newstudio Posted January 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2010 ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის სახელწოდება _ “ჩართულობა თანამშრომლობის გზით” ოკუპაციით გამოწვეული იზოლაციისა და დანაწევრების წინააღმდეგაა მიმართული. ამის შესახებ ნათქვამია მთავრობის დოკუმენტში- “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სახელმწიფო სტრატეგია”. ~სახელმწიფო სტრატეგიის მიზანია, ხელი შეუწყოს ოკუპაციის შედეგად შექმნილი გამყოფი ხაზებით დაშორებულ საქართველოს მოსახლეობის ურთიერთობების აღდგენა-გაღრმავებას და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის /სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის უზრუნველყოს ის უფლებები და პრივილეგიები, რომლითაც სარგებლობს საქართველოს ყოველი მოქალაქე~, - ნათქვამია სტრატეგიაში. ამასთან, დოკუმენტში განმარტებულია, თუ როგორ შეიძლება დასახული მიზნების მიღწევა, მათ შორის, შემდეგი პროაქტიური პოლიტიკის გატარებით. კერძოდ კი, აღნიშნული დოკუმენტი ითვალისწინებს გამყოფი ხაზებით ერთმანეთისაგან განცალკევებულ თემებს შორის ეკონომიკური ურთიერთობის ხელშეწყობა; გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მოსახლეობის სოციო - ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება; აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/ სამხრეთ ოსეთის ჩართვა საქართველოს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში. ამასთან, ისეთი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და განვითარება, რომელიც გამყოფ ხაზებს შორის მოსახლეობის მიმოსვლას და საქონლის მოძრაობას შესაძლებელს გახდის. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ასევე აუცილებელია, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის აღმსარებლობის თავისუფლებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებების დაცვის მიზნით, არსებული მექანიზმების გაძლიერება და ახალი საშუალებების შემუშავება. ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის ჯანდაცვის ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება; განათლების მიღებისთვის ფართო შესაძლებლობის შექმნა. საერთო ინტერესების განსაზღვრისა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ერთობლივი თემთაშორისი პროექტებისა და საქმიანობების მხარდაჭერის მეშვეობით თავისუფალი გადაადგილების, ასევე გამყოფ ხაზებს მიღმა მცხოვრებთა შორის კონტაქტებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა. კულტურული მემკვიდრეობისა და თვითშეგნების შენარჩუნების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე. ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, გამყოფი ხაზებით იზოლირებულ რეგიონებს შორის ინფორმაციის თავისუფალი გავრცელების ხელშეწყობა. ~სტრატეგია, უპირველეს ყოვლისა ეფუძნება საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურღვეობის, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ არაღიარების პოლიტიკის გატარებისა და საბოლოოდ, სრული დეოკუპაციის პრინციპებს. http://epn.ge/?lang=geo&id=991&nid=1956 პ.ს. როგორც ჩანს რკინიგზის და საავტომობილო მიმოსვლის აღდგენა იგულისხმება... მთლიანობაში... მეჩვენება რომ დე ფაქტო აღიარებასთან გვაქვს ადგილი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted January 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2010 newstudio მე რატომღაც უფრო მძიმე არები გამიჩნდა...ომის სუნი მცემს სავით...ასეთი ტკბილი განცხადებები ამათ მხოლოდ დასაწყნარებლად იციან ხოლმე. და აი მერე უცებ დაატეხავენ თავს უბედურებას... ამათი სტილის ერთ ერთი დამახასიათებელი ნიშანია. და იევიცი კიდევ რამე შარში არ გავეხვიოთ ეგ თქვით... თუ საომარია პრინციპში... მაგრამ აპრიორი წაგებული ომის წარმოება? არ ვიცი... არ მაქვს ამდენი ინფო... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 28, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2010 dire ასეთი ტკბილი განცხადებები ამათ მხოლოდ დასაწყნარებლად იციან ხოლმე. და აი მერე უცებ დაატეხავენ თავს უბედურებას...აი ომს კი გამოვრციცხავ, შენ აზრზე არა ხარ რა მშიშარა და ძალაუფლებაზე შეყვარებული მთავრობა გვყავს! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted January 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2010 newstudio არ ვიცი არ ვიცი.ერთიც არ ის და მეორეც, გეთანხმები.