ლ ი ც ი Posted January 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2010 იქცევა თუ არა საქართველო ნატო-ს პლაცდარმად თალიბების წინააღმდეგ “საქართველოს ტერიტორია, შესაძლოა, ამერიკისა და ნატო-ს მიერ ავღანეთში “თალიბების” წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებების პლაცდარმად იქცეს. ყოველ შემთხვევაში, პრეზიდენტმა სააკაშვილმა პენტაგონს ეს წინადადება უკვე შესთავაზა. თანაც დასძინა, რომ იდეის რეალიზება მოსკოვის გაღიზიანებას არ გამოიწვევს, რადგან, როგორც სააკაშვილი აცხადებს, რუსეთი თვითონ არის დაინტერესებული ავღანეთში ანტიტერორისტული ოპერაციის წარმატებაში”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით სააკაშვილის ახალი შეთავაზება თეთრ სახლს / იქცევა თუ არა საქართველო ნატო-ს პლაცდარმად თალიბების წინააღმდეგ. “გუშინვე ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოს, პაკისტანს და კიდევ რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანას ავღანეთში ნატო-ს ჯარებისთვის საქონლის მიწოდების უფლება დართო. რაც შეეხება სააკაშვილის შეთავაზებას, ამაზე პენტაგონსა და თეთრ სახლს ჯერჯერობით თანხმობა არ განუცხადებიათ. პენტაგონში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ იციან საქათველოს პირველი პირის შეთავაზების შესახებ, თუმცა ეს შეთავაზება დეტალურად არ შეუსწავლიათ. საუბარი მიდის სატრანსპორტო დერეფნის შექმნაზე, რომლის გამოყენებაც ავღანეთში სამხედრო ტვირთების ჩასატანად საქართველოს ტერიტორიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების გავლით მოხდება. სააკაშვილის თქმით, საქართველო მზადაა დასავლეთის ქვეყნების გემებს შავ ზღვაზე არსებული პორტებით სარგებლობის უფლება მისცეს, ასევე ნება დართოს სამხედრო- სატრანსპორტო თვითმფრინავებს, დაეშვან საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ აეროდრომებზე გამართვისთვის”, - აღნიშნავს გამოცემა.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/123924.html ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე: "ნეტავ, მართლაც ასე მოხდეს, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს თავზე ვერცერთი ქვეყნის სამხედრო თვითმფრინავი მტრული მიზნებით ვეღარ გადაიფრენს". ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი: "დერეფნის შექმნით საქართველო საკუთარ უსაფრთხოებას და გარეშეაგრესიისგან თავდაცვის ძლიერ ბერკეტს იქმნის". http://presa.ge/index.php?text=news&i=12090 ლიცემერი: უზერებო: ეთანხმებით თუ არა ექსპერტებს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2010 ლ ი ც ი მე საერთოდ ეჭვი მაქვს, მიშას დიპლომატიურ მანევრებს რომ ვუყურებ ბოლო ხანებია მართლა ყველამ დაიკიდა და გამწარებული ცდილობს ტავი შეახსენოს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted January 30, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2010 მართლა ყველამ დაიკიდა და გამწარებული ცდილობს ტავი შეახსენოსnewstudio კიიი, მთლად ტყავიდან ძვრება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted January 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2010 ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე: "ნეტავ, მართლაც ასე მოხდეს, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს თავზე ვერცერთი ქვეყნის სამხედრო თვითმფრინავი მტრული მიზნებით ვეღარ გადაიფრენს". ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი: "დერეფნის შექმნით საქართველო საკუთარ უსაფრთხოებას და გარეშეაგრესიისგან თავდაცვის ძლიერ ბერკეტს იქმნის". http://presa.ge/index.php?text=news&i=12090 ლიცემერი: უზერებო: ეთანხმებით თუ არა ექსპერტებს? ამისთან დეგენერატი ექსპერტები რომ გვყავს ამიტომაცაა მაგრა "ვახევთ" რუსებს ნიღაბს.შეეკითხეთ ამ დებილს, მეტი რაღამ უნდა გადიფრინოსთქო ნახევარი საქართველო წაგვართვეს. ხო აქციეთ პლაცდარმათ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ხარჯზე. ამის შემდეგ სამუდამო გუდბაი უთხარით ამ ტერიტორიებს, ზატო თბილისის მეტროში თალიბების ბომბები გექნებათ ოხრად. