Guest ჭანო Posted January 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 29, 2010 რაც შეეხება ამერიკას, ისინი ძველი პრინციპით: "სომოსა სუკინ სინ, ნო ნაშ სუკინ სინ" მოქმედებენ ჯერჯერობით.ვერ დაგეთანხმები,იმიტომ რომ სააკაშვილს არ ჩამოგდება ეს არ ნიშნავს რომ ამერიკას დიდი უხარია მიშას პრეზიდენტობა.მაგრამ სანამ სადა ჰუსეინივით არ გაბლატავდება მანამდე ვერაფერს ეტყვიან,ხოლო სადამივით თუ დააპირა მოქცევა რუსეთი ალბათ დაასწრებს ამერიკას და გვექნება მეორე ერაყი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted January 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 29, 2010 ჭანო ვერ დაგეთანხმები,იმიტომ რომ სააკაშვილს არ ჩამოგდება ეს არ ნიშნავს რომ ამერიკას დიდი უხარია მიშას პრეზიდენტობა.მე სწორედ ამას ვგულისხმობდი, არ უხარია მაგრამ იტანს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted January 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 29, 2010 Nukriko სახელმწიფო კი არ ქმნის, ავითარებს საზოგადოებას, არამედ საზოგადოება ქმნის და ავითარებს სახელმწიფოს. ანუ, ერთი მხრივ, სახელმწიფოს საფუძველს, მის პირველსაწყისს წარმოადგენს საზოგადოება. მეორე მხრივ, სწორედ ეს სახელმწიფო აიძულებს საზოგადოების შემადგენელ კონკრეტულ ადამიანს იცხოვროს არა თავისი, არამედ სხვისი ნების, სურვილების მიხედვით. შედეგი _ ადამიანთა ისტორია, ესაა ვიღაც გარეწრის ან გონებაშეზღუდულის ნება-სურვილს შეწირული მილიონებით სიცოცხლე და არა აქვს მნიშვნელობა, ეს მსხვერპლთშეწირვა სახელმწიფოებს, ეთნოსებს, პარტიებს თუ კრიმინალურ ბანდებს შორის ომით, პოლიტიკური რევოლუციებითა თუ “საქმის გარჩევის” რიტუალით იყო შენიღბული. ეს დაპირისპირება, ბრძოლა მიმდინარეობდა და მიმდინარეობს ყოვლისმომცველი საშუალებებით _ ჟინით, აღტკინებით რაღაც მიზნისა თუ “იდეალისათვის” და აურაცხელი მსხვერპლიდან გამომდინარე, ყოველივე ამ სისულელის აღსრულებას ეძლევა რაღაც “აბსოლუტური” აზრი, რათა შემდეგ გაამართლოს მილიონობით ადამიანის განადგურებული ფსიქიკა, სიცოცხლე, ქონება, ოცნებები. შედეგი კი უცვლელია _ მიმდინარეობს ან დამარცხებით გამოწვეული დეპრესია, ან გამარჯვებით გამოწვეული შიზოფრენიული ღრეობა.ჩვენთან, ამ დაბრმავებულთა და დაყრუებულთა პროცენტულად უდიდესი მსხვერ¬პლშეწირვა მიგვანიშნებს, რომ მეტ-ნაკლებად განათლებულ ადამიანთა სოციალურ აზროვნებას გააჩნია რაღაც განსაკუთრებული, შიდა დეფექტი, რომელსაც ეფექტურად იყენებს ნებისმიერი ვიგინდარა, ვისაც არ ეზარება.შესაბამისად, არსად ისე აუცილებელი არაა ამ საკითხის სასწრაფოდ გააზრება, როგორც ჩვენთან _ ყოფნა-არყოფნის ზღვარზე მდგომ ქვეყანაში. მიუხედავად ამისა, არსად ხდება ამ საკითხის ისე უგულებელყოფა, იგნორირება, როგორც ჩვენთან, განსაკუთრებით იმ დროს, როცა ჩვენს გარშემო ერთდროულად გამეფებულია დემოკრატია და ბარბაროსობა, ან უფრო ზუსტად _ ბარბაროსული დემოკრატია. და ბოლოს. რა არის დემოკრატია მოსახლეობას 99.9% არ ასმის თუ რა ლობიოა ის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 29, 2010 giauridia და ბოლოს. რა არის დემოკრატია მოსახლეობას 99.9% არ ასმის თუ რა ლობიოა ის.ცდები, ბევრს ესმის უკვე! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted January 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 29, 2010 არ ესმით.. დაავიწყდათ მოსმენა რა არის,..... ან როცა არჩევანი არ გაქვს,.,. რა აზრი აქვს გესმის თუ არა??? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted January 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2010 newstudio გთხოვთ ამიხსნათ რა არის / ან როგორ გესმით დემიკრატია? თვითონ სოლონი (დემოკრატიის ავტორი) არ იყო კმაყოფილი იმით, თუ რა შვა მან და იძულებული გახდა შეექმნა ოთხასთა საბჭო. machkatela თუ იცით რამე კონდორსეს პარადოქსის თაობაზე?არ ესმით.. დაავიწყდათ მოსმენა რა არის,..... ან როცა არჩევანი არ გაქვს,.,. რა აზრი აქვს გესმის თუ არა??? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted January 30, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2010 giauridia სახელმწიფო კი არ ქმნის, ავითარებს საზოგადოებას, არამედ საზოგადოება ქმნის და ავითარებს სახელმწიფოს.სახელმწიფოს შეუძლია გაზარდოს და განავითარო საზოგადოება, თუ ამის ნება ექნება. ხელშეწყობა საზოგადოებრივ მოძრაობების, გაერთიანებისა, მაგ: პროფკავშირის განვითარება და ა.