მაგრამ საომრად ეგენი არ წავლენ ეგ ერთი :duel:და არავინ არ იცის შეიძლება ეს ავანტიურდა ერთადერთი "ლამაზად წასვლის" შესაძლებლობაც იყოს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted January 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2010 newstudio არ ვიცი არ ვიცი.ერთიც არ ის და მეორეც, გეთანხმები.მაგრამ საომრად ეგენი არ წავლენ ეგ ერთი :duel:და არავინ არ იცის შეიძლება ეს ავანტიურდა ერთადერთი "ლამაზად წასვლის" შესაძლებლობაც იყოს.ეგ იქაც, დასავლეთშიც კარგად იციან და იმედია რაღაც პრევენცია ექნებათ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted January 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2010 Siknadmo დასავლეთშიც იმედიანეტარ არიან მორწმუნენი :eshmak:კიდევ გაქვთ ამათი იმედი? :duel:) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted January 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2010 Siknadmo ნეტარ არიან მორწმუნენი :eshmak:კიდევ გაქვთ ამათი იმედი? :eshmak:)ნეტარ არიან მგლოვიარენი გულითა, რამეთუ ისინი ნუგეშისცემულ იქმნენ :duel: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 28, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2010 dire ნეტარ არიან მორწმუნენი კიდევ გაქვთ ამათი იმედი?სხვა რა დაგვრჩენია მამენტ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Achiko1972 Posted January 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2010 ~სახელმწიფო სტრატეგიის მიზანია, ხელი შეუწყოს ოკუპაციის შედეგად შექმნილი გამყოფი ხაზებით დაშორებულ საქართველოს მოსახლეობის ურთიერთობების აღდგენა-გაღრმავებას და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის /სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის უზრუნველყოს ის უფლებები და პრივილეგიები, რომლითაც სარგებლობს საქართველოს ყოველი მოქალაქე~, - ნათქვამია სტრატეგიაში. სულ მაგას ვიძახი: რატომ გააუქმეს ერგნეთის ბაზრობა??? რა უფრო მნიშვნელოვანი იყო, მაქედან შემოტანილი კოტრაბანდული "პრიჩუდა" და სიგარეტი "ტროიკა"-ს აკრძალვა, თუ ის რომ ფაქტიურად ლამის მთელს ცხივალის რეგიონში ლარიც ისევე იყო მიმოქცევაში, როგორც რუსული რუბლი? სხვა ურთიერთობებზე რომ არაფერი ითქვას. მე მგონი ჯობდა იქ უფრო მეტი ბერკეტების ხელში ჩაგდება და ისე რაღაცეების და ვიღაცეების მართვა და არა ასე უროთი მოსპობა ყველა იმ პატარა ხიდის, რაც იქ მაგ ბაზრობის არსებობით ჩამოყალიბდა ადგილობრივებს შორის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 28, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2010 Achiko1972 რა უფრო მნიშვნელოვანი იყო, მაქედან შემოტანილი კოტრაბანდული "პრიჩუდა" და სიგარეტი "ტროიკა"-ს აკრძალვა, თუ ის რომ ფაქტიურად ლამის მთელს ცხივალის რეგიონში ლარიც ისევე იყო მიმოქცევაში, როგორც რუსული რუბლი? სხვა ურთიერთობებზე რომ არაფერი ითქვას. მე მგონი ჯობდა იქ უფრო მეტი ბერკეტების ხელში ჩაგდება და ისე რაღაცეების და ვიღაცეების მართვა და არა ასე უროთი მოსპობა ყველა იმ პატარა ხიდის, რაც იქ მაგ ბაზრობის არსებობით ჩამოყალიბდა ადგილობრივებს შორის.რაც კარგი იყო ომამდე...არ გამოიყენეს, ეხლა იგივე სტრატეგია კაპიტულაციას მაგონებს, მაგრამ მეორეს მხრივ დარჩა რო სხვა გზა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted January 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2010 newstudio სხვა რა დაგვრჩენია მამენტ?საკუთარი ხელით საქმის კეთება.თუ როგორ, არ მკითხოს ამ ფორუმზე არავინ. :duel:ერთ ერტ თემაში ჩამოვწერე და აშკარად ყველას დაეზარა აზროვნება, ფიქრი და კითხვა. არც ცუდი არავის დაუწერია და არც კარგი.სამაგიროდ (ნეო)ლიბერალურ კვნესებსა და გოდებებს, და საერთოდ სიტყვების რახარუხს ყველა აღფრთოვანებული განიხილავს... Achiko1972 არაა ეგრე აჩიკო.ეგ ბაზრობა ერთ ერთი დამანგრეველი იყო საქართველოს ეკონომიკის.დასახური იყო და სწორადაც დაიხურა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 28, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2010 dire საკუთარი ხელით საქმის კეთება.თუ როგორ, არ მკითხოს ამ ფორუმზე არავინ. ერთ ერტ თემაში ჩამოვწერე და აშკარად ყველას დაეზარა აზროვნება, ფიქრი და კითხვა. არც ცუდი არავის დაუწერია და არც კარგი.სამაგიროდ (ნეო)ლიბერალურ კვნესებსა და გოდებებს, და საერთოდ სიტყვების რახარუხს ყველა აღფრთოვანებული განიხილავს...არასწორად უყურებ, მოკავშირის გარეშე ამ ეტაპზე ძალიან, ძალიან გაგვიჭირდება! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.