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted January 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2010 რუსებს უკვე ნიღაბი ჩამოვგლიჯეთ, დროა თალიბებსაც ჩამოვგლიჯოთ ნიღაბი,დეე ყველამ დაინახოს ფუნდამენტალისტების ნამდვილი სახე :fool: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted January 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2010 რუსებს უკვე ნიღაბი ჩამოვგლიჯეთ, დროა თალიბებსაც ჩამოვგლიჯოთ ნიღაბი,დეე ყველამ დაინახოს ფუნდამენტალისტების ნამდვილი სახე :fool: ისე საქართველომ ნიღბების ჩამოგლეჯვის პატენტი უნდა აიღოს ვხედავ. : Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2010 ლ ი ც ი კიიი, მთლად ტყავიდან ძვრებაარ ეტყობა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted January 30, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2010 (edited) რუსებს უკვე ნიღაბი ჩამოვგლიჯეთ,Siknadmo რაში ჭირდებოდა ნიღბის ჩამოგლეჯვა ?ისედაც მთელმა მსოფლიომ იცოდა რუსეთი რაც იყო Edited January 30, 2010 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted January 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2010 ვაიიი.. მე კი გული მაქ გახეთქილი და Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted January 30, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2010 სააკაშვილმა რუსეთის გეგმები ჩაშალა? პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკას სთავაზობს, რომ ავღანეთში ტვირთები საქართველოს გავლით შეიტანოს და გამოიყენოს ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა სატრანზიტო პუნქტად. პრეზიდენტმა ეს ინიციატივა ამერიკულ "ასოშიეტედ პრესთან" საუბრისას გაახმოვანა. "საქართველო მზადაა დასავლეთის ქვეყნების გემებს შავ ზღვაზე არსებული თავისი პორტებით სარგებლობის უფლება მისცეს, ასევე ნება დართოს სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებს დაეშვან საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ აეროდრომებზე, გამართვისათვის" - განუცხადა სააგენტოს მიხეილ სააკაშვილმა. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტ ობამას მოსკოვში ვიზიტის დროს, ამერიკა-რუსეთის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ ვაშინგტონი ავღანეთში ტვირთებს რუსეთის გავლით შეიტანდა, თუმცა, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ორი ქვეყნის ეს შეთანხმება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. საქართველოს პრეზიდენტი კი, ამერიკულ სააგენტოს უმხელს, რომ მსგავსი ინიციატივით მან საქართველოში მყოფ ვიცე-პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსაც მიმართა. აგრეთვე საქართველოს – როგორც სატრანზიტო დერეფნის შესახებ ესაუბრა აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის გენერალს, დევიდ პეტრეუს, რომლის ოპერატიულ პასუხისმგებლობაში ახლო აღმოსავლეთი და ავღანეთიც შედის. ამასთანავე სააკაშვილი აღნიშნავს, რომ რუსეთი ამ სქემის აშკარა წინააღმდეგი ვერ იქნება. "ოფიციალური თბილისი დაინტერესებულია, რომ აშშ საქართველოში სამხედრო თვალსაზრისითაც იყოს წარმოდგენილი", - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი. თუმცა, მის ამ განცხადებას, უკვე მოჰყვა რუსეთუმეეების მწვავე რეაქცია. მოსკოვის ემისრების ნაწილის განცხადებებით, საქართველო უკვე ოფიციალურად ხდება სამხედრო პოლიგონი. პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსები ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ, რომ თუ ამერიკა ავღანეთში ტვირთებს საქართველოს გავლით შეიტანს და მას სატრანსპორტო დერეფნად გამოიყენებს, ჩვენი ქვეყანა ტერორისტების სამიზნე გახდება. რუსეთუმეების ეს მოსაზრება, რომ მცდარია, კარგად ჩანს ყაზახეთისა და უზბეკეთის მაგალითზეც. დღემდე, ამერიკას, ავღანეთში დისლოცირებული თავისი არმიისთვის საჭირო ტვირთი, ბალტიის ზღვიდან, სწორედ ყაზახეთისა და უზბეკეთის გავლით შეაქვს. თუმცა, არც ერთი ქვეყანა არ გამხდარა თალიბებისა თუ ტერირისტების სამიზნე, ამ მოტივით... მეტიც, ამა თუ იმ ქვეყანაში, აშშ-ს სამხედრო წარმომადგენლობა თავისთავად ამცირებს ისეთი ქვეყნის აგრესიას, როგორიც რუსეთია. