველას ვისაც ჯერ კიდევ სჯერა რომ ცვლილებები შესაძლებელია. ფარისევლური სევდით გამოვაცხადებ რომ ჩვენ შვედები არ ვართ და ამიტომ აქ არაფერი არ გამოვა.

 

საოცარია მაგრამ ლიბერალური საზოგადოება რომელიც კომუნისტებს ბრალს დებდა იმაში რომ ცდილობდა ყველა ერთნაირი ყოფილიყო დღეს ჩემგან მოითხოვს ერთფეროვნებას, ოღონდ არა კომუნისტების მიერ დადგენილს როდესაც მდიდარი არავინ იქნება არამედ სწორედ ისეთი სადაც განსხვავება სწორედ მხოლოდ ფულის რაოდენობაში იქნება, უნდა დავემორჩილო ბაზარს და როგორც ყველა მეამბოხე 25 წლამდე უნდა ვაღმერთებდე ჩე გევარას, ვუსმენდე როკს, მეზიზღებოდეს ომი, ვიყო არარელიგიური და საშინლად არ მომწონდეს პატრიოტიზმი, ვიზმანებოდე იმის მიხედვით თუ რომელი ბრენდია პოპულარული, შესაძლებლობების მიხედვით ვიჰიპო და ბნელები ვეძახო ყველას ვისაც არ მოვწონვარ, ხოლო დროთა განმავლობაში ნელ-ნელა გადავიქცე წვრილ ბურჟუად, ვინმე იდეალისტი რომელიც მისაყვედურებს ჩემს საქციელს ბისმარკის სიტყვები გავუმეორე და ამაყად ვუთხრა რომ ”მე ის ნიკუშა აღარ ვარ”. ხოლო ასაკში შესვლასთან ერთად კონსერვატორული იდეებით დავიწყო მორალისტობა.

 

ბურჟუაზიული ლოგიკა ძალიან მარტივია უნდა მოგწონდეს ჩე მაგრამ წარმოდგენა არ უნდა გქონდეს მასზე, საკმარისი მხოლოდ ჩეს გამოსახულებიანი მაისური და ტატუირება მკლავზე . მათ ეშინიათ რეალური ჩეს და ამიტომაც მიტოვებენ ჩეს გამოსახულება მაისურზე, მათ იციან თუ ჩეს შრომებს წაიკითხავენ მიხვდებიან რომ ჩე არა მაისურზე დახატული ვირტუალური პიროვნებაა არამედ ადამიანი რომელმაც დატოვა ბრძოლის მეთოდი და მაგალითი მისცა ყველას თუ როგორ უნდა შეცვალო სისტემა, ამიტომაც ცდილოვენ გაანადგურონ ”ჩე გევარა ” როგორც იდეა და დატოვონ მხოლოდ გამოსახულება რათა ამან სისტემას არ შეუქმნას არანაირი საფრთხე. რადგან თუ გაიგებ იმ ყველაფერს რასაც უსმენ თუ აკეთებ მიხვდები თუ რაოდენ საშინელია ეს სამყარო და მოგინდება უკეთესი, ამიტომაც არის საჭირო რომ უყურო და ვერ დაინახო, უსმინო და ვერ გაიგო. რადგან თუ გაიგებ ან დაინახავ მიხვდები რომ რაღაც ვერ არის დანიის სამეფოში საქმე კარგად.

 

მათი მორალი ამაყად მეუბნება რომ ყველასთვის გაქვს ადგილი გეტოში, თქვენთქვის შექმნილ გეტოში სადაც ყველანაირი ”ლუზერები” შეიკრიბებით, თქვენ პაციფისტები უნდა იყოთ, მაღალ მატერიებზე უნდა ისაუბროთ, პოლიტიკაში არ მოხვიდეთ ეს ხომ ”ბინძური” ხალხის საქმეა, ჩვენ ვიქნებით ეს ბინძური მილიტარისტები , სანამ თქვენ მაღალფარდოვან თეორიებზე ისაუბრებთ ჩვენ საქმეს გავაკეთებთ, მერე რა თუ ცუდია ეს სამყარო სხვანაირი არ გამოდის, თქვენ უსმინეთ ლენონის "imagine" ოღონდ ღმერთი არ გაგიწყრეთ და არ გაიგოთ რას ამბობს ლენონი, ჩვენ გვჭირდება ადამიანი რომელიც უსმენს ლენონს და ჰიპობს ოღონდ ისე რომ ის საფრთხე არ უქმნის სამყაროს.