შ შეუძლია სახელმწიფოს, როგორც ეს რუზველტმა გააკეთა და ამით საზოგადოებას უფრო მეტი პასუხიმგებლობაც დააკისრა. ჩვენი სახელმწიფო კი ყველაფერს თავის ნებაზე აკეთებს, შესაბამისად არანაირი გარემო-პირობა არ არსებობს იმის რომ საზოგადოებამ გნვითარება დაიწყოს. ერთდროულად გამეფებულია დემოკრატია და ბარბაროსობა, ან უფრო ზუსტად _ ბარბაროსული დემოკრატია.არანაირი ბარბაროსული დემოკრატია არ არის საქთველოში, საქართველოშია ჩამოყალიბებული ავტოკრატია, უფრო ზუსტად ბელადომანია.ბელადს რაც დაესიზმრება იმას აკეთებს.რა არის დემოკრატია მოსახლეობას 99.9% არ ასმის თუ რა ლობიოა ის.დემოკრატია მოქალაქეებისთვის არის საკუთარი ინტერესების დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშვალება. ძალიან ვიწრო ინტერესების დაცვა შესაძლებელი ხდება სწორედაც დემოკრატიის დროს. როდესაც საზგადოება არ იცავს საკუთარ ინტერეს და რაღაც პოპულიზმის მსხვერპლი ხდება, იქ დემოკრატიაზე საუბარი ზედმეტია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted January 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2010 Nukriko საჭიროა გამოვიწვიოთ პოლიტიკური კრიზისი, რომ განვანახლოთ ჩვენი პოლიტიკური ელიტა, პირველ რიგში ოპოზიცია.ოპოზიციამ ბოლო 2 წლის განმავლობაში უკვე ორჯერ განიცადა სერიოზული კრიზისი. პირველად 2008 წლის ორჯერ გაყალბებული არჩევნების მერე, და მეორედ შარშან აპრილის აქციების უშედეგოდა დასრულების შემდეგ. მაგრამ სხვა ოპოზიცია არ გამოჩენილა. ისევ იგივე სახეებია. საერთოდ ნორმალური არჩევნების ჩატარებამდე პოლიტიკური პარტიების გადარჩევა ვერ მოხდება. მანამდე ალასანიას ლიდერობა მეც ოპტიმალურად მიმაჩნია. არა იმიტომ რომ ძალიან მომწონს. უბრალდ რასაც შენ ამბობ, ეს ნიშნავს ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დარჩენას კიდევ მინიმუმ 20-30 წელი. რასაც ალასანიას გაპრეზიდენტება მირჩევნია. უცხოური პრესა, აქებს ალასანიას ეს ერთი მინიშნევაუცხოური პრესა ნამდვილად აქებს ალასანიასhttp://foreignpress.ge/?p=9827 თუ დასერჩავ სხვა მრავალ სტატიასაც იპოვი. უბრალოდ რამდენად საკმარისია უცხოური პრესის მხარდაჭერა, ეგ არ ვიცი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2010 lasalexx მანამდე ალასანიას ლიდერობა მეც ოპტიმალურად მიმაჩნია. არა იმიტომ რომ ძალიან მომწონს. უბრალდ რასაც შენ ამბობ, ეს ნიშნავს ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დარჩენას კიდევ მინიმუმ 20-30 წელი. რასაც ალასანიას გაპრეზიდენტება მირჩევნია.+1 თუ დასერჩავ სხვა მრავალ სტატიასაც იპოვი. უბრალოდ რამდენად საკმარისია უცხოური პრესის მხარდაჭერა, ეგ არ ვიცი.საზოგადოებრივ აზრს ქმნის პრესა დასავლეთში...და პოლიტიკოსებიც საზოგადოების ნაწილია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted January 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2010 newstudio საზოგადოებრივ აზრს ქმნის პრესა დასავლეთში...და პოლიტიკოსებიც საზოგადოების ნაწილიაკი მაგრამ მხოლოდ დასავლეთში საზოგადოებრივი აზრის შექმნა ვერ უშველის ამ კაცს. საქართველოშიც უნდა შეიქმნას გარკვეული საზოგადოებრივი აზრი მასზე. რაც ჯერჯერობით არ ხდება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2010 lasalexx საქართველოშიც უნდა შეიქმნას გარკვეული საზოგადოებრივი აზრი მასზე. რაც ჯერჯერობით არ ხდება.ყური მოვკარი სერიოზულ წინასაარჩევნო კამპანიას აპირებსო...ვნახოთ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
irusha Posted January 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2010 რა ბოიკოტი... ჩემი პორველი არჩევნებია... http://smiles.ge/fil/1002014.gif Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
prologic Posted January 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2010 Yრეალ-TV თავს ესხმის ალასანიას და ალიანსს, მაგრამ არა ნოღაიდელს, დაფიქრდით.... რატომ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2010 prologic Yრეალ-TV თავს ესხმის ალასანიას და ალიანსს, მაგრამ არა ნოღაიდელს, დაფიქრდით.... რატომ?ეგ მეც არ ვიცი...ზალიან დაბალი დონის პიარ სვლებია//// პ.ს. რაის ბოიკოტი, ყველანი არჩევნებზე! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
chegesto Posted January 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2010 რევოლუცია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.