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თუ ვაშინგტონმა საქართველო სატრანზიტო დერეფნად გამოიყენა, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა დაცული იქნება მოსკოვის მორიგი სამხედრო აგრესიისგან. ანუ, რუსეთი ვეღარ გაბედავს შემოიჭრას საქართველოში. არადა, ბოლო დროს, სულ უფრო ხშირად ვრცელდება ინფორმაცია რუსეთის შესაძლო მორიგი სამხედრო აგრესიის შესახებ. ქართველ პოლიტიკოსთა ნაწილი, მაგალითად პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პაატა დავითაია ღიად აცხადებს, რომ მოსკოვი საქართველოში შემოჭრისთვის ემზადება. ექსპერტთა აზრით კი, პრეზიდენტ სააკაშვილის წინადადება იმის შესახებ, რომ ამერიკამ საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა უფრო აქტიურად გამოიყენოს, მათ შორის ავღანეთში ტვირთების ტრანზიტისათვის, ერთი მხრივ, საქართველო-ამერიკის ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას გულისხმობს, მეორე მხრივ კი, ანეიტრალებს მოსკოვის გეგმებს, საქართველოს დაპყრობისა და მარიონეტული ხელისუფლების დასმის შესახებ. http://droni.ge/?article_id=273&lang=geo ნაცსააგენტოს კომენტარი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted January 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2010 (edited) თუმცა, მის ამ განცხადებას, უკვე მოჰყვა რუსეთუმეეების მწვავე რეაქცია. მოსკოვის ემისრების ნაწილის განცხადებებით, საქართველო უკვე ოფიციალურად ხდება სამხედრო პოლიგონი. პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსები ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ, რომ თუ ამერიკა ავღანეთში ტვირთებს საქართველოს გავლით შეიტანს და მას სატრანსპორტო დერეფნად გამოიყენებს, ჩვენი ქვეყანა ტერორისტების სამიზნე გახდება. ვინი იცის დრო რას მოიტანს. აბა ასე ესენი არც რუსეთის სამიზნე გამხდარან. ჩვენ კი პასატაიანი სამიზნე ვართ რუსეთის.მიდი მიშა! მიდი! ეგების კიდევ ერთხელ გადაგვიარონ.რა უნდა ამ ტიპს საქართველოსთან ვერ გავიგე. ამას დაგინებული ხომ არ აქვს ნეტა? პ.ს. ამ ექსპერტებს და ისე სხვებსაც თუ ახსოვთ ნეტა რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო დავკარგეთ?მოკლედ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ზოგიერთს ისეთი აზრები აქვს რუსეთის ჯინაზე იყოს ოღონ და რაც გინდა ის მომხდარა რა. Edited January 30, 2010 by babuagiorgi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted January 30, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2010 (edited) მოკლედ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ზოგიერთს ისეთი აზრები აქვს რუსეთის ჯინაზე იყოს ოღონ და რაც გინდა ის მომხდარა რა.babuagiorgi ზუსტად გაარტყი 100% მასეა! Edited January 30, 2010 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted January 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2010 (edited) babuagiorgi შეეკითხეთ ამ დებილს, მეტი რაღამ უნდა გადიფრინოსთქო ნახევარი საქართველო წაგვართვესმეტი შეიძლება იყოს მთლიანი საქართველოს წართმევა. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება რომ რუსეთს ასეთი გეგმა აქვს, მინიმუმ ანალიზის უნარი არ აქვს ასეთ კაცს. რუსეთის შემაკავებელი მექანიზმი გვჭირდება, ახლაც არსებობს რაღაც მექანიზმები, მაგრამ უფრო ეფექტურია საჭირო. მე მივესალმები ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც დაეხმარება საქართველოს ასეთი მექანიზმის შექმნაში. Edited January 30, 2010 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2010 Saturn მეტი შეიძლება იყოს მთლიანი საქართველოს წართმევა. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება რომ რუსეთს ასეთი გეგმა აქვს, მინიმუმ ანალიზის უნარი არ აქვს ასეთ კაცს. რუსეთის შემაკავებელი მექანიზმი გვჭირდება, ახლაც არსებობს რაღაც მექანიზმები, მაგრამ უფრო ეფექტურია საჭირო. მე მივესალმები ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც დაეხმარება საქართველოს ასეთი მექანიზმის შექმნაში.და დიპლომატია და ბალანსირება წარსულს ჩავაბარეთ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted January 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2010 newstudio მე საერთოდ ეჭვი მაქვს, მიშას დიპლომატიურ მანევრებს რომ ვუყურებ ბოლო ხანებია მართლა ყველამ დაიკიდა და გამწარებული ცდილობს ტავი შეახსენოსესაა ყველაფრის თავიც და ბოლოც და არანაირირუსეთის შემაკავებელი მექანიზმიარ იქმნება. მიხო ცდილობს თავის გადარჩენას ნებისმიერ ფასად. ბოლოს ეს ტენდენცია რუსეთტან მიიყვანს.IMHO Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.