 

ჩვენ სამაგიოერდ თქვენ მოგცემთ გეტოს, მოგცემთ სნობებს რომელთა კერპიც იქნებით თუ სწორად მოიქცევით, ჩვენ ჩვენთვის დავიტოვეთ სხვა ყველაფერი ხოლო თუ ყველა ვინც შეიცვლის აზროვნებას კიდევ ერთხელ დაადასტურებს ბისმარკის სიტყვებს. თანასწორობა, სამართლიანობა, და სხვა ცუდი სიტყვები ეს ყველაფერი კარგია თუ ხელისუფლებაში არ ხარ.

 

მათი მორალი გვეუბნება რომ ჰიპობა მხოლოდ გრძელი თმები და დახეული ჯინსებია, პროტესტი მხოლოდ რეჟიმის გინებაა, არარელიგიურობა ხელისუფლების რეიტინფის კონკურენტი რელიგიური ორგანიზაციის კრიტიკაა. გვეუბნებიან რომ ჩვენ ყველა ანგარებიანი არაკაცები ვართ ოღონდ ყველას ამის ნიჭი არ აქვს და ამიტომ უნდა შევეგუოთ უაღრესად ნიჭიერ ხალხს რომლებიც ამჟამად სისტემას მართავენ. უნდა შევეგუოთ ყველას ეს თანდაყოლილი ნიჭი გააჩნია, თვალი უნდა დავხუჭოთ იმაზე რომ პირდაპირპროპორციული კავშირია ნიჭსა ხელისუფლებაში მოსვლას შორის.

 

გამოგვიყვეს ადგილი სადაც გვეუბნებიან რა უნდა ვაკეთოთ, ყველაზე კარგად ამას ცნობილი ბრაზილიელი კათოლიკე ეპისკოპოსის ელდერ კამარას სიტყვები შეეფერება, "When I give food to the poor, they call me a saint. When I ask why the poor have no food, they call me a Communist." მათ ჩვენ ვჭირდებით იმისთვის რომ არ დავსვათ შეკითხვები პრობლემაზე და ვცადოთ მათი გაფუჭებულის კოსმეტიკური რემონტი. დავეხმაროთ ყველა დაუცველებს ოღონდ ისე რომ არ დავსვათ კრიტიკული კითხვა why the poor have no food??? პასუხი ხომ არ ჯდება მათ მორალში.

 

გვაშინებენ სტალინის აჩრდილით და არაფერს გვეუბნებიან იმ ათასობით და ათიათასაობით დაღუპულზე რომლებიც დემოკრატიის ნიღაბს ამოფარებული დაიღუპა და იღუპება აზიის, აფრიკის და ლათინური ამერიკის ჯურღმულებში. გვითხრეს რომ ისტორია დასრულდა და მორჩა ამის შემდეგ დარჩება მხოლოდ ლამაზი ოცნებები უკეთეს სამყაროზე.

 

ჩვენ დიდი იარაღი არ გვაქვს მათ წინააღმდეგ ჩვენი იარაღი თითოეული ჩვენთაგანია, თოთოეული ინდივიდი ვისაც სჯერა რომ ჩე გევარა არ არის მხოლოდ მაისურზე დახატული უსაქმური, ყველა ვისაც ჰიპობა გრძელი თმების მოშვება არ ჰგონია, ყველა ვისაც უბრალოდ უნდა უკეთეს სამყაროში უნდა ცხოვრება და სხვამ კითხვას რატომ???

 

რაც მთავარია მათ დროა გაიგონ რომ ჩვენ არ გვინდა ის ადგილი რომელიც მათ გამოგვიყვეს, ჩვენ ვართ და ვიქნებით რეალისტები ამიტომაც მოვითხოვთ შეუძლებელს, ამიტომაც როდესაც გვეტყვიან რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა და თქვენი ადგილი იქ არ არის, ჩვენ უნდა მივუთითოთ რომ ჩვენი მოვალეობა პოლიტიკის გასუფთავება იქნება სიბინძურიდან ანუ მათგან.ჩვენი ადგილი არამარტო სოციოლოგიის კათედრა იქნება იქნება თუ კულტურული ადგილები არამედ პოლიტიკური ავანსცენა.

 

ჩვენ უნდა შევაშინოთ აჩრდილით რომლის სიკვდილსაც უკვე 20 წელზე მეტია გვისამძიმრებენ, ჩვენი იარაღი გააზრებული პრინციპები უნდა იყოს და არა თავსმოხვეული სტერეოტიპებია, შეიძლება უდიდესმა უმრავლესობამ ვერც ვერაფერი შევძლოთ მაგრამ ეს ჩვენი ეგზისტენციალური არჩევანი იქნება ბოლოს და ბოლოს Если я проиграю, то это не будет значить, что нельзя было победить. Многие потерпели поражение, стараясь достичь вершины Эвереста, и в конце концов Эверест был побеждён.

 

თუ არადა ყოველთვის გამოჩნდება ადამიანი რომელიც გაგვიმეორებს ბისმარკის სიტყვებს მისი მრავალი ინტერპრეტაციით და ჩვენც ვერაფერს ვეტვყიტთ იმიტომ რომ .............

 

http://geoleft-marx.blogspot.com/2010/01/blog-post_30.html

Edited by newstudio
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 43
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

nikusha_marx

მშვენიერი მანიფესტია, თუმცა არ ჩანს ბოლომდე, შენ რას აპირებ...გააგრძელებ იდეოლოგიურ ბრძოლას?(ირონიის გარეშეგ გეკითხები!)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

nikusha_marx

ოტო ფონ ბისმარკის ცნობილი გამონათქვამი

”20 წლის ადამიანი რომელიც სოციალისტი არ არის უგულოა, ხოლო 30 წლისაც თუ სოციალისტია ის სულელია”

სულელი ან ზარმაცი :D:

 

მათ იციან თუ ჩეს შრომებს წაიკითხავენ

შრომები ცოტა ხმამაღალი ნათქვამი ხო არაა მაგ აბდა-უბდაზე?

 

ჩე არა მაისურზე დახატული ვირტუალური პიროვნებაა არამედ ადამიანი რომელმაც დატოვა ბრძოლის მეთოდი

ეგ რომელი მეთოდი? იარაღით რომ შევარდა სხვა ქვეყანაში იმის იმედით რომ ხალხს ავიყოლიებ, შეიარაღებულ აჯანყებას მოვაწყობო და რომ გაასაღეს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

nikusha_marx

კი მე ვცდი... არ ვიცი რამდენად გამოვა და რა შეიცვლება მაგრამ ცდად ღირს...

იხლე ჩემი სიგნაჩა :D :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კი მე ვცდი... არ ვიცი რამდენად გამოვა და რა შეიცვლება მაგრამ ცდად ღირს...
იხლე ჩემი სიგნაჩ

newstudio

 

:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

nikusha_marx

საინტერესოა ნეტავ მეც შევიცვლები??? აღარ მომინდება უკეთეს საზოგადოებაში ცხოვრება??? დავივიწყებ ჩემს პრინციპებს და მთლიანად გავხდები დამოკიდებული არსებულს რეალობებზე???
სოციალური სამართლიანობისა და თანადგომის იდეა ყველა ასაკის ადამიანშია.

ბისმარკი გულისხმობდა იმ სოციალისტებს, რომლებსაც ჯეროდათ რომ ძველი საძოგადოების დანგრავის გზით უფრო სამართლიან საზოგადოებას შექმნიდნენ.

სხვათა შორის ბისმარკს ახალგაზრდა მარქსზეც აქვს ნათქვამი - ამ ბუღალტრის გამო ევროპა მწარედ იტირებსო და აუხდა კიდევაც.

 

ლიბერალური საზოგადოება რომელიც კომუნისტებს ბრალს დებდა იმაში რომ ცდილობდა ყველა ერთნაირი ყოფილიყო დღეს ჩემგან მოითხოვს ერთფეროვნებას
არანაირი ლიბერალები მაგენი არ არიან, უბრალოდ მაგ ადგილი ვაკანტური იყო, რადგან საქართველოში ნამდვილი ლიბერალიზმი დაცინვის ობიექტია და სანამ ნამდვილი ლიბერალები დადგებოდნენ მაგ ადგილი ნეობოლშევიკებმა დაიჭირეს.

 

დიდი პატივს გცემ nikusha_marx, როგორც მოაზროვნე და ჭკვიან კაცს, მაგრამ ჩე გევარაზე ჩანახატის წაკითხვის შემდეგ დიდი ბოდიში წაკითხვის გაგრძელების სურვილი გამიქრა.

 

არ გეკადრება შენ პრიმიტიული მკვლელისა და თავგადასავლების მაძებარი ვაი რევოლუციონერის ”ჩე გევარა ”ს თაყვანისმცემლობა.IMHO

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დიდი პატივს გცემ nikusha_marx, როგორც მოაზროვნე და ჭკვიან კაცს, მაგრამ ჩე გევარაზე ჩანახატის წაკითხვის შემდეგ დიდი ბოდიში წაკითხვის გაგრძელების სურვილი გამიქრა.

Lo Janko

 

 

რა პრობლემაა:D სწორედ ეს არის დღეს ჩე :D

არა რეალური ინტელექტუალი თეორიტიკოსი რომელსაც საინტერესო თეორიული შრომები აქვს და ტეორია რომელიც შემდეგ ბჟეჟინსკიმ გამოიყენა არამედ ბუნტარების იდოლი, რომელსაც სერიოზული ხალხი უკვე აღარ კითხუკობს იმიტომ რომ ის ბუნტარების კერპია...

 

 

 

ისე "ჩე გევარა" აქ მაგალითი იყო:))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაც მთავარია მათ დროა გაიგონ რომ ჩვენ არ გვინდა ის ადგილი რომელიც მათ გამოგვიყვეს, ჩვენ ვართ და ვიქნებით რეალისტები ამიტომაც მოვითხოვთ შეუძლებელს, ამიტომაც როდესაც გვეტყვიან რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა და თქვენი ადგილი იქ არ არის, ჩვენ უნდა მივუთითოთ რომ ჩვენი მოვალეობა პოლიტიკის გასუფთავება იქნება სიბინძურიდან ანუ მათგან.ჩვენი ადგილი არამარტო სოციოლოგიის კათედრა იქნება იქნება თუ კულტურული ადგილები არამედ პოლიტიკური ავანსცენა.

+

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბუნტარების იდოლი, რომელსაც სერიოზული ხალხი უკვე აღარ კითხუკობს იმიტომ რომ ის ბუნტარების კერპია...

nikusha_marx, არ ვიცი რეალურად როგორ იყო, მაგრამ მგონია, რომ ჩე ხელოვნურად შექმნილი გმირია, ბოლშევიკების შექმნილი ლეგენდაა, რომელიც სუსურუკუს ბოსებს ესაჭიროებოდათ სამხრეთ ამერიკის ასარევად.

ლეგენდა წარმატებით შექმნეს და მერე ხელებში შემოეხარჯათ, ალბათ ლეგენდისათვის ასე იყო საჭირო.

ჩეს ანალოგს ჩრდილო ამერიკაშიც ქმნიდნენ დინ რიდის სახით მაგრამ ვერ გაქაჩა.

 

აბა , ჩე რა წასაკითხია თუ ძმა ხარ რა?

 

არასდროს ვგოლშემატკივრობდი ბუნტარებს და რევოლუციონერებს მათ შორის ვარდებისაც.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lo Janko

არ ვიცი რეალურად როგორ იყო, მაგრამ მგონია, რომ ჩე ხელოვნურად შექმნილი გმირია, ბოლშევიკების შექმნილი ლეგენდაა

რა თქმა უნდა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აბა , ჩე რა წასაკითხია თუ ძმა ხარ რა?

არასდროს ვგოლშემატკივრობდი ბუნტარებს და რევოლუციონერებს მათ შორის ვარდებისაც.

Lo Janko

 

 

ჩე საბჭოთა კავშირს აკრიტიკებდა ისე რომ მიმიქარავს ნებისმიერი დისიდენტი... საბჭოტა კავშირს ჩე თვლიდა სახელმწიფო კაპიტალიზმად :D

 

მოკლედ არ წამიკითხავს მაგრამ ვაკრიტიკებ :D

 

პ,ს ისე ნებისმიერი გმირი რომელიც ხალხს მოსწონს აპრირი ცუდი ტიპი არ არის:))

 

Saturn

 

დიდი ექსპერტი :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩე საბჭოთა კავშირს აკრიტიკებდა ისე რომ მიმიქარავს ნებისმიერი დისიდენტი... საბჭოტა კავშირს ჩე თვლიდა სახელმწიფო კაპიტალიზმად

 

მოკლედ არ წამიკითხავს მაგრამ ვაკრიტიკებ

nikusha_marx, საბჭოთა კავშირს მაო ძედუნიც აკრიტიკებდა.

ვაღიარებ, არ წამიკითხავს მისი ნაშრომები, მაგრამ ბევრი წამიკითხავს მასზე და ისიც ვიცი ფიდელამ ფინანსთა მინისტრად თუ რაღაც მინისტრად რომ დანიშნა მასტი იმასაც ვერ მიხვდა რა ევალებოდა.

გაბერილი, ხელოვნური გმირია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...